***
არ ვიცი რას ელი, რა გინდა? და თითქოს ნერვებით თამაშობ. გადაღლილ ღამეებს გაფანტავ და ცდილობ სიტყვებით გამართო... ცარიელ სიტყვებში იმედებს არავინ დაეძებს იცოდე. ამიტომ მიდიან გტოვებენ, არღვევენ დადებულ პირობებს. არ გიკვირს, ვიცი, რომ არ გიკვირს და სულაც ყასიდად იოცებ. არ გჯერა, რასაც ვერ ეხები, ამიტომ არასდროს ილოცებ. ხელს მიშვებ, მიბიძგებ კარისკენ და როცა შეგხედავ წასვლისას, შენ ისევ იცინი ბოროტად. იმარჯვებ, ეს არის რაც გინდა. შენ ახლა ძალიან მარტო ხარ. და ისე უგულოდ მიშორებ. მგონია გტკივა რომ იცინი, ან იქნებ ამასაც ვიგონებ?! არ ვიცი რა გინდა, რას ელი? თუმცა კი ამტკიცებ_ "არაფერს!" მივდივარ სიჩუმით დაღლილი, ან როგორ გიძლებდი აქამდე? მივდივარ, ვიბრძვი და გივიწყებ. ცხოვრება გრძელდება როგორღაც ოდესმე შევხვდებით? ვინ იცის? გახსოვს? ვეღარ გიცნობ ოღონდაც. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.