დათმობის ამბავი
მე და შენ ვთამაშობთ ჭადრაკს ფიქრებში წავაგებ. ფიქრებშიც ნამდვილად წავაგებ და შენი სიცილი, ავი და ლამაზი, ხალისობ, უგულოდ ხალისობ ამაზე. იცი, რომ არასდროს მოხდება ნამდვილად, რომ შენთან ნამდვილად წავაგო თამაში. გიყურებ, ფიქრებში გიყურებ ბრაზით და ვწუწუნებ: ასეთი რა არის ამაში?! და მეტად იცინი, ხმამაღლა ხარხარებ. მეზობლებს დაუფრთხობ სიცილით სიზმრებს და... "დაგითმო?" მიღიმი და იცი პასუხიც... მაჩუმებ, მიგზავნი სხვა ახალ სიმღერას..... და მერე იცვლება ფიქრების მდინარე. არ მახსოვს წაგება, ომი და ჭადრაკი. შენ უკვე იცი, რომ სულ მალე წახვალ და ლექსებად დარჩება დათმობის ამბავი.... ???? ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.