დაცინვა
თუ თვლი დაცინვა გააშკარავებს კაცად გხდის და მით უფრო ხალისობ აჰა დამცინე!!! თუ გრძნობ, საფიქრალს ვერ გამოგილევ მაშინ შემცდარხარ, უტყვად დაისო! ფიქრის აკლდამა ჩამოგეშალა გონება არის შენი მზრახველი თუ ირონიამ შეგმატა ძალა ამოაფურთხე, ჭუჭყი ნახველი. ვიყავ მნახველი თითქოს შენი წრის ვინც სიყვარულით ვეღარ დახამდა ვერ გავადიდებ მსგავსად ფემინიზმს რომელიც თავად სპექტაკლებს დგამდა. თუ თვლი გრძნობების მალვა გიშველის გამოხატულს და მეტად ფრთაშესხმულს უდიერების გარეშე გელის იმედით თესავ სიტყვებს არ ქებულს. ომებს წაგებულს, ვიცი არა სცნობ და თვლი წაგებას, თავად გამაცნობ მზად ვარ უფრო თუ ამ ომს უზმოზე მომიგდებ ძვალად მე ხელს არ ვახლებ ქმედების დარად. ამად არ მიღირს ხელის გაშვება, ჩემი სისრულის დაბლა დაშვება თუ კი გქონია ოცნებად შვება მოგიწევს მსწრაფლად მისი აშვება. თავისუფლება გდომია ანცო ვერ იტევ კეთილს შე არაკაცო, აფექტით მდგომი სიცილს არცა სწყვეტ სხვათა ზმანებად შენკენ განაწყვე. კარგი... აწ იყოს შენ როგორც გინდა თუ ფიქრობ დაცინვა რამით რას გარგებს დამცინე!!! სამყარო მიედინება დინჯად და ვინც დამცინებს არც კი მადარდებს. რადგან რასაც ვიქმ, მისი ნიშნული, მნიშვნელობაა ძალზე დიადი თუ დამიბნელდა მზე უსახური მე კვლავ ვიხილე სხვა განთიადი. ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.