შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო ვიქნები?


6-08-2025, 08:34
ნანახია 171

ისევ დამიდგა მძიმე წუთები.
ღამე დამძიმდა, ვეღარ გათენდა.
ცრემლი ბალიშებს დაედო ღვარად.
იქნებ გათენდა? ჩემთან დაბნელდა.

წარსულზე ფიქრი თავს არ მანებებს.
როდის გაივლის მშფოთვარე ქარი.
ალბათ ოდესმე განვიკურნები
თუმც ეს ტკივილი, ახლა აქ არის.

-,,მიგატოვაო " მეუბნებოდნენ,
საკუთარ მამას აღარ უნდოდი.
ხოდა არ ენდო არვის არასდროს
ერთ მშვენიერ დღეს მარტო იქნები.

-"საკუთარ მშობელს, რომ არ უნდიხარ
და რომ უარგყობს, -,,შენ არ მჭირდები"
ვინ შეგიყვარებს?! ვინ მოგევლება?!
ზამთრის სუსხშიც კი მარტო იქნები.

ნუ მიწყენ სატრფოვ თუ ვერ გავიგე
შენი ნიშნები სიყვარულისა.
მე ხომ ავად ვარ, ვერ ვიკურნები
თვითშეფასების ქონა რთულია.

ვიცი დაგღალე ბევრი კითხვებით
მინდა დავრწმუნდე მართლა გჭირდები?
ეჭვებს ვერ ვშველი და ვერ ვივიწყებ,
ერთ მშვენიერდ დღეს მარტო ვიქნები.

ახლაც მარტო ვარ, თითქოს ვეჩვევი.
სიჩუმე ჩემი მხარდამჭერია.
მაგრამ რა ვქნა, რომ გული დამძიმდა
და სუნთქვა უკვე არ შემიძლია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent