შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუთა


26-09-2025, 18:01
ავტორი ლი ლია
ნანახია 127

ძვირფასო ანა, თუთა
ჩემი საძინებლის ფანჯარაშიც ლამობს შემოჭრას.
მზერას მაყოლებს, მომჩერებია
საითაც წავალ.
სხვა დროს, ჰო სხვა დროს
ალბათ მართლა
შემოვუშვებდი,
ცრემლებს მოვწმენდდი,
წვიმისაგან ფოთლებზე რომ
ატყვია დაღად.
ნებას მივცემდი წელზე ხელიც რომ მოეხვია,
იქნება ტანგოც კი გვეცეკვა
ორ სულელს ლაღად .
მაგრამ რა ვუყო,
სხვა ხელებს რომ ვეღარ იტანს
ჩემი სხეული,
ვერც შემოხედვას -
მგონია რომ სული მიცვდება,
და ახლა ვინმე რომ შემოვუშვა
დაღლილ ფიქრებში,
ალბათ სულ მალე უკანასკნელი ფოთოლივით გარდავიცვლები.
ძვირფასო ანა,
ჩემი თუთა ნეტა შენსას შეიყვარებდა?

7.09.2025




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent