შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ხომ მარადიულია (სრულად)


9-03-2017, 15:32
ავტორი tatiachelo
ნანახია 5 218

გოგონა გაღიმებული გამოვიდა სკოლიდან. კლასელებს ხელი დაუქნია, დამშვიდობების მიზნით .. ჩასასვლელი კიბის რამდენიმე საფეხურს გადაახტა. თვალი მოავლო მიდამოს და ნაცნობ სახეს, რომ ვერ გადააწყდა სახე დაუსევდიანდა. მოღუშული დაჯდა ეზოში მდგარ ხის სკამზე, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. უყურებდა მის წინ მომღიმარ, შავ თმიან გოგონას, რომელმაც დედას ყვავილები გაუწოდა.
3 მარტი იყო..
დედის დღე..
თუთამ მოხუცი ქალი დაინახა, სკოლის წინ ულამაზეს იებს ყიდიდა . ზურგს უკან მოკიდებული ჩანთა მოიხსნა, შესაკრავი გახსნა და ხურდები ამოიღო, მის პაწაწინა ხელის გულზე ითვლიდა 20 თეთრიან მონეტებს ..ერთი..ორი.. სამი.. ოთხი.. ხუთი..იყვირა გახარებულმა და ფეხზე წამოხტა.. სირბილით მიუახლოვდა ქალს
-გამარჯობა .. მორცხვად მიესალმა გამყიდველს
-გაგიმარჯოს შვილო.. ღიმილით გადახედა პატარა გოგონას .. თავი აქეთ იქით მიატრიალა, რომ დარწმუნდა ბავშვი მარტო იყო გაუკვირდა
-შენი მშობლები სად არიან პატარა ? თბილად შეეკითხა
-არვარ პატარა, მე უკვე დიდი გოგო ვარ , მესამე კლასში გადავალ შემდეგ წელს.. ნაწყენმა უპასუხა - მამიკო მომაკითხავს და წამიყვანს , მაგრამ სანამ მამიკო მოვა აი ეს ყვავილი მინდა, რომ ვიყიდო.. თითი პატარა იების კონას მიადო.. დედიკოს უნდა მივუტანო .. გაბწყინებული თვალებით თქვა .. ქალმა თუთას თავზე ხელი გადაუსვა და ყვავილები გაუწოდა..
-აი ინებეთ ... პატარა მუჭში მოქცეული ხურდები მიაწოდა გოგონამ
-არა იყოს, მე გჩუქნი ამ ყვავილებს . გაუღიმა გახარებულ ბავშვს..
-მადლობა ..
-თუთა.. მოესმა მამიკოს ხმა.. ნელა მიტრიალდა უკან.. ბიჭი სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ბავშვისკენ, გოგონა ხელში აიყვანა და მაგრად ჩაიხუტა .
-რამდენჯერ გითხარი, როცა დამაგვიანდება არ იბოდიალო და სკოლასთან დამელოდეთქო ? წყრომით კითხა
-ბოდიში .. თავი დარცხვენილმა დახარა.
- მამა ნახე დედას ვუყიდე . გაღიმებულმა დაანახა მუჭში მოქცეული ყვავილების კონა .. -ხო ლამაზია ? ლუკა გაშეშდა, თვალცრემლიანმა დახედა ყვავილებს, თუთა ძირს დასვა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
-ლამაზია მა, ძალიან ლამაზია .. მივუტანოთ დედიკოს ?.. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მამას ხელი ჩაჭიდა ..
- თუთა მომე ჩანთა მე წამოგიღებ მა, მძიმია ..
-მეც წამიღე რა .. დაღლილმა ახედა თხოვნით .. ლუკას გაეცინა, ბარბებიანი ჩანთა გამოართვა, ზურგზე სასაცილოდ დაიკიდა და გოგონა ხელში აიტაცა ..
- ჩემი ცხოვრება ხარ.. ჩასჩურჩულა კისერზე ჩამოკიდებულს..
– შენ ჩემი.. კისკისით დაუბრუნა პასუხი ..
-მამიკო
-რა იყო თუთა ?
-დედიკო როგორ გაიცანი ?
-ხომ მოგიყევი მაა ?
-ხო მარა კიდევ მოყევი . ერთი ხელი ყელზე მიიდო და სასაცილოდ დაქაჩა თვალები ..
-ბიჭმა მოყოლა დაიწყო და ფეხით გაუყვა გზას ..
-მე მაშინ 20ის ვიყავი, დედიკო 19 წლის იყო. მეტროში ექსკალატორზე ჩადიოდა .. ლამაზი ცისფერი კაბა ეცვა, ხელში წიგნი ეკავა .. ულამაზესი იყო , შენსავით ლამაზი .. ცხვირზე თითი ჩამოკრა ყურებ დაცქვეტილს.. ესკალატორზე ვიდექი და მეტროდან ამოვდიოდი , როცა ლიზას მოვკარი თვალი, მისით მოვინუსხე .. ავდექი და ამავალი ექსკალატორიდან გადავხტი ჩამავალისკენ .. სწრაფად ჩავირბინე კიბეები , მაგრამ მეტრომ გამასწრო და ლიზიც თან წაყვა ..მოწყენილი ჩამოვჯექი სკამზე, ჩემს ბედს ვწყევლიდი... პირველად მომეწონა გოგო ასე ძაან და ისიც დავკარგე . ორი კვირა დავდიოდი უაზროდ, იმავე მეტროში იმ იმედით, რომ ვნახავდი, მაგრამ არ გამოჩენილა. შაბათი დღე იყო.. თბილისი სიცხისგან იწვოდა.. კარებზე კაკუნი გაისმა, მობეზრებული ავდექი და კარი გამოვაღე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, ზღურბლს იქით შენი დედიკო, რომ დავინახე. როგორც აღმოჩნდა სადარბაზო შეეშალა ..აი ასე თავისი ფეხით მოვიდა ჩემამდე, მეც ხელი მაგრად ჩავკიდე და აღარსად გამიშვია... გაეღიმა იმ დღის გახსენებისას .
-გიყვარდა?
-ახლაც მიყვარს.. იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე მაშინ მიყვარდა.
-მეც გიყვარვარ?
-შენც მიყვარხარ. გაუცინა შვილს
დარჩენილი გზა თუთას ლაპარაკით გაიარეს . როცა თავისი დედიკო დაინახა, სწრაფად ჩამოხტა მამის მკლავებიდან და სირბილით მიუახლოვდა.
-დე გილოცავ დედის დღეს. გაიღიმა თუთამ და მის წინ გამოსახულ დედის ფრესკას, თავისი პატარა ხელი მიადო. ყვავილები შავ მიწაზე დადო, იმ ერთი წითელი , მარტოსული ვარდის გვერდით, რომელიც ლუკას მიჰქონდა ყოველ დღე.
ბიჭმა ემოციების შეკაბა ვერ შეძლო, მალულად მოიწმინდა თვალიდან წამოსული მოღალატე ცრემლი. გაახსენდა ლიზის ნათქვამი „თუ მე ვერ გადავჩი ბავშვს მიხედე“.
-მამიკო დედიკო, რომ აღარ არის ჩემი ბრალია? ყველაზე მეტად ამ კითხვის ეშინოდა მამაკაცს, თუთას დაბადებამ ლიზა წაართვა, ლიზამ კი საჩუქრად დაუტოვა ეს პატარა გოგონა. აღელვებული მივიდა შვილთან .
-არა თუთა ეს არც შენი ბრალია და არც ჩემი, ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა .. ლიზა აი იქ არის, ზეცაში.. იქიდან გიყურებს და სულ შენთან არის, შენ შეიძლება ვერ დაინახო, მაგრამ დედიკო სულ შენთან იქნება.. ხელი თავზე გადაუსვა და გულში ჩაიკრა.
მომღიმარმა შეხედა ცოლის ფრესკას.
-თუთა შენ ჩემი სიცოცხლის ძალა ხარ. ლიზა კი ჩვენს გულში სამუდამოდ იქნება ... პაწაწინა გულზე მიადო ხელი და შუბლზე აკოცა..



№1  offline წევრი qetiqetiA3

პატარა ისტორიაა რომლითაც შენი სათქმელი ძალიან კარგად თქვი,მომეწონა ძალიან,ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent