ცხოველების სასაფლაო
ღმერთო, ვინ იცის უკვე მერამდენედ, გზაზე გასრესილ ძაღლს ავარიდე ფიქრი და თვალი. თავი მოვიტყუე, თითქოს არც მინახავს და უკიდეგანო მინდვრებს დავუწყე თვალიერება. მერე უშაქრო ყავა მოვსვი ქაღალდის ჭიქიდან, მწარე სურნელი შევიგრძენი და სიმღერას მივუგდე ყური. მაგრამ ღმერთო, წუთის წინ ნანახს გული ვერა, თვალი ერევა! და მთელი დღეა ცრემლი მომდის უმისამართო. და ვტირი ძაღლებს, მათ უნებლიე მკვლელებსაც ვტირი. და ჩემისთანა გამვლელებსაც, ხვალ, გასრესილ ძაღლებს თვალს რომ აარიდებენ... 8.11.2025 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


