შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მიყვარს...


28-11-2025, 23:45
ნანახია 6

მე მიყვარს შენი მწვანე თვალები,
შენი წარბები და შენი ლტოლვა,
შენი ლავიწი, შენი მკლავები
და შენს სახეზე ჭორფლების გროვა.

მე მიყვარს შენი კისერი, მკერდი
და შენი მუცლის ნაზად ალოკვა,
შენი თეძოთა ორივე ფერდი,
შენი ბაყვების კრძალული თრთოლვა.

და მიყვარს შენი ყველა ნაოჭი,
შენს სახეზე კი მომრგვალო ხალი,
შენი ტერფები, თითები, კოჭი
და შენი თმები წითელი, ჟღალი.

მე მიყვარს შენი ხმა და სიცილი,
მოფერება და ალერსი მფრთხალი,
შენი სათუთი, ტკბილი ღიმილი,
მიყვარს, რომ გქვია შენ ჩემი ქალი.

მე მიყვარს შენი მწვანე თვალები,
შენი წარბები და შენი ლტოლვა,
შენი ლავიწი, შენი მკლავები
და მთელ შენს სახეზე ჭორფლების გროვა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent