მე მიყვარს შენი ჭამა,სმა,ძილი, მე მიყვარს შენი გაპარსვა პირის, მე მიყვარს შენთან უბრალოდ ჯდომა მე მიყვარს შენი ყურებით ტკბობა. ჩახედვა შენი მწვანე თვალების და აღმოჩენა ბედნიერების. შენით გავსება,შენით ცხოვრება შენს ირისებში ჩემი დედოფლობა.
მომადგა შენით გრძნობათა ალი და შენ დატოვე აქ ჩემში კვალი. მუდამ ვარ შენით საოცრად სავსე, ანგელოზი ხარ, მე ვზივარ შავზე. მომადგა შენით გრძნობათა ალი, და კვლავ უწყვეტად ვარ შენით მთვრალი. მე შენს გარეშე ვარ მკვდარი, ნელი,
შენი დანახვა მიყვარს, შენი ღიმილი კარგო. მე შენი სახე მიყვარს, მე შენ მიყვარხარ მარტო. შენი თითები მიყვარს, სულაც არავის მსგავსი. მე შენი ცხვირი მიყვარს, შენ ხარ სიცოცხლის არსი. შენი თვალები მიყვარს, ყველაზე მშვენიერი.