შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის სალოცავი


გუშინ, 19:39
ავტორი ვე რა
ნანახია 14

მზის სალოცავი

ქვის კიბეებზე მოცოცავს ჩრდილი,
ხატავს იდუმალ სულთა არილებს
და ქარს მიჰყვება ოცნება ჩემი...
ქარს და უწონო ქარის ნაბიჯებს.

ქვის სალოცავის მზის სხივის ოთახს
ფერად კედლებზე სინათლე ქარგავს.
მწუხრის ფერია ახლა სამყარო,
და მსხვერპლი ჩემი კიბეთა თაღთან

იცლება სისხლად. და იქვე ახლოს
ჯერ ისევ ფეთქავს გულის ნაფლეთი....
მე შენზე ვფიქრობ ათას წლის მერე,
ისევ მოგიხმობ და მენატრები.

ტყეები, ავი ბნელი ტყეები...
იცვამენ წვიმის სევდისფერ კაბას.
და ქვის სალოცავს კვლავ ასდევს გველი...
თასს ავსებს სისხლი-ჩემს გულს კი დაღლა.

მზის სალოცავზე, სამყაროს თავზე....
გასულერთდება ჩემი ტაძარი.
დაღმა მიგორავს შენი სხეული,
გულამოცლილი.... ნაღალატარი....

მზე ჩადის, გულმაც შეწყვიტა ფეთქვა.
ქურუმი ცეკვას ასრულებს ახლა.
და მე ვოცნებობ, შეგხვდები ნეტავ?
დროის, ზეცის და სამყაროს გაღმა....

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent