დამირღვიეს სიმყუდროვე
დამირღვიეს სიმყუდროვე მარტოობის ჟამს, მე ხომ, მე ხომ უშენობის საერთოდ არ მწამს. ამ ჩემ მწველ ცეცხლს სხვა ცეცხლი ხომ საერთოდ არ ჰგავს, ვიცი ჩვენ გადავაბრუნებთ ჩვეულებრივ ნავს. დამირღვიეს სიმყუდროვე მარტოობის ჟამს, მე დღეს ისევ ველოდები შენი ნახვის წამს. მე ეს შენი მონატრება მუდამ მარტყავს გარს და მე შენზე ფიქრებს თურმე არ ვანებებ თავს. დამირღვიეს სიმყუდროვე მარტოობის ჟამს, მე და შენ ხომ დავაყენებთ გრძნობის ბუღს და ქარს. მე ხომ ვერასდროს ვიპოვი შენთან შესადარს, გავატარებ შენთან ერთად ავდარსა და დარს. დამირღვიეს სიმყუდროვე მარტოობის ჟამს. ეს სიბრაზე, ეს სიბრაზე მე ხანდახან მკლავს. მენატრები, მენატრები, მხარზე გადებ თავს და ახლავე მე მოგიტან ამ თასს სავსეს, წყალს. დამირღვიეს სიმყუდროვე მარტოობის ჟამს, ჩვენს თვალებში მუდამ ვხედავ მზის სხივს, წვიმის ნამს. მე ხომ მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენ არავინ გგავს და არავინ მირჩევნია მაგ სურნელის ფრთას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.