მე როცა წავალ...
მე როცა წავალ, ალბათ იდარდებ დიდხანს, ძალიან.
ჩემზე ფიქრებში ღამეებსაც ხშირად გაათევ. მერე სიბრაზე შემოგიტევს, იტყვი: ქალია! და ერთ სიტყვაში კაცთა მოდგმის ბოღმას ჩაატევ. მე როცა წავალ, დიდი ხნის შემდეგ სიზმარში მნახავ, და ჩემი სუნთქვა გაგაღვიძებს სისხლისგან დაცლილს, ჩვენი ვნებები ჩვენს ბედისწერას უკუღმა ჩარხავს, და რა ხანია სავსე მთვარემ ჩაიცვა თალხი. მე როცა წავალ, დიდი ხნის შემდეგ შვებასაც იგრძნობ, შენი სიზმარი აღარ გექცევა ღამის კოშმარად, და შენი ცოლის სხეულიდან მოსული სითბო, ჩემს და შენს შორის საბოლოოდ ჩადგება ფარად. მე როცა წავალ, დიდი ხნის შემდეგ ერთხელაც იტყვი, მადლობა უფალს - შემიფარა თავის უბეში. და ვერც მიხვდები, შენი გული ისე გახდება თვითკმაყოფილი, გამკიცხავი, მზერა - უხეში. მე როცა წავალ, დიდი ხნის შემდეგ გაგახსენდება ჩემი თვალები - შენთვის ყოველთვის მზის ჩასვლას ჰგავდა... ლიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


