შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავიკარგები წავალ და წავალ


28-06-2019, 21:10
ნანახია 2 369

დავიკარგები, წავალ და წავალ,
ნეტავ იცოდე, რარიგ ვეწამე,
თუ მეტყვი, კარგო, დღეს რისთვის დავალ,
ხვალაც ვიცოცხლებ წუთის მესამედს.

ნუ მეტყვი ნუგეშს, მაინც არ მჯერა,
ადამის მოდგმის ფერიცვალების,
გაზაფხულს ველი, ჩემო, ამჯერად,
რომ დავიბადო გარდაცვალებით!

არც ისე ცუდად, არც ისე კარგად,
არც ისე ძლიერ ხმაურობს სისხლი,
მე საიდუმლოდ გაგიმხელ ამბავს,
როს მთაწმინდაზე დაწვება ნისლი.

როს მშობიარე ხეების ტანში,
დაიბერება ვნება აპრილის,
დაიყვავილებს დამერე ქარში,
ხარჭა ქალივით, ბაღებს დაივლის.

როს მომღიმარი მზეები ციდან,
გადმოაფრქვევენ ფერებს სიცოცხლის,
და ამოხეთქავს დედამიწიდან,
მწვანე სიმბოლო მარადისობის!

გაზაფხულისთვის მეცოცხლა მსურდა,
და ახლაც მოვალ, მოვალ წვალებით,
მე ნარიყალას გავცქერი მუდამ,
ძველი მეტეხის ვგმინავ ზარებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent