ალისფერი სიყვარული
ისტორიას მოგიყვებით, არ ჰგავს არსად ნათქვამს,
მხოლოდ ესღა დარჩენია ჩემს ცარიელ კალამს. ზურმუხტისფერ თვალებიდან მზის სხივები არტყამს, მის გიშრისფერ თმებზე, ლაფს ურცხვად რომ ასხამს. სადღაც ზღვასთან ახლოს, თეთრი მთების ძირში, სველ მიწაზე მშვიდად, გადასულა ფიქრში... ლხინი მასთან იგემა და მიატოვა ჭირში, უკან აღარ მოუხედავს დაკარგულა ნისლში. მისი ცრემლიც არ უნახავთ, ქალი ლოდი ხდება და ლხინი რომ სევდად ექცა ღმერთის იყო ნება? სიყვარული გააქარწყლა.. მერე იგრძნო შვება, დავიჯერო, რომ ეს წრფელი მხოლოდ იყო ვნება?.. და მას მერე იმ გიშრისფერს დაუმარხავს ოცნება, მისი ერთი საფიქრალი აღარ უნდა ცხოვრება.. ყველაფერს ხომ ამაოს ხდის, ფერს უკარგავს დროება, ნეტავ ყვავი თუ იდარდებს როდის ან სად მოკვდება.. ზღვის ტალღებში ბევრჯერ სცადა დავიწყება ცურვის, "იქნებ ღმერთმა შემიბრალოს, შნო წამართვას სუნთქვის." მაგრამ ძალა სიკვდილისა ხვედრი არის სუსტის.. წუთი წამად რომ იქცევა ნება ხდება უფლის. ერთხელ გრძნობა შორეული ხმამაღლა რომ შობა, მომინდა რომ მწვავე ამბის თქვენც გქონოდათ ცნობა: "ალისფერი თვალებით რომ ჩუმად ვიწყე თრობა, სწორედ მაშინ შევძელ თურმე ამ ცხოვრების ტრფობა.. მან მიამბო, მეც ვუთხარი ჩემი გულის წუხილი, დროდადრო რომ შევიგრძენი მაშინ ვიყავ სრულქმნილი... ბოლოს როცა ჩავიკალით ერთმანეთის წყურვილი, მერე მზემ ფერი იცვალა, ზეცამ იწყო ქუხილი.. მე ვცდილობდი, ის კი გმობდა ჩემს სიყვარულს წრფელს, მერე ისე მიყურებდა, როგორც მგელი შველს.. მე მტკიოდა და ის უცებ დაემგვანა მკვლელს და ვიბრძოდი რომ გავეშვი, ღმერთსაც ვთხოვდი მხსნელს.. მერე, მერე დრო გავიდა, ლამის გაქრა ტკივილი, წუთმა წამი გაიყოლა, ჩამომრეცხა სირცხვილი.. სამყაროსაც დავემალე, როგორც სიკვდილმისჯილი და ცხოვრებამ ჩემს იარას კიდევ ურთო პილპილი..." მერე მახსოვს, რომ უნდოდა გაგრძელება თხრობის, ნელ-ნელა კი ვარდისფერმა სუნი გასცა ლპობის.. ხელს და თვალს შუა გამეცალა შნოც არ ჰქონდა ბრძოლის, ბევრი ვცადე, მაგრამ მაინც დადგა ჟამი გლოვის.. გიშრის თმები მიწამ იპყრო, ზურმუხტი კი ბალახს ერთო, დავიფიცებ მის საფლავთან ყოველ ღამეს ცეცხლი ენთო. მის საფლავზე ალისფერი კვლავ ყაყაჩო ჰყვავის, სიჩუმეში შორი ახლოს მარად ხმაა ყვავის. ალისფერი სიყვარული გახდა ფერფლი შავი, ზღვის ტალღებში მიცურავდა ყავისფერი ნავი.. მთები ჩამოიშალა და ქვას დააწვა ზვავი, მერე თურმე იმ საფლავზე მგელს გადურჩა კრავი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



