ერთი ამოსუნთქვით ნათქვამი სისულელე
წვიმს გარეთ და გულისცემა ბარემ სამჯერ გამიხშირდა, ისევ ისე ჩვეულებრივ თეთრი ღვინო დავისხი და დარდის გუდა მოვიკიდე,სუნთქვა ისევ გამიჭირდა, ერთი ღერი ჩავაქრე და მივხვდი თურმე არ მიღირდა : რომ ამდენი ვიარე და გავუძელი ამდენ ტკივილს, რომ სულ ყველა ვინც კი შემხვდა მავიწყებდა გულით ღიმილს, რომ ამდენჯერ დავეცი და ვიცი დიდხანს ვეღარ ვივლი, რომ აღარ მაქვს მეტი ძალა კვლავ გავუძლო სულის წივილს. მერე ისევ მოვუკიდე და მოვწიე ერთი ღერი, კვლავ ბოლისფრად შეიღება ჩემი ბნელი სახლის ჭერი, ვიტირე და კვლავ ღვინისკენ მივაცურე ჩუმად ხელი, არ გიყვარვარ,არ გჭირდები ,-მემღერები,და მეც ვმღერი. მერე მთვრალმა როგორც მუდამ ამ თითების ბალიშებით ნაზად,უხმოდ ავამღერე დაჟანგული კლავიშები, და ვიმღერე,კვლავ ვიმღერე რომ აღარსად გაგიშვებდი, აქ რომ მყავდე,აქ რომ მყავდე...მე უშენოდ გავგიჟდები. ღერი ღერზე მოვწიე და სასმელით ძლიერ მთვრალმა ისევ ისე სიზმრად გნახე,ეგ ღიმილი ასეც მკლავდა მერე ფრთხილად ჩაგიხუტე,მოგეფერე თმაზე ნაზად... თუმცა დიდხანს არ გაგრძელდი,ეს წამები უცბათ გაქრა. მე ვერ ვცხოვრობ,მე ვერ ვსუნთქავ,როცა ვიცი შენ აქ არ ხარ, წახვედი და გულში მხოლოდ ტკივილი და სევდა დარჩა, მეფიქრები,მენატრები,ალბათ,უნდა მომკლას დარდმა, წამით სიზმრად მაინც მოდი,თუმცა ვიცი წამში წახვალ. გარეთ წვიმს და გულის ცემა ბარემ სამჯერ გამიხშირდა, ნიკოტინით,ბევრი ღვინით ტკივილები დამიმძიმდა, ამ ბოლო დროს უშენობით სუნთქვა ისე გამიჭირდა, ვხვდები,ვხვდები, წასვლა კი- და მოსვლა ალბათ სულ არ ღირდა. ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.