მოდის ზამთარი, თოვლი და ყინვა
მოდის ზამთარი, თოვლი და ყინვა, თოვლის და ყინვის ცისფერი წვეთი. სნეული სახე დ სიკვდილის წინ ვარ, სიკვდილის წინ ვარ მე, როგორც გედი. დავდივარ ღამით და მე ვარ თოვლი, და მე ვარ ნისლი, და მე ვარ წვიმა. და სულს ცეცხლისკენ მივყავარ თრთოლვით, ისე ვარ, როგორც ვიყავი წინათ. ბედის სიშორეს ქარივით მისდევს რიცხვები გლოვის და აღშფოთების. თბილისის კვამლში ვეხვევი ისევ მე, თანამგზავრი მკვდარი ფოთლების სძინავს გრიგალებს ღამის შუშაზე, ფითრდება მზეზე სული მოღლილი. ჩუმად გავივლი სადმე ქუჩაზე მე მგლოვიარე და წელმოხრილი. ბაღში ელვარებს ეს დღე მზიანი და მიფრინავენ თეთრი პეპლები. და ვატყობ, როგორც ადამიანი ამგვარ დუმილში რომ ვიფერფლები. წავიდა ქარი და მწარე ფიქრი, თუმცა ფიქრები მარად ივლიან. და მიხარია, რომ ხეა ირგვლივ და ჩემს გარშემო რომ ყვავილია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.