შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 15 )


26-04-2015, 01:28
ნანახია 3 308

კატოს გაოცება მეორე დილით ამ გოგოს დანახვამ გამოიწვია, კართან იდგა და იცდიდა. სანდრო პროდუქტებით დატვირთული უკან მოყვებოდა მას. გოგონას შესამჩნევი მუცელი ჰქონდა, ცოტაც და კატო იტირებდა. პირველმა რაც თავში გაუელვა, ეს სანდროს არჩევანი იყო. ერისთავს მომღიმარი სახე მალევე დაუსერიოზულდა, ძველ ტკივილებს თითქოს ხელთავიდან უხსნიდნენ. საყვარელი ადამიანის დაკარგვა იმ ტრაგედიებს, როდი გავს, რომელსაც შექსპირი წერდა? ეს სულის კივილია, რომელიც ორგანიზმს მსხვრევადს ხდის, გონებაც მხოლოდ დარდს ეჭიდება და სევდა ერთფეროვნებასავით თავს დასტრიალებს ცხოვრებას.
-გამარჯობა სანდრო.-გადაეხვია მას.
-თიკა შენ აქ საიდან ?
-საქართველოში მინდა შვილი გავაჩინო და ჩამოვედი.
-მობრძანდით-გაუღიმა კატომ.
ეცადა გარეგნულად არაფერი დასტყობოდა, გულის სიღრმეში კი საოცარ ტკივილს გრძნობდა.
-მადლობა, მაგრამ უნდა წავიდე ქვემოთ კოტე მიცდის ამ წერილის მოცემა მინდოდა.
-ეს რა წერილია?-გაიკვირვა სანდრომ.
-მარიამისგანაა.
გაუგებრობაში იყო კატო, ვერ ფიქრობდა რა გაეკეთებინა უცებ ისე აირია, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა თავბრუ დაეხვა და სანდროს ჩამოეყრდნო.
მაშინვე ხელში აიყვანა ერისთავმა და სავარძელში ჩააწვინა, წყალი მოუტანა და როგორც იცოდა ყოველ ხუთ წუთში ეკითხებოდა თუ როგორ გრძნობდა თავს.
კატო ხელზე წაეპოტინა და მაგრად მოუჭირა.
-ყველაფერი კარგად იქნება თუ იტყვი ყველაფერს, დარდს იხვევ გულში. გგონია ვერ ვამჩნევ შენ სევდიან თვალებს ? გგონია ვერ ვხედავ ტკივილებს ?
თითქოს დანაშაულში გამოიჭირესო, თვალები აარიდა, წამით მზერა ქალაქის ხედს გაუსწორა ღრმად ჩაისუნთქა და ლაპარაკი დაიწყო.
-უკრაინაში, რომ მიმიწვიეს 14 წლის ვიყავი, მაშინ აქ საშინელებები ხდებოდა. სიკვდილი, ყაჩაღობა, ავტომატებით სირბილი აღარავის აკვირვებდა. სპორტზე სიარულს სულ მიკრიტიკებდა ლიდა ბებო, მე კიდევ მთელი დღე შემეძლო ბურთისთვის ფეხი არ მომეშორებინა. მოწვევა მოვიდა თავიდან ჩემებს ძალიან უნდოდათ უარი ეთქვათ, თუმცა როცა ჩემს ჟინს მონდომებულობას ხედავდნენ უძლურნი გახდნენ მეორე დილითვე ფეხბურთის ბუცები მეორადებში ვიყიდეთ, ახალი არაფერი შემოდიოდა და დონეცკში წავედი. როცა პირველად ბაზაზე მიმიყვანეს, ყველაფერი დამავიწყდა, ერთი სული მქონდა როდის ვითამაშებდი.პირველივე დღეს დამჩაგრეს, წვიმაში ვთამაშობდით ყოველ ხუთ წუთში მიწაზე ვეცემოდი. შანსი არ მომცეს თავის გამოვლენის, საშინლად გავბრაზდი და იმ საღამოს დახურულ მოედანზე საჯარიმოებს ვურტყამდი. არცერთი ამიცილებია, თურმე მწვრთნელი მიყურებდა. ერთ კვირაში სერგეი ივანოვიჩმა თამაშის უფლება მომცა, ბიჭებს ავუხსენი გუნდურობა თუ არ გვექნებოდა ისე ვერაფერს ვიზამდით. არ დამიჯერეს, პირველი ტაიმი ორი ნოლი წავაგეთ, შესვენებაზე ისევ ავუხსენი ერთიანობის პრინციპი გაოცებულები მიყურებდნენ, ის თამაში მოვიგეთ და იმ საღამოს ქართულ რესტორანში ავღნიშნეთ წარმატებული დღე. შემდეგ და შემდეგ სხვადასხვა გუნდში გადავედი, უკრაინის ნაკრებშიც მოვხვდი და ყოველჯერზე პრობლემები სისუსტის მაგიერ მაძლიერებდა. 6 წელი მხოლოდ იმისკენ მივისწრაფოდი რომ მამაჩემის სიამაყით სავსე თვალები მენახა. 20 წლის ვიყავი მარიამი თვითმფრინავში, რომ გავიცანი,უკრაინაში მოვდიოდით. თავიდანვე მომხიბლა, საოცარი თვალები ჰქონდა წყლისფერი და გამჭვირვალე. შედმეგ ჩემს თამაშზე მოვიდა და მანდ უკვე ყველაფერი დამავიწყდა. იმ დღეს გოლი გავიტანე, მარიამიც სასეირნოდ დავითანხმე. რაც უფრო მეტს ვგებულობდი მასზე მით უფრო მომწონდა მასტან ერთად. ისე დავახლოვდით, რომ ყოველ-შაბათ კვირას ერთად ვატარებდით. თითქმის ყველა ჩემ თამაშს ესწრებოდა, ყველაზე დიდი იმედი და ჩემი გულშემატკივარი. როცა ათასობით კილომეტრი გაშორებს შენიანებს და ამ კილომეტრების მიუხედავად იქ სადაც ხარ გყავს ადამიანი რომელიც შენიანია, დამიჯერე მაშინ ყველაფერი იოლია.
კატო განაბულიყო და ყურადღებით უსმენდა.
-ყველაფერში მეხმარებოდა, სიცოცხლე მიუხედავად უამრავი პრობლემისა ძალიან უყვარდა. საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე რთული კი არაფერია. სიკვდილმა მისი თავი გამომტაცა. იმ დილით საშინელი წინათგრძნობა მქონდა, სახლიდან გამოვედი გადასასვლელზე უნდა გადმოსულიყო მე ხელი დავუქნიე, მან ყურადღება ჩემზე გადმოიტანა სატვირთო მანქანას შუქნიშანზე მსუბუქმა ავტომობილმა ჩაუჭრა.კატასტროფა მოხდა და ყველაზე მეტად მე დავზარალდი. ერთი თვე სახლში გამოვიკეტე, აღარაფერი მინდოდა, აღაფერი მანიჭებდა ბედნიერებას. ნიკუშამ ყველაფერი გააკეთა ეს დეპრესია, რომ ჩემთვის მოეშორებინა. მთელი ერთი წელი ვიმოგზაურეთ, ყველაზე დიდხანს ხევსურეთში ვიყავით, ერთმა თვემ ბერებთან ერთად ბორჯომის ხეობაში ყველაფერი შეცვალა. ემ მოგზაურობიდან ჩამოსულმა ვარჯიში გავაგრძელე. აგვისტოში შენ გაგიცანი და დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
-რამდენი გადაგიტანია.- ძლიერად მოეხვია სანდროს და ეცადა სიმშვიდე მიენიჭებინა მისთვის.
- მადლობა კატო ყველაფრისთვის.
-წერილს არ წაიკითხავ ?
-არ შემიძლია...
-გინდა წაგიკითხო.
თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია.
"სანდრი, ოქროს ფეხა ეხლა თუ კი ამ წერილს კითხულობ, მინდა იცოდე რომ მომენატრე. არვიცი რა მჭირს ეს დღეებია უცნაურმა შეგრძნებბებმა შემიპყრეს. გუშინ ისევ იჩხუბეს ჩემმა მშობლებმა, სამსახური ისევ მიგვიანებს ხელფასს, ჩემი ლეიკოციტების დონეც ვერ არის რიგზე, კენჭიც მოსვენებას არ მაძლევს და მიუხედავად ამისა მაინც ბედნიერი ვარ. ჰო, აი ასე მარტივად ამდენი პრობლების მიუხედავად ძალიან კარგად ვარ და მიზეზი შენ ხარ. შენზე ფიქრები მოსვენებას არ მაძლევს ხანდახან შენს ფეხბურთზე ვეჭვიანობ, მერე ჰო იცი გადამივლის ხოლმე.ჩვენს ვიდეობს ვუყურებ და ასე მგონია აქ ხარ. ეს დღეებია ვიხსენებ რამდენი გადავიტანეთ ერთად, წარმოვიდგენ ჩემს თავს უშენოდ და ვხვდები რომ ამ ყველაფერს ვერ მოვერეოდი. ჩემი საკუთარი მზე ხარ ღრუბლიან ამინდშიც, რომ სითბოს არ იშურებს ჩემთვის. იცი ყველაზე მეტად როდის შემეშინდა ? დისკვალიფიკაცია, რომ მოგცეს, ვიცოდი ხუთი თამაშის გამოტოვება შენზე როგორ იმოქმედებდა. მეგონა იმ უსამართლობას შეეწირებოდა შენი კარიერა,შრომისმოყვარეობა და მოთმინება. იმ დღეს თავი ყველაზე სუსტად ვიგრძენი და მაგიტომაც ვერ გნახე უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა. გვიან გავაანალიზე ის რომ შენთვის მე ფეხბურთზე მაღლა ვდგევარ და ძალიან შემრცხვა ჩემი საქციელის. მე საერთოდ არაფერი ვიქნებოდი შენს გარეშე, შენთან ერთად კი სრულყოფილებას ვუახლოვდები. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, სიამაყე და თავდაჯერებულობაა შენი გოგო რომ მქვია. ღმერთო რა მჭირს? ძალიან შეყვარებული ვარ და ნახე რაებს ვწერ...
არ მიყვარს მე შეკრებებზე რომ დადიხართ, მთელი ეს დღეები შენი კოცნის და ჩახუტების გარეშე ყველაზე მძიმე სასჯელია ჩემთვის. ნეტა იცოდე როგორ მენატრები. ის იები წასვლამდე, რომ დამიტოვე არც კი დამჭკნარა.
ალბათ შენ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში, არა დანამდვილებით ვიცი რომ ასეა. ეხლა ყველაზე მეტად ვგრძნობ შენს სიყვარულს, ერთი სული მაქვს როდის დავასრულებ უნივერსიტეტეს, როდის გავა ორი წელი და დავბრუნდებით თბილისში. ჩემი წარმოდგენით ამ წამს იქ ვართ, აპრილია და საოცარი სითბო. ვსეირნობთ ჩვენი ქალაქის სიძველით სავსე ქუჩებში და უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი.
ეს კი ყველაფერია რაზეც ოცნება შემეძლო ან არ შემეძლო.
მიყვარხარ შენი მარო კანდელაკი"
ცრემლებს ვერ იკავებდა კატო, გატყდა ემოციები თითქოს მიმოიფანტნენ. სანდრო ამშვიდებდა, ანერვიულებულს მალევე ჩაეძინა. მის სხეულს მოხვეოდა და აანალიზებდა, რომ დაკარგულის მიუხედავად მაინც დიდი სიმდიდრის პატრონი იყო. გრძნობდა იმ სიყვარულს, რომელსაც მარიამი ჩუქნიდა თუმცა ცხოვრება ხომ გრძელდება და ამ უკანასკნელს ისე როგორც არაფერი, სიყვარული სჭირდება. თმებზე ეამბორა, მისი სურნელი შეიგრძნო მისმა ემოციურობა გააგიჟა, მთის წყალივით სუფთა იყო მისი თვალები და თანაგრძნობა რომელსაც ის გამოხატავდა სანდროს მიმართ გასაოგნებელი იყო."მგონი ჭკუიდან ვიშლები" წამით გაიფიქრა სანდრომ და ისევ მას დახედა.
ფილმის ყურების ჩვეული ტრადიცია არ დაურღვევიათ, მიუხედავად იმისა რომ ფილმი დრამა იყო ძალიან ბევრი იცინეს, რადგანაც შინაარსი ვერ გაიგეს. კატო ანანასის წვენით დაიძრა საძინებლისკენ, სანდრო ხილის ასორტით სავსე თეფშით შეყვა უკან.
-კაი რა კატუს ჭამე ბროწეული, ექიმმა ხომ გითხრა არა ?
-სულ მაძალებ ჭამას.
გაიბუტა კატო, მხარი გადახვია სანდრომ და მისკენ მიიზიდა. იმ საღამოს ერისთავი მინებთან არ სცემდა ბოლთას და არც სარბენად წასულა დილით. ორსულობისგან წონაში მომატებული კატო საოცრად მიმზდევლი იყო, ამაზე ლამაზი არაფერი ენახა მას. საათები გადიოდა მის ყურებაში, მაგრამ სანდროს წამებად ეჩვენებოდა, ვეღარ იკავებდა თავს, საფეთქელთან ეამბორა მას.
ერთმა ღია საუბარმა, ტკივილების გამოაშკარავებამ ყველაფერი შეცვალა დილა, რომელიც უხერხულობით იწყებოდა ეხლა ერთმანეთზე ზრუნვით დაიწყეს.
-დილამშვიდობისა სანდრო.
-დილამშვიდობის კატო.-აბურდული თმები ყურებს უკან გადაუწია.
საუზმე ერთობლივად მოამზადეს, კატომ დრო იხელთა და ფქივილით დასვარა სანდრო, არც მან დატოვა უპასუხოდ და ცხვირზე კრემი მოაცხო. უჩვეულოდ მხიარული დილა გამოუვიდათ გემრიელი კერძებით.

-დისკვალიფიკაცია რატომ მოგცეს ?-უეცრად იკითხა კატომ.
-რუსეთის გუნდს ვეთამაშებოდით ვოლოგდას დინამოს, იქ ერთი სომეხი გასპარ ავეთისიანი თამაშობდა ბევრჯერ წავართვი ბურთი ისე კიდევ უხეშად მეთამაშებოდა, იდაყვი მომარტყა რამდენჯერმე სახეში და მწვრთენლი საერთოდ არ ამჩნევდა ამას. ძალიან ავნერვიულდი, მერე იმდენი ქნა ტუჩი გამიხეთქა და მსაჯმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მერე ჩმურკა დამიძახა, ეს ქართველების სალანძღავი სიტყვაა რუსეთში ვეღარ მოვითმინე და სახეში დავარტყი. "ქართველი და ვარ და შენიანებს ჩემი ქვეყანა ინახავს" ეს ვუთხარი და გავეცალე, მსაჯმა ხუთი თამაში გამომატოვებინა, მაგრამ გასპარმა ბოდიში მომიხადა მატჩის დასრულების შემდეგ. ეს იყო ერთადერთი შემთხევევა როცა თავი ვერ გავაკონტროლე.
-ძალიან გიყვარს შენი პროფესია.
უნდოდა ეთქვა თქვენზე მეტად არაო, მაგრამ რაღაც უხილავი ამის უფლებას არ აძლევდა.
-დღეს დინამოზე უნდა გავიდე და ნიასთან გაგიყვან გინდა ?
უთქმელად ხვდებოდა კატოს სურვილებს, ანდრონიკაშვილს კი ეს მიხვედრილობა აგიჟებდა.
***
ნია როგორც ყოველთვის თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებდა, კატოს დანახვა ძალიან გაუხარდა. მეგობრის წამოზრდილ მუცელს მიეფერა და ბართან ჩამოსხდნენ.
-შენი საყვარელი რულეტი მაქვს მე მომზადებული-მორცხვი ბავშვივით დადგა ნია და ტუჩები დაბრიცა.
-მეცხრე თვეზე მართლა ბეჰემოტს დავემსგავსები...
-სანდროს ბეჰემოტიც ეყვარები-ენა გამოუყო მეგობარს.
-ნია...
-ჰო გუშინ დათას დაურეკა და ეუბნებოდა რომ ძალიან უყვარხარ.
-მეც შემიყვარდა არ მითქვამს, მაგრამ შემიყვარდა.
-მე ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ შეგყვარებოდა.
-საოცრად თბილია, მამაკაცური და ამავდროულად ნაზი. არვიცი როგორ მოახერხა მაგრამ საოცარია, არვიცი შეილება ჯოჯოხეთში ვარ მაგრამ მასთან ერთად თავი სამოთხეში მგონია. იცის რა მსიამოვნებს რა მწყინს და კომფორტს რომელსაც მიქმნის შეუფასებელია. იცი მთელი საღამოები ბოლთას სცემდა, ფაქტიურად არ ეძინა და იცი რატომ ? სინანული, სინდისი არ ასვენებდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა და მე ამის შემდეგ როგორ შემიძლია მქონდეს უარყოფითი ემოცია მისდამი ?
-კიდევ ფიქრობ რომ შეცდომა დაუშვი ?
-არანაირად, მარიამზე რატომ არაფერი მითხარი ?
-იმიტომ რომ მაგ თემაზე სანდროს უნდა ელაპარაკა.
-ფროიდი ხარ !
***
რატომ გგვგონია, თუ კი რაღაც რიგზეა ეს დიდხანს იქნება ესე ? ალბათ ძალიან ოპტიმისტები ვართ ან ძალიან გვინდა კარგს უფრო მეტი წილი შეხვდეს ჩვენს ცხოვრებაში.



№1  offline წევრი Bero)))

მსიამოვნებს ამ ისტორიის წაკითხვა და ამიტომ არასდროს არ მყოფნის... ძალიან მაგარი ხარ❤❤

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

Paqtia kargad wer :* kai xar. Yoveltvis gelodebi
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent