შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ომგამოვლილები (თავი 13)


21-04-2015, 17:28
ნანახია 3 426

ერთი დღით ადრე ჩამოვიდა ერისთავი შეკრებიდან, უნდოდა რომ კატოს მისი ყურადღება ეგრძნო, თუმცა მას ეხლა ის უფრო ადარდება დემეტრე რომ დაკარგა. არადა სანდრომ გააცნობიერა, მის ცხოვრებაში ფეხბურზე დიდი ადგილი მისი ოჯახისთვის რომ უნდა დაეთმო. ფრთხილად წავიდა მათკენ, მერე პუფი მიასრიალა და კატოს გვერდით დაჯდა.
შეშiნებულმა კატომ ყურსასმენები მოიხსნა და საყვედურნარევი მზერით გახედა.
-საღამო მშვიდობისა!-ყველა ვერნათქვამი, ვერ გამოუხატავი გრძნობა ჩააქსოვა ამ ერთ სიტყვაში, ვირუსივით მოედო კატოს ორგანიზმს და ხასიათის ცვლილება დაეტყო.
-საღამო მშვიდობის სანდრო!
-ერთი კვირაა არ მინახიხართ და უკვე საგრძნობლად გეტყობა მუცელი.-თამამი იყო ერისთავი.
-მაკა და ლალიკო ისე აკონტროლებდნენ ჩემი ჭამის რეჟიმს, რომ მართლა დამეტყო.
-მშვენიერია.
-იცი მოძრაობა ვიგრძენი.-მუცლისკენ წაიღო სანდროს ხელი.
-დედა ამბობდა, როცა შენ პირველად ამოძრავდი სარკეში ვიხედებოდიო, ამბობენ ამ დროს ლამაზ ადამიანს უნდა შეხედოო.
-ჰო მე შენ შემოგხედე. -დაბნეულად უთხრა კატომ, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო. სანდროს თვალები აემღვრა და ბედნიერებისგან ჩაეღიმა.
-იცი მე საჩუქრები მაქვს.-ჩემოდანი მიიტანა მინებთან.
კატო ეშმაკურად უყურებდა ბარგს, უყვარდა სიუპრიზები და სანდროც ანებივრებდა.
-ეს შოკოლადები შენ, აი მარწყვით ხომ გიყვარს, ეგენი წამოგიღე ბევრი.
-მადლობა სანდრო.
-მოიცა სად მიდიხარ ჯერ არ დამიმთავრებია თოვლის ბაბუობა.
რამდენიმე მაისური და კაბა ამოაწყო ჩემოდნიდან სანდრომ, როცა ბედნიერ კატოს ხედავდა, მისი ხასიათი გადაედებოდა და კარგი განწყობა ხანგრძლივად გარანტირებული ჰქონდა.
დასაძინებლად მიდიოდა კატო, როცა სანდრომ პატარა თეთრი კოლოფი გაუწოდა, შეფუთვაზე წეროებს ჩვილი ბავშვები მიჰყავდათ, ერთიანად დაუარა მას და ხელები აუკანკალდა. მოლოდინს აჭარდბებდა ერისთავის ყველა ნაბიჯი. ერთ სიბრტყეში ვერ აქცევდა, ემოციას აღარ უტოვებდა, ყველაფერს ცვლიდა. სინანულში ჩავარდნილი ადამიანობის ღირებულებებს ჩასწვდა? არმც და არამც ის ყოველთვის კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ ერთხელ დაუშვა შეცდომა. დემეტრეს წასვლით გაყინული სული უთბებოდა, თამამად შემოხსნა ჭრაჭუნა ქაღალდი და ხელში პატარას თეთრი ბოდე შერჩა, გულზე წარწერით Dad+Mum=Me. ის საუკეთესო მამა იქნება, გული მთელი ხმით გაიძახოდა და ისე როგორც არასდროს კატოს თეიმურაზის ნახვა მოუნდა.
***
მიზანი გვაახლოვებს წარმატებასთან.
***
-ხვალ თამაშზე წამოხვალ ?-არც გაუხედავს, ისე იკითხა და მოსახვევში მოუხვია.
-ბიჭების გოგოებიც იქნებიან და ვიფიქრე შენც გექნებოდა წამოსვლის სურვილი.
-ტოქსიკოზი, რომ დამეწყოს უბრალოდ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდები.
-როგორც გინდა.
სანდროს სწამდა, რომ როცა რაღაც გულით გინდა, ამ სურვილს ვერაფერი აღუდგება წინ. ყველაზე მეტად უნდოდა, მისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენს მიაღწია, უნდოდა ეჩვენებინა, როგორ გაიძახის სავსე მოედანი კაპიტნის სახელს, უბრალუდ უნდოდა რომ წარმატებული სანდრო ერისთავი ენახა.
ექიმთან იყვნენ კონსულტაციაზე, მათ წინ შეყვარებული წყვილი იჯდა. კონტრასტულობამ თვალი მოსჭრა კატოს და გული დაწყდა რომ ასე ძალიან არ უყვარდა.
-ეხლა გულის ცემას მოისმენთ.-უხსნიდათ ექიმი და თითქოს დრო გაჩერდა, ბედნიერებისგან ხელი ერთმანეთს ჩაჭიდეს.
-სქესი გაინტერესებთ ?
დაბნეული მზერით შეხედეს ერთმანეთს, ორივეს ინტერესი ღრღნიდა გულს. სანდრომ თავი დაუქნია, კატომაც თითქოს მიხვედრილობას მხარი აუბა და გაუღიმა.
-ბიჭია.
ეხლა უკვე საკუთარი გულის ცემა ესმოდა, ყველა ტკივილი გაქრა.
სისავსეს გრძნობდა, თითქოს ცხოვრების ჟინი მიეცა. ის ხომ ბიჭის მამაა.
***
იმ საღამოს საბურთალოს სასაფლაოზე შეამჩნევდით შავებში გამოწყობილ სანდროს, მარცხენა ხელში ქრიზანთემები ეჭირა. საყვარელი ქალის საფლავს მიუახლოვდა, ყვავილები იქვე ლარნაკში ჩააწყო.
"მარიამ,გახსოვს რომ მეუბნებოდი ბედნიერება იოლად შეიძლება მოიპოვო მთავარი შენარჩუნებაო ? ნეტა იცოდე ეხლა როგორი ძლიერი ვარ, ყველაფერზე წავალ ოღონდ რომ ჩემი ოჯახი ჩემ გვერდით იყოს. დღეს გავიგე, რომ მალე ბიჭის მამა გავხდები, პატარას პირველი ფოტოც მოგვცეს, მართალია ვერაფერს ვხედავ მაგრამ მაინც მიხარია. მაპატიე, რომ დედობა ვერ გამოგაცდევინე, მაპატიე. პირობას გაძლევ, რომ საუკეთესო მამა ვიქნები, პირობას გაძლევ რომ ცხოვრებას გავაგრძელებ. იცი მარიამ კატო ძალიან კარგი გოგოა, მგონია რომ ყველაფერი გამომივა. შენ მეუბნებოდი, რომ თუ კი მწამს ყველაფერი გამოვა, მე კი შენი როგორც ღმერთის ისე მჯეროდა."
***
ისტორიის ნაწილი ხდებოდა სანდრო, ის ხომ ნაკრების კაპიტანი იყო, მალტასთან თამაშის მოგება კი ყველაზე მეტად იმიტომ უნდოდა, რომ მის შვილს ეამაყა. უნდოდა მისთვის წარმატების, მონდომების, შრომისმოყვარეობის და პატრიოტიზმის წინაპირობა ყოფილიყო.
მოედანზე გასვლისას თვალს ადევნებდა ლოჟას სადაც, კატო შესაძლებელია ყოფილიყო თუმცა ვერ შეამჩნია. გულის სიღრმეში ძალიან ეტკინა.
სავარძელში იჯდა და ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა კატო. გულში იმეორებდა მის სახელს და დაძაბულობა სულ უფრო მატულობდა. პირველი გოლი დათამ გაიტანა, საოცარი ემოცია იყო კატოსთვის, აღტაცებული და ღიმილიანი უკრავდა ტაშს. საჯარიმოს ურტყამდა, ერისთავი და მასზე მეტად ანდრონიკაშვილი ნერვიულობდა.
-მიდი სანდრო, მიდი.-ხელები ერთთმანეთზე მიეწყო და თვალებს ხუჭავდა.
მეორე გოლი გაიტანეს და სტადიონიც სკანდირებდა. საქართველო უკვე ძალიან ამაყობდა ამ ბიჭებით. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მოწინააღმდეგემ უხეშად ჩაჭრა ბურთი სანდრო მინდორზე დაეცა. საკუთარ თავს აღარ გავდა კატო, ბოლთას სცემდა ტელევიზორის ეკრანთან როცა საკაცით გაიყვანეს, ცრემლები მის დაუკითხავად ჩამოუგოტმრდა ლოყებზე. მაშინვე ტაქსი გამოიძახა, მთელი გზა ნერვიულობდა, მძღოლს მაღალ ხმაზე ჩაერთო რადიო და ისიც თამაშის ციებ-ცხელებაში იყო.
„ერისთავი ლუკა გურულმა შეცვალა, ბიჭები აქტიურ დაცვას თამაშობენ“იუწყებოდა წამყვანი.

დაცვა არ უშვებდა ბილეთის გარეშე. სანდრო ტელეფონს არ პასუხობდა, მაშინვე ნიას დაურეკა.
-შემომიყვანე როგორც გინდა სანდრო უნდა ვნახო.
-ვაიმე რა აგრესიული ორსული ხარ რა.
-მალე ვნერვიულობ.
გაოცებული იყო ნია, მეგობრის საქციელით ნუთუ ამაყი და საკუთარ თავზე შეყვარებული კატო ანდრონიკაშვილი ვინმეზე დარდობს?

ეს კი დასაწყისი იყო და გარდატეხა ომში.

მთელი ძალით ჩაეხუტა სანდროს, ცრემლები დაუდევრად მოსდიოდა.
ერისთავი კი ბედნიერი იყო, საშინელებებს იტოვებდა წარსული და რეალობა სასიამოვნო საჩუქრებით იყო სავსე.
ფეხი გადაუხვიეს, თამაშის დარჩენილ ნაწილს ერთად უყურეს, სანდროს მოსაცმელი დიდი ჰქონდა კატოს, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს ყურადღება ხომ ყველაზე დასაფასებელია. კატო კი გულის სიღრმეში სცნობდა, რომ გვერდით კარგი ადამიანი ჰყავდა.
იმ საღამოს ჭექა-ქუხილი დაეპატრონა ცას, ერთმანეთზე გაბრაზებული ღრუბლები ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ კატოს კი ძალიან ეშინოდა.
სანდრო გააღვიძა და მასთან ერთად უშფოთველად ჩაეძინა.
ის დღეები კარგად აეწყო, ერთმანეთზე ზრუნვა სიამოვნებდათ. ყოველ საღამოს რაიმე ფილმს უყურებდნენ, შემდეგ შთაბეჭდილებებბს უზიარებდნენ ერთმანეთს.
-იცი ხვალ ლევანთან ვიკრიბებით, კარგი იქნება შენც თუ წამოხვალ.
-გურულიც იქნება?
-ლუკას ტოს გარეშე ჩაივლის საღამო აბა ?
-ძალიან მხიარულია.
-ტაკი მასხარაა სუფთა, მინდორზე კიდევ პეპელასავით დაჰქრის.
პეპელას ხსენებისას მიძინებული მოგონებები წამოიშალნენ.
-იცი სუხიშვილების აკადემიაში როცა ვცეკვავდი, რამდენიმე სოლო პარტია მომცეს. მახსოვს პირველი ღია გაკვეთილი და მერე ეგ ზედმეტსახელი "პეპელა".
ორსულობამ შეცვალა კატო, სენსიტიური და სენტიმენტალური გახადა. ეხლაც წარსულის დღეების გახსენებამ თვალები აუწყლიანა.
-ბავშვობაში მეც მქონდა ზედმეტსახელი. არ არსებობდა საჯარიმო რომელსაც ვერ გავიტანდი ამიტომაც მეძახდნენ "ოქროს ფეხა" ს.
-ხანდახან ბავშვობა მენატრება.
-მეც მენატრება ის დღეები შუქის მოსვლა დღესასწაულს, რომ უტოლდებოდა, წრეში ბურთის თამაში, ჩინური კევები და ნოკას ლიმონათი მაშინ ალბათ მაინც ყველაზე ბედნიერი ვიყავი.
-ეგ ბნელი 90იანები პარიზში გავატარე და იქ ნოკას არ ვსვამდით.
საუბარი ყოველ დღე უფრო და უფრო ხანგრძლივდებოდა, სწავლობდნენ ერთმანეთის ნდობას და თანაცხოვრებაც აღარ იყო ისე მოსაწყენი.
ყველაზე დინამიური პარასკევი გაატარა, ეგონა ფეხბურთის გარდა არაფერზე იქნებოდა საუბარი თუმცა საღამომ მოლოდინს გადააჭარბა.
კომენტარები )) ველი :(



№1  offline წევრი p♥♥h ^^

Su gelidebi da gkitxulobbb. Momwonxar
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი Bero)))

ძალიან საყვარელი წყვილია ^^ ძალიან მაგარია <3

 


№3  offline წევრი მარრ

მალ მალე დადე რა

 


№4  offline წევრი Tako_Latibashvili

მალე დადე და თავები გაზარდე ♡
მომწონს ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent