შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ წუთში სამოცჯერ! (თავი4)


4-07-2015, 08:07
ავტორი zoidze99
ნანახია 2 675

დილით მზის სხივმა დამანათა სახეზე და ვგრძნობდი როგორ შედიოდა D ვიტამინი ჩემს კანში. გამომეღვიძა გაღიმებული სახით, რადგან ვგიჟდები, როცა მზის სხივები მაღვიძებს, თან სასიამოვნოდ ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკის ხმა. საწოლიდან წამოვდექი, მოვწესრიგდი, შავი მაისური, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და შავი ბოტასები ჩავიცვი, ყურსასმენები ავიღე და კიბეებზე ენერგიულად ჩავირბინე. ცოტა ვივარჯიშე და სირბილი დავიწყე, როგორც ყოველთვის სანაპიროზე. თან სიმღერებს ვუსმენდი და ჩაფიქრებული ვიყავი. მალე იმ ადგილს მივუახლოვდი სადაც წინა დღეს დიდი თავგადასავალი გამახდა თავს. ცოტახნით შევჩერდი და გუშინ მომხდარი, რამდენჯერმე გადავახვიე ტვინში, შემდენ ისევ სირბილი გავაგრძელე და როცა დავიღალე სახლისაკენ ავიღე გეზი, თუმცა თავგზაარეული მივდიოდი და უცებ მანქანის სიგნალის ხმამ გამომაფხიზლა. ძალიან შემეშინდა ასეთი, რამ არასდროს შემმთხვევია აქამდე. სახლში მალე მივედი ვისაუზმე და ფეისბუქზე შევედი, მეგობრობის შემოთავაზებები გავხსენი და აი სიურპრიზიც ნიკუშა დარჩია. პასუხი არ გავეცი და გამოვედი ფეისბუქიდან. რატომ ცდილობდა ის ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას? რას ითხოვდა ჩემგან? ვერაფერი გავიგე.
მალე უცხო ნომრიდან ესემესი მივიღე
-როგორ ხარ ალქაჯო?
-კარგად რეგვენო და იქნებ მითხრა ჩემი ნომერი, როგორ გიგე?
-შენი მეგობარი ლიკუნა ძალიან მაგარი გოგოა!
-მაგისთვის მიიღებს!
- ხო კარგი, კარგი, გეყოფა და მოდი ნიკუშა დამიძახე.
-იმედია ჩემს სახელსაც ისწავლი, როგორ იწერება.
-კარგი შეხვედრამდე.

ცოტახანში ლიკუნას და ანის დავურეკე მალე შემხვდნენ გოგონები და ახალი ბინისაკენ გავემართეთ. ლიკუნაზე ძალიან ვბრაზობდი და ყველაფერი დაწვრილებით გამოვკითხე.
- ლიკუნა გაგიჟდი არა? რატომ მიეცი მას ჩემი ნომერი?
-გოგო რატო ბრაზობ? რამოხდა? არმინდა ჩემი მეგობარი სულ მარტო იყოს.
-ჯერ ერთი, თქვენ მყავხართ და ახლა სხვა არავინ მჭირდება!
-ნუ დაიწყე რა ახლა ტვინის ბურღვა.
ანიც აყვა და ორივემ ერთად შემომიტიეს
მალე მივუახლოვდით ჩემს ბინას და სადარბაზოში ნიკუშა "ამესვეტა".
-ანა როგორ ხარ?
ისე გადამეხვია თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და ჩემი სურნელი მთელი ენერგიით შეისრუტა. გამიკვირდა მის ასეთ ქმდებაზე,
-კარგად შენ?
-ახლა კარგად. ლიკუნა გმარჯობა! მე ნიკუშა ვარ, როგორც უკვე იცი და შენ მგონი ანი ხარ ხო?
გოგონები გაოცდნენ მისი დანახვისას, მგონი ძალიან მოეწონათ.
-ხო მე ლიკუნა ვარ. ნიკუშას გაუღიმა და გადაკოცნა.
-მე კი ანი ვარ და ანიმაც იგივე გაიმეორა.
გამაოგნა მათმა საციელმა, ისე იქცეოდნენ თითქოს მართლა სიძე ყოფილიყო.
-კარგი ნიკუშა წავედით ჩვენ, ვთქვი და გოგონებს ვანიშნე, რომ უნდა წავსულიყავით.
-ასე მალე?
-ხო... მერე გნახავ.
-კაი მაშინ შეხვედრამდე.

სახლში ავედით და როგორც კი ნაბიჯი გადავდგით გოგონებს სახეზე გაოცდება აღებეჭდათ. ძალიან მოეწოათ იქაურობა და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.
-ვაუ რამაგარია ანა (ანი)
-ვგრძნობ, აქ მაგარი ამბები დატრიალდება. (ლიკუნა)
-ხო თქვენ ჯერ ჩემი ოთახი არ გინახავთ.
გოგონებს ჩემი ოთახის კარი შევუღე
-ანა შენთან გადმოვდივართ! (ანი)
-რა პრობლემაა. ვთქვი და სამივემ ერთად გავიცინეთ
ცოტახანში მუშებიც მოვიდნენ. ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ უკვე და მუშაობა დაიწყეს. მე კი იქაურობა ორი თვით დავტოვე და იმედს ვიქონიებდი, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვიდოდა.
გოგონები ჩემზე ადრე დაბრუნდნენ სახლში. ცოტახანში მეც წავედი, რადგან რეპეტიცია მქონდა. სადარბაზოდან გასულს ნიკუშა შემხვდა.
-წამოდი ანა გაგიყვან.
-არა მადლობა ახლოს მივდივარ.
-სად მიდიხარ?
-დაკითხვაზე ვარ?
უჟმური სახე მიიღო და უბრალოდ მიპასუხა
-არა დაკითხვაზე არ ხარ!
-ხო კარგი კარგი რეპეტიციაზე მივდივარ .
-წამოდი მერე გაგიყვან.
-არა ფეხით მირჩევნია გავლა.
- კარგი, მაშინ მიგაცილებ.
სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი. მივდიოდით და არცერთი არ ვიღებდით ხმას, ბოლოს მე დავიწყე საუბარი.
-იცი რა მაინტერესებს? რატომ ცდილობ ჩემთან დაახლოებას?
-ანა ზედმეტი კითხვებია!
-კი მაგრამ შენ ხომ არ მიცნობ.
-დამიჯერე! მე მეტი ვიცი შენზე ვიდრე შენ გგოია!
-შენზე მაინც მომიყევი რამე.
-რა გაინტერესებს?
-რასაც საჭიროდ ჩათვლი.
-კარგი. მე ვარ ნიკუშა დარჩია, 17 წლის, ფეხბურთელი.
(ეს სიტყვები თქვა და მაშინვე მივხვდი, ასე ადვილად, რატომ გავიდა ჩემს კარში გოლი)მიყვარს გიტარაზე დაკვრა, ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ.მოკლედ დანარჩენს ნელ ნელა გაიგებ არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი.
მალე მივედით და დავემშვიდობე.
-კაი აბა კარგად
-რეპეტიციის შემდეგ მოგაკითხავ.
-არა! არ არის საჭირო!
-და სახლში ღამით მარტო უნდა წახვიდე?
თავისი შავი თვალებით გამომხედა და მივხვდი, რომ ვერაფერს გავაწყობდი.
-კარგი მაშინ შეხვედრამდე.

რეპეტიცია მალე დასრულდა და ენერგია გამოცლილი გამოვედი დარბაზიდან. სახლში ვაპირებდი წასვლას, ნიკუშა, როცა გამახსენდა. გარეთ, როცა გავედი იქ დამხვდა მოტოთი. პირღია ცეკვის კლასელები, ხან მე მიყურებდნენ ხან ნიკუშას. ნიკუშასკენ წავედი
-არმეგონა დღესაც ამით თუ ვიმგზავრებდი.
თითით მოტოსკენ ვანიშნე.
-ეს არ არის პრობლემა. თუ გინდა ფეხით წავიდეთ.
გამიხარდა, ეს რომ, მითხრა ახლა მაინც ამცდებოდა გულის საგულედან ამოვარდნა.
-კარგი წამო წავიდეთ.
გზაში არცერთ არ ამოგვიღია ხმა ცალი ყურსასმენი მეკეთა, მეორეს თვითონ დასწვდა და მთელი გზა სიმღერებს ვუსმენდით, ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს ვუყურებდით და უბრალოდ მყუდროებას არ ვარღვევდით. როგორც იქნა მივადექით ჩემს კორპუსს და ვანიშნე, რომ უნდა წავსულიყავი.
-ანა მოიცა ერთი წუთით.
-რახდება?
-ხვალ ჩემი დაბადებისდღეა, მინდა რომ მოხვიდე.
ორი წამით დავფიქრდი და ვუპასუხე.
-კარგი მოვალ.
ჩემი სიტყვების გაგოგენაზე გაიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
დავემშვიდობე და წავედი. თან ვცდილობდი სახლში შესვლისას აღელვება დამემალა და გული დამემშვიდებინა.
შხაპი მივიღე, თუმცა რამდენ ხანს ვიდექი წყლის ქვეშ ნამდვილად არ მახსოვს. გაშეშებული ვიდექი წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ და უბრალოდ არაფერზე ვფიქრობდი. აბაზანიდან გამოსულმა დაძინება ვცადე, თუმცა ამაოდ. ფანჯრის რაფაზე დავჯექი, მუხლები მოვკეცე თავი მუხლებში ჩავრგე ყურსასმენები ავიღე და A Great Big World, Christina Aguilera - Say Something ჩავრთე. უზარმაზარ ვარსკვლავებში ჩამალულ მთვარეს ვუყურებდი და ვიკარგებოდი, სადღაც სხვა გრძნობაში რასაც მგონი სიყვარული ჰქვია.


ესეც მეოთხე თავი. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის მომდევნო თავი ძალიან საინტერესო იქნება. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი კომენტარებში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent