შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

BAKING LOVE (თავი მე-4)


29-08-2015, 12:07
ავტორი salomeee...
ნანახია 2 129

გვანცა საღამოსთვის ემზადებოდა, ქეთას თავისი მეგობრები გიორგისათვის უნდა გაეცნო. უამრავი საჭმელი ჰქონდა მოსამზადებელი, ხან ტკბილ კრემს უსინჯავდა გემოს, ხან მარილიან ორცხობილებს, ხანაც მჯავე ლიმნის პარფეს. საშინლად დაღლილი იყო, მაგრამ საღამო კიდევ წინ ჰქონდა...
ია და ილია, როგორც ყოველთვის კინკლაობდენენ, ხან რაზე კამათობდნენ ხან რაზე. გვანცას ამისი ატანაც აღარ შეეძლო...
-გვანცა რაღაც მინდა გკითხო.
-გისმენ ქეთა.
-დღეს გიორგის სიურპრიზი მინდა გავუკეთო და მაინტერესებს რას ფიქრობ, არა განა იმიტომ რომ შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია
-ხო ვხვდები, აბა რა ხდება?
-ჩვენს ოჯახში ასეთი ტრადიციაა, საქმროს ან საცოლეს ყოველთვის ძაღლს ვჩუქნით, მაინტერესებს ეს ძაღლი რამდენად შესაფერისია ამ შემთხვევისთვის?-უთხრა და ძაღლის სურათი აჩვენა.
-არ ვიცი...
-ხო რა თქმა უნდა შენ რას გეკითხებოდი-ცოტა არ იყოს ეწყინა ამ სიტყვების მოსმენა გვანცას, მაგრამ ეს დიდად არ აღელვებდა.
-იმედი მაქვს საღამო იდეალურად ჩაივლის, დღეს მინიმუმ ერთ მეგობარს მაინც თუ არ დავკარგავ შურიანობის გამო, ჩათვალე რომ ჩაფლავდი.
-აჰაჰაჰ, კარგად გამაცინე.
-მე არ ვხუმრობ.-ეს სიტყვებიც საკმაოდ სულელურად ჟღერდა გვანცასთვის, მაგრამ არც ეს აინტერესებდა. ცოტა არ იყოს, თავს ცუდად გრძნობდა, აბაზანაში შევიდა და ღებინება დაეწყო.
იმდენად დაბნეული იყო, მაშინვე სოფის მისწერა, რომ მგონი ფეხმძიმედ იყო და სასწრაფოდ ორსულობის ტესტი მიეტანა მისთვის, რადგან ამ სახლს გვიანობამდე თავს ვერ დააღწევდა.
დიდი დრო არ დასჭირვებია, სოფი მალევე მივიდა მასთან... სამწუხაროდ ეს ტესტი ბრაკი გამოდგა, სოფი იძულებული გახდა ახალი ეყიდა...
ჭორიკანა ილიას ხომ მეტი არაფერი უნდოდა, როცა ნაგვის ურნაში ტესტის კოლოფი დაინახა, იმწამსვე გიორგისთან გაიქცა.
-გიორგი ტესტის შესაფუთი ქაღალდი ვიპოვე.
-მერე?
-ორსულობის ტესტის.
-რაა?
-ხო ქეთა ორსულადაა, გილოცავ
-კი მაგრამ ჯერ ხომ არ იცი პასუხი როგორია? მხოლოდ ტესტი არაფერს ნიშნავს...
ამ თემაზე კიდევ დიდხანს ილაპარაკეს, გიორგი ქეთასთან გავიდა, რომ დალაპარაკებოდა და ყველაფერი გაერკვია, მაგრამ ოთახში რომ შევიდა ქეთა მამამისს ელაპარაკებოდა მობილურით. გიორგიმ მის საუბარს შემთხვევით ყური მოჰკრა: “მამ ამ საღამოს ვეტყვი გიორგის ყველაფერს, ვიცი ძალიან გაუხარდება, ჩვენ ხომ პატარა არსების მშობლები გავხდებით.” ამ სიტყვების მოსმენა იყო და გიორგი დარწმუნდა, რომ ქეთა ორსულად იყო, მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა სინამდვილეში რა ხდებოდა.
ამ ამბავმა იასა და გვანცას ყურებამდეც მიაღწია.
-ვაიმე გვანცა როგორ მიხარია მათი ამბავი, რა კარგია პატარა ბავშვი.
-ია რაღაც მინდა გითხრა ოღონდ პირობა მომეცი, რომ ჩვენს შორის დარჩება, არ მინდა ჯერ გიორგიმ რამე გაიგოს თუ ჩემი ფიქრები გამართლდა.
-რა ხდება?
-ის ტესტი ჩემი იყო.
-რაა? ვაიმე... და პასუხი?
-არ ვიცი ჯერ, პირველი ბრაკი აღმოჩნდა და ახლა სოფის ველოდები.
რთული იქნებოდა აგეხსნა ახლახანს დანიშნული კაცისთვის, რომ მამა გახდებოდა, მაგრამ მის შვილს მუცლით სხვა ქალი ატარებდა...
სოფიც მალე მივიდა და მეორე ტესტი მოუტანა, ამჯერად პასუხი უშეცდომო იყო...
მალე წვეულება დაიწყო. ყველა ერთობოდა, უხაროდათ ქეთასა და გიორგის ამბავი, ამ დროს გიორგიმ სიტყვით გამოსვლა მოისურვა:
-მიხარია ყველანი რომ აქ ხართ, მე და ქეთას სასიხარულო ამბავი გვაქვს, ჩვენ ბავშვს ველოდებით.
-რა?-ქეთას შოკირებული სახე ყველა ემოციას ერთნაირად გამოხატავდა.-მე ფეხმძიმედ არ ვარ.
-მოიცა, აბა ორსულობის ტესტი?
-რა ტესტი?-კიდევ ერთხელ ქეთა.
-იცით, მე აგიხსნით ყველაფერს-სიტუაციის გამოსწორება სცადა გვანცამ.-ის ტესტის ყუთი, რომელიც ილიამ იპოვა ჩემი იყო, ქეთას არა მე მეგონა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ერთი არაჩვეულებრივი ღამე გავატარე ძალიან კარგ ბიჭთან, მაგრამ ის თავის ყოფილს დაუბრუნდა, ახლა კი რაც ჩვენ გვაკავშირებს მხოლოდ ის ღამე და ერთი ბოთლი შამპანურია-ცოტა არ იყოს დამწუხრდა გვანცა, ხოლო გიორგი, მიხვდა რომ მასზე ლაპარაკობდა, დაიბნა მაგრამ არ შეიმჩნია.
-კი მაგრამ ქეთა, მე შენი ლაპარაკი მოვისმინე, მამაშენს რომ ეუბნებოდი, რომ ჩვენ მშობლები გავხდებოდით.
-შენ არასწორად გაიგე, მე ძაღლი გიყიდე, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. არ გაგიხარდა ხო?
-როგორ არ გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, თან ამ ეტაპზე ბავშვისთვის მზად არ ვართ.
საღამომ საკმაოდ განსხვავებულად ჩაიარა. როდესაც ყველა სახლში დაბრუნდა, გვანცა და ია მაგიდებს ალაგებდნენ და ჭურჭელს რეცხავდნენ. როგორცკი მარტო ნახა გიორგიმ გვანცა, ლაპარაკი დაუწყო:
-არ ვიცი უბრალოდ რა გითხრა, ბოდიში მაქვს მოსახდელი თუ როგორ მოვიქცე.
-დამშვიდდი ფეხმძიმედ არ ვარ.
-კარგი, მაგრამ...-გვანცამ გააწყვეტინა.
-ყველაფერი რიგზეა.

--------------------------------------------------------
ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ მეტის დაწერა ვეღარ მოვახერხე, ამისათვის ბოდიშს გიხდით.
არ ვიცი რა გამოვიდა, ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი <3



№1  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

მოატყუა ხო გიორგის? ორსულად არის ხო? კაი იყო ეს თავი fellow
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№2  offline წევრი chemi samyaroo

კაი იყოო ეს თავიც უბრალოდ ცოტაა დიდი დადე რააა wink ისე გიორგისგან ფეხმძიმედაა ხმ და ატყუებს არ ვარო :D :D

 


№3 სტუმარი beauty22

მომეწონა <3 საინტერესოა, მაგრამ პატარა თავი იყო და არ მეყო ^_^ მალე დადე და უფრო დიდი რა, ისე ძალიან მინდა გიორგი და გვანცა ერთად იყვნენ

 


№4  offline წევრი Sexy Mädchen

ვერაფერი ვერ გავიგე,რა არის ეეს,რა აბდაუბდაა? შენ თვითონ მაინც გესმის,რას წერ?
--------------------
:)

 


№5  offline წევრი salomeee...

Sexy Mädchen
ვერაფერი ვერ გავიგე,რა არის ეეს,რა აბდაუბდაა? შენ თვითონ მაინც გესმის,რას წერ?


ზოგადად კრიტიკის მომხრე ვარ, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები აბდაუბდად რატომ მიიჩნიე :/

 


№6  offline წევრი Sexy Mädchen

იმიტომ,რომ ვერაფერი გავიგე,ვინ ვისგანაა ფეხმძიმედ და ა.შ.მემგონი,შენც არ გესმის,რეებს წერ:დდ
--------------------
:)

 


№7  offline წევრი nini :)

Sexy Mädchen
იმიტომ,რომ ვერაფერი გავიგე,ვინ ვისგანაა ფეხმძიმედ და ა.შ.მემგონი,შენც არ გესმის,რეებს წერ:დდ

ქეთა გიორგის საცოლეა, გვანცამ ერთი ღამე გაატარა გიორგისთAნ და გვანცა ფეხმძიმედააა გიორგისგან სულ ესაა

კარგი იყო მალე დადე შემდეგი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent