შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [7]


15-06-2016, 02:38
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 807

უცნაურია, მაგრამ როცა უზომოდ გატკენენ, გრძნობ გაოცებას, წყენას.. თავიდან ცრემლების ნაკადიც უწყვეტია, ემოციები პიკს აღწევს და არ იცი, როგორ დაიცალო. თუმცა რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ უცებ, ერთბაშად გაქრა ყველა ემოცია. სწორედ ესაა უცნაური.
ცხოვრება მომენტებისგან შედგებაო, მამამ. რაც შეიძლება მეტი მომენტი შეაგროვეო.. ადამიანები ყოველთვის მიდიანო..
მერე რა, რომ თოვლი არ მოვიდაო, არ შეგეშინდესო, შენი მაისი შეხვდება მისასო..
რა ვიცოდი მაშინ? არაფერი.
რა ვიცოდი, რომ თუ ზამთარი უთოვლოდ ჩაივლიდა, აღარც გაზაფხულის იმედი უნდა მქონოდა, რომ სიყვარულისთვის არ უნდა მიმეცა ჩემი წალეკვის უფლება.
დაბრმავებულს არაფერი მომეთხოვებოდა.
ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი მეტისმეტად სწრაფად ხდებოდა.
მიყვარდა და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.
მერე რა, რომ ჩვენი მაისი არ მოვიდოდა.
ასე მეგონა მაშინ.

***

”მივმართავ ყველაზე, ყველაზე ნამდვილ ქალს, რომელიც ”ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა.”

გაისმოდა ბნელში.

”ყველაზე დიდ ამეთვისტოს, ცეცხლმოუდებელს. ყველაზე ნამდვილ ანტიგონეს და უბრალოდ ჩემი სულის
ადამიანს”.

ყელში ცრემლების ბურთი მქონდა გაჩხერილი. ცალკე მონატრების გამო, ცალკე კი იმიტომ, რომ საოცრად მტკიოდა იმ მომენტში.

”ელენე, მე არ არ ვიცი ადამიანის ცხოვრებაში რა თამაშობს გადამწყვეტ როლს.
თავად ქმნის თავის ბედს, თუ რაღაცები მართლაც იწერება სადღაც, ზემოთ, და ამ ადგილის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს, მაგრამ მჯერა, რომ მაშინ, 25 წლის წინ, როცა მე ვიბადებოდი, სადღაც ნამდვილად გადაწყდა,
რომ გავიდოდა წლები და ერთ პატარა გოგოს შევხვდებოდი, რომელიც იმდენად გაიდგამდა ფესვებს ჩემში, რომ ფილტვებიც კი მისით ისუნთქებდა ჰაერის ნაცვლად. მე არ ვაქცევ გრძნობას ფარგლებში, არ ვარქმევ სახელს, უბრალოდ ვიცი, რომ შენ გარეშე აღარაფერი იქნება ისე და თუ ყველაფერს არ მაპატიებ, აქვე, ყველას თვალწინ მოვიკლავ თავს”.

დარბაზში სრული სიჩუმე იყო. გული სადღაც ყელში მიცემდა, ამდენი ემოციისგან მეგონა ავფეთქდებოდი. რაღაც მომენტში ისიც ვიფიქრე, რომ მთელ დარბაზს ესმოდა ჩემი გულისცემა.
ვიცოდი, თუ ახლა მივიდოდი მასთან, უკან დასახევ გზას მოვიჭრიდი და ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი უკან, ამოსავალ წერტილად გავიხდიდი და ისე მეყვარებოდა, რომ საკუთარი გრძნობა წამლეკავდა ბოლოს. ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ფრთებს, რომელსაც
ამ წამს მჩუქნიდა სანდრო, ბოლოს თავადვე დამამტვრევდა და მხოლოდ
მიწაზე დაცემული მივხვდებოდი, რომ იქნებ არ ღირდა მაშინ, პაკლონზე მასთან მისვლა და...
ამ ფიქრებში შევბრუნდი მისკენ.
სახეზე მოვეფერე.
ტუჩის კონტურებს ისე გადავუსვი ხელი, თითქოს ჩემი დახატული ყოფილიყოს და შედეგით ვტკბებოდი ახლა.
არ მიფიქრია.
მხოლოდ ვგრძნობდი.
კოცნა.
აპლოდისმენტები.
გრძნობების ფეერვერკი და
ფარდაც დაეშვა.

***

იმ დღიდან დაიწყო ახალი, სულ სხვა ცხოვრება. სავსე სიგიჟით, ვნებით, სიყვარულით. არავის გაკვირვებია, ვხვდებოდითო. ყველა ბედნიერი იყო, ყველას მოვწონდით და მთელი ცხოვრება ერთად ყოფნას გვიწინასწარმეტყველებდნენ. ჩვენც ასე ვფიქრობდით, მე, ყოველ შემთხვევაში.
მასთან ერთად გატარებული არც ერთი დღე არ გავდა წინას.
ყოველი იისფერი დილა ახლიდან დაბადება იყო.
უკვე ერთი წელი სრულდებოდა, რაც ერთად ვცხოვრობდით. არ ყოფილა ხელის თხოვნა, არც ბეჭედი თითზე, არანაირი ცერემონია, უბრალოდ მითხრა, რომ სურდა მისი ყოველდღიურობა გავმხდარიყავი. მე მეტი არაფერი მჭირდებოდა, მხოლოდ სანდრო.
მიყვარდა. მიყვარდა საოცრად. თავის პლიუსებით და მინუსებით, მასაც ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გვითქვამს ეს ერთმანეთისთვის.
მასთან ყოფნა არაფრით გავდა ჩემს სხვა ურთიერთობებს.
მისი კოცნა არ იყო უბრალოდ კოცნა, არც მასთან სექსი იყო უბრალოდ სექსი.
ეს აფეთქება იყო, დიდი აფეთქება, დაბადების განმეორება და ასტრალი, თუმცა ”ის, ვინც ას წლიანი მარტოობისთვისაა განწირული, აღარასოდეს მოვა ამ ქვეყნად”.
ასეთი ბოლო აქვს ნამდვილ გრძნობას, განცდას და ვნებას.
კი, მე მიყვარდა.
მიყვარდა მასთან ერთად ფეხით სიარული, კითხვა, ფილმების ყურება,
ცხელი შოკოლადით გამთბარი თითები და მისით გამთბარი არსებობა, ფოტოების გადაღება, მათი გამჟღავნების და დაბეჭდვის მოლოდინი.
ჩვენი ჩხუბებიც მიყვარდა, შერიგება - კიდევ უფრო მეტად, მასთან ერთად დევიდ ბოუის მოსმენა, სიმღერა და ერთმანეთის ვოკალური მონაცემების მიწასთან გასწორება, რაც მისი გაბუტვით სრულდებოდა მუდამ.
მიყვარდა ჩაის დალევა ჩვენს თბილ ოთახში და სამზარეულოში ერთობლივად მომზადებული სადილი, საათობით ანიმეების ყურება და დრამატულ მომენტებზე ჩემი სლუკუნისგან აცახცახებული მხრების მისით დამშვიდება.
ჰო, მიყვარდა.
ძალიან.


გაიღვიძა.
ახლა უნდა, რომ მეც გამაღვიძოს. დარწმუნებული ვარ ბლინები უნდა, დღეს ხომ მისი დაბადების დღეა.
და კიდევ ჩვენი თანაცხოვრების ერთი წლის იუბილე.
იშმუშნება, ბურდღუნებს.
ჩემივე თმის კულულს იღებს და სახეზე მისვამს, ზურგს ვაქცევ, ბუდრღუნი ძლიერდება და წუწუნში გადადის.
- ელე, გაიღვიძე რაა.
ვცდილობ თავი შევიკავო,
მაგრამ ისტერიული სიცილი მიტყდება. 26 წლის გახდა და მაინც რა ბავშვია.
- რა უნდა მაჩუქო?
თვალებაციმციმებული მეკითხება და მკოცნის.
- მე არ ვარ საკმარისი?
- კი, მაგრამ კიდევ?
- საღამოს ნახავ.
- მეგონა დილის ვნებიან სექსს მაჩუქებდი.
- იცი, წეღან რა ვიფიქრე? 26 წლის გახდა და მაინც ბავშვია მეთქი, ახლა დავრწმუნდი.
- ბავშვები იმას არ ითხოვენ, რასაც მე.

ვნებისგან არეული თვალებით მიყურებს და მსუბუქად მკბენს ლავიწზე. ცოტაც და აზროვნების უნარს დავკარგავ, მაგრამ მისი საჩუქარი მახსენებს თავს, სასწრაფოდ გავრბივარ საპირფარეშოში და უნიტაზთან ჩახუტებული ვცდილობ კართან ატუზული სანდროს შეკითხვები მოვიგერიო.

- უკვე გული გერევა ჩემ შეხებაზე?
მიცინის და გულში მიკრავს.
- როგორი მიხვედრილი ხარ, შენ მოიგე ბლინები!

ვუყურებდი რა გემრიელად ჭამდა ჩემი საყვარელი მამაკაცი ჩემივე მომზადებულ საუზმეს და სიხარულით ვიბერებოდი საჰაერო ბურთივით. მახსენდებოდა როგორ მეშინოდა მასთან ურთიერთობის და მეცინებოდა.
მახსოვს, თავიდან მასთან გადასვლა რომ შემომთავაზა,
ისე დავფრთხი, სამი დღე ვემალებოდი.
ერთი წამით არ დავუტოვებივარ შიშს, რომ ეს ურთიერთობა დიდ გრძნობასთან ერთად
დიდ ტკივილსაც მომიტანდა, მე კი არ ვიცოდი როგორ გადავიტანდი კიდევ ერთ ტკივილს.
ყველაფერი შეიცვალა, თითქოს გვერდიდან ვაკვირდებოდი ჩემს თავს.
ვხედავდი, როგორი ბედნიერი ვიყავი სანდროსთან, ისიც როგორი ბედნიერი იყო ჩემთან
და უფრო ვირეოდი.
როგორ შეიძლება ამხელა ბედნიერებას რამე ცუდი არ მოყვეს?
ვცდილობდი არ მივჩვეოდი, თორემ მე რომ ჩემი ცხოვრებისთვის მისი სახელი დამერქმია და მერე რამე მომხდარიყო, გავნადგურდებოდი.
ცეცხლთან თამაშს გავდა ეს ყველაფერი.

- სან, გახსოვს შენთან ცხოვრების როგორ მეშინოდა?
- იმიტომ, რომ პატარა და შტერი ხარ. მოდი მოგეფერო.
მივედი, ჩავეხუტე.
- სან, ერთი წელი გავიდა.
- ახლაც გეშინია?
- არა.
- არასოდეს, არაფრის შეგეშინდეს ჩემთან ელე. შენ ჩემი მთვარე ხარ, ჩემი სულის ნაწილი და ამას ვერაფერი შეცვლის.

მერე დიდ ხანს მახსენდებოდა ეს მომენტი. ვისხედით ჩახუტებულები და ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს. ყველაფერი იდეალურად იყო, მე, სანდრო და კიდევ ერთი.
ეს ყველაფერი საუკეთესოს დასაწყისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც მეშინოდა რაღაცის. ისინი გამიგებენ, ვინც ჩემსავით სწრაფად იცხოვრა, ვინც ყველაფერი ნახა ცხოვრებაში, ვინც ფრთები დაუხატა თავის სიყვარულს, ვინც ცაშიც იფრინა და მიწაზეც მტკივნეულად დაენარცხა, ვინც ღმერთი თავად შექმნა და ბოლოს სალოცავიც კი აღარაფერი დარჩა,რადგან თავისივე შექმნილი ღმერთიც თვითმკვლელმა თევზებმა წაართვეს და მოკვდნენ მასთან ერთად. როცა მხატვარს ფერები გამოელევა, მაშინ ეკარგება მის სიცოცხლეს აზრი, თუ მხატვარმა ფერები დაკარგა, ის ყველაფერს კარგავს. ისინი გამიგებენ, ვინც ყველაფერი, ყველა ფერი დაკარგა და საოცნებოც აღარაფერი დარჩა.

მთელი საღამო ვერ მოვიცილე ფიქრები წარსულზე. ჩვენი ურთიერთობის დეტალები მახსენდებოდა და ამ მოგონებებს ისე ველოლიავებოდი, თითქოს წართმევას მიპირებდა ვინმე.
მახსოვს, ერთხელ ასეთი თამაში მოვიგონეთ.
ვინც ვერ მოითმენდა და პირველი აკოცებდა მეორეს, წაგებული იყო.
კადრები ერთმანეთს ცვლიან.
არ მომეკარო”.
ვამბობ და ვუღიმი.
და ამ ღიმილში ყველაფერი ჩანს. ჩანს, როგორ ვწირავ საკუთარ თავს მისი სურნელის გარეშე დარჩენისთვის.
როგორ კარგავს სხეული შერჩენილ სითბოს და როგორ შორდება ჩვენი თითები ერთმანეთს. როგორ კარგავს მის ანაბეჭდს ჩემი თმა და ფერიც კი ეცვლება.
როგორ ცვლის გულწრფელ ღიმილს ირონია, როგორ კარგავს გრეიფრუტის გემოს და
სუნს მისი სიტყვები.
სასტიკი თამაშია. გაურკვეველი, ან სულაც არარსებული გამარჯვებულით.
წითელი, წვნიანი ფორთოხლის გემოს “ლონგ აილენდის” უცნაურად მომჟაო, გაურკვეველი,
გემრიელი არომატი ცვლის, ნელ-ნელა გვირევს აზრებს და
სულ უფრო რთულს ხდის ამ თამაშის გაგრძელებას.
გარეთ ისევ ძლიერად დაუშვა წვიმამ. ყველაფერი თხელ ბურუსშია გახვეული.
ძალიან ლამაზია ოქროსფერის და ოდნავ შესამჩნევი რძისფერის სინთეზი.
ორივემ ვიცით, რომ გარეთ ცივა. ვგრძნობთ კუთხის კაფეში არსებულ სითბოს, ალკოჰოლს სისხლში, მაგრამ
უერთმანეთობის სიცივეც ახლავს ამ ყველაფერს თან.
აზრები უფრო ირევა, სიცივეც მეტად ისადგურებს, ალკოჰოლიც მეტად ერევა სისხლს და ამ უცნაურ ციებ-ცხელებაში მხოლოდ უსახელო, ალჰოკოლში გახვეული შეგრძნებები და
შებოჭილი ხელები არსებობს, ზღვარი შეხებასა და არ შეხებას შორის.
მივაბიჯებთ სველ ქვაფენილზე, მსუბუქად თავბრუდახვეულები.
მივაბიჯებთ ისე, რომ მხრებითაც კი ვერ შევეხოთ ერთმანეთს. მე მეცინება, ჯერ ჩუმად, მერე უფრო ხმამაღლა, ბოლოს მთელ ხმაზე ვხარხარებ. გაკვირვებული მიყურებს, თუმცა ტუჩის კუთხეში მასაც ეპარება ღიმილი, თამაში დასასრულს უახლოვდება.
ორივე ვგრძნობთ, რომ ვეღარ გაგრძელდება ასე.
რომელიმეში იფეთქებს ემოცია და… თვალს არ ვაშორებთ ერთმანეთს.
უამრავ ემოციას ვცვლით, მხოლოდ მზერით.
საცაა თამაში დასრულდება.
იმდენად ახლოსაა, თითქოს მისი აურის შეგრძნებაც კი შემიძლია.
ერთი, ორი, სამი და…
გამარჯვებული არ არსებობს.
Because you kissed me, because I kissed you.

- ელენეე! არ მისმენ?
მეკითხება ანა და ცოტა გაბრაზებული მიყურებს. უკვე ყველა მოსულა, მე კი აზრზეც არ ვიყავი.
- ელე! ნახე რა მაგარი ტიპია! სამზარეულოდან ყვირილით გამოვარდა აკო. ხელში ნახევრად გატრუსული ქათამი ეჭირა, უკან კი ლანძღვა-გინებით მოსდევდა ნინა.
- რით ვერ გაიზარდე, აკაკი?
- აკაკის ნუ მეძახი მეთქი, გოგო, თორემ ამ ქათამს დაგამსგავსებ ახლა.
- საინტერესოა როგორ აპირებ მაგას?
- გაგტრუსავ, ”დალშე” ისედაც გავხარ.
გადაბჟირდა აკო.
- ფუჰ, რა დეგენერატი ხარ, მომეცი ქათამი და გადი ახლა აქედან, სამზარეულოში შემოსული არ დაგინახო!
ვუყურებდი ნინას და აკოს ჩხუბს და მეცინებოდა. ბავშობიდან ასე იყვნენ, სულ ერთმანეთს ხოცავდნენ, მაგრამ მაინც შესაშური და-ძმობა ქონდათ. როცა ნინას და ნიკას ამბავი გაიგო აკომ, ყველაზე მეტად თვითონ გაუხარდა,
შორს ვიყავით ყველა სტერეოტიპებისგან. არანაირად არ მიგვაჩნდა, რომ "ძმაკაცის დას სხვა თვალით არ უნდა შეხედო". იმდენად უყვარდა ნიკას ნინა, ნინასაც ისე უბრწყინავდა თვალები, როცა მასთან იყო, ნამდვილი იდიოტი უნდა ყოფილიყავი, რომ მათთვის ერთად ყოფნა დაგეშალა.
სამზარეულოში გავედი და მოფუსფუსე გოგოებს შევუერთდი.
- მე რა გავაკეთო?
- ენენე, მოხვედი? _ გაიკრიჭა ანა.
- ენენეს მოგცემ ახლა, რა გავაკეთო თქო, დამასაქმეთ. გავიჯგიმე.
- შენ იმას მიხედე, რაც მისახედია. თვალი ჩამიკრა ნინამ.
ჯერ კიდევ ახალი შეგრძნებებით სავსეს, გამეღიმა.

სულ ორი ჭიქა თუ გვექნებოდა დალეული, ნიკა რომ წამოდგა ფეხზე.

- ერთი წამით, თქვენს ყურადღებას ვითხოვ.

ყველანი გავჩუმდით.

- მე და ნინა ბავშობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია მხოლოდ ორი თვეა რაც ერთად ვართ, მაგრამ წლებია ერთმანეთი გვიყვარს. მგონი სისულელეა უერთმანეთოდ გატარებული კიდევ ერთი წამიც კი, გვეყო ამდენი უერთმანეთობა, ნინ. ამდენი წელი, გაუმხელელი გრძნობები და დამალული ცრემლები. ორი თვეა უბედნიერესი კაცი ვარ, მაგრამ რაღაც მაკლია. მაკლია ყოველ დილას შენ გვერდით გაღვიძება და შენი ჰაერით სუნთქვა. ნინა, მზად ხარ კიდევ უფრო ბედნიერ კაცად მაქციო? - თქვა და თავის თვალები შეანათა ნინას აცრემლებულ თვალებს.
ეს ყველაზე გრძელი ორი წუთი იყო. სუნთქვაშეკრული ვიდექით ყველა, მხოლოდ ერთმანეთის გულისცემა გვესმოდა, სულ გავიყინეთ ნერვიულობისგან.
ნინამ ამოისუნთქა, გულზე მომეშვა, ე.ი. ცოცხალია.
ნელა დაიძრა ნიკასკენ, მის პირისპირ გაჩერდა და
ჩვენმა ტაშმა და შეძახილებმა გააყრუა იქაურობა, როცა გიჟივით ეცა ნიკას ტუჩებს. ეს იყო მისი თანხმობა.
მუდამ ცანცარა აკოც კი დასერიოზულებულიყო და ცრემლები უბრწყინავდა თვალებში. ეს იყო სიყვარულის, ლამაზი სურვილების და ნაპოვნი სულების ღამე.
ვხედავდი, როგორ უყურებდნენ ერთმანეთს ნიკა და ნინა, როგორ აპარებდნენ თვალს ერთმანეთისკენ ანა და ილო, როგორი დასერიოზულებული და ბედნიერი იჯდა აკო, სანდროს სიყვარულით სავსე მზერა კი ერთიანად სითბოთი მავსებდა. სხვა რა შეიძლება ინატრო ბედნიერებისთვის? არც არაფერი.
ყურებამდე გაღიმებულმა მოვისვი ხელი მუცელზე,
ღრმად ამოვისუნთქე და განვაცხადე.
- ახლა კი ჩემი საჩუქრის დროა.

სანდრო საოცრად აჟიტირდა,
როცა უზარმაზარი ყუთი შემოიტანეს ოთახში, მაგრამ აჟიტირება გაოცებამ შეცვალა, როცა აღმოაჩინა, რომ ყუთი საეჭვოდ მსუბუქი იყო.
ყუთის გახსნა და სანდროს გაურკვეველი ღიმილი ერთი იყო.
- ელენე, აქ არაფერია.
- აბა კარგად ნახე, თუ გინდა ფანარი მიანათე.
იდეა მიაწოდა აკომ.
- ეს... ეს რა არის?
სანდრო,
ბავშვის საწოვარათი ხელში, გაურკვეველი ემოციით იდგა ჩემს წინ და არაფერს ამბობდა.
ფილმებში მქონდა ნანახი, ბედნიერი კაცები როგორ ეხუტებოდნენ თავიანთ ცოლებს და მუცელზე კოცნიდნენ.
მსგავსი არაფერი.
დავიძაბე.
მივუახლოვდი, მისი ხელი ავიღე და მუცელზე დავიდე.
- აქაა შენი საჩუქარი, სანდრო.
ხელი დენდარტყმულივით გაწია, რამდენიმე დარტყმა გამოტოვა გულმა.


***

გავა ძალიან დიდი დრო და შენ შენს შვილს ჩემს სახელს დაარქმევ, სანდრო.




უდიდესი ბოდიში,
თავადაც რეპეტიციების გადამკიდე ვერ
მოვახერხე დაწერა.
ბოდიშით კიდევ ერთხელ! <3



№1  offline წევრი შამხათი

ვაიმე, რაღაც ძალიან ცუდი გველოდება, ვგრძნობ...:((

 


№2 სტუმარი manana

აუ მალე დადე რაა არა სანდრო ცუდად არ მოიქცე ხოო

 


№3  offline წევრი მოი’ის’ფრო

ვეცდები მალ-მალე დავდო ბავშვებო. უბრალოდ მეც რეპეტიციები მაქვს და :((( გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვახერხებ. მადლობა მოთმინებისთვის და გულშემატკივრობისთვის :3

 


№4  offline წევრი მოი’ის’ფრო

okay
მიყვარხარ ამ ისტორიისთვის

გელოდებოდი ^_^
მე იმისთვის, რომ სტიმულს მაძლევ :3

 


№5 სტუმარი mtvaro svani

vaime shemashine.verafers vxvdebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent