შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ადამიანები [5]


9-06-2016, 00:53
ავტორი მოი’ის’ფრო
ნანახია 1 735

დავიძაბე. განა რა უნდა ეთქვა ისეთი, ან როდის აქეთ მაფრთხილებდა იმის თაობაზე, რის თქმასაც აპირებდა?
- გისმენ.
ყველანაირად ვეცადე აფორიაქება ხმაზე არ შემტყობოდა.
- მე არ ვეხები წარსულს. შემიძლია დავიფიცო, რომ ორი წლის წინ, როცა აქედან მივდიოდი, მეგობრები ვიყავით მხოლოდ, მაგრამ იქ რომ ჩავედი, რაღაცნაირად სულ მეფიქრებოდა შენზე.
ვიცი რასაც იტყვი. კი, ბუნებრივია, რომ მეგობარი გენატრებოდეს და მასზე ფიქრობდე, მით უმეტეს თუ ის ისეთი ახლო მეგობარია, როგორიც შენ იყავი მაშინ ჩემთვის, მაგრამ არაბუნებრივია ის, რომ ყველა ქალს მას ადარებდე, თბილისში დაბრუნება მხოლოდ მის გამო გინდოდეს და ეჭვიანობდე მაშინ, როცა ამის უფლება არ გაქვს. მე ხომ არ ვიცოდი რა ხდებოდა შენ გარშემო, სურათებს თუ დავუჯერებდი დღითიდღე ლამაზდებოდი და ამ დროს მე არ ვიყავი შენ გვერდით. ვერ გამიგებ, ვიცი. უბრალოდ მე არ შემიძლია მოგატყუო, რომ მხოლოდ მეგობარი ხარ ჩემთვის. რომ გიყურებ, გეხუტები, გეხები, თავს ძლივს ვიკავებ კოცნით არ დაგახრჩო, ეს არაა ჩემთვის მეგობრის შეხება, ეს საყვარელ ქალთან შეხებაა, ელენე.
უმოძრაოდ ვიდექი და ცრემლები მახრჩობდა. რატომ ასე გვიან? რატომ მაშინ არა, როცა ბავშურად, მაგრამ პირველად და ჩემებურად მიყვარდა? რატომ ახლა, როცა..
- მშვიდობით, ელე.
მისმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
ვუყურებდი, როგორ მიდიოდა და ვერაფერს ვაკეთებდი მის გასაჩერებლად.
უეცრად შედგა. ზურგით იდგა, მაგრამ მაინც ცხადად შევატყვე, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.
მკვეთრად შემობრუნდა, სწრაფი ნაბიჯით მომიახლოვდა, ცალი ხელი წელზე შემომხვია, ცალი თმაში შემიცურა და სანამ რამეს მოვიმოქმედებდი გიჟივით დამაკვდა ტუჩებზე.
მკოცნიდა მთელი ვნებითა და სინაზით, მომთხოვნად, მკოცნიდა პირველად და უკანასკნელად.
იმდენად ვიყავი პარალიზებული, რომ ხელიც არ გამინძრევია მის შესაჩერებლად.
- ეს რომ არ გამეკეთებინა, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
ჩაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან. _
- მე შენ მაინც დაგკარგე, ელე. ეს კოცნა კი სამუდამოდ გამყვება, მშვიდობით.


წავიდა.
მე ისევ ლამპიონთან ვიდექი.
ვერც მივხვდი როდის წამომივიდა ცრემლები. აზრზე რომ მოვედი, შეუკავებელი ტირილისგან მხრები მიცახცახებდა.
რას დავტიროდი?
იქნებ პიველ და უპასუხო სიყვარულს, რომელსაც მეტისმეტად გვიან უპასუხეს?
ან იქნებ იმას, რაც ამ კოცნამ მაგრძნობინა - რომ იმ პირველი სიყვარულისგან კვალიც აღარ იყო დარჩენილი?
შეიძლება მისმა წასვლამ ჩემი მეორე, უკვე ზრდასრულ ასაკში მოსული გრძნობა გამახსენა, რომელიც ისე გათელეს, რომ ჯერ კიდევ დანგრეული მქონდა ფსიქიკა.
ან შეიძლება უბრალოდ გზის გადაღმა მდგარი სანდროს სახეზე დანახულმა ტკივილმა მატკინა ასე.
ნელა გადავედი გზაზე.
ნელა მივედი მასთან.
არ ვიცოდი რა მეთქვა, არც ის ვიცოდი რატომ ვგრძნობდი მის წინაშე თავს დამნაშავედ, უბრალოდ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემდაუნებურად, ჩემთვის ყველაზე წმინდას ვუღალატე.
ვუყურებდი და მახსენდებოდა ყოველი წუთი, რაც სანდროსთან ერთად გამიტარებია. მახსენდებოდა ტანგო ქუჩაში,
როგორ ვიდექი სველ ასფალტზე თმაჩამოშლილი, როგორ მასველებდა წვიმა.
ვუყურებდი თვალებში და არ მჯეროდა, რომ ჩემს ყველაზე დიდ და გულწრფელ ოცნებებს ვხედავდი მათში,
კალაპოტში მოქცეულს.
მტკიოდა, მტკიოდა ყველაფერი.
სხეული, სული, ადამიანობა, ლუკას წასვლა და ჩემ წინ მდგარი ბიჭის ტკივილი მტკიოდა.

ტაქსში ვისხედით და არც ერთი ვიღებდით ხმას.
სადარბაზომდეც უთქმელად მივედით. ენით აღუწერელ სიცარიელეს ვგრძნობდი.
- მოგეწონა?
მკითხა უეცრად.
- რა?
- კოცნა, მოგეწონა?
- სანდრო!
გაოცება ვერ დავმალე.
- კარგი კოცნა იცის?
- რა სისულელეებს ამბობ?
ცრემლებით ამევსო თვალები.
- საინტერესოა, ყველა მეგობარს ასე კოცნი?
გავშრი.
- რა? რატომ მიყურებ ასე, ელენე? მე ხომ ”მეგობრობის ფარგლებს ვცდებოდი” შენი თქმით და შენ? შენ რა ქენი? კოცნი - მეგობრობის სახელით. სექსიც მეგობრობის სახელით გაქვს?
ჩემმა მოქნეულმა ხელმა ჰაერი გაკვეთა და სანდროს მიეკრა სახეზე.
- ეს არ უნდა გეთქვა.
ვთქვი უემოციოდ.
- მართალია, ეს არ უნდა მეთქვა. თვითონაც შემცბარი ჩანდა.
- მაპატიე, რა.
ელენე!
ელენე!

შევბრუნდი და წავედი. მეძახდა, მაგრამ არ მიმიხედავს. ასე იყო, ასე ხდება ხოლმე.
ასე, მარტივად და ბანალურად.
ჩვენ ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას იძენენ ჩვენთვის და სწორედ მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება.
ადამიანები მიდიან და იმდენად ბუნებრივია ეს, რომ სიმწრისგან გეცინება.
როცა დილის 6 საათზე მხოლოდ შენ და ერთი ღერი სიგარეტი ხვდებით განთიადს, მაშინ ხვდები რამდენად მარტო ხარ ამ სამყაროში და ეს სიმარტოვეც ისე ბუნებრივად გეჩვენება, რომ ჰაერის ნაცვლად ჩვეული სევდა გივსებს ფილტვებს.
სიგარეტის კვამლს გაყვა ყველა ფიქრი, ყველა ემოცია დაიფერფლა და დარჩი საოცრად ცარიელი.
კარგი იყო ვარსკვლავების ყურება. უფრო კარგი იქნებოდა, მეტი ვარსკვლავი ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს.
კარგი იყო ოქროსფერი ტანგო წვიმაში. კარგი იყავი შენც, სანდრო.
მამამ მითხრა ადრე, ცხოვრება მოგონებებისგან შედგებაო, რაც შეიძლება მეტი მომენტი შეაგროვეო.
მინდოდა მეტირა, მეყვირა, რომ არ გავგუდულიყავი,
მაგრამ ვერ ვიტირე, ერთი
ცრემლიც არ გადმომვარდნია, ვერც დავიძინე, იდენად მტკიოდა დაკარგული სულის ნაწილი.
თენდებოდა. ჰორიზონტზე სულ ოდნავ გაბაცდა ცა.
ახლა?
რა იქნებოდა აწი?



ესეც მე-5...
არ ვიცი რა გამოვიდა, სიმართლე გითხრათ.



№1  offline წევრი ketia

ზაან მომწონს არ გაჩერდე .. წარმატებები

 


№2 სტუმარი anita

gaagrdzele!!!!

 


№3  offline წევრი მოი’ის’ფრო

ketia
ზაან მომწონს არ გაჩერდე .. წარმატებები

<3

anita
gaagrdzele!!!!

აუცილებლად

okay
გამოგივიდა.
ჩავარდნა გქონდა, მაგრამ ამ თავში ყველაფერი დაუბრუნდა კალაპოტს.
მთავარია, ისევე გააგრძელო როგორც დაიწყე.
კარგია, კარგი.

გამიხარდი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent