შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფალი ვარდნა 2


12-08-2016, 10:33
ავტორი Taammoo_G
ნანახია 1 984

- რას იზამ წამოხვალ დღეს? მკითხა თეკომ ისე რომ ზედ არც შემოუხედავს და თან ამოუცნობი მზერა ისევ ნიკუშას გააყოლა.
- არ ვიცი ჩემ გოგოებს უნდა ვკითხო. მეგის უეჭველი დაპატიჟებდა, მაგრამ ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამს.
- მე მითხრეს არავის პატიჟებს, ვისაც უნდა ყველას შეუძლია მისვლაო
- ვაა, როგორი გულუხვი გამხდარა ჩვენი ელენე
- გულუხვი და ლამაზი. იცი რა ვიდზეა? მისი ძმის ძმაკაცებიც კი მისგან თავს შორს იჭერენ. ამბობენ : - გვეშინია შემთვევით, სხვა თვალით არ შევხედეთო (იცინის)
ელენე კახიანი ჩვენი კლასელი იყო. ისე საბურთალოზე ცხოვრობს, მაგრამ მეთერთმეტე კლასში ჩვენს სკოლაში გადმოვიდა და გვქონდა იმის ბედნიერება, რომ 2 წელი მისი წიკები აგვეტანა. ყოველთვის განებივრებული გოგო იყო, შეძლებული ოჯახიდან. ლევან კახიანს ანუ მის ძმას მთელი საბურთალო იცნობდა და ელენეს ყველა პატივს სცემდა, როგორც „კაი ბიჭის“ დას. თავქარიანი გოგო იყო, მაგრამ უხეშად მაინც არავის ექცეოდა. ცდილობდა კარგი გოგო ყოფილიყო და მთელ კლასს ხშირად მასთან 4 სართულიან სახლში გვპატიჟებდა. კარგი ურთიერთობა მე არასდროს მქონია, მაგრამ ჩემი დაქალი მეგი და ელენეს ძმა ლევანი 2 წელია შეყვარებულები არიან, ასე რომ „რძალ-მულსაც“ შეძლევისდაგვარად კარგი ურთიერთობა აქვს...
მეგი ეფრემიძე (კურნოსა). ჩემი ბავშვობის მეგობარი. ერთ უბანში გავიზარდეთ. მე პირველ სადარბაზოში ვცხოვრობდი, მეგი - მეორეში. ერთი და იგივე სართულზე და ხშირად აივნებიდან ვეკონტაქტებოდით ხოლმე ერთმანეთს. ოჯახებითაც ძალიან ახლოს ვართ, თავიდანვე კარგ გარემოში ვიზრდებით და ამიტომ ხშირად მას ჩემ დადაც მივიჩნევ. ლამაზი გოგოა, საშუალო სიმაღლის, მუქი წაბლისფერი თმითა და კურნოსა ცხვირით. ჰო სწორად მიხვდით, მისი ცხვირის გამო კურნოსა შევარქვი, თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე შეეჩვია. პრინციპში სხვა გზა არც ჰქონდა.

...
თეკოს გამოვემშვიდობე და ვუთხარი, რომ თუ რამეს გადავწყვეტდი შევეხმიანებოდი. სახლში ავედი და მოშიებულს მაცივარი თითქმის ცარიელი დამხვდა.
- დედააააააა
- კაი რა ნინა, რა გაყვირებს
- მშია დედა მშია...
- რას შეჭამ?
- რაას? მწვადს, ქაბაბს, ხინკალს, ხაჭაპურს და ერთ დიდ პიცას
- დროზე მითხარი არ მცალია, დღეს მე და მამა ამირანთან მივდივართ და დაგვაგვიანდება
- როგორი თავაზიანი ხალხი ხართ. სანამ ვინმეს რამე არ მოუვა ან საუკეთესო შემთხვევაში ახალი ოჯახის წევრი არ შეეძინებათ სტუმრად არ უნდა მიხვიდეთ?
- ნინა რამდეს ლაპარაკობ. თქვი რა გინდა და გაგიკეთებ
- კაი ჰო, კვერცხი შემიწვი, სალათი დამიჭერი და ცივი წვენი ამოიტანე, გთხოოვ
- ცივი წვენი მაცივარშია. ნაყინი და ნამცხვარიც იქვე დევს, წუწუნი რო არ დაიწყო
- კაი, შევალ წყალს გადავივლებ და გამოვალ

ოთახში შევედი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე, როცა ტელეფონი განათდა და ეკრანზე „კურნოსა“ დაეწერა.
- ჰო კურნოს
- ნიინ მისმინე, დღეს ლესელიძეზე ტუსოვკაა, ელენე კახიანის და ხო წამოხვალ?
- გოგო ვიცი, თეკომ მითხრა
- თეკომ? ეგ სად გაჩითე გთხოოვ
- ჩემი ჯგუფელია გოგო, დღეს ვნახე უნივერსიტეტში
- ნუ კაი არ მაინტერესებს, რას იზამ წამოხვალ?
- რავი, ანიც მოდის?
- კი წამოვალო, მარჯანიშვილზე გავდივარ დეიდაჩემს რაღაც უნდა დავუტოვო და ამოგივლი იქედან, მანამდე გადაწტვიტე
- კაი, წყალი უნდა გადავივლო და დაგელოდები

მინდოდა თუ არა წასვლა არც ვიცოდი. პრინციპში რატომაც არა, ყველა იქ იქნებოდა. თან დღეს უნივერსიტეტის პირველი დღე მქონდა, დავიღალე და გართობა მეც მჭირდებოდა. წყალი მალევე გადავივლე. ნოუთბუქი გავხსენი, ვიფიქრე ცოტა ხნით ფეუსბუქს დავხედავ თქო, მაგრამ მერე ვინანე. მთელი “newsfeed“ ელენეს ფოტოებით, პოსტებით და ვიდეოებით იყო გამოტენილი. რადგან ტუსოვკაზე წასვლა გადავწყვიტე, რამე ტანსაცმელი უნდა შემერჩია და კარადა გამოვაღე. ისევ ერთი და იგივე. არაფერი მაქვს, გარდერობი უნდა განვაახლო. ან რა უნდა ჩავიცვა, კაბა თუ შარვალი? კედები თუ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი? თეკომ მითხრა ლესელიძეზე იქირავა სახლიო და ესე იგი შინაურული სიტუაცია იქნება, ამიტომ ჩვეულებრივად ჩავიცვამ. ფიქრებში გართულს, კარებზე ზარის ხმა გავიგონე და შურდულივით გავვარდი.
- აუ მაგრად ცხელა გარეთ. თქვა მეგიმ და გადაკოცნის გარეშე პუფში ჩაესვენა.
- გინდა წყალი?
- გოგო კი მინდა და რა გადაწყვიტე შენ?
- რავი წამოვალ სხვა რა საქმე მაქ.
- ჰოდა 9ზე მზად იყავი. ლევანიმ გამოგივლითო და მიგვიყვანს
- ჰო რო არ გამოევლო ჩვენით ვერ მივიდოდით, მაინც ისე შორს არი რო...
- აი პროსტა რა უმადური ხარ
- კაი ჰო კაი, მე რა მომზადება მინდა. ამოვიცმევ კომბინიზონს და ეგარი
- შენ სულ გაუბერე? მთელი საბურთალო, ვერა და სოლოლაკი იქ იქნება. წამოიკივლა მეგიმ.
- ეს რა მითხარი, მაშინ ბანკეტის კაბას გამოვიღებ და იმას ჩავიცვამ. ირონიულად ვუპასუხე და დაველოდე საპასუხო დარტყმას
- შენ ჰო ვერ დაგელაპარაკება ადამიანი რაა. ნახე აბა მე რა ვიყიდე.
ჩანთა გახსნა და ძალიან ლამაზი მოკლე, მუქი ლურჯი კაბა მაჩვენა.
- ეეე კურნოოს რა ლამაზია, თან რუჯზე რა მაგრად წავა
- ჰოო გოგო, ვიტრინაში დავინახე და ეგრევე შევვარდი და ვიყიდე
- ჰო ეჭვი არ მეპარება, მაგას რო იზამდი
- ოო კაი ეხლა. ანიმ დაგირეკა?
- არაა, შენ?
- კი ცოტა ხნის წინ ველაპარაკე და 8 ისთვის შენთან იქნება. ცუდ ხასიათზე იყო. კურტანას ვეჩხუბე და არაფრის გაგონება არ მინდა, დღეს მაგრად უნდა გამოვთვრეო.
- აი ეგ გოგო დაწყევლილია გეფიცები. შეიძლება ვინმე ბიჭი ბოლომდე შეერგოოს?
ჩემ ნათქვამზე მეგის გაეცინა, ცივი წყალი მოსვა, ბალიშზე თავი დადო და აშკარად ხმამაღლა გაიფიქრა : - მარტო ანი არა, შენც ნინა შენც. მისი კომენტარი უპასუხოდ დავტოვე და გვერდით მივუჯექი.

ჰო მართლა ანი, ჩემი დაქალია. ანი წერეთელი, სანზონაში ცხოვრობს. ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, პირველივე კურსის პირველივე სემესტრში. თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი და რატომღაც მალევე დავახლოვდით. მას შემდეგ თითქმის 3 წელი გავიდა და სულ იმას იძახის ჩემი ტყუპის ცალი ხარო. საოცრად ვგავართ ერთმანეთს და ამის გამო ხშირად კამათი მოგვდის, მაგრამ მიხარია, რომ გავიცანი და დღეს ჩემი საუკეთესო მეგობარია. რაც შეეხება კურტანას, სრული სახელი გიორგი კურტანიძეა. მისი შეყვარებულია, უფრო სწორად ჯერ მხოლოდ ერთმანეთი მოსწონთ. ანის ბიჭებში არ უმართლებს და ამის გამო სულ ცუდ ხასიათზეა. დღესაც უკამათიათ, მაგრამ ეგ არაფერი მალევე შერიგდებიან.

...
საღამოს 9-ზე ლევანიმ გამოგვიარა. ტუსოვკა ისეთი გრანდიოზული იყო, მე უფრო დიდ ღონისძიებას დავარქმევდი. სახლს აუზიც ჰქონდა და დაახლოებით 50 ბავშვი მაინც იქნებოდა. თვალი ბევრ უცხო ბიჭსა და გოგოს მოვკარი. მე და ჩემი გოგოები ჩვენ პონტში ვიყავით და დიდად ყურადღებას არც არავის ვუთმობდით, ნუ გამონაკლისების გარდა. ტუსოვკაზე პერანიძეც იყო, თავის შეყვარებულ-ემილისთან ერთად, რამაც განწყობა თეკოს ერთბშად შეუცვალა. არც მე ვიყავი კარგ გუნებაზე, ყველგან ხმაური, ლუდის ბოთლების ტრიალი და გამომთვრალი ბიჭები იყვნენ. მხოლოდ მეგი ერთობოდა, თავის ლევანისთან ერთად და ჩვენც მალევე გადავწყვიტეთ სახლში წამოსვლა. მოვტრიალდით თუ არა აუზთან ახლოს გინების ხმა გავიგონეთ. აუზს მივუახლოვდით და ლევანი ვიღაც ბიჭს ექაჩებოდა.
- კაი თუ ძმა ხარ შეეშვი, ვერ ხედავ გალეწილ კაიფშიაო.
როგორც აღმოჩნდა, ეს ვიღაც ბიჭი ლევანის ძმაკაცი, აჩი გიორგაძე იყო. სულ ვიძახდი ეს ბიჭი ვერარი მეთქი, თავში ყველაფერი დალაგებული არ უნდა ჰქონდეს თქო და აი დაამტკიცა, ლევანის თქმის მიუხედავად ვიღაცას ხელი კრა და იქვე აუზის კიდეზე დაანარცხა. წამში სისხლის გუბე დადგა. ყველა ტელეფონი განათდა და ეკრანებზე მხოლოდ 033 ეწერა. მინდოდა მენახა ვინ დაშავდა, მაგრამ ნიკუშამ იქაურობას მოგვაშორა და მალე ემილისთან ერთად სახლებში წამოგვიყვანა.


მეორე დილით, ყველა იმაზე საუბრობდა როგორ გადაურჩა სიკვდილს ახალგაზრდა ბიჭი. ყველა ვხვდებოდით, რომ ეს ის ბიჭი იყო აჩიმ, რომ აუზზე ხელი კრა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არავის უნდოდა. მე კიდევ შემეძლო აჩისთვის პირში მეთქვა რასაც მასზე ვფიქრობდი, აქამდეც და გუშინდელის მერეც. სასწაულია არა? უნივერსიტეტიდან წამოსულს უბანში, სწორედ ის გამეჩითა. ლევანისთან ერთად იდგა და სიგარეტს აბოლებდა, ალბათ გუშინდელი დღე არც ახსოვდა. გვერდი ჩავუარე, ისე ვითომ არც არავინ დამინახავს და უცებ ვიღაცამ მომაძახა.
- გვერდზე უნდა გამოიხედო ხოლმე, ნინო
ამ სახელმა ისე გამაღიზიანა, ვინც არ უნდა ყოფილიყო შემეძლო გახურებული რკინა სახეზე დამედო, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია და გავტრიალდი
- ნინო არა ნინა და შენ დიდი ხანია აჩის გეძახიან არჩილ?
ლევანიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და გვერდზე მდგომ ძმაკაცს თანაგრძნობა გამოუცხადა.
- მაგარი გოგო ხარ ნიინ გამომძახა და მის ძმაკაცს მიუბრუნდა
- რაო არჩილ ძმა?
- არჩილ არა შარვალი. მიდი მიდი გაიარე ნინა
ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ ბიჭს ზრდილობის, როგორც სიტყვის მნიშვნელობის არსიც კი არ ესმოდა მაგრამ მსგავსი სიუხეშე ჩემთვის მაინც მიუღებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად გამომივიდა, თავი მაინც არ შევიკავე
- იმ ბიჭის გადარჩენას გილოცავ არჩილ, გაერთე სანამ გარეთ ხარ
შევამჩნიე, რომ ლევანის და აჩის სახეზე მზერა მიეყინათ. ორივეს გამომეტყველება წამში შეეცვალა და მივხვდი, რომ ერთადერთი რაც გაახარებდათ ის იყო, რომ ნეტა შეძლებოდათ და ადგილზე წაეძროთ ჩემთვის თავი. მე ჩემი ნათქვამით კმაყოფილი და ნასიამოვნები, გაღიმებული სახით სახლში ავედი და საწოლზე წამოვწექი.



№1 სტუმარი Nini

Kargiaa male gaagrdzele raa <3

 


№2  offline წევრი Taammoo_G

Nini
Kargiaa male gaagrdzele raa <3


მადლობა, ვეცდები ღამით დავდო love

 


№3 სტუმარი ელა-1996

კარგია,მაგრამ ეცადე სიუჟეტი უფრო საინტერესოდ განავითარო.
მხატვრულობა აკლია,რაც "უმარილოს" ხდის ისტორიას,მაგრამ დაიხვეწები ახალი ხარ ჯერ.
ენივეი, წარმატებები. ველოდები მომდევნო თავებს :))

 


№4  offline წევრი Taammoo_G

ელა-1996
კარგია,მაგრამ ეცადე სიუჟეტი უფრო საინტერესოდ განავითარო.
მხატვრულობა აკლია,რაც "უმარილოს" ხდის ისტორიას,მაგრამ დაიხვეწები ახალი ხარ ჯერ.
ენივეი, წარმატებები. ველოდები მომდევნო თავებს :))


მადლობა რჩევისთვის love დღეს დავდებ მომდევნო თავს smile

 


№5 სტუმარი anna-maria

Dzaan magaria shemdegs rodis dadeb ?

 


№6  offline წევრი Taammoo_G

anna-maria
Dzaan magaria shemdegs rodis dadeb ?


მადლობა <3 მე-3 და მე-4 ნაწილი უკვე დევს, შეგიძლია ნახო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent