შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა თავი 3


3-12-2016, 18:58
ავტორი mariami_2
ნანახია 1 703

მთელი ღამე ვფიქრობდი ჩემს საქციელზე, საოპერაციოში რაც გავაკეთე იქ რომ თეონა არ ყოფილიყო ნამდვილად მოკვდებოდა გიგა გორგაძე, რატომ ჩავვარდი პანიკაში? ასე ოპერაციებს ვერ გავაკეთებ ვეუბნეოდი ჩემს თავს. ამდენი ფიქრის შემდეგ ძილი მომერია შუქი ჩავაქრე და დავიძინე.მალევე უცნაურმა სიზმარმა გამაღვიძა (გიგა გორგაძე გიგა ჩქარა კვდება ქეთი საოპერაციოში დროზე ქეთი სად დაიკარგე?მალეე ოპერაცია უნდა გააკეთო კვდება)ღმერთო ნეტა როგორ არის? იმედია ყველაფერი რიგზზეა ვაიმე რამე რომ დაემართოს. იმ ღამეს გიგა გორგაძე პირველად დამესიზმრა თვალებს დავხუჭავდი თუ არა მაშინვე მის სახეს ვხედავდი, მერე როგორც იქნა ჩამეძინა.დილით კარზე კაკუნმა და ელიზბარის ყვირილმა გამაღვიძა:- ქეთიი, ქეთუს გაიღვიძე ძილისგუდაა.- მოვდივარ ეხლავე გამოვალ.- კაი გელოდები.ოთახიდან რომ გავედი იქ აღარავინ დამხვდა მხოლოდ კარებში წერილი აბა გამოიცანი რა დღეა გარეთ რომ გავედი მაშინვე ჩემსკენ ყვავილებით ხელში ელიზბარი გამოიქცა გილოცავ დაბადების დღეს მითხრა და გადამეხვია, შემდეგ გიო მოვიდა მასაც ყვავილები ეჭირა ხელში და მხურვალედ გადამეხვია
-ლალი და თეონა სად არიან?
-მალე მოვლენ მიპასუხა ელიზბარმა
-ამდენხანს სად არიან სამსახურში წასვლაც ხო უნდა მოვასწროთ
-აი ისინიც დაიყვირა ელიზბარმა
გავიხედე და რას ვედავ ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი ჩემზე დიდი დათუნია მყოლოდა და აი სურვილიც ამიხდა თეონა და ლალი ძლივს მოათრევენ დათუნიას როდესაც ჩემამდე მოიტანეს დათუნია გიომ და ელიზბარმა გამოართვეს ლალი და თეო კი მხურვალედ გადამეხვივნენ
-ყველას დიდი მადლობა საჩუქრებისთვის საჭირო არ იყო,
- რას ქვია საჭირო არ იყო,დღეს შენი დაბადების დღეა.
-ჰო მაგრამ.....
-არანაირი მაგრამ, ეს დათუნია შენს ოთახში აიტანეთ, მერე კი სამსახურში წავიდეთ.
-კარგი მალე დავბრუნდებით
დათუნია ოთაში ძლივს ავიტანეთ და შემდეგ სამსახურში წავედით. ელიზბარმა მანქანა გააჩერა თუ არა, მაშინვე გადავხტი მანქანიდან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებში გავიქეცი...
გიგა გორგაძესთან მნახველები არიან შესულები იმ წუთას მოვიდა ქერა ცისფერთვალება მაღალი ბიჭი რომელიც თურმე პაციენტის ძმა ყოფილა და ტატო ერქვა,ამ ბიჭმა თვალი უცნაურად გამომაყოლა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შევიდა. ოჯახის-წევრებმა ტატო გიგასთან მარტო დატოვეს, ისინი დიდხანს ლაპარაკობდნენ, მერე კი ოთახში შევედი და ვუთხარი:- თუ შეიძლება პაციენტი მარტო დატოვეთ, დასვენება სჭირდება. გიგა გორგაძის ძმამ ტატომ ალმაცერად შემომხედა მერე გამიცინა და მითხრა:
-მოლოდ 2 წუთი და გავალ.
-კარგით პაციენტი არ გადაღალოთ,
მე ოთახიდან გამოვედი და რამდენიმე წუთს მარტო დავტოვე ძმები.
-ძმაო ვინ არის ეს ანელოზი?
-ქეთი ქვია როგორც ვიცი, ოპერაცია მან გამიკეთა და სიკვდილს გადამარჩინა, ის და კიდევ ერთი ქირურგი მგონი თეონა ჰქვია.
-იღბლიანი ყოფილხარ, ძალიან ლამაზია შავგვრემანი მწვანეთვალება ანგელოზია.
-შენთვის ყველა გოგო ანგელოზია.
-კაი რა სერიოზულად გეუბნები, კაი კაი გავიდე არ გვაბრაზოთ ჩვენი ანგელოზი აბა გარგა კიდე მოვალ.
-კარგად.
მე ანკეტას ვავსებდი როდესაც დავინახე რომ ტატო ჩემსკენ მოდიოდა მოვიდა და მითხრა.
-ანგელოზო, გამოვედი პალატიდან იმედია არ გალოდინე. ისე შენთვის ვინმეს უთქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ?ანგელოზს გავხარ.
-კარგით პაციენტთან უნდა წავიდე.გზადაგზა უკან ვიყურებოდი ხომ არ მომდევსმეთქი ერთი სული მქონდა გრძელი დერეფანი გამევლო და მივსულიყავი პაციენტთან.როგორ გრძნობთ თავს?რამე გტკივათ?
-ცოტა ჭრილობა სხვა არაფერი როდის გამწერთ?სიარულს როდის შევძლებ?
-გაწერით ორ-სამ დღეში, სიარულსაც ერთ კვირაში უკვე ნელ-ნელა დაიწყებთ.
-მოიცა მეღადავები?ამდენ ხანს აქ უნდა ვიწვე და შემდეგ საწოლში ნურას უკაცრავად დღესვე უნდა წავიდე აქედან ჩემს ძმას დაუძახე ჩქარა!
-კიმაგრამ ახლავე არ შეიძლება, ექთანო, დამამშვიდებელი მალე.
გიგა გორგაძე ძლივს დავაწყნარე, ჩემი სამუშაო საათები თითქმის დამთავრდა ძალიან დამქანცველი დღე იყო. ჩემი მეგობრებიც არსად ჩანდნენ, უცებ უკნიდან ხმა გავიგონე:- ქეთიი! მივტრიალდი და დავინახე ბაჩო.ბაჩო ძალიან კარგი ადამიანია ბევრ რამეში გვეხმარება და ჩვენი მეგობარიც არის რა მოხდა ბაჩო?
-შენმა მეგობრებმა დაგიბარეს სახლში მივდივართ და მარტო მოგიწევს სახლში წამოსვლა სახლში გელოდებითო არ დაიგვიანოო.
-კარგი მადლობა.
-არაფერს ნახვამდის.
-ნახვამდის.
ტაქსიში ჩავჯექი და 20 წუთში სახლში ვიყავი. კარის გაღება ვცადე, მაგრამ არ გაიღო შუქიც ჩამქრალი იყო. დავაკაკუნე და კარი მოხუცმა ქალმა გამიღო, გამოვიდა და მითხრა:- ნახვამდის,გაკვირვებული ვიყურებოდი ოთახში შევედი და უცებ შუშხუნების ხმა გავიგონე, დავინახე რომ მეორე ოთახიდან ლალის გამოაქვს ტორტი, 2 შუშხუნით უცებ შუქი აინთო და სიმღერა დაიწყეს, ელიზბარმა მითხრა:- სანთლები ჩააქრე. ჩავაქრე და თეონამ სახეში ვარდის ფურცლები შემაყარა ყველამ ერთად თქვა:-გილოცავთ დაბადების დღეს! - ყველას ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხართ ყველა, წამოდი სუფრასთან დავსხდეთ.- ტორტი- ტორტიიი დაჭერი, დაგველია სული და გული, მალე ტორტი გვინდა. ტორტი დავჭერი, თითო ჭიქით დამლოცეს და ყველა თავის ოთახში წავიდა. მეც ძალიან მეძინებოდა და ამიტომ დავიძინე. მეორე დილით 7 საათზე გამეღვიძა, ავდექი და ყველას კარებზე სათითაოდ დავაკაკუნე რომ გამეღვიძებინა როდესაც საავადმყოფოში მივედით მაშინვე გიგას პალატაში შევედი იქ კი ტატო დამხვდა.
-როგორ ხართ ბატონო გიგა?
-ძალიან კარგად ვარ დღეს იმიტომ რომ აქედან წავალ..
-დღეს არ შეიძლება ხვალ გაგწერთ დღესაც მოიცადეთ.
-აქ დაბერებას კი არ ვაპირებ, უნდა წავიდე.
-ანგელოზო დღეს მიმყავს ჩემი ძმა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ მითხრა ტატომ.
-კარგით მაშინ წამლებს გამოგიწერთ და საბუთებს მოვამზადებ თუ შეიძლება წამომყევით თქვენი ხელმოწერა მჭირდება.
-ახლავე მოვალ ძმაო დამელოდე.
-კარგი.
15 წუთში საბუთები მზად იყო. - შეგიძლიათ თქვენი ძმა წაიყვანოთ, მაგრამ წამლები რეგულარულად მიეცით.- აბა ანგელოზო შენ როგორ გაწყენინებ, დავალეინებ წამლებს ლამაზო .გიგა გორგაძე წაიყვანეს, მაგრამ ძალიან დავიღალე, თან ცოტა მეშინოდა, რომ არაფერი დამართნოდა. მისი ძმაც წესიერი არავინ ჩანს, თუმცა თუ რამე დაემართა ჩემი ბრალი არ იქნება. ორივე ჯიუტები არიან ეტყობათ, რომ ძმები არიან. მიმღებში ვიდექი და ჩემთან ელიზბარი მოვიდა:_ სად არის შენი პაციენტი? რო გამოვიარე პალატაში არ იყო .
-ხო თავისმა ძმამ წაიყვანა .
-მაგისი ძმა ის არი ანგელოზს რო გეძახის?
-ხო ეგ არის .
-კაი წავედი მეძახიან.
-კაი წარმატებები.
უკვე საღამო იყო საავადმყოფოდან რო გამოვედი გარეთ მელოდებოდნენ ჩემი მეგობრები.
-წამოდი წავიდეთ სახლში მითხრა გიომ.
-გიო არ გეწყინოს დღეს ცოტას გავისეირნებ და სახლში მერე მოვალ.
-კაი ძაან არ დაიგვიანო.
-კარგი.
სეირნობა დავიწყე, მანქანები სწრაფად მოძრაობდნენ. ტროტუარზე ჩაფიქრებული მივდიოდი, უცებ მოსავევიდან მანქანა გამოვარდა პირდაპირ ჩემსკენ მოდიოდა, გადასასვლელიც არ მქონდა უცებ ,ვიღაცამ მკლავში ხელი ჩამავლო და გადამიყვანა მეორე მხარეს სახეზე შევხედე და რას ვხედავ გიგას ძმა ტატო ჩემთვის ვფიქრობ ეს ის არის?
-პრინცესა აქ რას აკეთებ?
-გასეირნებას ვაპირებდი მაგრამ...
-გასიერნება სხვა დროს იყოს წამოდი სახლამდე მიგიყვან.
-არა არ მინდა გავისეირნებ.
-ვშიშობ შენი გასეირნება ცუდად დამთავრდება თან ცივა.
-ჩაჯექი მანქანაში სალამდე მიგიყვან.
-არ მინდა ფეხით მივალ თან გასეირნება გამომივა.
-მაშინ მანქანით გამოგყვები სახლამდე რომ ვიცოდე უსაფრთხოდ და კარგად ხარ.
-კარგი ჩავჯდები მანქანაში.
-აბა მითხარი სამუშაო დღემ როგორ ჩაიარა?
-ძალიან კარგად თქვენი ძმა როგორ არის?
-რავიცი მემგონი არაფერი უჭირს, ცოტა ჭრილობა აწუხებს წამლებსაც ვასმევთ მაგრამ ძალდატანებით.
-კარგია მომიკითხეთ,აქ გამიჩერეთ.
-აუცილებლად.
ტატომ სახლამდე მიმაცილა, რადგან იქამდე მანქანით ვერ მივიდოდა ვიწრო შესასვლელი იყო.
-დიდი მადლობა.
-არაფერს მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის ანგელოზო.
-ნახვამდის, ცნობისათვის მე თეონა მქვია.
ტატომ ჩუმად ჩაიცინა ძილინებისა მისურვა და წავიდა. ჯერ ოთახში არ ვიყავი შესული რომ ლალი,თეონა,გიო,და ელიზბარი უკან შემომყვნენ ვინ მოგიყვანა გიგა გორგაძის ძმამ
-მაგას შენთან ერთად რა უნდოდა? მკითა ლალიმ.
-ჯერ სიკვდილს გადამარჩინა მერე კი სახლამდე მომიყვანა.
-რა სიკვდილს გადაგარჩინა ხო კარგად ხარ?მოგვიყევი ყველაფერი.
მე ყველაფერი მოვუყევი მათ ჰე ეხლა კარგით ჭორიკნებო გეყოფათ დამასვენეთ ძალიან დავიღალე
-კარგი წავიდეთ დავასვენოთ,
pkმითხრა თეომ და წავიდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent