შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა (თავი 5)


10-12-2016, 20:28
ავტორი mariami_2
ნანახია 1 696

მანქანით დიდხანს მივდიოდით უკვე გავცდით ქალაქს და ვფიქრობდი ნუთუ ასე შორსაა ის რესტორანი?!ოდნავ წინ მივიწიე და სახე ფანჯრისაკენ მივმართე.ირგვლივ მხოლოდ ტყეები და მდინარე იყო რატომღაც ძალიან მიკვირდა აქ რესტორანი ყოფილიყო მაგრამ კითხვის დასმისა მერიდებოდა.
-აბა როგორ მოგწონს ბუნება?
უცებ ძალა მოვიკრიბე რადგან ლაპარაკი მან დაიწყო მე გავაგრძელებთქო :- ძალიან ლამაზია აქაურობა და ძალიან კარგი იდეაა აქ რესტორნის აშენება ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ამ რესტორანში და ისიც მხოლოდ ბუნების გულისთვის.ტატომ გულში ჩაიცინა და მითხრა:-აქ რომ სახლი გქონდეს იცხოვრებდი?
-კი ოღონდ მარტო არა
-აბა ვისთან ერთად?
-ჩემს მეორე ნახევართან ერთად ამ ლამაზ ბუნებაში მარტო ცხოვრებაც კარგი იქნებოდა მაგრამ მარტო ყოფნა არ მიყვარს.
-მერე რატომ არ გყავს მეორე ნახევარი?
-რავიცი ამაზე არ მიფიქრია.
-ხომ არ გაბრაზდები ცოტა ხნით რომ გზას გადავუხვიოთ?
-რატომ რამე მოხდა?
-არა უბრალოდ მინდა ერთი ლამაზი ადგილი გაჩვენო.
-კარგი.
გზაში აღარ გვილაპარაკია, ტატომ მანქანა მდინარის ნაპირას გააჩერა და ორივე მანქანიდან გადმოვედით.მან მკლავზე ხელი მომკიდა და მითხრა:-ტყეში უნდა შევიდეთ მაგრამ მალე მივალთ იმ ადგილამდე რომელიც მინდა რომ გაჩვენო.
-კარგი,ცოტა არ იყოს შემეშინდა მაგრამ გაქცევას აზრი არ ქონდა ბნელდებოდა და ძალიან მეშინია სიბნელის ამიტომ ტატოს გავყევი.
-იმედია არ გეშინია თოჯინავ,გპირდები არ ინანებ რომ გამომყევი ძალიან ლამაზი ადგილია.
-ტატოს ფეხდაფეხ მივყვებოდი უცებ გაჩერდა და მითხრა:-აი ჩემი საგანძური მართლაც მშვენიერი ადგილი იყო ირგვლივ ყვავილები,ნაკადული,მწვანე ტყე და ლურჯი ცა იდეალური ადგილი იყო.
-იცი ამ ადგილას პირველად როდის მოვედი?
-როდის სიტყვა გავაწყვეტინე და ვკითხე.
-მაშინ როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა სასოწარკვეთილი სახლიდან წამოვედი და 2 დღე ღამეს ვიყავი აქ შემდეგ დავბრუნდი სახლში.
-ძალიან ვწუხვარ, არ ვიცოდი ამ ადგილთან ასეთი მწარე და საშინელი მოგონებები თუ გქონდა ვერც ვიფიქრებდი.
-ნუ წუხხარ ეს ამბავი 5 წლის წინ იყო. მას მერე აქ შირად მოვდივარ.
-მართალია დიდი ხანია გასული მაგრამ შენს გულში იარა ისევ არის ხომ მართალი ვარ?
-კი, მაგრამ არ მინდა ეს ჭრილობა ახლიდან შემიხორცდეს ამიტომ არ ვიხსენებ ხოლმე.როდესაც აქ მოვდიოდი მამაჩემის ჯვარი და საათი აქ დავმარხე რადგან ხალს ეფიქრა ისეთი ძლიერი ვიყავი რომ სასაფლაოზეც არ დავდიოდი.
-მერე ამით კმაყოფილი ხარ? ნუთუ მამაშენი ერთხელაც არ დაიტირე?
-გულის სიღრმეში კი ყველას დასანახად არა.
-შენ კიდევ გაგიმართლა დედა და ძმა გყავს მე კი ალობლები არასდროს მყოლია აე ვთქვად,დედის სითბოც კი არ მიგრძვნია წესიერად.
-ხო სამწუხაროა როდესაც მშობლები არ გყავს ,მაგრამ ხასიათს ნუ გავიუჭებთ აქ იმიტომ არ მომიყვანიხარ რომ ჩემი პრობლემები თავს მოგახვიო აბა ერთი გამიღიმე
-ტატომ ისე მითხრა გამიღიმეო რომ გამეცინა, იღრუბლებოდა ამინდიც იცვლებოდა ვიცოდი რომ იწვიმებდა
-ცოტა ხანსაც ვიყოთ და წავიდეთ
-კარგი ვიყოთ უცებ ძალიან მაგრად დაიქუხა დაწვიმა დაიწყო ძალიან ძლიერი წვიმა მოდიოდა, წვიმის წვეთები ისეთი ცივი იყო რომ თითოეულის დაცემაზე დანში ჟრუანტელი მივლიდა და ეკალი მაყრიდა,ტატომ შემამჩნია.
-შეგცივდა?
მან პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა,თან სიცილით კვდებოდა
-რა გაცინებს?
-შენზე მეცინება.
-რატო?
-ისე მოიბუზე რომ დაპატარავდი.
წელში გავსწორდი რომ მას აღარ დაეცინა,ქარი ქროდა ამიტომ პიჯაკი ხელით მეჭირა ქარი უფრო დიდი სიძლიერით ამოქროლდა და ერთი ისეთი დაუბერა რომ პიჯაკი ხელებიდან წამართვა და მდინარეში ჩააგდო,ვაიმე ბოდიში მართლა არ მინდოდა ქარმა გააფრიალა.დაწყნარდი მერე რა მოხდა წაიღო წაიღო ოქრო ხომ არ არის არაუშავს, სახლში ამის გარდა ძალიან ბევრი პიჯაკი მაქვს. ვაიმე უცებ რა მოხდა? ვკითხე მე
-ის პიჯაკი რო გაფრიალდა მანქანის გასაღები მაგ პიჯაკში მედო.
-რააა? ახლა რა ვქნათ?
-ნუ ღელავ აქვე ახლოს საკუთარი სახლი მაქვს იქ წავიდეთ.
-კარგი მაგრამ დღეს სახლში არ დავბრუნდებით?
-არ კი არა ვერა წამოდი წავიდეთ
ტატოს სახლი შორს არ იყო სულ რაღაც 10 წუთის სავალზე, სახლის სახურავიდან კვამლი არ ამოდიოდა არც სინათლე იყო. მხოლოდ სახლისაგან მოშორებით პატარა ოთახში იყო სინათლე და კვამლიც ამოდიოდა. ტატომ პატარა ოთახის კარზე დააკაკუნა, კარი გაიღო და მოხუცმა კაცმა ხელი ჩამოართვა მას.
-ლეო ბიძია სახლის გასაღები მინდა
-ახლავე ტატო
კაცმა ტატოს გასაღები მისცა ოთახში სინათლე ჩააქრო გარეთ გამოვიდა და ტატოს უთხრა:-ტატო შვილო წავალ ახლა მე რახან მოხვედი დღე ისედაც არ ვარ ხომე აქ მაგრამ მთელ ღამეს აქ ვატარებ და სახლში წავალ ახლა
-კარგით ნახვამდის
-ეს ლამაზმანი ვინ არის შენი საცოლე?
-არა რას ამბობთ ჩემი
ტატოს მოხუცმა სიტყვის თქმაც არ აცალა რომ უთხრა:-ძალიან ლამაზი გოგონაა ბედნიერებას გისურვებთ კარგი წყვილი ხართ იმედია ქორწილში დამპატიჟებთ თუ მოვესწარი.
-კი აუცილებლად დაგპატიჟებთ ლეო ბიძია, ნახვამდის. აღარ შეეწინააღმდეგა ტატო
-ნახვამდის შვილო.
სახლის ბაღი ძალიან ლამაზი იყო,მართალია ბინდდებოდა მაგრამ მწვანე ფერი ირგვლივ ელვარებდა,ასეთი სილამაზე ჩემს ცოვრებაში არ მინახავს
-მართლა? არადა ამაზე ლამაზი ადგილებიც არსებობს.
-ეს ისეთი ლამაზი ადგილია რომ სიტყვებით ვერ ავღწერ.ტატომ სახლის კარი შეაღო და ხელით მიმითითა შედიო,სახლის შესასვლელი ლამაზად იყო მოპირკეთებული მისაღებ ოთახში საკმაოდ ციოდა რადგან ბუხარი არ ენთო თუმცა სალი სრულყოფილი იყო ლამაზად მოწყონილი,სამზარეულოში ასანთი იქნება კარადებში ნახე მე კი მანამდე შეშას მოვძებნი მითხრა ტატომ
-კარგი,ყველაფერი უცნაურად იყო აქ არავინ ცხოვრობდა მაგრამ ყველაფერი გაპრიალებული იყო, მაცივარში პოდუქტები ეწყო კარადებში ჭურჭელი ეს ყველაფერი ძალიან მაკვირვებდა, ასანთის ძებნა უჯრებში დავიწყე და ვიპოვე კიდეც, უცებ გარედან ბრახუნის ხმა შემომესმა ეს ხმა ერთმანეთის მიყოლებით გაისმოდა ძალიან შემეშინდა უჯრიდან დანა ამოვიღე მისაღებ ოთახში ფრთხილად გავედი და კედლის კუთხეში მივიყუჟე ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა შემდეგ ფეხის ხმა გავიგე,ღმერთო ახლა რა მეშველება ტატო სად წავიდა?თავში ათასი საშინელება მიტრიალებდა უცებ კარი გაიღო და დავინახე ტატო რომელსაც წვიმისაგან სახე სულ დასველებოდა და წვიმის წვეთები ცრემლებივით სწყდებოდა მის სახეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ფეხზე წამოვხტი დანა იატაკზე დავაგდე ტატოსკენ გავექანე და მხურვალედ ჩავეხუტე ტატოც მომევია
-რა მოგივიდა ქეთი?
-გარეთ ვიღაც ის მოკლედ ხმაურმა შემაშინა
-ნუ გეშინია ქეთი შეშას ვჭრიდი რომ ბუხარი აგვენთო
-აა კარგი ჩემს მეგობრებს დავურეკავ რომ არ ინერვიულონ,მაგ რამ მოიცა ტელეფონი მანქანაში დავტოვე
-აჰა ჩემიდან დარეკე
-კაი მადლობ.თეონას ნომერი ძლივს გავიხსენე ნომერი ავკრიფე და ვრეკავდი ოპერატორმა მიპასუხა და მითხრა :-ნომერი რომელიც თქვენ აკრიფეთ გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან.ღმერთო ჩემო ახლა რა ვქნა გოგოებს როგორ დავუკავშირდე ლალის ნომერი ზეპირად არ ვიცი ახლახანს ახალი აიღო.ქეთი კარი გააღე შორიდან მეძახდა ტატო კარი გავაღე ტატო შემოვიდა შეშით ელში და ბუხრის ანთება დაიწყო.
-რა ქენი დაურეკე?
-ვერა თეოს გამორთული აქვს ლალის ნომერი კი არ ვიცი.
-არაუშავ ხვალ დავრეკავ და მანქანას გამოგზავნიან სახლში ადრიანად მიგიყვან.
-კარგი.
-თეო ნეტა სად არიან ამმდენ ხანს არც კი რეკავს ქეთი.
-ალბათ ერთობიან აცალე გართობა დაბრუნდებიან.
-ცოტა არ იყოს ვნერვიულობ ვურეკავ და არ მპასუხობს.
-მეც ვნერვიულობ, მაგრამ არაუშავ დაბრუნდებიან.
-კრგი დაველოდოთ
-ტატო ახლა სად დავიძინოთ
-ჯერ ვივახშმოთ და შემდეგ ვიფიქროთ მაგაზე
-კარგი საჭმელს მე მოვამზადებ
-არც იფიქრო ანგელოზო მე და შენ ერთად მოვამზადებთ
-მოიცა შენ საჭმლის მომზადება იცი?
-არაა,აბა რას მკადრებ საჭმლის მომზადება არ ვიცი?ძალიან ცდები წამოდი სამზარეულოში მე მაკარონს მოვამზადებ შენ სალათი მოამზადე
ნახევარ საათში ვახშამი მზად იყო სუფრაც გავშალეთ და მაგიდას შემოვუსხედით,შენ ჩემი გაკაეთებული მაკარონი გასინჯე, მე კიდევ შენს მომზადებულ სალთს გავსინჯავ და გეტყვი კარგი მზარეული ხარ თუ არა
-ძაან გემრიელია მაკარონი რას ვიფიქრებდი თუ შენ საჭმლის მომზადება გეცოდინებოდა
-ხოო აი მე შენს მომზადებულ სალათას ძალიან ბევრ რამეს ვუწუნებ
-რაა?მაინც რას?
-მარილი რომელი კოლოფიდან ჩაყარე წითლიდან თუ ვარდისფრიდან?
-წითლიდან რა იყო?
-მეც არ ვთქვი სალათი ტკბილი რატოამეთქი წითელ კოლოფში შაქარი ყრია სულელო
-უი ბოდიში არ ვიცოდი
-კაი არაუშავს მოდი სუფრა ავალაგოთ და დავიძინოთ
-კაირგი სუფრა ავალაგეთ ახლა სად ვიძინებთ?
-შენ ზემოთ მეორე სართულზე საძინებელში დაიძინე მე აქ დავიძინებ
-კი მაგრამ მე
-თუ სიბნელის გეშინია შეგიძლია სინათლე ანთებული დატოვო ახლა კი ზემოთ ადი
-კიბეს ნელ-ნელა მივუყვებოდი, ოთახი ძალიან ბნელი იყო და ასანთები ძლივს ვიპოვე ოთახი ძალიან ლამაზი იყო საწოლი გადმოვშალე და ჩავწექი ის იყო თვალები უნდა დამეხუჭა რომ ტატო ამოვიდა რამე ხომ არ გჭირდება?
-არა გმადლობ ახლა ძილის მეტი არაფერი მინდა
-კარგი,კარი დავხურო?
-არა არ დახურო გთხოვ
-კაი ქეთი არ დავხურავ
ტატო ოთახიდან გავიდა და კიბეებს ნელა ჩაუყვა



№1  offline წევრი mariami_2

მადლობა კომენტარებისათვის kissing_heart

 


№2  offline მოდერი სატი

mariami_2
მადლობა კომენტარებისათვის kissing_heart

ჯერ ნიკი და ეხა ტატო? ვეღარაფერს მივხვდი unamused
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline წევრი mariami_2

სატი
mariami_2
მადლობა კომენტარებისათვის kissing_heart

ჯერ ნიკი და ეხა ტატო? ვეღარაფერს მივხვდი unamused

ნიკი აქ არავინ არ არის საერთოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent