შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია!(პირველი ნაწილი)


4-01-2017, 21:18
ავტორი CeCe))
ნანახია 3 588

***
-დაშორდნენ?
-ჰო,გუშინ.
-კი,მაგრამ როგორ?
-არ ვიცი.ამბობენ დოლიძემ უღალატა მაყაშვილსო.
-ღადაობ?
-არა,რას ვღადაობ!მთელი თბილისი ამაზე წერს და ლაპარაკობს!
***
-გაიგე ნია და ანდრია რომ დაშორდნენ?
-კი გოგო და გავგიჟდი!რა მოხდა იცი?
-ზუსტად არა,მაგრამ ისე სერიოზულად ყოფილა საქმე,რომ მაყაშვილი ბიძამისთან მიდის გერმანიაში.
-ვაიმე ღმერთო!
***
-თბილისის ყველაზე "ზე წყვილი" რომ დაშორებულან იცი?
-ვინ?
-ანდრია მაყაშვილი და ნია დოლიძე!
-უი,ეგენი 6თვის უკან არ დაინიშნენ?კი მარა რა ეტაკათ?
-მემგონი ნიას უღალატია და მაყაშვილი საზღვარგარეთ მიდის ვაფშე!
-უი არ გადამრიო!არადა მთელი თბილისი მაგათ სიყვაულზე ლაპარაკობდა და გიჟდებოდა!
-ნუ რას ვიზავთ!
***
-ნათელა!გეიგე ქალო რა ამბები ტრიალებს ქალაქში?
-რა?
-ის ელიტა საზოგადოების...ელიტა ხო იცი რა არი შენე?
-კი,კი რავა არ ვიცი შე ქალო!მერე?
-ჰო მოკლედ მაგ საზოგადოების მისაბაძი წყვილი დაშორებულან თურმე გუშინ.
-უიმე არ გადამრიო!რათა ქალო?
-თურმე გოგომ უღალატა საქმროს და...
-კი მარა რამ გადარია ეს ახალი თაობა ერტი.თუ არ უყვართ რას ინიშნებიან!ფუი,შეურცხვეთ ნამუსი!
-აბა ქალო აბა!
***
ყველა ლაპარაკობდა თბილისის ყველაზე საყვარელ და მისაბაძ წყვილზე.
დიდი თუ პატარა.
მოხუცი თუ ახალგაზრდა.
სულელი თუ ჭკვიანი.
იგონებდნენ ახალ-ახალ ჭორებს და ცეცხლზე ნავთს ასხავდნენ ამით.
არავინ იცოდა რა მოხდა სინამდვილეში.
არავინ გარდა თავად ამბის გმირებისა,მშობლებისა და სამეგობროს.
არც ვინმე ცდილობდა საზოგადოებისთვის რამის ახსნას.
იცოდნენ აზრი,რომ არ ქონდა და იმიტომ.
ხალხი მაინც ისე იფიქრებს და იტყვის,როორც თვითონ უნდა.
ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.
ვერც ყოვლის შემძლე ღმერთი და ჭეშმარიტი სიმართლე.
ხომ იცით არა?
ყველა-ყველაზე მეტის მცოდნეა სხვის საქმეში,
თავისაში კი არა...
***
ყველა ნიას ოთახში იყვნენ შეკრებილნი.
უფროსიც და უმცროსიც.
მამა,დედა და მათი შვილები.
ნათესავები და მეგობრები.
ყველა ღელავდა მომხდარის გამო.
არც მალავდნენ ამ ღელვას.
თვითონ ნია?
ის უგონოდ იწვა საწოლში.
ელოდნენ მის გამოფხიზლებას და გოგონამაც არ დააყოვნა.
მძიმედ გაახილა თვალები.
გამშრალ ყელში ძლივს შეძლო ნერწყვის გადაგორება.
დაბუჟებულ,
დამსკდარ ტუჩებზე კი ენის წვერი გადაისვა.
ირგვლის მოატარა მზერა და ნაცნობ სახეებს,რომ შეხედა
ცოტა დამშვიდდა.
მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად...
ყველას აღელვებულ,შეძრწუნებულ სახეს,რომ წააწყდა გაახსენდა...
ყველაფერი გაახსენდა...
ერთიანად მოწყდა სააქაოს.
თითქოს სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა.
თითქოს წამიერ დუმილში ჩარჩა.
-სად არის?
ძლივს ამოიხავლა გოგონამ.
ყველა თავჩაქინდრული იდგა.
ვერავინ ბედავდა მისთვის თვალებში ყურებას.
-სად არის-მეთქი?
ისედაც დაბოხებული ხმა უფრო დაუბოხდა მწოლიარეს.
-ნია...ის...
ძლივს ამოილუღლუღა დაჩიმ და გოგონას ჩამკვდარ თვალებს შეხედა.
-დაჩი,მითხარი სად არის...
უკვე მუდარა ისმოდა მის ხმაში.
-ანდრია წავიდა...
ამ სიტყვების გაგონება არ უნდოდა ყველაზე მეტად ნიას.
"წავიდა" "ანდრია წავიდა" მხოლოდ ეს ფრაზები უტრიალებდნენ თავში.
ვეღარაფერს გრძნობდა...
თითქოს სმენა დაკარგა..
მგრძნობელობა...
მხედველობა...
ლაპარაკის უნარი...
თითქოს ცოცხლად მოკლეს.
სიტყვებით დაჭრეს.
დაუნდობელი,
სასტიკი სიტყვებით.
-წავიდა?სად წავიდა?
-გერმანიაში,ბიძამისთან.გვითხრა,რომ შენთვის ბედნიერება გვესურვა და კიდევ...
-კიდევ?
-თქვა,რომ აღარასდროს დაბრუნდება...
კიდევ ერთხელ,მწარედ დაჭრეს დაუნდობელი სიტყვებით ნია.
კიდევ ერთხელ მოკლეს ცოცხლად.
***
ოთხი წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ.
ოთხი ტკივილიანი,აუტანელი წელი.
ისე,რომ დავუფიქრდეთ
რა ცოტაა არა?
ერთი...ორი...სამი...ოთხი..
მაგრამ ამავდროულად ძალიან გრძელი და აუტანელი.
ოთხჯერ განცდილი წელიწადის ოთხი დრო.
ყოველ წელს სხვადასხვა ინტერესებით,რომ ვხვდებით და
ყოველი წლის ყოველი სეზონი სხვადასხვანაირად გვიხარია.
გაზაფხული,იმიტომ რომ სეზონებს შორის ყველაზე ლამაზი პერიოდია.
როცა,ბუნება თითქოს თავიდან იბადებაო...
თითქოს თავიდან იწყებს სიცოცხლესო...
ყველაფერი ცუდი,რომ წარულში რჩება
და
ახალს,უფრო განსაკუთრებულს
რომ ექცევა ყურადღება.
ზაფხული,იმიტომ რომ ეს წელიწადი ის პერიოდია,როცა
ყველა ერთობა და ისვენებს.
რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვანაირად.
შემოდგომა,იმიტომ რომ ის ყველაზე ფერადი სამი თვისგან შედგება.
როცა,სოფელში მცხოვრები მოსახლოება სხვადასხვა მოსავალს იღებს.
შემდეგ კი კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებთ თავის ნაშრომს,რომ უყურებენ.
ზამთარი იმიტომ,რომ...
ზამთარი ყველასთვის ახლის დააწყისია...
ახალი წლის,თვის,დღის...
ყველაფერს ცუდს წარსულში,რომ ტოვებენ და
უკან აღარც იხედებიან.
მაგრამ გამონაკლისები ხომ ყველგან,
ყოველთვის არსებობენ?
ჰოდა ნია დოლიძეც ამ უკანასკნელს მიეკუთვნება.
მანაც ვერ დატოვა წარსულში ის
რაც წლების წინ მოხდა.
ალბათ,იმიტომ რომ სულაც არ იყო
ეს ცუდი.
ან უბრალოდ არ უნდოდა ცუდი რქმეოდა ამ ყველაფერს.
მან ხომ ულამაზეს და
ძალიან ბევრი წელი გაატარა ყველაზე ძვირფას ადამიანთან.
განა ასე ადვილია დაივიწყო ის,ვინც უამრავი რამ გასწავლა?
რა თქმა უნდა არა.
ან ვერა.
და ეს ვრც ნიამ შეძლო...
ასეთმა ძლიერმა და უდრეკმა ქალმა.
ჰო.
ამ ოთხ წელში ისე დაქალდა და გალამზდა...
რომ გენახათ ალბათ სახტად დარჩებოდით,ისე მოიხიბლებოდით მისი
სილამაზით.
არც ადრე უჩიოდა გარეგნობას.
ყოველთვის გამოირჩეოდა სხვებისგან ამითაც.
სწორედ ამიტომ დაიმსახურა
ყველასთვის საოცნებო ბიჭის,ანდრია მაყაშვილის შეყვარებულობა.
შემდეგ საცოლეობაც კი.
მაგრამ ყველაფერი აირია.
ბოროტმა ადამიანებმა არიეს.
ერთმანეთს არ ენდობოდნენო,ამბობდნენ.
როგორ შეიძლება ნდობის გარეშე ურთიერთობა?
ეს ხომ წარმოუდგენელია...
სისულელეა...
წარმოუდგენელი სისულელე!
სხვა არაფერი...
ამდენწლიანი ურთიერთობა ნდობის გარეშე?
არა,არა და არა!
ვინც ამას ამბობს,საერთოდ თუ იციან
რა არის ნდობა
ან
უნდობლობა?
რა თქმა უნდა არ ეცოდინებათ...
არ ეცოდინებათ,თორე ამას არ იტყოდნენ.
***
-სახელი?
-ნია
-გვარი?
-დოლიძე
-რამდენი წლის ხარ ნია?
-25
-ოჰ,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ყოფილხარ!
-შეიძლება.
-რატომ გადაწყვიტე ჩემთან მოსვლა ასე ახალგაზრდამ?
-მითხრეს,რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი ბრძანდებით თბილისში.
-მართლა?არ ვიცოდი ასე თუ მოვწონდი ხალხს.
გაიჯგიმა დაახლოებით ოცდაათ წელს გადაცილებული მამაკაცი და ნიას გაცინებაც მოახერხა.
-კარგი ნია,საყვარელო...ალბათ იცი,რომ ჩემთან გახსნილი უნდა იყო,თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკები,რასაც ფიქრობ,განიცდი,გაწუხებს,გიხარია ყველაფერი უნდა მითხრა,რომ შევძლო შენი დახმარება.სხვანაირად უბრალოდ არ გამოგვივა...არც ერთს...
გოგონამ უბრალოდ თავი დაუქნია და გაუღიმა.
-მიხარია,რომ დამთანხმდი.მოდი პირველი მიზეზი მითხარი თუ რატომ დაგჭირდა ფსიქოლოგი ან ვინ გირჩია.
-მე...მე ჩემით გადავწყვიტე.
-შენით?
-დიახ.
-რატომ?
-უბრალოდ ვინმესთან ლაპარაკი მინდოდა გულწრფელად.
-მეგობრები არ გყავს როგორც ჩანს,ხო?
-მყავს,თან ძალიან ბევრი.
-მაშინ არ ენდობი მათ ისე,როგორც საჭიროა.
-როგორ არა!საკუთარ თავზე ,ეტად ვენდობი თითოეულ მათგანს!ისინი ჩემთვის მეგობრებზე მეტი არიან.
-გასაგებია...და მაინც არჩიე ფსიქოლოგთან მისვლა?
-დიახ.მეც მიკვირს,მაგრამ ალბათ მჭირდებოდა ვინმე უცხოს და უფრო გამოცდილის დავლაპარაკებოდი.
-და რა არის მიზეზი ამ ყველაფრის?აშკარად,გეტყობა ვიღაცაზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევს.
-დიახ,მართალია.
-ვინ არის ის ბედნიერი?
-ჩემი ყოფილი საქმრო...ანდრია...ანდრია მაყაშვილი.
-ანდრია?
-ფსიქოლოგი გაოცდა.
-დიახ.
-მოიცა...თქვენ ის ნია დოლიძე ხართ?
-კი ის ვარ.
-აჰ...სასიამოვნოა ქალბატონო ნია თქვენი გაცნობა რომ პირდაპირ მომიწია.
-მადლობთ.
-ყველაფერი გასაგებია.
ექიმს გაეღიმა.
გოგონა დაიბნა.
-რა არის გასაგები?
-აქ რისთვისაც ხართ...
-და თვქენ რა იცით?
-მე ხომ ტყუილად არ მქვია ფსიქოლოგი,არა?
-დიახ...
-ნია!მოდი ასე გკითხავთ...თქვენი დაშორების ამბავში ადანაშაულებთ საკუთარ თავს?
გოგონა გაჩუმდა.
არ იცოდა რა ეპასუხა.
ბოლოს ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა.
-არ ვიცი.სიმართლე გითხრათ,ზოგჯერ ჩემი თავი მეზიზღება რომ ვფიქრობ ყველაფერი მე გავაფუჭე,მაგრამ ზოგჯერ სრულიად ვამართლებ საკუთარ თავს.ხომ შეეძლო მოესმინა,არა?ის კი უკანმოუხედავად წავიდა და დამტოვა.ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ,მაგრამ არ დაბრუნებულა.წასვლისას სამეგობროსთვის უთქვამს,რომ ბედნიერებას მისურვებდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა.პირობასაც ზედმიწევნით ასრულებს.რამდენიმეჯერ ისიც კი ვიფიქრე,იქ ჩავაკითხავ და ვაიძულებ მომისმინოს-მეთქი,მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ფიქრები.შემეშინდა...ჰო,შემეშინდა რომ ისევ დამტოვებდა და წავიდოდა...
-ჰო,მაგრამ ხომ შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით ყოფილიყო?რატომ უყურებთ ყველაფერს პესიმისტურად?
-მე უბრალოდ ხომ გითხარით შემეშინდა იგივეს გამეორების.
-ამ ვარიანტზე მეგობრებს უთხარით რამე?
-არა.
-რატომ?
-არ ვიცი.
-არ ვიცი პასუხი არ არის.ეს კითხვაზე თავის არიდებაა.კარგად დაფიქრდი და რაც პირველი მოგივა თავში ის მიპასუხე.
-მიყვარს!
-რა?
-რა კი არა ვინ.
-ვინ?
-ანდრია...
-ნია,მე სულ სხვა რაღაცა გითხარი.
-ჰო,მაგრამ პირველი ეს მომივიდა თავში.
გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა ნიამ.
ექიმს გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე.
***
რა იყო ოთხი წლის წინ?
რა იყო მანამდე სანამ ეს საბედისწერო დღე არ დადგებოდა?
ყველაფერი ფერადი იყო.
ყველა ლაღი და მხიარული.
სიყვარულით სავსე თვალები,
ღიმილით გაპობილი ბაგეები
და ბევრი,
ძალიან ბევრი
სიხარული,
სიყვარული,
ბედნიერება,
ბედნიერება
და
ისევ ბედნიერება.
***
"მთაწმინდაზე გამოფენილი თბილისელები"
ასე მოიხსენიებდნენ ყველაზე გიჟ სამეგობროთა წრეს.
ყველა იცნობდა მათ
და
ყველას იცნობდნენ ისინი.
თბილისელები სიყვარულით მოიხსენიებდნენ ყოველთვის
და ყველგან.
რამდენი ოცნებობდა მათთან ახლოს ყოფნას,დაახლოებას,მეგობრობას.
მაგრამ სულ ტყუილა.
საკმარისად ბევრი იყვნენ
ახალი წევრის შესამატებლად.
თან არც ჭირდებოდათ არავინ ზედმეტი ერთნანეთის გარდა.
ნია,კატო,ლიზა,ნინი,ანდრია,ლუკა,სანდრო,დაჩი,რატი...
ეს ცხრა ისეთი შეკრული გუნდი იყო
მისი დაშლა ადვილი საქმე არ იყო.
მაგრამ ბოროტმა ენებმა ესეც მოახერხეს...
იმ საბედისწერო დღის შემდეგ...
მათი სიგიჟე აკლდა მთაწმინდას.
არ უხდებოდა სიჩუმე ამ უბანს
და საერთოდ მთლიანად თბილისს აკლდენენ "მთაწმინდაზე გამოფენილი თბილისელები."
***
სკოლა #53
ამ სკოლაში სწავლობდნენ ყველასტVის შოკისმომგვრელი ოთხეული:
ანდრია მაყაშვილი,დაჩი კვიციანი,რატი ჟორჟოლიანი და სანდრო მაისურაძე.
გოგოები დნებოდნენ ამათ დანახვაზე.
არ იცოდნენ,როგორ მიექციათ მეათე კლასელი "ზე სიმპატიური" ბიჭების ყურადღება.
არაფერს იშურებდნენ,მაგრამ სამაგიეროდ ვერაფერს იღებდნენ.
ბიჭების ასეტი "გაჩითულობა" არ გამორჩენიათ მრვე კლასელ სამეულს:
ნია დოლიძეს,კატო ამირეჯიბს და ლიზა ბერიძეს.
მაგრამ ისინი არ გავდნენ თბილისელი გოგონების თითქმის 90%-ს
და
იცოდნენ თავის დაფასება.
თან ზედმეტს ვერც გაბედავნდენ,
ნუ ნია მაინც.
სანდრო მაისურაძე მისი ნათლიის შვილი იყო
და ისე აკონტროლებდა დოლიძეს
თითქოს მისი ძმააო.
პრინციპში ასეც იყო.
და-ძმასავით უყვარდათ ერთმანეთი და
ისეთი ურთიერთბა ქონდათ,რომ
ბევრ ბიოლოგიურ და-ძმას შურდა მათი.
ერთხელ,სპორტის გაკვეთლზე გოგოები კალათბურთს თამაობდნენ,როცა
ეზოში ანდრია და დაჩი გამოჩნდნენ.
არხეინად მოაბიჯებდნენ
და სიცილით კვდებოდნენ.
სპორტის მასწავლებელი წყრომით მივიდა მათთან.
გოგოებმა ვითომ ვერც შეამჩნიეს და თამაში გაარძელეს.
ნიას უნდა ესროლა ბურთი.
ფეხისწვერებზე აიწია,ხელი მაღლა აწია
და ჰოპ...
ბურთი ისე სწრაფად ააცალეს ხელიდან ვერც გაიაზრა.
ანთებული თვალებით შებრუნდა უკან და
მომღიმარი ბიჭები,რომ დაინახა
ნერვები მოეშალა.
-როგორ ბედავ ასეთ სითავხედეს?
ისეთი ხმით და გამომეტყველებით
უთხრა,რომ ბიჭებს ღიმილი
სახეზე შეეყინათ.
ჯერ ასე არავინ დალაპარაკებიათ,მითუმეტეს გოგოები.
ბურთიანმა გასცა პასუხი გოგონას.
-რა ბრაზიანი ყოფილხარ!
-ბურთი დამიბრუნე ახლავე!
-თავაზიანად რომ გეთხოვა შეიძლება დავფიქრებულიყავი!
ცალი ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა.
გოგონა დაიბნა.
-ბურთი დამიბრუნე-მეთქი,თორე მასწავლებელს ვეტყვი!
-მასწავლებელმა მოგვცა უფლება გეთამაშა,ასე რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვითამაშებთ.
-რა?კი მაგრამ თქვენ ხო ახლა გაკვეთილი გაქვთ?
-კი მაგრამ გამოგვაგდეს,ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს უნდა ვიტამაშოთ.
ცალყბად გაუღიმა ბიჭმა გაბრაზებულ გოგონას.
-თავხედი იდიოტები!
თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ,მაგრამ ბურთიანმა მაინც გაიგო.
-რა თქვი?
-არაფერი!სხვაგან ითამაშეთ თუ შეიძლება,ჩვენ ხელს გვიშლით!
-მემგონი შენთვის არავის არაფერი უკითხავს,პატარავ!ან ითამაშებ ჩვენთან ერთად ან აქედან აორთქლდები შენი დაქალებიანად!
-ჯერ ეს ერტიც პატარა შენ თვითონ ხარ!და მერე მეორე ნუ მემუქრები თორე კარგი დღე არ დაგადგება!
-ნია გეყოს რა,წავიდეთ...
ხელზე დაქაჩა დაქალი ლიზამ.
-ანუ ნია გქვია,არა?
ბიჭმა ისევ ცალყბად გაიცინა.
ამ დროს ზარიც დაირეკა.
აივნიდან ყველა ამ წყვილს უყურებდა.
უკვირდათ გოგონას სითამამე და ბიჭის სიმშვიდე.
სანდრომაც მოკრა თვალი ამ სურათს
და მაშინვე
კისრისტეხვით ჩავიდა ეზოში.
წყილს მიუახლოვდა და მსჰვიდი ხმით იკითხა.
-აქ რა ხდება?
-სანდრო მე უბრალოდ გოგოებთან ერთად ვთამაშობდი და ეს თავის ძმაკაცთან ერთად მოვიდა და რაღაცეები დაიწყო.
-რა ხდება,ანდრია?
ბიჭმა ყველაფერი აუხსნა.
სანდროს არაფერი უთქვამს,უბრალოდ
გაეღიმა ნიას ბავშვურ საქციელზე.
მერე ზარიც დაირეკა და ყველა კლასებში შევიდა.
მეორე დღეს სანდრომ ისევ შეახვედრა გუშინდელი ამბის გმირები ერთმანეთს და
მათ შორის ზავიც დაიდო.
მერე...
მერე უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი და
ისე მოხდა,რომ მოგვიანებით
დაახლლოვდნენ.
დაახლოვდნენ,ოღონდ ძალიან უცნაურად.
თვითონაც ვერ ხვდებოდნენ,როგორ.
უბრალოდ ყოველდღე,
ყოველ დასვენებაზე ერთად ატარებდნენ დროს.
მერე სკოლაც ალაპარაკდა.
ბოლოს დიდი და სამეგობრო
წრე შექმნეს.
ბიჭები სკოლას,რომ ამთავრებდნენ,ზუსტად მაშინ გადავიდა გოგოების კლასში რატი ჟორჟოლიანის და,ნინი ჟორჟოლიანი.
უკვე იცნობდნენ სამეული მას რა თქმა უნდა.
უფრო დაახლოვდნენ და ახლა უკვე ოთხეული გახდნენ.
ბოლოს გოგონებმაც,რომ დაამთავრეს სკოლა
და
უნივერსიტეტში მოეწყვნენ,ბიჭები
გვერდიდან აღარ ცილდებოდნენ.
რატო?
იმიტომ,რომ გაიზარდნენ და გალამაზდნენ
ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვინმე
რომ არ აკიდებოდათ შეუძლებელი იყო.
მაგრამ
მეორე დღეს ყველა ორთქლდებოდა მათი ცხოვრებიდან.
ბიჭები საიდანაც მოდიოდნენ
იქ აბრუნებდნენ.
მერე...
მერე ლიზა ბერიძეს დაბადების დღეზე მოხდა ყველაზე სასწაული
და გასაგიჟებელი რაღაც.
ყველა შოკში იყო.
სანდრო მაისურაძე და კატო ამირეჯიბი გაიპარნენ...
აი,ასე შუა დაბადების დღეზე,
შუა ქეიფიდან ადგნენ და
გაიპარნენ,ისე რომ
ვერავინ ვერაფერს მიხვდა.
მეორე დღეს უკვე ჯვარდაწერილები ჩამოვიდნენ თბილისში.
გაგიჟებული დახვდათ ყველა.
მშობლები ისეთი გამწარებულები იყვნენ,რომ მოეკლათ არავის გაუკვირდებოდა.
მაგრამ ბოლოს ყველაფერი დაწყნარდა.
თუ უყვართ ერთმანეთი რა უნდა ვქნათო
და
ეს თემა დაიხურა.
***
სანდრო მაისურაძის და კატო ამირეჯიბის ქორწილი იყო სასწაული.
მთელი თბილისი იქ მომხდარ ამბებზე ლაპარაკობდა.
თუ როგორ თხოვა ხელი ლუკა ჯაფარიძემ ნინი ჟორჟოლიანს
და
როგორ აუხსნა სიყვარული დაჩი კვიციანმა ლიზა ბერიძეს.
ეს ამბები ყველასთვის მოულოდნელი იყო,მაგრამ
ისე გაუხარდათ ემოციებს
ვერ მალავდნენ.
რატი გაგიჟდა ეს როგორ გაბედეთო,მაგრამ ბოლოს ისიც დანებდა.
ან რა უნდა ექნა?
უყვარდათ ერთმანეთი.
თან ლუკა მისი ბავშვობის ძმაკაცი იყო და ენდობოდა.
მხოლოდ ანდრია და ნია ტკბებოდნენ ერთმანეთით შორიდან.
ყველაზე დიდი ხანია რაც ერთმანეთი უყვართ,მაგრამ
ჯერ რატომღაც ორივე თავს იკავებს.
ალბათ,უნდათ რომ
კარგად გაერკვნენ თავიან გრძნობებში.
ხომ იცით გვიანი არასდროს არ არის,
მითუმეტეს როცა საქმე
სიყვარულს ეხება.
***
შაბათი დღე იყო.
ყველა ისვენებდა.
ამიტომ გადაწყვიტეს ახალდაქორწინებულებს დადგომოდნენ თავზე.
ორი კვირა იყო გასული უკვე ქორწილის
დღიდან.
ჰოდა გუშინ ჩამოვიდნენ ზუსტად ვენეციიდან.
ისეთი დაღლილები იყვნენ,გათიშულებს ეძინათ.
უცებ კარზე ატყდა გაბმული ზარი და
ბრახუნი.
ძლივს აიზლაზნა სანდრო და ხალათით
და ჩუსტებით გაუღო
კარი სამეგობროს.
ამ უკანასკნელებმა ისეთი ხარხარი ატეხეს მთელი სამეზობლო გააღვიძეს.
სანდრო ისეთი თვალებით უყურებდა სასტავს
უკან წასვლაც კი გაიფიქრეს,მაგრამ
როგორც ყველაზე ყველაზე გიჟმა,რატი ჟორჟოლიანმა
შამპანიურის გახსნით შეაბიჯა
ახალგამომცხვარი ცოლ-ქმარის სახლში.
მერე მიყვნენ დანარჩენებიც.
ისეთი ამბები იყო დედა შვილს ვერ იცნობდა.
გათიშვამდე სვეს.
მერე იცეკვეს
და იმღერეს კიდეც.
გამთენიისას დაიშალეს.
სახლში ყველა ტაქსით წავიდა.
***
გაბმული ტელეფონის ზარმა გააღვიძა დილით ნია.
ზლივს მოძებნა ტელეფონი
და არაადამიანური
ხმით თქვა კომუნიკაციის
დასამყარებელი სიტყვა.
მობილურში ხარხარი გაისმა.
-რა ხმა გაქვს გოგო გკლავდნენ?
-არა ლიზა მეძინა!
-რა დროს ძილია,ადე გამომიარე უნივერიტეტში გვაგვიანდება.
-რა?რომელი საათია?
-ორი იწყება.ადე,ადე მალე და გამომიარე.
-ჰო კაი დამაცადე!
ძლივს აიზლაზნა დოლიძე ლოგინიდან.
მოემზადა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
ერთ საათში ეწყებოდათ გოგონებს ლექცია და მიუსწრეს კიდეც.
რომ დაუმთავრდათ კაფეში გადაწყვიტეს შევლა.
-ღმერთო,ოღონდ ეხლა ეს შუალედურები გადამატანინა და მეტი არ მინდა არაფერი!
-კარგი რა,ნია!შენ თუ ვერ ჩააბარებ აბა მე რაღა ვთქვა?კარგად სწავლობ და ნუ გეშინია!
-აუ რავიცი რა,ვნერვიულო.ასე მგონია წერას,რომ დავიწყებ ყველაფერი დამავიწყდება.
-ჰოდა შენც სხვა რამეზე იფიქრე.
ნიამ წვენი მოსვა და საზურგეს მიეყრდნო.
-დაჩისთან რას შვები შენ?
-აუ იცი რა საყვარელია?ასეთი დაჩი რაღაც წარმოუდგენელია.
-ოჰ,ერთი კვიციანს დამიხედეთ რა!
-გუშინწინ ვიჩხუბეთ და ჩემხელა დათუნიით დამადგა თავზე,შემირიგდი და მეტჯერ აღარ გაგაბრაზებო.
-ვაიმე საყვარელი...
-და შენ რას შვები ქალბატონო ანდრეასთან?
-რა უნდა ვქნა ლიზა?არაფერს მეუბნება და მუხლებში ხო არ ჩავუვარდები გინდა თუ არა ერთდ ვიყოთ-მეთქი?
-ეტყობა უნდა რო კარგად გაერკვეს შენ გრძნობებში.
-კაი რა ლიზა!ვერ ხვდება ხო მის მიმართ რას ვგრძნობ?
-ნუ რავცი რა.
-თან არც სხვას რო არ აძლევს ჩემთან მოკარებას ვგიჟდები!
-ვაიმე ბაირამოვი გახსოვს?
-რა დამავიწყებს!
დიდხანს ილაპარაკეს კიდევ.
მერე დაჩიმ და სანდრომ მოაკითხეს გოგონებს და სახლში წაიყვანეს.
ნია მაშინვე სააბაზანოში შევიდა.
შხაპის შემდეგ თბილ ლოგინში შეწვა და მშვიდად დაიძინა.
***
ნინისთან იყვნენ გოგონები შეკრებილი და სვავდნენ.
-აი,ამ ჭიქით მინდა სიყვარულს გაუმარჯოს!ყველაზე წრფელ და მარადიულ გრძნობას.არ ვიცი გოგოები რო ვუფიქრდები შეიძლება სანდრო არ ყოფილიყო ჩემს ჩხოვრებაში ალბათ მოვკვდებოდი.ყოველი დღის გათენება იმიტომ მიხარია,რომ ვიცი მის სახეს დავინახავ,მის ღიმილს,მის თბილ და ყველასგან განსხვავებულ სიტყვებს მოვისმენ.ის,რომ არ გამეცნო არ ვიცი ალბათ ისევ ისეთი გიჟი კატო ამირეჯიბი ვიქნებოდი,რომელსაც არაფერი აინტერესებდა გართობის და მეგობრების გარდა.მაგრამ ამ ლამაზ გრძნობასთან ერთად შიშიც დამეუფლა.იმის შიში,რომ შეიძლება "ის" ოდესმე დავკარგო,თუმცა როცა მას ვხედავ მერე აღარაფერზე ან ვეღარაფერზე ვფიქრობ.მოკლედ სიყვარულლს გაუმარჯოს და ყველას მოგცეთ ღმერთმა იმის საშუალება,რომ შეიგრძნოთ მთლიანად თქვენში!
-გაუმარჯოს!
თითქმის ყველამ ერთხმად თქვა და ბოლომდე დალიეს სასმელი.
-მიხარია ყველას ასეთ ბედნიერს რომ გხედავთ!
მთელი გულით თქვა ნიამ ეს სიტყვები.
მართლა უხაროდა მეგობრების
ბედნიერება.
მათი გაბრწყინებული თვალები და
რაც მთავარია ღიმილი ყოველთვის სახეზე.
-და შენ?
-რა მე?
-ანდრია...
-კატო!არაფერი არ ხდება მე და მას შორის!
-ხო გიყვართ ერთმანეთი?
-არ ვიცი...
-კარგი რა ნია...ყველაფერს უბრალოდ ძალიან ართულებთ ორივე.
უნდოდა დოლიძეს რაღაცის თქმა,მაგრამ ბიჭები დაადგნენ თავზე და ეს თემაც წამშივე დაიხურა.
-ეე უჩვენოდ როგორ სვავთ უნამუსოებო!
ვითომ ნაწყენმა რატიმ ყველა შეათვალიერა.
-აი ესე!
ნინიმ ჭიქა აიღო და ბოლომდე დალია.
ამ საქციელზე ყველას გაეცინა რატის გარდა.
გაბრაზებული იდგა და ალბათ აჯერ ჩადო უკვე თავის და მიწაში.
ნუ ეს ხუმროით რა თქმა უნდა...
-ჯაფარიძე გააჩუმე შენი საცოლე თორე დარჩი უცოლოდ!
-მე კი არა შენ დარჩები უცოლოდ ვინმეს თუ არ იპოვი!
ისევ გაეცინათ ყველას
და
რატი ისე დაბღვერილი იდგა.
-ყველა ჩემი დის მხარეს ხართ თქვენ,რა!
-ჩემი ბუზღუნა ძამიკო!
ნინი მიკუსკუსდა ძმასთან და მოეხვია.
მერე ლოყაზე აკოცა.
ამ ჟესტმა თვით სვან,
ხისთავიასაც მოულბო
გული და ისიც ჩაეხუტა დას.
-ე,მე ვეჭვიანობ!
პატარა ბავშვივით ამოიბუზღუნა ლუკამ.
-ლუკა მოკეტე შენც ჩაგეხუტები!
ისევ ყველას გაეცინა.
აი,ასე გიჟები იყვნენ
ყოველთვის და ყველგან.
მხიარულები და ბედნიერები.
-ნია შენც ბევრი დალიე?
გვერდით მიუჯდა ანდრია მომღიმარ ნიას,რომელიც
მეგობრების ბედნიერებით
ტკბებოდა.
ცოტა შეაშინა კიდეც მოულოდნელმა ხმამ.
-იმდენი რამდენიც შემეძლო!
-ჩემი ჭკვიანი გოგო!
გაუღიმა.
მერე თავისკენ მიიზიდა
და
თავზე აკოცა.
ისეთი საყვარლები იყვნენ.
ყველა მათ უყურებდა და ხვდებოდნენ,
ხვდებოდნენ,რომ ეს წყვილი
რაღაც სხვა იყო.
არაამქვეყნიური ორი ადამიანი არაამქვეყნიური გრძნობით!
თვითონ ისე კომფორტულად იყვნენ
სულაც არ უნდოდათ განძრევა.
მშვიდად და აუღელვებლად გრძნობდნენ თავს.
ერთმანეთის გარდა ვერავის და
ვერაფერს ამჩნევდნენ.
ან არ უნდოდათ შეემჩნიათ...
ჰო,იმდენად მშვიდად იყვნენ,რომ
არ უნდოდათ ვინეს ეს
სიმშვიდე დაერღვია.
***
უნივერსიტეტის მერე კატოს შეუარა.
სანდროც იქ იყო.
მისი სახლში ყოფნა გაუკვირდა,მაგრამ
არაფერი შეიმჩნია.
ცოტა ხანში ნინიც ამოვიდა და იმდენი ილაპარაკეს
სანდრო გააგიჟეს.
დიდხანს იყვნენ იქ,მერე
ნია წამოვიდა
და
ნინი დარჩა.
მთაწმინდას მიუყვებოდა ხმაური,რომ შემოესმა.
ხმაური...
ნაცნობი ხმებიც გაიგო...
მაგრამ ყურადღება
არ მიუქცევია.
თავის ქუჩაზე უნდა შეეხვია,მაგრამ
ხმები უფრო გაძლიერდა.
სიცილის,
ყვირილის
და წივილის ხმები.
აშკარა იყო,რომ მარტო
ბიჭები არ უნდა ყოფილიყვნენ.
საპირისპირო მხარეს წავიდა
და ნეტა
არ წასულიყო...
საინელი,
უფრო საზიზღარი სურათი
შერჩა ხელში.
ბიჭები,რომლებსაც 53-ე სკოლის ბო*ები ყავდათ
მთაწმინდაზე ამოყვანილი და
ჭკუაზე არ იყვნენ.
თამუნა ინგოროყვა და ლენა მოდებაძე.
აი,რასაც ქვია მთელი თბილისის ნათრევები!
გული ერეოდა ამ გოგოებზე.
მითუმეტეს თამუნაზე,რომელიც ანდრეაზე
ჭკუას კარგავდა.
ისე აღიზიანებდა...
ნეტა რატო?
ანდრეა,რომ უყვარდა
თუ
ბო*ი რომ იყო?
ალბათ ორივე.
რატი და ნადრეა იყვნენ მხოლოდ.
ერთ ხელში შამპანიურის ბოთლი ეჭირათ და მეორეს გოგოებს
უფათურებდნენ.
თამუნა რა თქმა უნდა ანდრეას ეტორღიალებოდა.
უკან დაბრუნებას აპირებდა ნია
უცებ,რომ რატიმ შეცედა და
ისე დაიბნა თითქოს თითქოს პირველად ხედავსო.
ჟორჟოლიანმა ჩაახველა და ახა
ყველა მას
უყურებდა.
სირცხვილისგან სად წასულიყო
არ იცოდა.
ან რა იყო აქ სასირცხვილო?
მას რატო უნდა შერცხვენოდა?
არც იმ გოგოების ადგილზე იყო და არც
ცუდს აკეთებდა რამეს.
ანდრეას სახე აელეწა ნიას დანახვისას.
უცებ გაუსვა თამუნას ხელი
და დოლიძესკენ წავიდა.
-ნია აქ რას აკეთებ?
ეხლაღა გონს ნია.
-მე სახლში მივდიოდი და ხმაური,რომ მომესმა...კარგი დაივიწყე!აღარ შეგიშლით ხელს,გაერთეთ.ნახვამდის!
უკან შებრუნდა,მაგრამ ანდრეამ ხელი დაუჭირა.
-ნია...
ამღვრელი თვალებით შეხედა ნიას და
თითქოს ბოდიშს უხდიდა თავისი საქციელისთვის.
მაგრამ რატომ უნდა მოეხადა ბოდიში?
რა გააკეთა საბოდიშო?
უბრალოდ გაერთო...
მაგრამ მიხვდა როგორ ატკინა
გული ნიას.
ეს კი ყველაზე მეტად არ უნდოდა.
ფრთხილად გაინთავისუფლა გოგონამ ხელი და წავიდა.
მაყაშვილმა ჩუმად შეიკურთხა,მანქანაში ჩაჯდა ისე
რომ არავისთვის არაფერი უთქვამს და
ისიც წავიდა.
ოღონდა ბარში.
გათიშვამდე სვა.
მერე რატიმ აიყვანა სახლში.
ბარის მეპატრონემ დაურეკა
უგონოდ დევს მაგიდაზე და
წაიყვანეთო.
ისიც მაშინვე გაიქცა და
მართლაც გათიშული მაყაშვილი
ძლივს აიყვანა
სახლში.
***
მეორე დღეს ნინისთან ადიოდა
გზაში ანდრია,რომ დაედევნა მანქანით.
თავიდან შეეშინდა,მაგრამ
ნაცნობი მანქანა და სახე,რომ
შენიშნა დამსვიდდა.
თუმცა გუშინდელის გახსენებაზე ისევ სიბრაზე გადაეკრა სახეზე.
მაყაშვილი მანქანიდან უღიმოდა.
-სად მიდიხარ ნია?
-რა შენი საქმეა?
-ჩემი საქმე რომ არ იყოს არ გკითხავდი.
-ჰოდა ნუ მეკითხები!
ცივად უპასუხა და გზა განაგრძო.
ანდრეაც უკან გაყვა.
ოღონდ მანქანით.
-ნია კარგი რა!მოდი დაჯექი და ვილაპარაკოთ.
-არ მინდა მე შენთან ლაპარაკი!
ისე საყვარლად უთხრა ანდრიას
სხეული მთლიანად სითბომ მოიცვა.
პატარა ბავშვს გავდა ნია.
პატარა ბავშვს,რომელიც გააბრაზეს იმიტომ,რომ
ბევრი შოკოლადი ჭმა აუკრძალეს
ან
იმიტომ,რომ ზამთარში გარეთ გასვლის ნება არ დართეს,გაცივდებიო.
-სამაგიეროდ მე მინდა!
-არ მაინტერესებს შენ წარმოიდგინე!
-ნია ნუ ბავშვობ!
ამ სიტყვებმა ისე გააბრაზეს ნია
უნდოდა მივარდნოდა და მაგრად ეცემა.
ან რა იყო გასაბრაზებელი?
განა მართლა ბავშვივით არ იბუტებოდა?
თან რის გამო...
რა მოხდა თუ გოგოებთან ერთობა?
მას ხომ მისთვის არც სიყვარული დაუფიცია და
არც ოცნების კოშკები აუგია.
ან რა უფლება ქონდა გაბრაზებულიყო?
მაგრამ ის ფაქტი,რომ სხვა გოგოსთან,
მითუმეტეს იმასთან ვინც
ყველაზე მეტად ეზიზღებოდა,
ხედავდა ღიზიანდებოდა.
რატომ არ იცის...
ან იცის და არ უნდა აღიაროს.
ალბათ ეშინია და იმიტომ.
ჰო,თვით ნია დოლიძXესაც კი ეშინია.
მაგრამ სიყვარულის წინაშე ხომ ყველა ძლიერიც კი სუსტად იქცევა.
ყველა ჭკვიანი-სულელად.
ყველა მდიდარი-ღარიბად.
მაგრამ არა მატერიალურად,არამედ სულიერად.
რამდენიმე ხნიანი დუმილის
შემდეგ ნიამ მანქანის კარები გახსნა
და ჩაჯდა.
მაყაშვილს კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგეები.
ნია კი სირცხვილისგან იწვოდა.
ისე უნდოდა ახლა მიწა გასკდომოდა
და შიგ ჩაეტანა,როგორც
არაფერი.
ყველაფერს დათმობდა ოღონდ
ახლა მაყაშვილის გვერდით
არ მჯდარიყო.
-ნია ყველაფერს აგიხსნი...
-ანდრია არაფრის ახსნა არ არის საჭირო!შენ თავისუფალი ბიჭი ხარ,რომელსაც იმის უფლება აქვს რაც უნდა ის გააკეთოს და ვერავინ შეეწინააღმდეგება მის სურვილს,რადგან ეს მისი ცხოვრებაა.არც მე არ მქონდა იმის უფლება,რომ შენზე გავბრაზებულიყავი.არ ვიცი,ალბათ,თამუნას ადგილზე სხვა,რომ ყოფილიყო შეიძლება საერთოდ არაფერი მეთქვა,მაგრამ ძალიან გამაღიზიანა მისმა დანახვამ.ბოდიშს გიხდი...
იე ეუბნებოდა ამ ყველაფერს თვალებში არც შეუხედავს.
ალბათ,იმიტომ რომ არ უნდიდა
ტყუილში გამოეჭირა.
მაგრამ
მაყაშვილს არც ეს გამოპარვია.
ძალიან კარგად იცოდა
რის გამოც გაუბრაზდა ნია.
უბრალოდ არ აღიარებდა.
და ისიც კარგად იცოდა
ასე ადვილად,რომ
ვერ გამოტეხდა დოლიძეს.
-ნია ბავშვობიდან გიცნობ და კარგად ვიცი როგორიც ხარ!
-ეს რა შუაშია?
-შენც კარგად მიცნობ და იცი რომ დიდი ხანია სერიოზულად ვფიქრობ შენზე.ხომ იცი ჩემთვის ძალიან ბანალურია სულ იმის ჩიჩინი თუ როგორ უყვარს წყვილს ერთმანეთი,რომ გიჟდებია ერთმანეთზე,რომ როცა დაქორჭინდებიან ეყოლებათ ბევრი შვილი.ასევე ვიცი,რომ არც შენ გიყვარს რომანტიული სცენები.შეიძლება ჩემს ცხოვრებაში იყოს ათასი ქალი,მაგრამ ყოველთვის იქნება ის ერთი,რომელსაც სხვებისგან სრულიად განსხვავებული ადგილი ექნება ყოველთვის.
ნია ჩუმად იჯდა.
არ იცოდა რა ეთქვა
ან როგორ უნდა
მოქცეულიყო.
დაბნეული და გაოგნებული იყო.
ნუთუ თვით ანდრეა მაყაშვილმა უთხრა ეს სიტყვები?
ამას ვერადროს ვერ წარმოიდგენდა.
ის კი არა ამას ვერავინ წარმოიდგენდა.
ასეთი მაყაშვილი?
არააა...
ჭამით ისიც კი იფიქრა
ხო არ მესიზმრებაო.
მაგრამ ნამდვილას არ იყო სიზმარი.
-შეიძლება სხვებს აბამდე ასეთი სიტყვებით და თავს ურევდე,მაგრამ მე მათ არ ვგავარ.
-რა?ნია მეღადავები ხო?
-რა შემატყვე ღადაობის?სრულიად სერიოზულად გეუბნები!
-ვაუ!ეხლა რა ვქნა ტაში დაგიკრა ასეთი სიამაყისთვის და ქედმაღლობისთვის თუ ამას არ იკადრებთ ქალბატონო ნია?
-ანდრეა რა გინდა?
ტონს აუწია ნიამ.
-კიდე მე რა მინდა?არაფერი!საერთოდ არაფერი!მაგრამ შენ აშკარად გინდა!გინდა,რომ ყოველწუთს გითხრა როგორ მიყვარხარ,რომ ვგიჟდები შენი დანახვისას,რომ ერთადერთი ხარ ვიზეც სერიოზუკად ვფიქრობ.ესეა ხო?არ გინდა ეს ნია?
მაყაშვილი სიბრაზისგან ღრიალებდა.
-არა!
ძლივს ამოილუღუღა დაბნეულმა.
-აბა რა გინდა ნია?
-შენ უბრალოდ არასდროს გამოხატავ სენს გრძნობებს...
-საჭიროა და იმიტომ!
-რატოა საჭირო?
-ზედმეტი არაფერი არ ვარგა ჩემო ნია!
-ზედმეტია გრძნობების გამოხატვა?
ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა მაყაშვილმა.
ნია ძლივს შეიკავა თავი არ ატირებულიყო.
ახლა მხოლოდ სიგარეტი დაამშვიდებდა.
ხელისკანკალით ამოიღო ერთი ღერი
და
ძლივს მოუკიდა.
ცოტა ხანში ანდრიამაც იგივე გაიმეორა.
იყვნენ ასე სიჩუმეში.
ორივეს უნდოდა მისი დარღვევა,მაგრამ
არც ერთი ცდილობდა ამას.
ბოლოს,სიგარეტის ბოლო ნაპასი,რომ
დაარტყა ნიამ მან დაარღვია
ირგვლივ
გამეფებული სიჩუმე.
-სახლში წამიყვანე ან ჩემით წავალ თუ არ გცალია.
-კარგი.
მხოლოდ ეს თქვა მაყაშვილმა
და ისეთი სისწრაფით
მოწყვიტა ადგილს მანქანა
ყველაფერი აამტვერა.
მალე მივიდნენ სადარბაზოსთან.
გზაში არც ერთს არაფერი უთქვამს.
-მადლობთ და ნახვამდის.
უთხრა ნიამ,როცა მანქან სკარი გააღო.
-კარგად!
ისე თხრა ანდრიამ მისთვის არც სეუხედავს.
ამაზე ისე გაბრაზდა ნია
კინაღამ ჩამოუღო მანქანის კარი ისე
დახურა.
უცებ აირბინა კიბეები და სახლში შესვლისთანავე
ლოგინზე დაემხო.
იმდენი იტირა,სანამ
ცრემლები არ შეუშრა.
მერე ისე ჩაეძინა
ვერც გაიგო.
***
-და შენ მართლა არ გჯეროდა მისი?
კაბინეტში სიჩუმე ჩამოწვა.
ბოლოს როგორც იქნა
ძლივს ამოთქვა გოგონამ.
-არ ვიცი.იმ წუთას ძალიან დაბნეული ვიყავი.ანდრია ის ბიჭი იყო,ვიზეც მთელი თბილი ოცნებობდა.იმდენი გოგო ყავდა,რომ უბრალოდ...მართლა არ ვიცი მჯეროდა თუ არა.ძალიან არეული ვიყავი.
-ნია,საყვარელო...არეული კი არა შეშინებული იყავი.
-შეშინებული?
-დიახ,შეშინებული.შენ გეშინოდა გეღიარებინა და სააშკარაოზე გამოგეტანა შენი გრძნობები.გჯეროდა,იმის რომ თუ აღიარებდი ანდრია როგორ გიყვარდა,აუცილებლად დაკარგავდი ადრე თუ გვიან.შენ არც იმას აღიარებდი,რომ გიყვარდა და არც იმას,რომ გეშინოდა მისი დაკარგვის.
-არ ვიცი,შეიძლება მართალი ხართ.
-შეიძლება არა,ეს ასეა!აი,ხომ ხედავ ახლაც არ გინდა ამის შესახებ აღიარო.
-და მაშინ ეს ყველაფერი რომ მეღიარებინა რა შეიცვლებოდა?იქნებ კარგიც იყო ის,რომ არ ვარიარე ჩემი გრძნობები ანდრეასადმი?
-შენ დაკარგე ის რამდენიმე ბედნიერი დღე,რომელსაც მასთან ერთად გაატარებდი.
-მე ხომ ისედაც მასთან ერთად ვიყავი ყოველდღე?
-მაგრამ ყოველთვის სამეგობრო წრესთან ერთად!
-ეს რას ცვლის?
-ყველაფერს!
-ყველაფერს?
-დიახ.
-მაინც რას გულისხმობთ?
-ამაზე თუ კარგად დაფიქრდები,თავად იპოვი პასუხს.მე უკვე საკმარისად დაგეხმარე იმისთვის,რომ თავად გაგეცა ამ კითხვისთვის პასუხი.
***
-ნია სად ხარ ამდენ ხანს?
-ჩამვდივარ დეე!
თავისი ოთახიდან გასძახა დედას,რომელიც
სტუმრებთან ერთად საუბრობდა.
მალე ჩაირბინა კიბეები და ღიმილით დააჯილდოვა იქ მყოფი.
-გამარჯობათ!
-მოდი ნია ჩემთან.
დედამისმა გაუწოდა ხელი და მანაც
თავისი შეაგება.
-გაიცანი,ეს მაია ჩუბინიძეა ეს კი მისი ვაჟი,ნიკოლოზ ფილფანი!
-სასიამოვნოა.
ხმა გაინაზა ნიამ.
მაიამ გაუღიმა და თავი ოდნავ დაუხარა.
ნიკუშა კი ხელზე ეამბორა.
არასასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ნია,
მაგრამ არაფერი
შეიმჩნია.
დიდი ხანი ისხდნენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ.
ისეთი მოსაწყენი იყო ეს ყველაფერი ნიასთვის...
მაგრამ დედამისსი ხათრით თავს იკავებდა.
როგორ უნდოდა ეხლა თავის გიჟ სასტავთან ერთად ყოფილიყო...
მაგრამ
უსმენდა თუ როგორ აქებდა თავის შვილს მაია.
-ნია,მიდი დე ნიკას დაათვალიერებინე სახლი.
ღმერთო,როგორ ეზარებოდა ეხლა მთელი ახლის შემოვლა
თან ვიღაც ნიკუშასთან ერთად.
დიდი სიამოვნებით იტყოდა უარს,მაგრამ
ისევ დედამისის გამო
დაეთანხმა ამ წინადადებასაც.
ნია ყველაფერს ათვალიერებდა ნიას,თან \საინტრესო ამბებზეც საუბრობდნენ.
აც ისეთი სულელი ბიჭი ყოფილა ფილფანი.
გარეგნობასაც არ უჩიოდა,თუმცა
ეს
ნიასთვის მაინც
სულერთი იყო.
***
დრო გადიოდა და ნია ნიკასთან უფრო და უფრო ახლოვდებოდა.
საერთოდ არ ყოფილა მოსაწყენი ტიპი.
ძალიან მზრუნველი
და თბილი იყო
ნიას მიმართ განსაკუთრებით.
ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს
და ბევრ,
ძალიან ბევრ საინტერესო
თემას
განიხილავდნენ.
***
-ნიკუშა ფილფანი?
თვალებგაფართოებული იკითხა ნინიმ.
-ჰოო...
-კაი ტიპია მაინც?
-ნუ გარეგნობით თუ მეკითხები კი,სიმპატიურია.განათლებულიც,მაგრამ ზოგჯერ ისე მწყინდება მაგასთან ერთად ყოფნა მინდეა.
სიცილი ატეხეს გოგოებმა.
-ანდრიასთან რას შვები?
-იმ დღის მერე აღარ გვისაუბრია.
თავი ჩახარა ნიამ.
-აუ კაით რა!ორივე ძაან ჯიუტები ხართ!
-ვიცი!
-მერე ეგ კაიაა?
-აუუ კატუს გთხოვ რა არ გვინდა ამ თემაზე საუბარი.
-კარგი ჰო...
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს.
მერე ნიას დაურეკეს მობილურზე.
ფილფანი იყო.
შეხვედრა თხოვა და ნიაც დათანხმდა.
გასვლისას ლიზამ უთხრა "ჯობია შეეშვა,თორე კარგი არაფერი დაემართება შენც ხო იციო"
ამაზე ნიას გაეცინა და სწრაფად გავიდა სახლიდან.
***
კაფეში ისხდნენ და საუბრობდნენ,როცა ნიასთვის
ნაცნობი სილუეტი შემოვიდა.
ერთიანად აკანკალდა დოლიძე.
ფილფანი რაღაც ისტორიას უყვებოდა,მაგრამ არაფერი ესმოდა.
იმ მაგიდას უყურებდა,ადაც
მაყაშვილი იჯდა და მიმტანს რაღაცას უკვეთავდა.
ნიამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და
კინაღამ დაიხრჩო
როცა მათი მზერა ერთმანეთს
გადაეყარა.
მაყაშვილს სისხლი ტვინი აუვიდა ვირაც ბიჭთან ერთად,რომ
დაინახა დოლიძე.
დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს.
ბოლოს ისევ მაყაშვილმა
აარიდა მზერა.
მერე საერთოდ კაფედან გავიდა.
იმ დღეს ანდრია არავის უნახავს.

******
გამარჯობათ,ბავშვებო.
პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ 2017 წლის დადგომა
და
გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო.
რაც შეეხება ჩემს სიახლეს
ამ საიტზე,პირველია.
იმედი მაქვს მოგეწონებათ
და
არ დაიშურებთ კომენტარებს.
საცდელად დავდე პირველი ნაწილი და
თუ მოგეწონებათ
აუცილებლად დავასრულებ.
მადლობთ წინასწარ ყველას!
თქვენი DREAMER14!



№1 სტუმარი lela

Kargia. Gaagrdzele.

 


№2 სტუმარი Guest ანა

საშინლად მომწონს!
არც კი გაბედო შეწყვეტა!

 


№3  offline მოდერი CeCe))

lela
Kargia. Gaagrdzele.

მადლობა

Guest ანა
საშინლად მომწონს!
არც კი გაბედო შეწყვეტა!

მადლობა

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ძაან კარგი იყ, არ მინდოდა დამთავრებულიყო იმედია მალე გააგრძელებ მაგარი ხარ წარმატებები!!!!!!!!!!!!!

 


№5  offline მოდერი CeCe))

nawkas12345
აუ ძაან კარგი იყ, არ მინდოდა დამთავრებულიყო იმედია მალე გააგრძელებ მაგარი ხარ წარმატებები!!!!!!!!!!!!!

მადლობა.
მალე დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent