ყველაფერი შეიცვალა ( 2 და 3 თავი)
ყველაფერი შეიცვალა თავი 2 მეორე დილა გათენდა,დილა ჩვეულებრივად დაიწყო როგორც ყოველთვის, გოგონებმა დილით 7 საათზე გაიღვიძეს ადრინად ადგნენ , ვეღარ ისვენებდნენ , ქვემოთ ჩავიდნენ სასაუზმოთ, გიორგი მაგიდასთან იჯდა , გაზეთი ეჭირა ხელში და კითხულობდა. გოგონები კიბეებზე ჩამოვიდნენ -ვერაფერი გაგიგეთ ამ ახალგაზრდებს -გიორგი -რატო მა? -ანასტასია -სკოლის დროს 8ზე ვერ იღვიძებთ და ეს შაბათ-კვირას რა გეტაკებათ ხოლმე -გიორგი -ვიცით რომ სკოლაში არ მივდივართ და გვიხარია დილით ადრე ადგომა :დ -ანი -რაო მა ? რას ამბობენ გაზეთებში? იმედი მაქვს წინა წლისავით საშინელი ჭექა-ქუხილი არ იქნება თორე ისევ გაგვიფუჭებს მოსავალს -ანასტასია -წინა წელი ჩვენთვისაც საშინელი იყო -ანი -ნუღელავთ ბავშვებო მომავალ კვირას სულ მზიანი ამინდებია გამოცხადებული -გიორგი ბავშვებმა ისაუზმეს , ცოტახანი ტელევიზორს ჩაუსხდნენ , ''დილა მშვიდობისა საქართველო'' გადიოდა ტელევიზორში , ვიღაც ბიჭი ჰყავდა მოწვეული , სოციალური ქსელის ვარსკვლავი , ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს -ღმერთო ჩემო როგორ ვერ ვიტან ასეთ თავში ავარდნილ ბიჭებს -ანასტასია -100 ლაიქს აცდებიან და თავი ვარსკვლავები გონიათ -ანი -კიდევ კარგი ჩვენთან სოფელში ასეთი ხალხი არ ცხოვრობს -ანასტასია -ცოტახანი ხომ არ ვირბინოთ? -ანი -არ გეზარება? -ანასტასია -რომ მეზარებოდეს ხოარ გეტყოდი? -ანი -აუ ხო კარგი წავიდეთ -ანასტასია -წამო -ანი -მაა , ეზოში მივდივარ სარბენად -ანასტასია -კარგი წადი -გიორგი -დედა რომ მოვა უთხარი რომ ცოტა შემაგვიანდება -ანასტასია -კარგი -გიორგი -სადმე მიდიხარ ? -ანი -კი მივდივარ -ანასტასია -სად მიდიხარ ? -ანი -არა ისეთი არაფერი -ანასტასია -მიდი თქვი -ანი -ანიი როცა მოვალ აუცილებლად გეტყვი მაგრამ ახლა არა -ანასტასია ანასტასიამ უფრო აუჩქარა სირბილს -ჩვენ ერთად სირბილს არ ვაპირებდით? -ანი -აქ დამელოდე -ანასტასია ანასტასია ზემოთ ავიდა , ზემოთ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობს რომელმაც ყველაფერი იცის ამ სოფელზე და ამ სოფლის მაცხოვრებლებზე , ანასტასიას აინტერესებდა იქნებ რამე ეთქვა მასზე -გამარჯობათ მანანა ბებო -ანასტასია -გამარჯობა ტასო -მანანა -დახმარება მჭირდება -ანასტასია -გისმენ -მანანა -აქ ვინ მომიყვანა? -ანასტასია -დედაშენმა -მანანა -დედაჩემმა? -ანასტასია -ხო ლიამ მოგიყვანა -მანანა -კარგი, სხვა დროს შემოგივლი -ანასტასია -რამე მოხდა? -მანანა -არა , არაფერი -ანასტასია რათქმაუნდა ლიამ მოიყვანა აქ სოფელში , თუმცა მანანამ დაუმალა სიმართლე , გაფრთხილებული იყო ლიასგან და გიორგისგან რომ არაფერი ეთქვა ანასტასიასთვის , ანასტასიამ ყურსასმენები გაიკეთა და სახლისკენ დაიძრა, გზაზე მიდიოდა როცა წინ შავმა ჯიპმა გაუჩერა , მანქანიდან შავებში ჩაცმული კაცი გადმოვიდა , შავი სათვალეებით , ალბათ მძღოლი იყო რადგან უკანა მხარეს წავიდა და კარები გაუღო გოგოს, გოგონა გადმოვიდა მანქანიდან , ძალიან დახვეწილი , შავი კაბით , აწეული თმები , შავი ქუსლიანი ფეხსაცმელები და სხვათაშორის ანასტასიას საოცრად ჰგავდა , თითქოს ტყუპები იყვნენ და ხო მართლაც ასე იყო , გოგონა სასწრაფოდ ჩაეხუტა ანასტასიას -რამდენი ხანი გეძებდი , როგორ მომენატრე -გოგო -გიცნობთ? -ანასტასია -ბოდიშით , მე ნატა ვარ , შენი ტყუპისცალი -ნატა -მოიცა , მოიცათ რაააააააააააა? -ანასტასია -დამაკვირდი , ხომ ხედავ რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს -ნატა -ხო მაგრამ , ადამიანს საშუალოდ 7 ასეთი შეიძლება ჰყავდეს -ანასტასია -ხო მაგრამ , მოკლედ შენ ანასტასია ხო ხარ ? არველაძე? -ნატა -ხო მევარ -ანასტასია -ვიცი ეს წარმოუდგენლად გეჩვენება მაგრამ მე მართლაც შენი და ვარ , დიდხანს გეძებდი და როგორც იქნა გიპოვე , წამო სახლამდე მიგიყვან -ნატა -კარგი -ანასტასია ანასტასია სრულ შოკში იყო , ახლა მას უამრავი კითხვა უჩნდებოდა ,არ იცოდა რომლით დაეწყო , სახლში მივიდნენ , ანი ისევ იქ ელოდებოდა ტასოს , მანქანის ხმა რომ გაიგო სასწრაფოდ წამოხტა, ბარდიულზე იჯდა , ჯერ უყურებდა , მერე თვალებს ახამხამებდა მერე ხელზე იჩქმიტა და როგორც იქნა მიხვდა რომ არ იყო სიზმარში, მანქანიდან გადმოვიდნენ ნატა და ანასტასია -ტასო , დედაშენი მოვიდა სახლშია და გეძებდა -ანი -მართლა? -ანასტასია -ხო , ვუთხარი მაღაზიაში წავიდათქო ,ეს ქალი ვინაა -ანი -სიმართლე გითხრათ მე ზუსტად იმავე ასაკის ვარ რამდენიც ანასტასიაა -ნატა -გასაგებია , ვინაა ეს შეშლილი? -ანი -ჩემი და -ანასტასია -არა მე რო შენი და ვიყავი ეგ ვიცი ჩემო სიფორთხლე , ამ გოგოზე გეუბნები , მოიცა რააააააააააა????? შენი დაა? საიდან??? როგორ?შენ ხომ და არ გყავს? არამგონია ლიას დავიწყებოდა თავისი მეორე ქალიშვილი -ანი -სწორედ ახლა ვაპირებ ამის გარკვევას -ანასტასია -ლია ვინაა? -ნატა -დედაჩემი -ანასტასია -გასაგებია -ნატა გოგონები სახლში შევიდნენ , ლია და გიორგი სამზარეულოში ისხდნენ, ლია თვალებს არ უჯერებდა , არ იცოდა ანასტასიას ტყუპისცალი თუ ჰყავდა თორე ანასტასიას არ აიყვანდა , საერთოდ ტყუპისცალების დაშორება საშინელბაა .ლიამ ხელები პირზე მიიფარა -დედა სალაპარაკო მაქვს -ანასტასია -დიახ, შვილო დარწმუნებული ვარ ახლა ძალიან ძალიან ბევრი კითხვა გიტრიალებს თავში და მგონი დროა სიმართლე იცოდე -ლია -რა სიმართლეს გულისხმობ ? -ანასტასია -ტასო , ნამდვილად არ ვიცოდი ტყუპისცალი თუ გყავდა , ეს რომ მცოდნოდა საერთოდ არ აგიყვანდი უბრალოდ მაშინ ბავშვი ძალიან მინდოდა ,მოდი აქ დაჯექი . დედაშენთან ახლოს ვმეგობრობდი ძალიან ახლოს , მაშინ ორსულად იყო ორივეზე ....ავად იყო , გრძნობდა რაღაც ცუდი მოხდებოდა , მითხრა როცა ბავშვს გააჩენდა წამომეყვანე ჩემთან , ექიმთან შეთანხმებული იყო , მამაშენმა არაფერი იცოდა -ლია -ბიოლოგიურმა? -ანასტასია -ხო -ნატა -გააგრძელე -ანასტასია -მეტი არც არაფერია სათქმელი , ახლა კი შენი გადასაწყვეტია რას იზავ შვილო -ლია -აქამდე ეს რატომ არ მითხარით? -ანასტასია -გვეშინოდა არ დაგვეკარგე -ლია -ახლა რომ დაგკარგოთ უფრო არ გეწყინებათ? -ანასტასია -ხომ შეგიძლია გაგვიგო -ლია -მოდით , დღეს ანასტასიას ჩვენთან წავიყვან , მამას გავაცნობ , იქნებ დღეს ჩვენთან დარჩეს თან შაბათია , მერე კი გადაწყვიტოს როგორ უნდა ცხოვრება, იქნებ საერთოდაც დაბრუნდეს თქვენთან ან ჩვენთან დარჩეს -ნატა -დიახ რათქმაუნდა -ლია -რას იტყვი ? წამოხვალ დღეს შენს ნამდვილ სახლში ? -ანასტასია -წამოვალ ! -ანასტასია ანასტასია ზემოთ ავიდა , ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა , თმები აიწია , სპორტულები გამოიცვალა , ამის ნაცვლად ჯინსის შარვალი და თეთრი ბრეტელებიანი მაიკა ჩაიცვა , თან ჟაკეტი მოიცვა , ფეხზე თეთრი კეტები ჩაიცვა და მოემზადა წასასვლელად -მზად ვარ -ანასტასია -მალე დაბრუნდი -ლია ანასტასიამ მშობლები გადაკოცნა , ანი ძალიან მაგრა ჩაეხუტა -ანი მხოლოდ 1 დღით მივდივარ- ანასტასია -არაუშავს , იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ -ანი -ჩემი გიჟი გოგო -ანასტასია მძღოლმა კარები გაუღო ანასტასიას და მანქანაში ჩასხდნენ, ანასტასია მანქანაში გაშეშებული იჯდა, ცოტა ღელავდა , რომ მივიდოდა რა უნდა ეთქვა , მერე ნატამ მოკიდა ხელი -ნუ ღელავ , საშიში არაფერია -ნატა ანასტასიამ თავი დაუქნია, რამდენიმე საათში თბილიში ჩავიდნენ , ანასტასია აქ პირველად იყო , ქალაქი მისთვის ნამდვილად საუცხოო იყო , ამდენი ხალხი , ხმაური .სახლში მივიდნენ , სახლი უზარმაზარი იყო , თეთრი, ულამაზესი , დიდი აუზით , უამრავი ოთახებით. -თქვენ რა მეღადავებით? -ანასტასია -არა :დ -ნატა -ერთი ოთახი მარტო ჩემი სახლის ხელაა -ანასტასია -როგორც ჩანს მოგეწონა -ნატა -რათქმაუნდა მომეწონა -ანასტასია -გამარჯობათ ქალბატონო ნატალი , რამეს მიირთმევთ? -თეა (მოსამსახურე) -გმადლობ თეა , გაიცანი ეს ჩემი და ანასტასიაა , სწორედ მასზე გიყვებოდი -ნატა -ესეიგი ეს ისააა -თეა -ხო -ნატა -ერთმანეთს საოცრად გავხართ -თეა -ტასო , ყავას დალევ? თუ ჩაი გირჩევნია ? -ნატა -არა , ყავა იყოს -ანასტასია -თეა , ორი ყავა თუ შეიძლება -ნატა -დიახ , რათქმაუნდა -თეა გოგონები ბაღში დასხდნენ, თეამ ყავა მოუტანა და ლაპარაკი დაიწყეს -ჩემს შესახებ საიდან გაიგე? -ანასტასია -ინტერნეტით -ნატა -უფრო მოკლედ გეთქვა -ანასტასია -ამაზე საუბარი არ მინდა -ნატა ანასტასიამ ჭიქა აიღო და სკამიდან ადგა როცა უკან მდგარი ბიჭი ვერ შენიშნა და შემთხვევით ყავა გადაასხა მაისურზე -სულ გაგიჟდი??????? -ლუკა -ბოდიში ვერ დაგინახე -ანასტასია ნატა სიცილით კვდებოდა -ეს მაიკა დღეს ვიყიდე და უკვე გამიფუჭე -ლუკა -ნუ ღელავ ლაქა მოშორდება -ანასტასია -მოიცა ნატა თუ სკამზე ზის შენ ვინ ხარ? -ლუკა -ლუკა ეს ჩემი ტყუპისცალი დაა ანასტასია -ნატა -გასაგებია -ლუკა ლუკა საშინლად გამწარებული იყო -კარგი რა იყო ასეთი რა გავაკეთე -ანასტასია -ცოტახანში პაემანი მაქვს ჩემს შეყვარებულთან და ყავიანი მაიკით მივიდე? -ლუკა -დიდი ბოდიშით პაემანი რომ ჩაგიშალეთ, სამაგიეროდ ყავის დალევა აღარ მოგიწევთ -ანასტასია -კარგი ახლა შენც რა უცებ ბრაზდები -ნატა -შენ დილას არ იყავი ტელევიზორში? -ანასტასია -კი ვიყავი -ლუკა -აი თურმე საიდან მეცნობი , მე და ჩემმა დაქალმა კარგად გამოგლანძღეთ იცი? -ანასტასია -ანასტასია , გაჩერდი ახლა -ნატა -გმადლობ ნატა , ნამდვილად შესანიშნავი და გყავს -ლუკა თავი 3 ლუკამ მაიკას ისევ დახედა, დაიჭყანა და მერე სათვალეები გაიკეთა -ანასტასია გაიცანი ეს ლუკაა , ჩვენი მეზობელი ,ასევე ჩემი კლასელი , ლუკა ეს ჩემი ახლადაღმოჩენილი დაა ანასტასია იგივე ტასო -ნატა -სასიამოვნოა -ანასტასია -იგივე რომ არ გითხრა გეწყინება? -ლუკა -შენნაირებისგან არაფერი მწყინს -ანასტასია -ვერც კი ვხვდები სოფლიდან ჩამოსულ გოგონებს , ასეთი დიდი გული რატომ გაქვთ ? -ლუკა -ლუკა გეყოს ახლა -ნატა -დაანებე ხო ხედავ იდიოტია , ამასთან საერთოდ როგორ მეგობრობ? -ანასტასია -ტასო შენც მორჩი მალე მამა მოვა და მოემზადე -ნატა -დარწმუნებული ვარ , დაინახავს თუარა მაშინვე გააგდებს , პრინციპში რაიცი რომ შენი დაა ? ვაბშე არ გგავს ხასიათებით ? ჯიბრიანია -ლუკა -მოკეტე , თორემ მოგაკეტინებ -ანასტასია -ორივე გაჩუმდით , ჯერ არ გაგიცნიათ ერთმანეთი და უკვე ტომი ჯერივით ხართ, რა უტაქტობაა -ნატა -ყავა რომ არ გადაესხა და არ გაველანძღე ეს არ მოხდებოდა -ლუკა -ძალიან გთხოვ , მთლიანად ჯოხს ჩემზე ნუ ტეხავ -ანასტასია -ქალბატონო ნატა , მამათქვენი მოვიდა -თეა -აი სად დაგერხა -ჩუმად ჩასჩურჩულა ლუკამ ანასტასიას -შენ შეყვარებულთან გეჩქარებოდა-ანასტასია -მადლობა რომ შემახსენე , ნატა წავედი და როცა გააგდებენ შემატყობინე -ლუკა -ნახვამდის -ნატა ნატამ ხლეი დაუქნია მერე ანასტასიას ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა -ეეეეეე-ნატა -რა მოხდა? -ანასტასია -სულელო ყავა შენც გადაგისხია მაიკაზე -ნატა -ვაიი -ანასტასია -კაი რამენაირად დამალე , მამაჩემს არ უყვარს როცა სუფთად არ აცვიათ ხალხს -ნატა -გასაგებია -ანასტასია -მოიცა მანამდე მე შევალ -ნატა -კარგი -ანასტასია ნატამ კარებზე დააკაკუნა შემდეგ კი შევიდა , მამას ლევანი ერქვა , ლევანი ძალიან სიმპატიური იყო გასაკვირი არცაა ასეთი ლამაზი შვილები რომ ჰყავს, ძალიან მოსიყვარულე კაცია თუმცა მკაცრი , როცა საქმე სახელს ეხება -გისმენ ჩემო ლამაზო -ლევანი -მამა , სტუმარი მოგიყვანე -ნატა -მე? საინტერესოა , ნუ ალოდინებ შემოუშვი -ლევანი ნატამ ანასტასია შემოიყვანა კაბინეტში , ლევანის თვალები გადმოსცვივდა , თვალებს არ უჯერებდა -ნატა შენ ის ძალიან გგავს -ლევანი გაოცებისგან ლევანი ხმას ვეღარ იღებდა -მამა , ეს ანასტასია , ეს ის გოგონაა დედა წერილებში რომ წერდა -ნატა -მატყუებ , ექიმებმა მითხრეს რომ ის მოკვდა -ლევანი -მამა არ მომკვდარა , ის ახლა შენს წინ დგას -ნატა -იქნებ თვითმარქვიაა , რამდენი გინდა? -ლევანი -მე ფული საერთოდ არ მინდა -ანასტასია -სანამ დეენემის ანალიზს არ გავიკებეთ მანამ არ დავიჯერებ რომ ის ჩემი შვილია , იმედი მაქვს თანახმა ხართ -ლევანი -დიახ ,რათქმაუნდა -ანასტასია ანასტასია კაბინეტიდან გავიდა -მამა ასე მკაცრად რატო მოექეცი? -ნატა -შვილო , იქნება და ჩემი შვილი არ არის? საერთოდაც ხალხი რას იფიქრებს საიდანც მოვიდა? ახლა რატომ გამოჩნდაო? იქნებ საერთოდ შენი და არ არის და უბრალოდ გგავს -ლევანი -ჩემი აზრით ის უფრო გაინტერესებს შენი მეუღლე რას იფიქრებს -ნატა ნატა სასწრაფოდ გავიდა კაბინეტიდან -მე სახლში დავბრუნდები , ეს მართლაც შესანიშნავი სიზმარი იყო -ანასტასია -არა არსად არ წახვალ , დღეს ჩვენთან რჩები და ხო ანალიზებს აუცილებლად გაიკეთებ, ხვალვე -ნატა -ნატა ასე გაბრაზება საჭორო არაა , იქნებ შენი და მართლა არ ვარ -ანასტასია -სულ გაგიჟდი გოგო შენ ? ხო ხედავ ლუკასაც კი თავიდან მე ვეგონე შენ -ნატა -აუუ რავიი რა -ანასტასია -ჩუმად ბოროტი დედინაცვალი მოდის -ნატა -ვინ? -ანასტასია ანასტასიამ უკან გაიხედა , ვიღაც ქალი მოდიოდა , ვიღაც კი არა ის მიდი დედინაცვალი იყო , ანუ მისი ბიოლოგიური მამის მეუღლე , მაღალი , შავი თმებით, შავი თვალებით, გამხდარი , დახვეწილი , მკაცრი , წესრიგის მოყვარული. ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონებს -გამარჯობა ნატალი , ამდეხანს სად იყავი? -ლაურა -ჩემი დის მოსაყვანად -ნატა -სოფელში იყავი? -ლაურა -დიახ -ნატა -სოფლის სუნი მოვიდა, იქნებ გებანავათ ქალბატონო -ლაურა -უკაცრავად მაგრამ ყოველდღე ვბანაობ -ანასტასია -ტასო დამშვიდდი -ნატა -დედაშენივით ეგოისტი ბრძანდებით -ლაურა -სიტყვები შეარჩიე -ანასტასია -დღეს აქ რჩება ? -ლაურა -დიახ , აქ ვრჩები -ანასტასია -მამაშენი კაბინეტშია? -ლაურა -ხო კაბინეტშია -ნატა -ხო კი არა დიახ ! -ლაურა -დავაირა -ანასტასია -ტასო -ნატა -ღირსია, დებილი -ანასტასია ნატას ტელეფონზე დაურეკეს , ლუკა ურეკავდა -გთხოვ გამახარე და მითხარი რომ ანასტასია გააგდეს -ლუკა -ლუკააა -ნატა -ჰაა მართალი ვარ არა? -ლუკა -დღეს რჩება ხვალ ანალიზებს გაიკეთებს -ნატა -რაში აინტერესებს მაგას ჩემი საქმე -ანასტასია -რა უნდა რას ბუტბუტებს ? -ლუკა -რაო შეყვარებულმა გამოგაგდო? -ანასტასია -ჰაჰაჰა გამეცინა -ლუკა -იცინე , სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო ამბობენ -ანასტასია -გაფიცებ , ასეთი სწერვა რატოაა? -ლუკა -ლუკაა , ახლა არ მცალია მერე დაგელაპარაკები -ნატა -პკ -ლუკა -პკ -ნატა ლუკამ ტელეფონი გათიშა -საერთოდ რატო გელაპარაკება? -ანასტასია -ჩემი ძმაკაცია და თან მეზობელი -ნატა -ააააა -ანასტასია -წამო შენს ოთახს განახებ -ნატა -კარგი -ანასტასია ნატამ ტასო მეორე სართულზე აიყვანა , ოთახი მართლაც უზარმაზარი და მდიდრული იყო , ანასტასია თვალებს არ უჯერებდა -დღეს მე ამ ოთახში უნდა დავიძინო? -ანასტასია -ხო და როცა მამაჩემს დავუმტკიცებ რომ მისი შვილი ხარ მერე რამდენი ხანიც გინდა იმდენი ხანი იცხოვრებ , ვიცი დიდი არაფერია მაგრამ ფიქრობ მოთავსდები -ნატა -დიდი არაფერია? ეს ოთახი ჩემს სახლთან შედარებით სასახლეა -ანასტასია -მიხარია თუ მოგეწონა -ნატა -ძალიან ! -ანასტასია -კარგი დაგტოვებ , მოეწყვე , ცოტახანში ეზოში გავისეირნოთ -ნატა -კარგი -ანასტასია ნატა ოთახიდან გავიდა , ანასტასიას ისე მოეწონა ოთახი რომ ვეღარ მოითმინა და ლოგინზე ხტუნვა დაიწყო , ოთახში ლევანი შემოვიდა და სასწრაფოდ დავარდა ლოგინზე -დიახ -ანასტასია -უბრალოდ ხმაური გავიგე და შევამოწმე რა ხდებათქო , როგორც ჩანს აქაურობა მოგწონს -ლევანი -დიახ, მომწონს -ანასტასია ლევანი ოთახიდან გავიდა , ანასტასიამ ამოისუნთქა , ცოტახანში ოთახში ნატა შემოვიდა -ჰე მზად ხარ? -ნატა ნატა სპორტულად იყო გამოწყობილი -რისთვის? -ანასტასია -ვიცი ახლა დილა არ არის მაგრამ დილით ვერ მოვასწარი და საღამოს თუ ვირბენ არაფერი უშავს -ნატა -სპორტულები არ წამომიღია -ანასტასია -წამოდი ჩემსას მოგცემ -ნატა -კარგი რაა -ანასტასია -წამო წამო -ნატა ნატამ ტასოს თავისი სპორტულები მისცა , გოგონები გარეთ გავიდნენ..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.