შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი შეიცვალა


6-01-2017, 20:36
ავტორი რუსო
ნანახია 2 157

მოკლედ მოგითხრობთ ერთი გოგონას ისტორიას ,რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა , ანასტასია 16 წლის , შავგრემანი , ცისფერთვალება , 1,76 სიმაღლე ,აპრეხილი კურნოსა ცხვირი , შევსებული ტუჩები .დიახ ეს გოგონა მართლაც ანგელოზი იყო .ღარიბ ოჯახში გაიზარდა თუმცა ერთი უბედური შემთხვევა რომ არა ასე არ იქნებოდა , ანასტასია მდიდარ ოჯახში დაიბადა , როცა დედა გარდაეცვალა მამამისმა ის მიატოვა და პატარა სოფელში ერთ-ერთ ოჯახს მიაბარა , დღეს ის უკვე 16 წლისაა და ცხოვრების შესახებ მან უფრო მეტი რამ იცის, პატიოსანი , კეთილი , მისი მამობილი და დედობილი ყოველთვის ამაყობდნენ მისით , ანასტასია მეგობრების რაოდენობით არ გამოირჩეოდა , თუმცა ჰყავდა ერთი დაქალი ანი .ანი 16 წლის , ანასტასიაზე 2 თვით დიდი ,ქერა ,ყავისფერითვალება , 1,75 სიმაღლე , სწორი ცხვირი .პატარა სოფელში ცხოვრობდნენ , ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა , ძალიან მეგობრული სოფელი იყო . ანასტასიას დედობილს ლია ერქვა ,მამობილს კი გიორგი .
-ტასო , ძვირფასო გაიღვიძე , სკოლაში გაგვიანდება -ლია
-5 წუთიცც -ანასტასია მეორე მხარეს გადაბრუნდა
-რამდენი 5 წუთი უნდა იძინო ? უკვე 9 ის ნახევარია ძვირფასო -ლია
-ხო კარგი ვდგები დედა -ანასტასია
მართალია ანასტასიამ არ იცის რომ გააშვილეს , ამის თქმას აპირებდნენ თუმცა შეეშინდათ მაშინ გარდატეხის ასაკი ქონდა , პრინციპში ახლა უფრო ეშინიათ მაგრამ ძველ დროს ვეღარ დააბრუნებდნენ , ლიას და გიორგის უშვილობის პრობლემა აქვთ , ბავშვი არ ეყოლათ და ამის გამო იშვილეს ანასტასია .მოფერებით ტასო .ანასტასია როგორც იქნა ადგა , პირი დაიბანა , ჩაიცვა და ქვემოთ ჩამოვიდა
-დიდება შენს გამოჩენას -გიორგი
-მამა , როგორ ხარ? -ანასტასიამ გადაკოცნა მამობილი
-კარგად ჩემო პრინცესავ , შენ? -გიორგი
-მე კარგად მაგრამ ძალიან გთხოვ პრინცესას ნუ მეძახი -ანასტასია
გიორგიმ ერთწამს შეხედა ანასტასიას , მართლაც რომ შესანიშნავი შვილი ჰყავდათ
-მამა ასე რატომ მიყურებ ? -ანასტასია
-ღმერთს ყოველ დილას მადლობას ვუხდი შენი თავი რომ მაჩუქა ,ჩემო პრინცესავვ -გიორგი
გიორგი ანასტასიას ჩაეხუტა
-მამა , კარგი რა :დ -ანასტასია
-მოეშვი ჩემს გოგოს საუზმობა აცადე -ლია
-დღეს ადრე დაბრუნდები სკოლიდან? -გიორგი
-არა , ანიმ მთხოვა სკოლის შემდეგ ერთად გვემეცადინა -ანასტასია
-რათქმაუნდა ძვირფასო -გიორგი
-დედა საუზმობას მოვრჩი წავედი -ანასტასია
-ფრთხილად იარე -ლია
ანასტასიამ ჩანთა აიღო და წავიდა , ანი მის მეზობლად ცხოვრობს . ყოველდღე ერთმანეთს უვლიან და ისე მიდიან სკოლაში , საერთოდ პირიქითაა ანი უვლის ანასტასიას ხოლმე მაგრამ დღეს ანასტასიამ დაასწრო .
-ანიიი -ანასტასია
-მოვდივარრ -ანი
ანიმ დაინახა თუარა ანასტასია მაშინვე გაექანა და მაგრად ჩაეხუტა რამის გაჭყლიტა გოგო .
-კარგი გამიშვი , თორე გავიგუდე :დ -ანასტასია
-იიიიი , როგორ მომენატრე -ანი
-1 დღეა არ გინახივარ -ანასტასია
-მერე რა , მაინც მომენატრე გოჭო :დ -ანი
-ვინაა გოჭი , არ ჩაგარტყა თავში :დ -ანასტასია
-ჰოკაი , რასშვრები მოემზადე გუშინ ტესტისთვის? -ანი
-კი , რათქმაუნდა -ანასტასია
-ცოტა ვღელავ -ანი
-ისეთი არაფერი იქნება -ანასტასია
გოგონები სკოლაში შევიდნენ , ტესტირებაზე ჯგუფურად შედიოდნენ , პირველი ანასტასია შევიდა ვიღაც გოგოსთან ერთად , 11 წელია კლასელები არიან და მისი სახელი არც კი იცის :დ რამდენიმე წუთის შემდეგ ანასტასია გიჟივით გამოვარდა ოთახიდან და ანის შეახტა
-ჩავაბარეეეეე -ანასტასია
-გილოცავვვ -ანი
-რა გჭირს? -ანასტასია
-ვაიმე ტასო , შენ კი ჩააბარე მარა მე რა ხეირი -ანი
-მიდი კაცო შენც ჩააბარებ , ერთად არ ვიმეცადინეთ -ანასტასია
-ადვილები იყო ? -ანი
-აიი გუშინ რაც გავიმეორეთ ზუსტად ეგენი იყო -ანასტასია
-კარგი წავედი , წარმატება მისურვე -ანი
-წარმატებებს გისურვებ -ანასტასია
ანი კაბინეტში შევიდა , ცოტახანში ანასტასიას თავისი ძმაკაცი თორნიკე მიუახლოვდა, არც თორნიკეს ჰყავდა მეგობრები , ასე რომ ვთქვათ სამივენი გიკები იყვნენ , წიგნის ჭიები.
-როგორ ხარ? რა ქენი? -თორნიკე
-ჩავაბარეეეეე -ანასტასია
-გილოცაავ -თორნიკე
-შენ რა ქენი? -ანასტასია
-მეც ჩავაბარე , პირველივე მე შემიყვანეს , ანი შევიდა? -თორნიკე
-კი ახლა იქ არის -ანასტასია
-კარგი სახლში მივდივარ -თორნიკე
-ასე მალე? -ანასტასია
-ხო , ვინც ჩააბარა შეუძლია წავიდესო და სკოლაში აღარაფერი დამრჩენია :დ -თორნიკე
-კარგი მაშინ ორშაბათამდე -ანასტასია
-ორშაბათამდე -თორნიკე
-ვაჰჰ სად არის ამდენი ხანი ? რატო აგვიანებს ? -ანასტასია
ანი სასწრაფოდ გამოვარდა კაბინეტიდან და ჩაეხუტა ანასტასიას
-რა ქენი? ჩააბარე? -ანასტასია
-კიიი -ანი
-გილოცავ , წამო სახლში წავიდეთ , დედაჩემს ფულს გამოვარტევ შოკოლადები ვიყიდოთ და თუგინდა დღეს ჩემთან დარჩი -ანასტასია
-კარგი , მაშინ დედაჩემს დავურეკავ და პირდაპირ შენთან წამოვალ -ანი
-მიდი -ანასტასია
-დედა შეიძლება დღეს ტასოსთან დავრჩე? ხოო, კარგი , ხვალ დილით მოვალ, ხო , მიყვარხარ -ანი
-წავედით? -ანასტასია
-წავედით -ანი
გოგონები სკოლიდან წამოვიდნენ , სახლში მივიდნენ , ლიას ცოტა არ იყოს გაუკვირდა ასე მალე სახლში დაბრუნება
-ბავშვებო ასე მალე? -ლია
-ჩავაბარეთ და გამოგვიშვეს -ანასტასია
-გილოცავთ , მაშინ ამის აღსანიშნავად ტორტს გამოგიცხობთ -ლია
-დედა დღეს ანი ჩვენთან რჩება და ძალიან გთხოვ არ არის საჭირო ტორტი კარგი? ფული სხვა რამეში გამოგვადგება , მიყვარხარ -ანასტასია
-კარგი ტასო , მაშინ ზემოთ ადით -ლია
-გოგონამუხერხულ სიტყვაციაში ჩაგვაყენა -გიორგი
-რა ქნას, იცის ფულის ყადრი -ლია
-ძალიან ჭკვიანი გოგოა , კარგი წავედი -გიორგი
-ნახვამდის საყვარელო-ლია
ლიამ აკოცა მეუღლეს და გააცილა , ანასტასია და ანი ზემოთ ოთახში იყვნენ და ტელევიზორს უყურებდნენ , უკვე მოსაღამოვდა...გოგონები დასაძინებლად მოემზადნენ
-ტასოო , მოდი გინდა შენი ბავშვობის სურათები დავათვარიელოთ -ანი
-ვაიმეე კიი :დ -ანასტასია
-მიდი მოიტანე -ანი
-იცი ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვხსნი ამ ყუთს -ანასტასია
-სერიოზულად? შენი ბავშვობის ფოტოები ნანახი არ გაქვს? -ანი
-არა , მოდი გავხსნათ ძალიან მაინტერესებს -ანასტასია
ანასტასიამ უზარმაზარი ყუთი შემოიტანა ოთახში , ყავისფერი იყო , დამტვერილი , ეტყობოდა რომ დიდია ხანია არავის გაუხსნია, ობობის ქსელები მოედო, ანიმ ტილო მიაწოდა და გადაწმინდეს , ძალიან კარგად იყო ჩაკეტილი გოგონებმა ძლივს გახსნენ
-იქნებ არ ღირს გახსნა -ანი
-ვითომ რატომ? -ანასტასია
-ხომ ხედავ საიმედოდ არის ჩაკეტილი -ანი
-ოო კარგი რა , აუცილებლად უნდა ვნახო -ანასტასია
-დედაშენი ხომ არ გვეჩხუბება? -ანი
-რა სისულელა -ანასტასია
ანასტასიამ ყუთი გახსნა , შიგნით პატარა კონვერტი იდო
-ეს რა კორნვერტია? -ანი
-არვიცი მოდი გავხსნათ -ანასტასია
-ოღონდ მერე არ ინანო -ანი
-რა სისულელეებს ბოდავ დღეს, სიცხე ხოარ გაქვს? -ანასტასია
-მიდი გახსენი -ანი
ანასტასიამ კორვენტი გახსნა , ქალის სუნამო ესხა , როგორც ჩანს სუნი დიდხანს შენარჩუნებულა, საოცარი სურნელი დასტრიალებდა , საოცარი. ანასტასიამ კორნვერტი გახსნა
''ჩემს გოგოს დედასგან ''
''მიყვარხარ
ნინოსგან''
-ნინო? -ანი
ანასტასიას გული აუჩქარდა
-ნინო ვინაა? შეიძლება რაღაც შეცდომაა ან ლიას დედას ჰქვია ნინო -ანასტასია
ანასტასიამ სასწრაფოდ კიბეები ჩაირბინა და ლიას დაუძახა
-ლია სალაპარაკო მაქვს -ანასტასია
-ლია? კარგი -ლია
-ნინო ვინ არის? -ანასტასია
ლია აღელდა
-არავინ შვილო საიდან მოიტანე -ლია
-წერილი ვიპოვე -ანასტასია
ანასტასიამ წერილი გაუწოდა ლიას
-შვილო , დედაჩემს ერქვა ნინო -ლია
-დარწმუნებული ხარ? რაღაც ხმა გიკანკალებს -ანასტასია
-მ..მე ხო დარწმუნებული ვარ -ლია
-კარგი ანი წამოდი ზემოთ ავიდეთ -ანასტასია
-ასე რატომ ელაპარაკე? შეაშინე ქალი -ანი
-დარწმუნებული ვარ , რაღაცას მიმალავს და მე ასე ამას არ დავტოვებ -ანასტასია
-იქნება და მართლა დედამის ერქვა ნინო -ანი
-ხომ მაგრამ ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევიან , ლიაც და გიორგიც -ანასტასია
-აქამდე მათ დედას და მამას ეძახდი -ანი
-ხო მაგრამ არვიცი, ჩემი ქვეცნობიერი ამის საშვალებას არ მაძლევს , იქნებ საერთოდაც ნაშვილები ვარ -ანასტასია
-რეებს ბოდავ , მგონი დროა დაიძინო -ანი
-------------------------------------------------------------
როგორია? იმედი მაქვს მოგეწონათ , ღირს გაგრძელება?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent