შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი საიტი


3-09-2017, 22:28
ავტორი ელე♥
ნანახია 2 849

საიტის ერთგული ახალი თუ ძველი ნაწილები შევიკრიბეთ რათა ვისაუბროთ საიტზე რომელმაც თითოეულ ჩვენთაგანში ძალიან ბევრი რამ შეცვალა და დღესაც ცვლის.ბოდიშს გიხდით იმ ადამიანებს ვინც დღეს ვერ ჩაერთო ჩვენს იმ სიურპრიზში რომელიც ისევ ჩვენ გაგვითბობს გულებს,მე გპირდებით რომ აუცილებად ექნება ამას მეორე და მესამე ნაწილიც თუ თქვენ ამის სურვილიც გაგიჩნდებათ.
სიყვარულით თქვენი ადმინი,უბრალო მოქალაქე ელე (ნათია ლიჩელი )
მაბედნიერებთ!

საიტის ერთგულ მომხმარებლებს,მწერლებს,ადმინებს დავუსვი კითხვები რომლებიც ბევრჯერ დასმულა და კიდევ ბევრჯერ დაისმება!
1.რა შეგძინა საიტმა?
2.რომ არა ეს საიტი?
ეს ის კითხვებიაა რომლის მოსმენის შემდგომაც ბევრს გული გვიხალისდება და ჩვენს მწერლებს მოტივაცია ემატებათ,იმით რომ ისინი ვიღაცისთივს მნიშვნელოვნები არიან!

Ano23- ანი კილაძე


საიტმა რა შემძინა?! ამ კითხვაზე პირველ რიგში თქვენ ორნი მახსენდებით, მარიკო და შენ, ჩემი კორონა. თქვენ გარდა კიდევ ბევრი ძალიან კარგი, ტკბილი ,თბილი და უკვე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი.. კიდევ ის სითბო და სიყვარული, რომელსაც ძალიან ხშირად ვიღებ საიტის წევრებისან .. საიტი რომ არა?! საიტი რომ არა, ვერასდროს მივხვდებოდი ,რომ თავისუფლად შეიძლება , ინტერნეტით გაცნობილი, თვალით უნახავი ადამიანი, გულთან ძალიან, ძალიან ახლოს მიუშვა და შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადო, ბევრ სხვაზე უფრო შენიანი და ახლობელი. მართლა გულით მიხარია ,რომ 2011 წელს სკლისთვის საჭირო ლექსების ძიებისას საიტზე შემოვედი და მას შემდეგ მისი ხშირი სტუმარიც გავხდი .


ლორელაი-თათა დემეტრაშვილი


უპირველეს ყოვლისა, საიტმა საყვარელი, ნიჭიერი ხალხი შემმატა, თუ შემძინა. ლამაზი ისტორიებით გამიფერადა ყოველდღიურობა. მომცა საშუალება ჩემი ნააზრევი და ჩემი ისტორიები ხალხისთვის გამეცნო. მათი სიყვარული მაჩუქა, მათი თბილი სიტყვების გამო ღირდა ყველაფერი. საიტის მეშვეობით გავიცანი რამდენიმე ისეთი ადამიანი ვინც ცხოვრების ბოლომდე გამყვება დარწმუნებული ვარ. ამის გარდა საკუთარი თავის რწმენა შემმატა და კომპლექსების მოხსნაშიც დამეხმარა.რომ არა საიტი, არ ვიცი ალბათ ისევ ისე გავაგრძელებდი, როგორც ვცხოვრობდი და ეს არ იქნებოდა ტრაგედია, თუმცა კარგია რომ აღმოვაჩინე. ასე ვთქვათ, სულზე მომისწრო. საიტის აღმოჩენის დროს მქონდა რამდენიმე პრობლემა და დეპრესია. საიტმა კი სიახლე შემოიტანა ჩემს ყოველდღიურობაში და გამიხალისა ის მძიმე დღეები. საიტი რომ არა ჩემი მეგობრები იმაზწ ნაკლებნი იქნებოდნენ ვიდრე დღეს არიან, საიტი რომ არა ჩემი გოგოებით არ დაიწყებოდა და დამთავრდებოდა დღე. ამ საიტის დამსახურებაა, რომ მარტო დიდი ხანია აღარ მიგვრძნია თავი.


Lullaby- მარი ნატროშვილი


. საიტმა შემძინა ადამიანები, რომლებიც დღე არ გავა, რომ არ გამაღიმონ. შემძინა ყველაზე ბედნიერი დღეები, სიახლეები და ლამაზი მოგონებები. შემძინა მოტივაცია და თავდაჯერებულობა. შემძინა ორი ადამიანი, რომლებიც მეგობრებად იქცნენ და ჩემი ყოველდღიურობის ნაწილები გახდნენ. 2. რომ არა საიტი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე არ მეცოდინებიდა... რომ არა საიტი, ვიქნებოდი ძალიან უმნიშვნელო საკუთარი თავისთვის. ვერ გავითარდებოდი როგორც მეკალმე, არ შეიქმნებოდა ჩემი ბევრი ისტორია და არ მექნებოდა ყოველდღიური ნორმა პოზიტივი...


ანა მურაჩაშვილი-murachashvili


თითქოს მარტივი კითხვაა საიტმა საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. ნელ-ნელა შემომეპარა და ბოლოს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. ნარკომანივით შევეჩვიე აქ შემოსვლას. შეგიყვარეთ და რა უცნაურიც არ უნდა იყოს ხშირად მენატრებით კიდეც. ვერასოდეს ვიფიქრებდი უცნობი ადამიანების ასე შეყვარება თუ შეიძლებოდა. უზომოდ მიყვარხართ და თქვენზე ასე შეყვარებული და დამოკიდებული, იძულებული ვარ ვიფიქრო და ახალი ისტორიიებით დავბრუნდე აი ესაა ჩემთვის საიტი


Mari zoidze – Marriami


ეს საიტი საერთოდაც უკვე დიდი ხანია ფიგურირებს ჩემს ცხოვრებაში და სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე.თავიდან იშვიათად შემოვდიოდი მერე უკვე ძალიან დამოკიდებული გავხდი.ვეღარ ვშორდებოდი,გამუდმებით ვკითხულობდი რაღაცას და უზომოდ მიხაროდა ამდენი ნიჭიერი ადამიანი ერთად.ვიცი ბევრს აპოვნინა საიტმა თავისი ფარული ნიჭი.შანსი მისცა საკუთარი თავის წარმოჩენის.სხვისთვის წარდგენის.ბევრი დაიხვეწა ძალიან დროთა განმავლობაში.აი მე მაგალითად საიტმა ისეთი ძვირფასი ადამიანები მაპოვნინა.საყვარელი ავტორები.საკუთარი თავიც.ყველაზე გუკწრფელი მგონი ამ ჯგუფში ვარ.ზუსტად იმას ვამბობ რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ.ასე რომ ეს საიტი საერთოდაც არ არის მხოლოდ გასართობი და დროის გასაყვანი.რომ არა ეს საიტი ჩემს ცხოვრებას ერთი "ხაზი" მოაკლდებოდა.ერთი გრძელი ხაზი უზომოდ ბევრ რამეს რომ იტევს დაწარმოდგენა არ მაქვს რითი შევავსებდი ეს საიტი რომ არა


Elene mesxishvili


ამ საიტმა შემმატა საკუთარი თავის რწმენა თითქოს მაპოვნინა ჩემი დაკარგული ნაწილი თითოეული ისტორია კი ჩემს ორგანიზმს ახალი სუფთა სისხლით ავსებს ყოველი მოთხრობა უფრო გულჩვილს მხდის ასე რომ იმდენად გულჩვილი გავხდი ყვლაფერზე გიჟივით მეტირება. ამ საიტის საშვალებით გავიცანი ისეთი ადამიანები რომელთა დავიწყებაც ჩვეულებრივ შეუძლებელია საიტზე მე პირადად ნეგატივის მატარებელი ადამიანი არ შემხვედრია რადგან არ არსებობენ აქ არიან მხოლოდ პოზიტიური ლამაზი და მხიარული ხალხი რომლებიც ჩვენს სიცოცხლეს ალამაზებენ.რომ არა ეს საიტი ალბათ მექნებოდა უფრო მეტი თავისუფალი დრო და ასევე უფრო ნაკლები გათენებლი ღამეები ეს საიტი ნარკოტიკივითაა ხვდები რომ შენზე ცუდად მოქმედებს ჯამრთელობისთვის ცუდია მაგრამ მაინც ვერ ეშვები იმიტომ რომ უბრალოდ არ შგიძლია საიტზე გატარებული თითოეული წამი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს როდესაც სიახლეებს ვხედავ თვალები მიბრწყინდება ჩვეულებრივად შეყვარებული ვარ ტელეფონს როგორცკი ჩავრთავ თითები თავისით წერს საიტის მისამარათს საიტის გარეშე უბრალოდ ვეღარ ვძლებ მოკლედ რომ გითხრათ 4love.ge ჩემი მეორე ნახევარია რომლის გარეშეც სიცოცხლე ჩემთვის უკვე წარმოუდგენლია


Nina))- ნინი ქირია



რა შემმატა საიტმა?...
ბევრი რამ,მაგრამ ყველაზე მთავარი - ოჯახი, ყოველთვის მითქვამს ,რომ ეს საიტი ჩემთვის მეორე ოჯახია,ოჯახი, სადაც ყველა მხარში უდგას ერთმანეთს,არ არსებობს დახმარება ითხოვო და არ დაგეხმარონ.
შემმატა უამრავი თბილი ადამიანი,რომლებიც დღემდე ჩემ გვერდით არიან,ყოველთვის აფრქვევენ სითბოს და დღეებს მიფერადებენ.
სწორედ საიტის დამსახურებაა ის,რომ უფრო დავხვეწე წერის სტილი,მართალია კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და ეს ერთი წელი დიდი პაუზა მქონდა,თუმცა დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ,რადგან რთულია შორს დარჩე ასეთი საიტისგან.
რომ არა საიტი?
არ ვიცი,ალბათ ჩემთვის საძაგელ დღეებს,რომელიც საიტზე წერამ გადამატანინა,ვერ გავუმკლავდებოდი,გავტყდებოდი და ნამსხვრევებად ვიქცეოდი...
ამიტომ უღრმესი მადლობა,გოგაჩკი, ამ არაჩვეულებრივი საიტის შექმნაში,მადლობა შენ,რომ ეს სითბოთი გაჟღენთილი სახლი შექმენი,უამრავი თბილი


მარრ იამი- მარიამ სულიკაშვილი


ძალიან მოკლედ და კონკრეტულად - საიტმა შემძინა ადამიანები, ჩემი ადამიანები! ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი 4ლავიდან... შემდეგ ალბათ უკვე გამოცდილება, უფრო კომუნიკაბელური გავხდი და ძალიან მარტივად, პოზიტივი მოაქვს საიტს.. რომ არა საიტი? არც არაფერი, ვერ ვიტყვი მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ-მეთქი. რომ არა საიტი ისევ ის ვიქნებოდი ვინც ვარ, არც მეტი, არც ნაკლები


Tuka-თუკა ჯიქური


რომ არა ეს საიტი. მე ვიქნებოდი უბრალოდ მე და არავის ეცოდინებოდა ჩემი სახელი. რომ არა ეს საიტი ვერ გავიცნობდი ამდენ შესანიშნავ ადამიანს. რომ არა ეს საიტი ვერ გავიცნობდი ადამიანს რომელიც ჩემი მაშველი რგოლია.. რომელიც მუდამ მზადაა დამეხმაროს ყველანაირად დ გვერდში მედგას. ეს არის საიტი რომელიც ერთ დიდ ოჯახს მაგონებს, სადაც უამრავი ,დიახ უკვე უამრავი ადამიანი ყოველი დილით ვაღებთ მის კარს და ძილის წინ ვკეტავთ. სადაც ყველაფერი ისეა როგორც ოჯახში, არის კამათი,არის გაგება, ურთიერთობა და სიყვარული.. რომ არა ეს საიტი მე ვერასოდეს ვიქნებოდი ისეთი თამამი რომ ჩემი ნაწერები ასე საჯაროდ გამომეფინა...რა მომცა საიტმა? - იმდენი რამ შემიძლია ჩამოვთვალო, რომ ცოტა თავში აზრები მერევა.. საიტმა უამრავი ადამიანი გამაცნო და დამანახვა, როგორც კარგი ასევე უარყოფითი მხრით . საიტმა მომცა საშუალება გამერჩია ცუდი და კარგი, დამენახა ის ვინც ნამდვილად მეგობარია და ის ვინც უბრალოდ თვალთმაქცია. რა მომცა საიტმა? - უამრავი სითბო და სიყვარული სათითაო მკითხველისა. მათი პატივისცემა, მათი მონაწერები კომენტარები. მათი წერილები.. სიყვარული მომცა და ყველაზე ლამაზი და ბედნიერი დღეები..


ჭინკა- LuckyGirl


4ლავის დახმარებით წავიკითხე საოცარი მოთხრობებიი.. ყველა მოთხრობა სხვადასხვა რამეს მასწავლიდა..სხვათაშორის უფრო ემოციური გავხდი ვიდრე ადრე ვიყავი.. მასწავლა ღამეების თენება ^^ (თან გამოცდებისთვის ვემზადებოდი თან ვკითხულობდი ხოლმე) ..გამხადა გიჟი მკითხველი (ყოველ ორწუთში რომ ვამოწმებდი სიახლეებს) მოკლედ ამ საიტის მერე უფრო მეტად ვაფასებ ქართველ მწერლებს .. გამაცნო საოცარი ადამიანები.. რომლებთანაც უძლიერესი მეგობრობა მაკავშირებს და უბედნიერესი ვარ რომ მომეცა შანსი მათი გაცნობის..უბრალოდ ყველა საოცრად თბილი და კარგი აღმოჩნდა .. როცა ჯგუფში გავწევრიანდი ნამდვილად არ მეგონა რომ საიტელებთან ასეთი კარგი ურთიერთობა მექნებოდა ..ყველამ უზომოდ შემაყვარა თავი და ჩემები გახდნენ..
..რომ არა ეს საიტი ვერ წავიკითხავდი იმ მოთხრობებს და წიგნებს რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.. ალბათ კაი ხანი არმეღირსებოდა ქართულად რამის წაკითხვა .. არც ყოველსაღამოს ვითამაშებდი სიმართლე თუ მოქმედებას ჩემს გოგოებთან ერთად .. ვერ გავაღვიძებდი ბოსს ჯოკერის სათამაშოდ :დდ არმექნებოდა შანსი გამეცნო მარი,ლონდა,მაშო,ნუცა,მარგო, ანო,ლინდა, ნენე,სალომე და სხვა ბევრი ..(აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას)
ვერდავაბრალებდი ფრანგებს ყველაფერს ...
ვერ ვიმღერებდი ლონდასთან მარამებთან და მარგოსთან ერთად....
მოკლედ ჩემიცხოვრება არ იქნებოდა ისეთი ხალისიანი როგორიც არის...
და
მაინც
#ყველაფერიფრანგებისბრალია


aNuGi -ანა კეკელია


4love - ეს ის ფერადი სამყაროა, სადაც განსაკუთრებულად კარგად გრძნობს ადამიანი თავს. მე აქ საკუთარი სამყარო შევქმენი, ახალი მეგობრები შევიძინე და სულ სხვანაირად დავიწყე ცხოვრება.
ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე თავისუფალი და ლაღი ადამიანი ვარ, თბილ, მოსიყვარულე მკითხველებს და უნიჭიერეს მწერლებს შორის!
აქ ისეა ყველაფერი, როგორც მსურს რომ ვიყო და არავინ ცდილობს რომ შეგცვალოს.
ბედნიერი ვარ რომ ეს საიტი აღმოვაჩინე და დღეს უკვე მისი ნაწილი ვარ!
2. ეს საიტი რომ არ ყოფილიყო დღეს ასეთი არ ვიქნებოდი, უბრალოდ ჩემი განუყოფელი ნაწილია და ვინ იცის დღეში რამდენჯერ შემოვდივარ.
სულ რომ არაფერი, მაინც ვამოწმებ ხოლმე გამუდმებით. 4love-რომ არა, დღეს არ მექნებოდა ამდენ დადებით და სასიამოვნო ხალხთან ურთიერთობა.


მორი-ელი თეონა შუბითიძე


საიტმა შემმატა მეგობრები
რომ არა ეს საიტი ვერ დავდებდი ჩემ ნაჯღაბნებს,ვერ გავიცნობდი უამრავ თბილ ადამიანს.
მადლობა გოგა თორიას ამ საიტის შექმნისთვის


ღიმილის გოგო


მოკლედ ამ საიტის შესახებ დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ცოტა ხნის წინ შევუერთდი ამ ჯგუფს და სიმართლე გითხრა მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი და დავუმეგობრდი, გავეცანი მათ შემოქმედებას. ჩემი ერთი დიდი მინუსი გამოვასწორე ამ საიტის დახმარებით, ზოგადად კომუნიკაბელური არ ვარ მაგრამ ამ საიტის დახმარებით უკვე იმდენი ადამიანი გავიცანი და ისეთი აქტიური ვარ, რომ თანდათან ვიხსნები ადამიანებთან უთიერთობაში. მოკლედ დიდი მადლობა გოგა ბოსს ამ საიტის შექმნისთვის.რომ არა ეს საიტი არ ვიქნებოდი ასეთი აქტიური, კომუნიკაბელური არ გავხდებოდი და ვერ გავიცნლბდი ამდენ ძალიან თბილ და ტკბილ ადამიანებს


მწარე - სალომე გალეგაშვილი


ამ საიტის შესახებ ღრმა ბავშვობაში გავიგე როცა თავში მიქრიდა მეგონა რომ შეყვარებული ვიყავი და სადეპრესიო სტატუსებს ვეძებდი რეგისტრაციაც არმქონდა გავლილი ისე დავაბოტებდი მერე ჩატის შესახებ გავიგე იქაც ცოტახანია რაცა ჯგუფში ვმოღვაწეობ ალბათ სამი წელი იქნება თავიდან მცხვენოდა ზედმეტად რამის თქმა მერე გავიცანი რამდენიმე ადამიანი და გავიფოფრე მერე იყო ისტორიების კითხვაც სახლიდან გასვლაც კი მეზარებოდა ისე მიყვარდა მერე ისე შევეჩიე საიტს რომ აქაურობის გარეშე აღარ შემეძლო
საიტმა რა შემმატა ? საიტმაა ხალხი შემმატა გამბედაობა მომმატა მერე შემარქვეს მწარე ვცდილობდი სახელი გამემართლლებინა ძალიან ბევრი ხალხი გავიცანი აქ და ნამდვილად ვიცი რომ ეს საიტი რომ არა მე ის ჩვეულებრივი დეპრესიული და უაზრო ცხოვრება მექნებოდა ყოველთვის გოგას მადლობას გადავუხდი ამ საიტის შექმნისთვის ასეთი კარგი ხალხის შეკრებისათვის რომ არა ეს საიტი არიქნებოდა მწარე


margarita loki


სანამ მეგობრებს გავიჩენდი აქ, საიტმა შემმატა გამოცდილება წერის მხრივ,ჩემი ნაშრომების დაფასება და მომიტანა ის ებდნიერება ,რასაც ნაწარმოების სხვისთვის გაზიარება ჰქვია მერე გავიჩინე მეგობრები და სულაც არ ვთვლი რომ ვირტუალური მეგობრობა ყალბი შეიძლება იყოს ...პირიქით უსაზღვროდ შემიყვარდა ეს უნიჭიერესი ხალხი.
რომ არა საიტი ჩემი ნაწერები ისევ ვორდის ფაილში იქნებოდა ან რომელიმე საიტზე გამოქვეყნდებოდა სადაც არავინ წაიკითხავდა


ელე - ნათია ლიჩელი


საიტი? ეს ჩემია ის რის გარეშეც დიდ ხანს არ შემიძლია გაძლება,საიტი რომელშიც გავიცანი ჩემთვის უძვირფასესი ხალხი არ მინდა ჩამოვთვალო ისეთი დამბრადუმბრა ვარ ვიღაც უნდა გამომრჩეს და მერე მომხვდება :დ ჩემთვის ყოველი დღე საიტით იწყება,ყოველ დილას საიტზე თუ ვერ შევდივარ აუცილბლად ვწერ იმ ხალხს ვინც ამ საიტმა შემძინაა,ამასწინათ გავიფიქრე რა იქნებოდა რო არ ყოფილიყო ეს საიტი? საშინლად არ მომეწონა ეს კითხვა რადგან ვერ წარმოვიდგინე თავი თქვენს გარეშე ... აუცილებლად უნდა შევეხო ერთ პიროვნებას მწარეს,მეგრელს მაგრამ მაინც ჩვენ გოგას თორიაას რომლის მადლიერიც ვარ მე და ჩვენ აქ რომ ვართ და ვიცნობთ ერთმანეთს ... გოგამ კარგი გოგოები ჩასვიო ამაზე კარგი გოგოებს სადღა ნახავ მარგალო? ბევრი ვიტლიკინე მარაა ბოლოში მივედიი მიყვარხართ და მაბედნიერებთ


პოეტის ცოლი - ანი ბლიაძე


მოდი, პირველ რიგში იმას ვიტყვი თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება საიტის გარეშე...
ალბათ , მოსაწყენი.
2008 წლიდან ამ საიტზე ვარ , ყოველი დღე მისით იწყება და მთავრდება.. ჰოდა, ძალიან ბედნიერი და სიყვარულით სავსე ვარ როცა აქ შემოვდივარ. ასე რომ ყოველი დღე ცარიელი იქნებოდა 4love-ის გარეშე.
საიტმა ჩემს სამეგობროს ბევრი კარგი ადამიანი შემატა, რომლებსაც ვაფასებ და უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს ცხოვრებაში. ;)) მადლობა გოგას ამ საიტის შექმნისთვის, მადლობა თქვენ ყველას ვისაც გიცნობთ და ჩემს გვერდით ხართ და მადლობა მათ , ვინც საიტის შენარჩუნებაში გვიწყობს ხელს.



№1 სტუმარი იცით რაა

რა ლამაზები ხაართ!.. heart_eyes
პს.ეხ მარგარიტა შენ მაინც რომ არ აჩვენებ სახეს

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

იმედია მეც მოვხვდები ოდესმე :) ♡ ძალიან ლამაზები და კარგები ხართ ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent