შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (1 თავი)


7-11-2017, 16:02
ავტორი niakonia6
ნანახია 10 970

1 თავი
დილით თვალებს ვახელ და თეთრ ჭერს მივშტერებივარ. ნეტა დილით ადრე ადგომა არ მიწევდეს და ჩემ თბილ საწოლში შემეძლოს დარჩენა, მაგრამ არა რათქმაუნდა მაღვიძარას ხმა გაისმა და ჩემი ადგომის დროც დადგა
საწოლზე წამოვჯექი და ტანსაცმლისკენ გადავიხარე. ვდილობდი რაც შეიძლება ნელა ჩამეცვა ტანსაცმელი.
აბაზანაში შევედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი, მაგრამ მაინც მეძინებოდა.
ამდენი ტანჯვის შემდეგ ძლივს მოვწესრიგდი და ჩემი ძმის გაღვიძება დავიწყე სკოლაში რო წავეყვანე, მაგრამ რათქმაუნდა ჩემი ძმა თავის ოთახში არ დამხვდა. ალბათ ძმაკაცებთან რჩება როგორც ყოველთვის.

სახლიდან გავედი გასაღები ავიღე და ავტობუსის ლოდინს შევუდექი.
ზამთარი იყო და ძალიან ციოდა ამიტომ ჩემი სახე ნახევრად კაშნს ჰქონდა დაფარული.
ავტობუსში ვჯდები და ყურსასმენებს ვიკეთებ, ჯერ კიდევ არ გამოვფხიზლებულვარ ნორმალურად. იმედია კლასში ანა გამომაფხიზლებს.
ანა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ალბათ ერთადერთიც.
ძალიან მორცხვი ვარ ახალ გაცნობილ ხალხთან, იმის შემდეგ კი რაც მშობლები გარდაიცვალნენ საერთოდ ხმას არ ვიღებ სკოლაში.
ავტობუსიდან ჩამოვდივარ და სკოლაც გამოჩნდა უკვე, როგორ არ მიყვარდა ეს ადგილი.
კლასში რო შევედი ეგრევე ჩემ ადგილს მივუჯექი ანას გვერდით.
- ნია, როგორც იქნა
ჩვენ ეგრევე ლაპარაკი დავიწყეთ სხვადასხვა სისულელეზე, მის გარეშე ალბათ სულ გავგიჟდებოდი
მე და ანა ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთმანეთს ყველაზე კარგად ვიცნობთ, ანას ერთი საიდუმლო აქვს რომელსაც არ გამიმხელს ასი წელი.. მას ჩემი ძმა მოწონს! ამაზე სულ მეცინება და ვეხუმრები ხოლმე, ის კი ყოველთვის წითლდება.
ჩემი ძმა ჩემზე 4 წლით უფროსია, ის თითქმის სულ გარეთ არი თავის ძმაკაცებთან ერთად, მაგრამ მშობლების ავარიის შემდეგ ყოველთვის ჩემთანაა, არამგონია
ამ 2 ადამიანის გარეშე გადამეტანა ყველაფერი.
დიდად არაფრით გამოვირჩევი, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ რომელსაც კითხვა უყვარს ყველაზე ძალიან. გარეგნობითაც არაფერი განსაკუთრებული ჩვეულებრივი თაფლისფერი თვალები, ღია ყავისფერი ტალღოვანი თმა და წითელი ტუჩები.
ბავშვობიდანვე მორცხვი ვიყავი, რატომ არ ვიცი. ადამიანთან ბოლომდე გახსნა ძალიან მიჭირს, მაგრამ რამოდენიმე ადამიანმა მოახერხა ეს

- შეხედე სახეზე რა უსვია
მეუბნება ანა სიცილით როცა მასწავლებელს ავხედეთ, გული ლამის გამისკდა ლამის ხელსახოცი ამოვიღე ჩანთიდან და მივაწოდე
ამდენი მაკიაჟის წასმა რა უბედურებაა, ან დილით როგორ ასწრებენ ამდენს?
ცხოვრებაში მაკიაჟი არ მკეთებია, მარტო ტუჩზე ვისმევ მარწყვის ბლესკს, გემრიელია და იმიტო! თან ზამთარში როარ დამისკდეს.
აი სახეზე ამდენი უბედურების წასმის აზრს ნაღდად ვერ ვხედავ, უხდებდოდეს მაინც..

ზარი დაირეკა და დერეფანში დავიწყეთ სეირნობა, სკოლაში თითქმის ყველა ვიცოდით, მაგრამ მე რათქმაუნდა ყოველთვის მორცხვი ვიყავი და მარტო ვესალმებოდი ხოლმე ხალხს.
შესვლის ზარი დაირეკა და სხვადასხვა კლასებში ავდიოდით, რუსულის განყოფი გვქონდა და სხვადასხვა ჯგუფებში ვიყავით.
- გოგო შეგიძლია შენი ტელფონი დამიტოვო? ჩემი დამჯდარია და მუსიკების მოსმენა მინდა, თორე მასწავლებელს რა მოუსმენს
თქვა ანამ სიცილით და მეც სიცილით ვუპასუხე
- აი აიღე, მე ბიბლიოთეკაში მივდივარ სკოლის მერე წიგნი უნდა ავიღო და წამოხვალ?
- აუ ვერა, მათემატიკაზე მივდივარ ამის მერე
- ოო კაი მიდი
ანას დავემშვიდობე და გაკვეთილზე ავედი, ყოველთვის მიჭირდა მათემატიკის და ყველაფერში სადაც რიცხვებია მათი სწავლა, მაგრამ უცხო ენებში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი.

გაკვეთილმა ისე ნელა ჩაიარა ლამის მოვკვდი, ვერვიტან იმ დღეებს როცა სხვადასხვა კლასებში ავდივართ, რას ვიზამთ ჩემი გვარი სიის დასაწყისშია ანასი კი ბოლოში.
ანას ტელეფონი გამოვართვი და ბიბლიოთეკაში მივედი. ბიბლიოთეკა ყოველთვის ცარიელი იყო ხოლმე, რამდენიმე ბავშვი თუ დადიოდა სკოლიდან.
ახალი წიგნები ავიღე წასაკითხად და ბარემ მეცადინეობაც გადავწყვიტე, მაგიდასთან დავჯექი და ფიზიკის მეცადინეობა დავიწყე, შემდეგ კი ვერაფერი რო ვერ გავიგე გაბრაზებულმა თავი დავდე მაგიდაზე და წიგნის კითხვა დავიწე....


- გოგონი.. გოგონი
თვალებს ვახელ და ვხედავ როგორ მაღვიძებდა ბიბლიოთეკის ქალი
- 5 წუთიც რა
ვთქვი მძინარემ და გადავბრუნდი
- ბიბლიოთეკას ვკეტავთ უკვე, დამთავრდა სასწავლო საათი მეორე ცვლაც მორჩა უკვე
მის სიტყვებზე ნელნელა გამოფხიზლება დავიწყე.. ვაიმე ...
- ბოდიშით
ვთქვი და მორცხვათ თავი დავხარე, ჩემი ნივთები ჩანთში ჩავალაგე და შენობიდან გამოვიქეცი
უკვე ბნელდებოდა, ამიტომ არ მიყვარს ზამთარი!
უკვე 8 საათია და დაბნელდა..
გარეთ რომ გამოვედი ეგრევე სიცივე ვიგრძენი და კურტკა ბოლომდე შევიკარი.
მეზობელ ქუჩებში ნელნელა დავდიოდი და ჩემი ტელეფონი გავხსენი, 2 გამოტოვებული ზარი ანასგან და 5 სანდროსგან
შესანიშნავია! ჩემი ძმა მომკლავს ალბათ, სახლში 3-ზე უნდა მივსულიყავი.
ქუჩებში სიარული მარტო არასდროს მიყვარდა, თან სიბნელეში, მაგარამ დღეს რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო ჩვენ ქალაქში ცხოვრება ძალიან რთულია, მითუმეტეს ღამე, ისეთი ცუდი და საშიში ხალხი გამოდის. ნაბიჯებს ავუჩქარე და სახლი როცა დავინახე გულზე მომეშვა.
კარი გავაღე და გაბრაზებული სანდროს სახე დავინახე
- ტელეფონს რატო არ იღებ?
- ჩაწეული მქონდა ზარი, ბოდიშიი
ვთქვი და საყვარლად გავუღიმე, მაგრამ მაინც გაბრაზებული სახით მიყურებდა
- შემდეგში ღამის თევით წავიდეთ ბიბლიოთეკაში ყველა ერთად
თქვა მხიარულად ლაშამ და ეგრევე გამეცინა.
ლაშა სანდროს ერთერთი უახლოესი ძმაკაცი იყო, მეც ბავშვობიდან ვიცნობ მას და ახლოს ვარ მასთან, ერთადერთი ბიჭი ჩემი ძმის გარდა ვისთანაც ახლოს ვარ.

უკვე შუაღამე იყო ანასთან ლაპარაკი დავამთავრე და დასაძინებლად ვემზადებოდი როცა შემოსასვლელიდან ხმაური მომესმა. ჩემი ღამის პერანგი აღარ შევიმჩნიე და დაბლა ჩავედი
- სანდრო რა ხდება? მიდიხარ?
სანდროს საშინლად გაბრაზებული სახე ჰქონდა მაგრამ მე რო დამინახა ცოტა დამშვიდდა
- არაფერია ნიაკო, წადი დაიძინე
- სად მიდიხართ?
ვკითხე დაინტერესებულმა მემ, ამჯერად ლაშამ მიპასუხა
- წვეულებაზე მივდივართ, შენ წადი დაიძინე და მოვალთ მალე
თქვა და კარი გაიხურეს
მატყუარები! ნუთუ არ დაიღალენ ყოველ ღამე ამდენი ტყუილით, ამჯერად აღარ ვაპირებდი სახლში ჯდომას.
სასწრაფოდ ჩუსტები გავიხადე და ჩემი ბოტასები ჩავიცვი, ჩემი ძმის ორი ზომით დიდი კურტკა მოვიცვი და ჩუმად გავეკიდე.
ისინი ლევანის მანქანაში ჩაჯდნენ, ლევანიც ერთერთი ძმაკაცი იყო სანდროსი.
ბედი არ გინდა? გვერძე გავიხედე და ცარიელი ტაქსი დავინახე.
სწრაფად ჩავჯექი და ვუთხარი ამ მანქანას გაყევით თქო, ოღონდ ჩუმად. ტაქსისტმა ჩაიცინა და ჩაილაპარაკა თავისთვის
- რას აღარ იზამენ ეს ეჭვიანი შეყვარებულებიო
რამდენიმე წუთის შემდეგ სადღაც ცარიელ ქუჩაზე გაჩერდნენ, მე რაც ხურდები ეყარა სანდროს ჯიბეში ამოვიღე და მოხუცს მივეცი.

ეს რა ადგილია? დანგრეული შენობები, ყველაფერი ნაგვითაა სავსე..
უცებ ხმაური მომესმა, ვხედავ ხალხი როგორ შედის ერთ დანგრეულ შენობაში, ვინმე ამიხსნის რა ჯანდაბა ხდება?
ლამაზად ჩაცმული ქალები და კაცები შედიან შენობაში, სადღაც ესე 20-30 წლის ხალხი.
მეც რაც ძალა მქონდა მოვიკრიბე და შენობაში შესვლა გადავწყვიტე
კარებთან ძალიან დიდი კაცი იდგა, რომელსაც ხელში დიდი სია ეწერა და ყველას უშვებდა
მეც როცა მივუახლოვდი ზევიდან ქვევით ამათვარიელა, ვიცით რომ მიკი მაუსის ღამის პერანგი მაცვია, გთხოვთ ნუ მახსენებთ
- ეს ბავშვი ვისთანაა?
თქვა მან და სიცილით შემომხედა, ძალიან მეშინოდა ამ კაცის.
- შე-შესვლა მინდა
ძლივს ამოვილაპარაკე. მან კი სახე დაასერიოზულა და მკაცრად შემომხედა
- გვარი?
ჩემი გვარის გაგონების შემდეგ სახე ისევ შეეცვალა
- სანდროსთან ხართ?
- დ-დიახ მისი და ვ-ვარ
ძლივს ვლაპარაკობდი, როცა ეს ვუთხარი თავით მანიშნა შედიო, მეც ეგრევე შიგნით შევვარდი და იმედი მაქვს ამ საშიშ კაცს ცხოვრებაში აღარ ვნახავ!

როცა შევედი თავიდან სიბნელე იყო, ძლივს ვხედავდი სად მივდიოდი. შემდეგ კი როცა ხალხს გავყევი სადაც მიდიოდნენ პირი დამრჩა ღია...
ეს დიდი დარბაზი იყო, სადაც შუაში რინგი იყო და ორი ბიჭი ერთმანეთს მუშტებს ურტყამდა, სულ სისხლით იყვნენ ამისვრილი. ამის დანახვაზე ცუდად ლამის გავხდი, გული რო არ წამსვლოდა გვერდით გავიხედე
სანდრო ესეთ ადგილებში დადის? კიმაგრამ, რატო? როგორ უნდა მანიჭებდეს სიამოვნებას ორი ადამიანი რო სცემს ერთმანეთს?
უცებ ხალხმა ყვირილი დაიწყო მეც მაინტერესებდა რა ხდებოდა და რინგს შევხედე, ჩხუბი დამთავრებულიყო. კიდევ კაი.
- და დღევანდელი მეოთხედ ფინალის გამარჯვებულიიი დაუმარცხებელიიი ლეო!!
თქვა მან და იმ ბიჭისკენ გაიშვირა ხელი რომელიც ფეხზე ძლივს დგას, ეს თუ მოგება იყო.
- ახლა კი ბრძოლა რომელსაც 6 თვეა ყველა ველოდით!
თქვა მან და ხალხმა ყვირილი და ტაშის დაკვრა დაიწყეს, ნეტა რა ხდებოდა ეგეთი
- ჩვენი შარშანდელი ჩემპიონი სსააააანდროოოოოო
მან დაიყვირა და შუქები უცებ ერთ ბიჭს მიანათეს... არა... არარსებობს..არმჯერა!!
ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, ძლივს ვიდექი ფეხზე. ეს მესიზმრება ხო? შანსი არაა, ეს... ეს ჩემი ძმაა?

ჩემი უფროსი ძამიკო რომელსაც ცხოვრებაში ჭიანჭველას კი არ მოუკლავს?
არარსებობს...
უცებ ათას რამეზე დავიწყე ფიქრი, კი მაგრამ ეს შესაძლებელია?
საშინლად ვიყავი, ტირილი მინდოდა მაგრამ ამდენ ხალხში ვერ გავბედე. უცებ ძალა მოვიკრიბე და იმ კაცის მოსმენა გავაგრძელე
- შეებრძლოლებააა... დაუმარცხებეელ.. უძლიერეეეს.. ჩვეენს ძველ ჩემპიონს! რომელიიც ერთი წელი დაკარგული იყო! ისს დაბრუნდააა.. დეეემეეტრეეეეე

დარბაზში ისეთი ხმაური ატყდა, ყველა ყვიროდა და ფეხზე იდგა. როცა სინათლე მასზე განათდა მისი სახე არ ჩანდა რადგან მასკა ეკეთა. ის მაისურის გარეშე იდგა..
არ მჯერა ეხლა რასაც ვუყურებ, ჩემი ძმა ბოქსიორია?
სასწრაფოდ ამ ადგილიდან გაქცევა მინდოდა, მაგრამ ამას ვერ ვიზამდი. იქნებ ჩემს ძმას დახმარება სჭირდებოდა?
უნდა დავრჩენილიყავი და ჩხუბისთვის მეყურებინა..



№1 სტუმარი სტუმარი ლილიანა

მაგარია შემდეგს როდის დადებბ

 


№2  offline წევრი niakonia6

სტუმარი ლილიანა
მაგარია შემდეგს როდის დადებბ

ხვალ დავდებ ამ დროს ზუსტად <3

 


№3 სტუმარი ჟირაფი

სასვენ ნიშნებს წესიერად თუ დასვამ, ბევრად უკეთესი იქნება. წარმატებები, გელით.

 


№4  offline წევრი niakonia6

ჟირაფი
სასვენ ნიშნებს წესიერად თუ დასვამ, ბევრად უკეთესი იქნება. წარმატებები, გელით.

მადლობა დიდი <3 გავითვალისწინებ

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

როდისს დადებ ახან თავს საინტერსსოაა

 


№6  offline წევრი niakonia6

ნარჩიტა
როდისს დადებ ახან თავს საინტერსსოაა

მადლობაა <3 ხვალ დავდებ აუცილებლად

 


№7  offline წევრი LSD

Momewona magarm zedmetad achqarebulia ufro metad rom gelaparaka tundac sandros da nias urtiertobaze uketesi ikneboda.cota ufro didi tavi rom kofiliko kai ikneboda magaram araushavss racmtavaria siujeti kargi akvs da imedimakvs ganvitarebac kargi rkneba warmatebebi da gelodebi shemdegi tavit❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

ნია რამდენი წლისაა??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent