წამების სამი წუთი
-გნებდებით! -ჰაერში გაისმა ბიჭის ყრუ ხმა. -გამოდი! -მიაძახეს აშკარად ცუდმა პერსონაჟებმა. გამოვიდა. თოვლივით ქათქათა თეთრი იყო და ტანზეც ასეთივე სუფთა თეთრი ეცვა. ხელში არაფერი ეჭირა. რა გასაკვირია, რომ სცემეს, თუმცა არ მოკლეს. ისინი ფოსტალიონების როლს ასრულებდნენ, დანიშნულ ადგილას კი ცოცხალი უნდა მიეყვანათ. ცხენს მიაბეს და ტყისკენ გააჭენეს. უცნაური მიმართულებით მიქროდნენ, რომც გნდომებოდა, გზას ვერ დაიმახსოვრებდი. შეიძლება ამას შეგნებულად აკეთებდნენ. ერთხელ მარჯვნივ, ორჯერ მარცხნივ, მერე პირდაპირ, ისევ მარჯვნივ, არა, არა... მარცხნივ... ან მარჯვნივ. რა მნიშვნელობა აქვს. ნახევრად მკვდარი ბიჭი თავისი მოდუნებული სხეულით მისრიალებდა მიწაზე. სირბილი აღარ შეეძლო, დაიღალა. თავი ძირს ეგდო და ჩამქვრალი თვალებით ხედავდა მიწას, რომელსაც სრესდა თავისი გაშეშებული სხეულით. ხედავდა ყვავილებს, რომლებსაც ანადგურებდა თავისი ასევე განადგურებული სხეულით. ხედავდა სოკოებს, რომლებსაც მიწიდან ყვავილების სიმაღლეზე აგდებდა თავისი უძლური, დაუმორჩილებელი სხეულით. თვალის მოშორება უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო. თვალის მოძრაობაც სტკიოდა. არც მათი დახუჭვა სურდა, არ უნდოდა გათიშულიყო. როგორც ჩანს, ტკივილმა მოიგო. როცა თვალი გაახილა, მისთის უცხო ადგილას იყო. არასდროს ენახა ასეთი სილამაზე. ირგვლივ, ჰორიზონტის გაყოლებით, არაფერი იყო, საერთოდ არაფერი. მხოლოდ მწვანე ბალახი ბიბინებდა მიწაზე და მხოლოდ ლურჯი ციდან აგდებდა დაღლილ მზერას მზე. ბიჭისთვის ეს უცხო იყო, რაღაც მიუწვდომელი. არასდროს ენახა ასეთი სიცარიელე. წამებში ისინიც გამოჩნდნენ. ალბათ, ამათ უნდა აწამონ საცოდავი ბიჭი. მოკლავენ. დანამდვილებით იცის. სამნი არიან. ორს შავად აცვია, ერთს წითლად. ლამაზი წითელია, სისხლისფერი. "შავები" ოდნავ მოშორებით გაჩერდნენ: ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ. რაღაც ყუთები დადეს მიწაზე. "წითელმა" მკლავები აიწია. ჯიბიდან დანა ამოიღო და ზედმეტად წყნარად ჰკითხა: -რატომ? ბიჭს რომლის სიქათქათე სინათლესაც შეშურდებოდა, სულად ვეღარ უწოდებდი სუფთას ან მშვენიერს, ხმა არ ამოუღია. -კითხვაზე მიპასუხე! -წყნარად გაიმეორა კითხვა -რა კითხვაზე? - კიდევ უფრო წყნარი და გაკვირვებული ტონით ჰკითხა ბიჭმა. -რატომ დანებდი თქო? ასე მარტივად. ამდენი ხანი ტყუილად ბრძოლა გამოგივიდა. -სასაცილოა! -სასაცილოა? მე დამცინი? - იკითხა გაბოროტებული თვალებით "წითელმა" და დანა ხელში აათამაშა. -არა, თუმცა იმსახურებ! - ძლივს იღებდა ხმას ბიჭი. -რატომ თქო? - კითხვას არ ნებდებოდა ბოროტი. -მარტოობის გამო. -უმტკივნეულოდ მიუგო ბიჭმა. -მარტოობის. ნუ დამცინი, პატარა ბიჭო! -სიმართლეა! საყვარელ ადამიანს ვერ ვნახულობ იმის შიშით, რომ შენ და შენიანები გამოჩნდებით. ახლოსაც ვერ მივდივარ. მეშინია, არ გაიგოთ ვინაა და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენოთ. არ შემიძლია გავაზიარო რამე ვინმესთან. დავიღალე. ჩემი მემკვიდრეობა რაც არ უნდა ყოფილიყო, აღარ არის. ცხოვრება წამართვი და მის მაგივრად მუდმივი სირბილი და შიში დამინერგე. არ მინდა. მადლობთ! - უთხრა შეშლილობის ზღვარზე მისულმა ბიჭმა. დუმილმა წუთზე მეტი ვერ გაძლო და "წითელმა" გადაიხარხარა. რა თქმა უნდა, "შავების" გაკვირვებული ღიმილიც არ ყოფილა უადგილო. -მარტოობა, -წყნარად დაიწყო, როცა სიცილს შეელია, -უბრალო მარტოობა. - აქ გაეღიმა და წამში მომაკვდავი სპილოსავით იღრიალა, -უბრალო სულელი გრძნობა? ვინ გგონივარ? შტერი? გინდა დავიჯერო, რომ ადამიანი რომელიც ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება განადგურდეს, ადამიანი რომელის უმოწყალოდ იშორებს მტრებს, ადამიანი რომელიც ეგოიზმის ახალ დონეებს ხსნის, მარტო ყოფნას ვერ გაუმკლავდა? -ძლივს დავარდნილი ტონი ისევ ამაღლდა, -ხომ იცოდი, მოგკლავდით? -ისევ დაწყნარდა, -მაშინ რატომ დაგვნებდი? -... -მიპასუხე! -იყვირა დაუნდობლობამ. -მე გითხარი, რომ დავიღალე. მეტი სალაპარაკო არ მაქვს.- ჯიუტად თქვა ბიჭმა და თვალები დახუჭა. ზღვაზე იყო საყვარელ გოგოსთან ერთად. მალევე გაქრა სილუეტი. -იცი, რომელი საათია, პატარა ბიჭო? -პასუხი არ ყოფილა, -საღამოს 8 საათი ხდება. მე კი სიცოცხლეს შეგინახავ, სანამ მზე ამოვა აღმოსავლეთიდან და სანამ არ გაიგონებ აი, იმ მამლების ყივილს. - თითით "შავების" გვერდზე დადებულ ყუთებზე ანიშნა. ორი ყუთი იყო, თითოში თითო მამალი. მერე ხელი თავზე მოხვია და ყურში ჩასჩურჩლა, -ეგ უხეში ხმა, რომელიც ბოლო იქნება, რასაც გაიგონებ. -თავი მოაშორა მის ყურს და ხელში დანა გადაატრიალა. ყურისმომჭრელი ხმა გაისმა, მაგრამ ბიჭს თვალები ისევ ისე დახუჭული ჰქონდა. -ახლა, მე ავირჩევ შენი სხეულის ნაწილებს, რომლებსაც დავანაკუწებ... თვალები გაახილე. -წყნარად უთხრა. -თვალები გაახილე! -ამჯერად ქუხილივით გავარდა ხმა. -თორემ ამოგაჭრი მაგ დაწყევლილ ქუთუთოებს. ბიჭმა მკვდარი თვალები გაახილა. -ახლა მიყურე. და გაიაზრე, რომ ეს არის დასასრული. მე წავიღებ შენს ყურებს, შენს ტუჩებს, შენს თითებს, მაგრამ მანამდე შენს ფრჩხილებს... დაგანაკუწებ, პატარიდან დიდ ნაწილებს მოგაჭრი, შენს მუდარასაც მოვისმენ და შენს წამების სიმღერებსაც. ნეტავ, იცოდე, რა კარგი მსმენელი შემიძლია ვიყო. ოდნავ მოშორდა და ბიჭის ხმა გაისმა. -თავი ძლიერი და მყარი გგონია, როცა უბრალოდ შეცდომით სწორ ადგილას მოხვედრილი საცოდავი ადამიანი ხარ. ვინ იცის, ღამით რამდენ ცრემლს ღვრი და რამდენი სისულელის გამო. გოგონები რო ტირიან უაზროდ და არაფერზე, ალბათ, მასე ხარ შენც. ძალა მარტო მაშინ გაქვს, როცა მოწინააღმდეგე დაბმული ან მკვდარია. ბრძოლაში რამდენჯერ მოგიქნევია ხმალი, რამდენჯერ გისვრია ტყვია? და რატომ მგონია, რომ არც ისე ბევრჯერ? სისხლის შიში არ გაქვს, ალბათ, ოდნავ კეთილი რომ ყოფილიყავი, იდეალური ექიმი იქნებოდი. დარწმუნებული ვარ, როცა ვერავინ გხედავს, ოცნებობ მფრინავ ცხენზე იასამნისფერი რქით და ყვითელი კაბით. არაუშავს, არაფერია სამარცხვინო, მე მომწონს მასეთი გოგონები. - იღიმოდა ბიჭი. -გაგანადგურებ! -იღრიალა "წითელმა". -საიდან მახსოვს ეგ სიტყვები... გაღიზიანებულმა "წითელმა" ვერ მოითმინა და გაექანა ბიჭისკენ, მაგრამ უეცრად თოფის გასროლის ხმა გაისმა და მან დამფრთხალმა უკან დაიხია. რა ლამაზი ინსტინქტია უკან დახევა. დამფრთხალი მამლების ყივილი მხოლოდ 6 ყურს აღიზიანებდა. ბიჭის თავში ზედმეტი ხვრელი ჩანდა. ცრემლმომდგარი "შავი" თოფით ხელში გაუნძრევლად იდგა. -მამლების ყივილი გავიგონე! -ამოიბურტყუნა და უკიდეგანო ჰორიზონტს დასავლეთით გაუყვა. მზე მხოლოდ ახლა ჩადიოდა. "შავის" ჩრდილი სულ უფრო და უფრო გრძელდებოდა. მზის შუქზე ისიც კი მოეჩვენა "წითელს", თითქოს მისი ამხანაგის შავი ტანსაცმელი თეთრადაც ელავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.