შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 რამ რაც არ უნდა გააკეთოთ დაშორების შემდეგ


11-09-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 378

დაშორება ადვილი გადასატანი არასდროსაა. რთულია იმის გააზრება, რომ გაიღვიძეთ და თქვენს გვერდით არავინაა. ასეთ დროს მთავარია არ დაუშვათ ტიპიური შეცდომები.

1. ტატუ
 
როდესაც ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვს, ყოველთვის ეძებ სიახლეს. ერთ-ერთი ასეთი სიახლე სწორედ ტატუს გაკეთებაა. სხეულის მოხატვა დღეს უკვე მარტივი და იაფია, თუმცა სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით. ტატუ ყველას არ უხდება. გარდა ამისა მას აუციებლად უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. დარწმუნებული ხართ იმაში, რომ საყვარელ მამაკაცზე გაბრაზებული, თქვენთვის შესაბამის ტატუს გაიკეთებთ?
 
2. თმების გადაპარსვა

თუ თქვენ მამაკაცი ხართ, მაშინ ეს კიდევ დასაშვებია, თუმცა იქამდე სანამ თმას გადაიპარსავთ, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ნაცნობ გოგონებს. თუ ისინი თვლიან, რომ თმის გარეშე „ვინ დიზელს“ დაემსგავსებით (უარყოფით კონტექსტში), მაშინ თავი შეიკავეთ მსგავსი ქმედებისგან. თუ გოგონა ბრძანდებით, უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ გადაპარსული თავი, სკინჰედებს, ლესბოსელებსა და მომღერალ შნეიდ ოკონერს უფრო იზიდავთ, ვიდრე პიჯაკებში გამოწყობილ სოლიდურ მამაკაცებს.
 
3. ახალი ურთიერთობის გაბმა
 

„სამი კვირაა სექსი არ მქონია“ – ეს სულაც არ არის ახალი ურთიერთობის წამოწყების მიზეზი, ეს ერთდჯერადი „გარყვნილების“ გასამართლებელი მიზეზია, რომელიც ხშირ შემათხვევაში კი არ გშველით, არამედ ნოსტალგიას აღგიძრავთ ყოფილი ურთიერთობის მიმართ. კარგი იქნება, თუ თქვენს თავს მეტ დროს მისცემთ და მხოლოდ მაშინ გააბამთ ახალ რომანს, როდესაც სრულიად „განიკურნებით“ პოსტ-დაშორების დეპრესიისგან.

4. მოთქმა სოც-ქსელებში

პატარა „ტვიტერ-შეტყობინებებს“, ან „ფეისბუქზე“ ურთიერთობის სტატუსის შეცვლას არაუშავს, მაგრამ თავი შეიკავეთ გრძელი და ემოციური პოსტებისგან, რომელიც „ზუსტად“ გადმოსცემს თქვენს მდგომარეობას. ნუ დაწერთ, რომ მარტოსული ხართ, რომ თქვენი “უკანასკნელი ურთიერთობა, რომელიც რომანი გეგონათ, პატარა მოთხრობა აღმოჩნდა”. ნუ შეაწუხებთ მეგობრებს „დიდი ადამიანების“ ციტატებით სიყვარულის შესახებ. გახსოვდეთ, ზოგიერთ მათგანს მოსწონხართ და შეიძლება გაუხარდა კიდეც, რომ მარტო ხართ, ხოლო თქვენი დეპრესიული მოთქმის შემხედვარზე, დიდი შანსია ურთიერთობის სურვილი საერთოდ გაუიქრეს.
 
5. ყოფილი შეყვარებულის გალანძღვა
 
ჩვენ გვესმის, რომ ის ნაძირალა, სულელი და გარეწარია, რომელმაც ვერ დაგაფასათ, მაგრამ ყველა სხვა ხედავს შემდეგს: თქვენ 3 წლის განმავლობაში ხვდებოდით ასეთ კაცს – თქვენ იდიოტი ხართ. თქვენ მიგატოვეს და ეტყობა ამის მიზეზი ჰქონდათ. არავინ მოისმენს თქვენი დაშრებს მიზეზთა ვრცელ ჩამონათვალს. ადამიანები ყველაფრის მარტივ ახსნას ეძებენ. შედეგად, ყოფილი შეყვარებულის საჯაროდ ლანძღვა, ისევ თქვენთვის იქნება ცუდი. თუ მიგატოვეს და „მისი ლანძღვა“ გეხმარებათ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ, სჯობს ეს ფსიქოთერაპევტის კაბინეტში გააკეთოთ.
 
6. ყველა საჩუქრის თავიდან მოშორება
 
სნეტიმენტალური ღია ბარათები, სურათის ხელნაკეთი ჩარჩო, ერთობლივი ფოტოები სოციალურ ქსელებში – ამ ყველაფრის ადგილი სანაგვეშია. მათი ღირებულება მხოლოდ ემოციურია და ტკივილის პროვოცირებას ახდენს. მაგრამ თავი შეიკავეთ იმ პლანშეტის დამსხვრევისგან, რომელიც ყოფილმა ახალ წელს გაჩუქათ, ან გრავირებიანი საათის უკან დაბრუნებისგან, რომელიც არც ისე იაფი ღირს და საერთოდ არ გირჩევთ ყველაფრის თავიდან მოშორებას, რაშიც „ექსმა“ ფული გადაიხადა. ეს სულიერი სისუსტის ნათელი მაგალითია. შეიძლება მათი გადაყრა, ან უკან დაბრუნება თქვენთვის ღირსების საკითხია, მაგრამ გარეშე თვალისთვის ნამდვილ ცირკს ჰგავს.
 
7. გამოსამშვიდობებელი წერილი
 
დაწერეთ – დაწერეთ წერილი, რაც შეიძლება გრძელი და ამოთქვით ყველაფერი, რაც პირისპირ საუბრისას ვერ უთხარით, მაგრამ არ გააგზავნოთ. შეინახეთ წერილი ელექტრონულ მისამართზე და ნახევარი წლის შემდეგ წაიკითხეთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ – ნახევარი წლის შემდეგ ამ წერილის კითხვისას იფიქრებთ: „ნუთი ასეთი სულელი ვიყავი?“.
 
8. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება

თრობა შეიძლება ერთხელ – განშორების დღეს. შემდეგ კი ალკოჰოლი მის დავიწყებაში კი არა , გახსენებაში უფრო დაგეხმარებათ. ალკოჰოლი სენტიმენტალურს გვხდის და რთული ხდება ემოციების კონტროლი.
 
9. მეგობრების შეწუხება
 
ნუ აიძულებთ თქვენს მეგობრებს, რომ ცხოვრება მოგიწესრიგონ. „შენი კოლეგა გამაცანი“, „გეყოლება ვინმე ნაცნობებში ჩემი შესაფერისი“, „რას მეუბნებოდი გასულ წელს შენი შეყვარებულის ძმაკაცზე?“ და ა.შ. შეიძლება მეგობარმა მხარი აგიბათ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან გამაღიზიანებელია. არავის სურს მაჭანკლობა.

10. ლექსების წერა
 
გახსოვდეთ ყველაზე საშინელი, რაც შეიძლება წარუმატებელმა რომანმა გააკეთოს – თქვენი პოეტად ქცევაა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent