10 რჩევა ახალბედა მწერლებს
1.ნურავის გეგონებათ საკუთარი თავი დიდი შემოქმედი. ერთადერთი დიდი შემოქმედი ღმერთია. 2.ნუ ფიქრობთ, რომ რაიმე ახალს ამბობთ, ყველაფერი ახალი უკვე კარგად დავიწყებული ძველია და ცისქვეშეთში ახალი რომ აღარაფერი ხდება სოლომონმა თქვა დაახლოებით სამი ათასი წლის უკან. 3.პატივისცემით მოიხსენიეთ თქვენი ლიტერატურული დიდი მამა-პაპანი „შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და გალაკტიონი“ და სხვანი და სხვანი. ღმერთს მადლობა უთხარით რომ ისინი თქვენი ნინაპრები იყვნენ. 4.ნუ ითამაშებთ სარკის დიდი პოეტის ან დიდი მწერლის როლს, ვინაიდან, თუ თქვენ, ლიტერატორი, ლიტერატურაში უნიჭო ხართ, რატომ უნდა იყოთ ნიჭიერი როგორც მსახიობი?! 5.თუ ავტორის არ გესმით, ან არ მოგწონთ, ნუ დააკომენტარებთ, გაიარეთ, ვინაიდან, თუ თქვენ ვერ უგებთ ან არ მოგწონთ ავტორის ნაწარმოები, რატომ უნდა მოეწონოს მას თქვენი კომენტარი? ესე იგი, სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობთ. 6.აზრთა სხვადასხვაობის გამო ერთიმეორეს ნუ გალანძღავთ, პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაზე გადადით ცხვირ-პირის დამტვრევამდე, ასე უკეთესად გაარკვევთ, ვინ არის მართალი. 7.ნუ მოახვევთ თქვენს აზრს ავტორს( თუ თვითონ არ გთხოვათ), მას თავისი აზრებიც თავზესაყრელად აქვს. მის ნაწარმოებს მიუდექით მისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.. 8.ბევრი იკითხეთ და ბევრი იფიქრეთ, ბევრი წერეთ, ვინაიდან შრომით მოდის საუკეთესო. მხოლოდ , საზოგადოებას ცოტა მიუგდეთ „საჯიჯგნად“, ამით ნერვებს გაუფრთხილდებით. 9.მაგრამ, თუ უნიჭო გაიძულებთ გენიოსად აღიარებას, იმას კი აუცილებლად „დასცხეთ“, საკუთარი თავი ჭკვიანი რომ არ ეგონოს. 10.და ბოლოს არა გული გითქუმიდეს პროზისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქუმიდეს პოეზიისათვის მოყვასისა შენისა, არცა პუბლიკაციისათვის და არცა ესესათვის მისასა. ციცინო გრატიაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.