შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება!

5-02-2019, 22:21
ავტორი estrellalile
ნანახია 2 396

ახლა იმდენად ემოციების ქვეშ ვარ, არვიცი რას ვაკეთებ აქ, საერთოდ რა მინდა? როგორ არ ვიცი მინდა ეღტი რამ- მშვიდობა ჩემს ოჯახში რომელიც არ მაქვს უკვე წლებია. ძალიან დიდი პრობლემები მაქვს დედასთან და მამასთან.ჩემით ყველანაირად უკმაყოფილონ არიან, არ მოსწონთ ჩემი სწავლა, აღნაგობა, თურმე ბევრს ვჭამ და მხოლოდ ჩემ თაავზე ვფიქრობ. ძალიან მიჭირს მე, ყველაზე სუსტ ადამიანს ამდენის გადატანა. ყველა მე მენდურის, აბსოლიტურად ყველაფფერში. კი შესაძლებელია ზოგიერთ საკითხში მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ ყველაფერში? კი არაფერი მაკლია, დედისერთა ვარ, მაგრამ ეს უკვე დაყვედრებაში გადასდით,რომ მხოლოდ ჩემთვის აკეთებენ, რომ მე "მუცელი გავიძღო" და მოკლედ მე დავაქციე და გაავაუბედურე ოჯახი. სუიციდიც მიცდია, მაგრამ ამაოდ, როგორც ავღნიშნე საკმაოდ სუსტი ვარ. 18ის ვარ და არც მაძლევენ ზოგიერთი რამ მეთვითონ გადავწყვიტო. რა ვქნა? ხანდახან ვფიქრობ გავთხოვდე და იქნებ ამ ჯოჯოხეთიდანაც დავაღწიო თავი თქო, მაგრამ ვიზე? არავინ მე არ მყავს გვერდში ვინც ამომიდგება. არვიცი ხალხო რა დავაშავე საერთოდ. სტატია გამოვაქვეყნო საქმრო მინდა, რომ ოჯახიდან დავაღწიო თავი თქო? თუ თქვენ მოგმართოთ კითხვით "ბავშვებო ვინმე კარგი ბიჭი ხომ არ იცით ვინც დამეხმარება და მიხსნის ამ ჯოჯოხეთიდა თქო?" კი შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე მხოლოდ მეტირება. მიშველეთ გთხოვთ!

№1  offline წევრი გრაფინია

რატომ ამბობ რომ სუსტი ხარ?
ვინ დაგასუსტა?
დარწმუნებული ვარ მშვენიერი გოგო ხარ ორი ხელით,ორი ფეხით და ორი თვალით. ტვინიც გექნება. არაფერი გაკლია იმისთვის რომ ძლიერი იყო,ამიტომ მორჩი გოდებას და საკუთარ თავს შემოუძახე რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებ და არავინ იზრუნებს მაგაზე შენ გარდა.
ამ სამყაროში ერთხელ მოვდივართ და ისიც ვიღაცის პრიკაზებს(თუნდაც მშობლების) უნდა შეწირო?
ორი ყური გაქვს.მათი საუბარი ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გაუშვი.ნუ მიაქცევ ყურადღებას და აკეთე ის რაც გსიამოვნებს.
წესით ახლა უნდა აბარებდე უნივერსიტეტში,მომავალზე იფიქრე.წიგნები იკითხე,იმეცადინე,ფილმებს უყურე,ისეირნე.
ძალიან დებილობაა საჭმელზე აქცენტის გაკეთება,მაგრამ როგორ ფიქრობ მოსუქებული ხომ არ ხარ? ცოტა წაივარჯიშე კიდეც. აი ვარჯიში იცი რამაგარი რამეა?უამრავი ვიდეო და სახლის პირობებში შეძლებ გაკეთებას.ენერგიას დახარჯავ თან დაგამშვიდებს,ფორმაშიც მოხვალ.
ცალკე გადასვლა ცუდი აზრია.ჩვენს ქვეყანაში არაა ისეთი პირობები რომ 18 წლის გოგომ ცალკე იცხოვრო და შენით ირჩინო თავი.მაინც ათასი პრობლემა გექნება და არ მგონია შეგიმსუბუქდეს მდგომარება
რაც შეეხება გათხოვებას ეგ ვაფშე შტერობაა. უფიდესი სიდებილე.თავიდან ამოიგდე და ნუ ეძებ მშველელს.
შენი ტავი შენთვითონ უნდა გაიტანო
დარწმუნებული ვარ შეძლებ
წარმატებები

პ.ს და კიდე იცი რა? ლაღად იფიქრე და სიტუაციას ნუ ამძიმებ. მესმის რომ პრობლემები გაქვს,მაგრამ ძალიან მძიმედ გამოგყავს.შეიძლება მართლა მასე რთულადაა საქმე მაგრამ შენ კიდევ უფრო მუქ ფერებში უყურებ და ეგ შენს ფსიქიკას შეიწირავს.გირჩევნია უფრო ლაღად შეხედო

№2  offline წევრი Kesane_one

მსგავსი პრობლემები დამიჯერე ალბათ ყველას გვაქვს უბრალოდ ასე მგონია ცოტა რთულად უყურებ. ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რომ კარტად ვსწავლობდი მხოლოდ იმიტომ რომ კლაში საუკეთესო ვიყავი სინამდვილეში კი საერთოდ არ ვსწავლობდი უბრალოდ ცოტა დროში ვახერხებდი სწავლას და შემდეგ მავიწყდებოდა ყველაფერი. დაყვედრებას რაც შეეხება ეს ერთგვარი ტაქტიკა მშობლებლების უმეტესობისთვის რომ გასწავლონ და შეგახსენონ იმის დაფასება რაც გაქვს. ბევრჯერ ვყოფილვარ შენს მსგავსად და მშობლებისთვის პირდაოირ მითქვამს რომ მათთან ცხოვრებას მერჩივმა ვინმეს ცოლად გავყოლოდი მაშინ როცა ვფოქრობ რომ არასდროს გავაკეთებ ამას. თუ რამე არ მოგწონს შეარჩიე საუკეთესო დრო და დაელაპარაკე მათ. უთხარი რა გაწუხებს ან რა სურთ მათ შენგან. განსაკუთრებით დედასთან დაამყარე კარგი ურთიერთიბა და დაელაპარაკე მას. ამას თუ მოახერხებ დედა აუცილებლად დაგეხმარება მოგვარდე მამასთან იმიტომ რომ ისინი ელაპარაკებიან ჩვენს შესახებ მამებს და ეუბნევიან ჩვენ პრობლემებზე და მარტივად აგვარებენ მას. შეგიძლია ნახევარ განაკვეთზე იმუშაო . წაიკითხო მეტი ისწავლო. არ იჩხუბო უბრალოდ ყოველთვის ილაპარაკე იმაზე რაც არ მოგწონს ან არ მოწონთ მათ შენში და ეცადე გამოსავალი იპოვო. სუიციდი არ არკს გამოსავალი ეს ყველაზე სუსტი ადამიანის საქციელია რომელსაც არაცრის გაკეთება შეუძლია. ნუ ფიქრობ რომ სუსტი ადამიანი ხარ, ასე უბრალოდ თავი მოსაწ....ბა გამპგდის. შენ თავში იპოვე ძალა გაუმკლავდე პრობლემებს და მათთან გამკლავება დიდ დროს ენერგიას და ძალას მოითხოვს. ეცადე მოაგვარო იბრძოლე იყავი ბედნიერი. იკითხე ბევრი და დამიჯერე ეს დაგეხმარება ისწავლო ბევრი რამ სხვადასხვა ადამიანების მაგალითზდ. უყურე ფილმებს . ისეირნე . გაიჩინე მეგიბრები . ეცადე იყო კონტაქტური. ბედნიერი. გაიღიმე მუდამ. და აქციე შენი ცხოვრება ისეთად როგორიც გინდა რომ იყოს. ყველაფერი გააკეთე ამოსთვის და არასდროს დაივიწყო რომ ვიღაცას შენნაირი ცხოვრება სანატრელი აქვს .

№3  offline წევრი estrellalile

Kesane_one

ki sheidzleba ise chans, rom vamuqeb yvelafers, magram es namdival araa ese. yvelanairad vcdilob rom mat gavugo. gadavdgi pirveli nabiji da gamovtqvi survili psiqologtan cavidet tko. viyavit da turme es qali arc moewonat..”ar yopila propesionali” imitom, rom tqva tvisupleba miecito. ukve amdeni chxubisa da yvirilisgan davnervozdi, emociebs ver vakontroleb, arada wels mnishvnelovani etapi maqvs, tumcaa amashic ar aqvt chemi imedi, darwmunebulebi arian rom chavichrebi... shen madloba rom dro damitme, namdvilad mchirdeba axla ubralod rchevebi da adamianis gverdshi dgoma♥️

L.eli13
ნუ რაგითხრა.სახლიდან რო წახვიდე შეიძლება შარში გაეხვე.რო დაქორწინდე მაშინაც.რო დაელაპარაკო მშობლებს?აუხსენი,ეჩხუბე იქნებ გაიგონ,ან იქნებ რამე მოხდა და შენ არ იცი,მოკლედ გაარკვიე.საერთოდ რატომ დაიწყეს ასე მოქცევა?თუ თავიდანვე ასე იყვნენ.
თუ უფრო გააგრძელეს ზეწოლა მაშინ წადი,ფული შეაგროვე სამუშაო დაიწყე და სახლიც წინასწარ მოძებნე.თუმცა ამის გამო წამოსვლა ან გათხოვება (მითუმეტეს გათხოვება,მომავალზეც უნდა იფიქრო)ძალიან ბავშვური და უაზრობა მეჩვენება,ეს ხომ ზღაპარი და ისტორია არაა არა?
იმისდამიუხედავად რომ უკვე ზრდასრული ხარ,ძალიან საშიშია,თვითონვე ამბობ რომ ძალიან სუსტი ხარ და ამის გამო არამგონია დამოუკიდებლად ცხოვრება და ქმრის ყოლა შეძლო,
შეიძლება შარში გაეხვე.
მეგობარი არ გყავს?
მასთან რო წახვიდე.
ან ბოლობოლო თუ ზედმეტებში გადადიან პოლიციაში დარეკე და ისინი გაარკვევენ და დაგეხმარებიან.
მოკლედ კარგად დაფიქრდი,ცხელ გულზე ნურაფერს გადაწყვეტ,აწონდაწონე და ისე მიიღე გადაწყვეტილება.
(რას იზავ გაგვაგებინე)

ესე ადვილი არაა ადგე და წახვიდე, როდესაც ელემენტარული 1ლიც კი არ მიგდია ჯიბეში. იმას ვერ დავიბრალებ რომ ჩემი მშობლები ჩემზე ძალადობენ თქო, თუმცა ფსიქიკურად მგონია, რომ განადგურებული ვარ...მგონია რომ სხვადასხვა პლანეტიდან ვარ, საერთოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს. ყოველდღე ყვირილი და ჩხუბი. ისე მშურს როდესაც სხვა ბავშვებს თბილი მშობლები ყავთ...უღრმესი მადლობა რჩევისთვის♥️

№4  offline წევრი Kesane_one

როგორც მივხვდი აბიტურიენტი ხარ. მაასიკაკურად ეცადე ბევრი ისწავლო და იმეცადინო. შენი მაქსიმუმი დადე. თუ თავად არ არიან იდეალურრბი შენ იყავი. ეცადე მოერგო. მთელი ცხოვრება მათთან არ მოგიწევს ყოფნა ამიტომ ცოტა გაუძელი. შენი მიზნები დაისახე, ოცნებები და იბრძოლე მათ მისაღწევად. ცხოვრება მარტივი არაა და ყველას რაღაც სახით გვაქვს დაბროკოლება რომლოს გადასალახად ვიბრძვით. შენ აქედან ოსწავლო ბრძოლას და პრობლემებთან გამკლავებას. შეხედე როგორც გამოწვევას ცხოვრებისგან. შენი პირველი მიზანად ბედნიერება დაისახე და მისკენ მიმავალი ყველა გზა მოძებნე. შეიძლება გგონია რომ რაღაცას მარტივად ვამბობ მაგრამ არც მასე არაა. უფრო ჩაუღმავდი და ისეთი ხერხები ცადე რაც ჯერ არ გიცდია. ექსპერიმენტები ატარე და მიაგნებ იმ ხერხს რითაც მოაგვარებ ამ პრობლემას.

№5  offline წევრი estrellalile

გრაფინია
რატომ ამბობ რომ სუსტი ხარ?
ვინ დაგასუსტა?
დარწმუნებული ვარ მშვენიერი გოგო ხარ ორი ხელით,ორი ფეხით და ორი თვალით. ტვინიც გექნება. არაფერი გაკლია იმისთვის რომ ძლიერი იყო,ამიტომ მორჩი გოდებას და საკუთარ თავს შემოუძახე რომ უკეთეს ცხოვრებას იმსახურებ და არავინ იზრუნებს მაგაზე შენ გარდა.
ამ სამყაროში ერთხელ მოვდივართ და ისიც ვიღაცის პრიკაზებს(თუნდაც მშობლების) უნდა შეწირო?
ორი ყური გაქვს.მათი საუბარი ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გაუშვი.ნუ მიაქცევ ყურადღებას და აკეთე ის რაც გსიამოვნებს.
წესით ახლა უნდა აბარებდე უნივერსიტეტში,მომავალზე იფიქრე.წიგნები იკითხე,იმეცადინე,ფილმებს უყურე,ისეირნე.
ძალიან დებილობაა საჭმელზე აქცენტის გაკეთება,მაგრამ როგორ ფიქრობ მოსუქებული ხომ არ ხარ? ცოტა წაივარჯიშე კიდეც. აი ვარჯიში იცი რამაგარი რამეა?უამრავი ვიდეო და სახლის პირობებში შეძლებ გაკეთებას.ენერგიას დახარჯავ თან დაგამშვიდებს,ფორმაშიც მოხვალ.
ცალკე გადასვლა ცუდი აზრია.ჩვენს ქვეყანაში არაა ისეთი პირობები რომ 18 წლის გოგომ ცალკე იცხოვრო და შენით ირჩინო თავი.მაინც ათასი პრობლემა გექნება და არ მგონია შეგიმსუბუქდეს მდგომარება
რაც შეეხება გათხოვებას ეგ ვაფშე შტერობაა. უფიდესი სიდებილე.თავიდან ამოიგდე და ნუ ეძებ მშველელს.
შენი ტავი შენთვითონ უნდა გაიტანო
დარწმუნებული ვარ შეძლებ
წარმატებები

პ.ს და კიდე იცი რა? ლაღად იფიქრე და სიტუაციას ნუ ამძიმებ. მესმის რომ პრობლემები გაქვს,მაგრამ ძალიან მძიმედ გამოგყავს.შეიძლება მართლა მასე რთულადაა საქმე მაგრამ შენ კიდევ უფრო მუქ ფერებში უყურებ და ეგ შენს ფსიქიკას შეიწირავს.გირჩევნია უფრო ლაღად შეხედო

არა გათხოვებას ნამდვილად არ ვაპირებ და არასდროს მიოცნებია მაგაზე.. სამწუხაროდ ბევრჯერ მიცდია რომ აი ყურადღებას არ მივაქცევ თქო მაგრამ უკვე იმდენად ემოციური ვარ რომ ვერ ვაკონტროლებ საკუთარ თავს და არ ვიცი რა ვქნა...მადლობა შენ!

№6 სტუმარი ჯოი

მეც ძალიან ემოციური ვარ და ხშორად მიჭირს ამ ყველაფრის კონტროლო :) როგორც კი მოგეცემა საშუალება მარტო გადადი საცხოვრებლად თუნდაც ვინმე ადამიანთან მეგობართან ერთად იქირავე. როცა ოჯახს მოშორდები ბევრი აზრი შეგეცვლება და ყველაფერს სხვანაირად შეხედა, იმასაც მიხვდები რა არის შენი რეალური პრობლემა და რაც მთავარია საკუთარ თავში არ ჩაიკეტო და ბევრი არ იფიქრო რაიმეზე :) ეს უფრო მეტად დაგასევდიანებს და პრობლემის გადაჭრაშიც ვერ დაგეხმარება :) წარმატებები♡

№7  offline წევრი estrellalile

ჯოი

მაგას აუცილებლად ვიზავ როგორც კი საშუალება მომეცემა! მადლობა♥️

№8  offline წევრი ანა გოგოძე

შეიძლება გაგეცინოს მაგრამ ასეთ დროს უნდა დამშვიდდე დაწყნარდე და უფრო სხვა თვალით შეხედო სიტუაციას არარის ადვილი მეც ვყოფილვარ შენს მდგომარეობაში და მეც იგივეს ვფიქრობდი რასაც შენ. ანუ რა მინდა გირჩიო ცხელ გულზე არ მიიღო არანაირი გადაწყვეტილება გაანალიზე ცოტა სხვა თვალით შეხედე რაიცი იქნებ მერე გაგეცინოს კიდეც... ♥♥♥ ნუ ყოველ შემთხვევაში მე დამეხმარა ხშირად ჩვენი ფიქრები უფრო მეტ ტკივილს გვაყენებენ ვიდრე ადამიანები

და ზოგადად ჩვენ ადამიანები ყოველთვის ვაბუქებთ. შენ ახლა არ ფიქრობ არ მსჯელობ სწორად იქიდან გამომდინარე რომ გაბრაზებული ხარ შენს მშობლებზე. ეცადე რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეჯაჭვო ზუსტად მაგ ფიქრებს რომ ასეთი სუსტი ვარ ასეთი უბედური ვარ რეალურად არახარ ეგრე ცუდ დღეშიც შენ როგორც წარმოგიდგენია მეც ვიყავი სულ რამდენიმე კვირის წინ შენს მდგომარეობაში ანალოგიური პრობლემებით დამიჯერე ეცადე სულ კარგზე იფიქრო და შენს მშობლებსაც გაუგო იქნებ სხვა რამის თქმას ცდილობენ შენთვის და ვერ გებულობ სწორად იმიტომ რომ შენ შენი შეხედულებები გაქვს თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ ეს წარმოდგენა მცდარი არარის.

№9  offline წევრი estrellalile

ანა გოგოძე
შეიძლება გაგეცინოს მაგრამ ასეთ დროს უნდა დამშვიდდე დაწყნარდე და უფრო სხვა თვალით შეხედო სიტუაციას არარის ადვილი მეც ვყოფილვარ შენს მდგომარეობაში და მეც იგივეს ვფიქრობდი რასაც შენ. ანუ რა მინდა გირჩიო ცხელ გულზე არ მიიღო არანაირი გადაწყვეტილება გაანალიზე ცოტა სხვა თვალით შეხედე რაიცი იქნებ მერე გაგეცინოს კიდეც... ♥♥♥ ნუ ყოველ შემთხვევაში მე დამეხმარა ხშირად ჩვენი ფიქრები უფრო მეტ ტკივილს გვაყენებენ ვიდრე ადამიანები

არ შემიძლია არ დაგეთანხმო..მადლობა❤️

№10 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ესეიგი გასაგებია შენი დარდის მიზეზი ვინაიდან ძალიან რთულია ოჯახში შექმნილ ვითარებასთან შეგუება განსაკუთრებით კი თუ ამ ყოველივეში შენ გადანაშაულებენ.პირველ რიგში დაელაპარაკე დედას იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გაგიგებს აუხსენი და შეეცადე გაიგო თუ რას ითხოვს შენგან,ხოლო რისი გამოსწორებაც შესაძლებელი იქნება გამოასწორე.თუ არაფერი გამოსწორდა ნათესავებთან გადადი საცხოვრებლად მაგალითად ბები-ბაბუასთან ან დეიდასთან... მაგრამ არ გათხოვდე იმ ადამიანზე ვინც არ გიყვარს მითუმეტეს სხვადასხვა საიტებზე გაცნობილი. ეს სახუმარო თემა არ არის ისევე როგორც სიუციდი. არ გაბედო თვითმკვლელობა ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი გამოსწორებადია. ცხოვრება ვიცი დაუნდობელია თუმცა მის ტალღას უნდა გავყვეთ და თუსაჭიროა მიმართულებაც შევცვალოთ.იმედია გაითვალისწინებ ჩემ რჩევას.

№11  offline წევრი sometimes

ოჰოო ასეთ პრობლემაში მე ჯერ არ ჩავარდნილვარ მაგრამ ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ,თვითმკვლელობა უბრალოდ არ არის გამოსავალი და მითუმეტეს გატხოვება.წავიკითხე მე ახლა კომენტარები და უბრალოდ ოქროს წევრები ყავს ამ საიტს შენი ჩათვლით დარწმუნებული ვარ კარგი ღნაგობის ხარ და სწავლაც შეგიძლია და ცემი რომელიმე კლასელივით არ ხარ რომ არ შეუძლიათ და ძალით რომ აკეთებენ და ამასაც ცუდად.შეეცადე ყურედრება არ მიაქციო მათაც ობეზრდებათ

№12 სტუმარი გოშა კუცენკო

არა გიჟი ხარ რა უნდა გათხოვდე, 18 წლის ვინ წყვეტს ოჯახში რამეს, მშობლებს კარგი უნდა შენთვის, მეც მასე ვიყავის ზუსტად, ჩემი მეგობარი გათხოვდა და 3 შვილი ყავს თავს იღუპავს, სწავლა განაგრძე უნიში ჩააბარე შენი საყვარელი საქმე იპოვე, თავი არ დაიღუპო 18ს ხარ ჯეეერ ყველაფერი 20 იდან იწყება მიიდი აბა შენიცი გამაგრდი. შენს ასაკში ყველას უნდა სახლიდან გაქცევა და დამოუკიდებლობა მაგრამ ადრეა. უბრალოდ მოითმინე და ჯერ არ გათხოვდე სანამ განათლებას არ მიიღებ!!!!!!!!!

№13 სტუმარი მრჩეველი

საერთოდ წარმოდგენა გაქვს რა არის გათხოვება და რა პრობლემის წინაშე დგები? ამ ნაბიჯს თუ გადადგავ და აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში, როდესაც მოგინდება ოჯახში დაბრუნება და იმ სიტუაციიის ატანა. მაშინ ინანებ შენს ბავშურ საქციელს. გათხოვება გამოსავალი არ არის. ალბათ ბევრ სერიალს უყურებ. თუ სუსტი ხარ ეცადე გახდე ძლიერი, ერთ დღესაც ადექი და შენს მშობლებს შენი სიძლიერე დაანახე, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, არაფრის არ უნდა გეშინოდეს შენს თავს შეახსენე რომ ყველაფრს შეძლებ. ცხოვრება წინ გაქვს და სულელურად ნუ ფიქრობ ამ გათხოვებაზეე...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent