დაბნეულობა
გამარჯობა! თქვენი რჩევა მჭირდება. აბიტურიენტი ვარ და ვგრძნობ, როგორი დილემის წინაშე ვდგავარ. ჩემი ერთი მხარე მეუბნება, რომ იურიდიულზე უნდა ჩავაბარო... სისხლის სამართალს მოვკიდო ხელი. ამაზე ხომ ყოველთვის ვოცნებობდი. თუმცა ასე რამდენიმე თვეა, ეს ოცნება ფერფლად იქცა. კი... ადრეც მსურდა ფსიქოლოგობა, მაგრამ არა ამდენად. რომ ვუფიქრდები, რომ შესაძლოა იურიდიულზე ჩავაბარო და მთელი ცხოვრება ამ კარიერით ვიყო დაკავებული, ვგრძნობ თავს საშინლად. როცა თავს ფსიქოლოგის ამპლუაში წარმოვიდგენ ცხოვრება კვლავ ფერადი მიხდება. საშინლად მიყვარს ადამიანების დახმარება. პრობლემების მოგვარება. ჭაობიდან გაჭირვებული ადამიანების ამოყვანა. თუმცა ერთი რამ მაფიქრებს. ვინც ფსიქოლოგიურზე აბარებს ყველა შემდგომ იმაზე წუწუნებს, რომ პერსპეკტივა საქართველოში არ აქვთ. არ ვიცი რა გავაკეთო.. იქნებ რამე მირჩიოთ? საშინლად არეული ვარ და ეს არ მომწონს. მადლობა ყურადღებისთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.