შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

10 რჩევა ქალბატონებს


8-03-2022, 17:59
ნანახია 1 470

1.ბრძოლა სიყვარულისთვის არ სრულდება ზურგს უკან ნასროლ თაიგულთან ერთად, პირიქით, ქორწინება დიდი ომის დასაწყისია, სადაც შენ წამითაც არ გაქვს თვალის მოხუჭვის უფლება.

2. შენ გაქვს არჩევანი, იყო კარგი ცოლი, რომელსაც პატივს სცემენ, მაგრამ რომელთანაც სწყინდებათ და პერიოდულად ზურგს აქცევენ, იმ იმედით, რომ უკან დაბრუნებულებს, ძებნა არ მოუწევთ ან ძალიან ცუდი გოგო, რომლის გარეშეც წმითაც ვერ სძლებენ.

3.არ დაიჯერო თითქოს სიყვარულს აქვს სხვადასხვა ეტაპი: ქორწინება ქარიშხლებს ბორკილებს ადებს და კალაპოტში აქცევს. თუ ოდესმე ეიფორია გაივლის, თუ ოდესმე იგრძნობ, რომ გული აღარ გიჩქარედება, როცა მისი ნაბიჯების ხმა გესმის, იცოდე, რომ სიყვარული მორჩა, ცხოვრება კი მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ უსიყვარულოდ იცხოვრო.

4.ჯანდაბას აბლაბუდები ოთახის კუთხეებში, დამწვარი პერანგები ან ვახშმის გარეშე დარჩენილი საღამოები, გახსოვდეს შენ რობოტი არ ხარ და ნუ აიძულებ საკუთარ თავს, მოვალეობებმა გაგსრისოს.

5. საკუთარ თავს გაბრაზების უფლება მიეცი, რაღაცები გეწყინება, იქნება იყოს ისეთი ცუდი დროც, გული გეტკინოს, მაგრამ არასოდეს, სანამ გიყვარს, საწოლში ზურგი არ აქციო კაცს, და მით უფრო არავის მისცე უფლება, კედლისკენ გადაბრუნებულმა დაიძინოს.

6.ყველა ნივთმა, რომლის შეძენასაც გადაწყვეტთ, შესაძლოა ფასი დაკარგოს, ყველა ბროლი დაიმსხვრეს, ყველა კედლებს მოეკიდოს ხავსი, ყველა კაბა გადავიდეს მოდიდან, ამიტომ ნუ დახარჯავ ძალისხმევას, მატერიალურ შენაძენზე, ერთადერთი რაც რეალურად გჭირდება და რაც დროის მსვლელობასთან ერთად ფასს მოიმატებს, მოგონებებია. ამიტომ დატკბი ცხოვრებით და ყველა დღე აქციე დღესასწაულად.

7. შენ ღმერთმა საკუთარ ხატად და მსგავსად შეგქმნა, შენ სრულყოფილი ხარ და შეცვლას არ საჭიროებ, ამიტომ არავის და არაფერს მისცე უფლება, შენი სახეცვლილების.

8.ქორწინება ჩემსა და შენს არ სცნობს, შენს ლექსიკონში ეს სიტყვები ჩაანაცვლე სიტყვა „ჩვენით“. გაუზიარე და გაიზიარე სიხარულიცა და ტკივილიც. მაგრამ მაინც დაიტოვე რაღაც შენთვის. იცოდე, ქალს საიდუმლოებები იდუმალს ხდის, იდუმალი ქალები კი არასოდეს ბეზრდებათ, რადგან მასში ყოველთვის შეუძლიათ რაღაც ახლის აღმოჩენა.

9.პერიოდულად მიწაზე ყურებას თავი ანებე და ჰორიზონტს გახედე. გადაამოწმე იქით მიდიხარ თუ არა, სადაც სინათლე გელოდება და თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ გზა აგებნა, არ შეშინდე, ყოევლთვის არსებობს გაკვალული ან გასაკვალი ბილიკები და ყველა უდაბნოს აქვს თავისი ოაზისი.

10. არ არსებობს კაბა, სამკაული თუ პარფიუმერია, რომელსაც ისე შეეძლოს ქალის გალამაზება, როგორც სიყვარულს. ამიტომ გიყვარდეს და ანათე სამყარო.

#ქეთიგაბინაშვილი



№1 სტუმარი სესილი

ვეღარ ვიგებ უკვე რა არის მართალი და რა არა, რა არის ჭეშმარიტი და რა არა.
არსებობს ნამდვილი სიყვარული, თუ არა.
როცა ანთებული თვალებით შემომცქერის და ამ მზერაში მომავალში ვეღარაფერს დავინახავ, გავნადგურდები და იქ მორჩება ყველაფერი.:(
ზოგჯერ ვფიქრობ საერთოდ არ გადავდგა ეს ნაბიჯი და ჩავიხშოთ მეც და მანაც ეს ავადმყოფური სიყვარული. მაგრამ მისი გაშვებაც არ მინდა.
მართლა დამღალა უკვე ამ ყველაფერმა. ხალხის ინტერესიანმა მზერამ, როგორ აინტერესებთ რას გადავწყვეტთ მე და "ის" ერთად.

 


სესილი
ვეღარ ვიგებ უკვე რა არის მართალი და რა არა, რა არის ჭეშმარიტი და რა არა.
არსებობს ნამდვილი სიყვარული, თუ არა.
როცა ანთებული თვალებით შემომცქერის და ამ მზერაში მომავალში ვეღარაფერს დავინახავ, გავნადგურდები და იქ მორჩება ყველაფერი.:(
ზოგჯერ ვფიქრობ საერთოდ არ გადავდგა ეს ნაბიჯი და ჩავიხშოთ მეც და მანაც ეს ავადმყოფური სიყვარული. მაგრამ მისი გაშვებაც არ მინდა.
მართლა დამღალა უკვე ამ ყველაფერმა. ხალხის ინტერესიანმა მზერამ, როგორ აინტერესებთ რას გადავწყვეტთ მე და "ის" ერთად.


ნამდვილი რა არის, ეს მხოლოდ შენ იცის, რადგან სხვა არავის შეუძლია შენი გულის მოსმენა. დაუგდე ყური საკუთარ გულს და მიჰყევი მას. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან სხვები, ხალხის ინტერესის დასაკმაყოფილებლად ხომ არ ცხოვრობ?

მთავარი არც ისაა, როდის მორჩება, მთავარია სანამ არის, მანამდე იყოს ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად. ამიტომ დატკბი ცხოვრებით და გაირთულებ ურთიერთობას ზედმეტი ეჭვითა და კიტხვებით. ბოლო-ბოლო ვერასოდეს გაიგებ სწორი ნაბიჯია თუ არა, თუ მას არ გადადგამ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent