შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემოცია

11-10-2022, 00:52
ავტორი Ni♥♥
ნანახია 9 538

ვერასდროს წარმომედგინა როგორ შეიძლებოდა ადამიანი ყოფილიყო ემოციების გარეშე. მითუმეტეს ისეთი მგრძნობიარე ადამიანი, როგორიც მე ვარ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ არ ვიცი რა მჭირს და რით ვუშველო თავს. პატარაობიდან ყველაფერი ძალიან მარტივად მიმქონდა გულთან, ძალიან მცირედიც მაბედნიერებდა და ადვილადაც ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის მას შემდეგ რაც ბევრი გულის ტკენა გადავიტანე თითქოს ემოციებისგან მთლიანად დავიცალე, ვეღარც სიხარულს გამოვხატავ, ვეღარც ვბრაზდები, არანაირი ემოცია არ მიჩნდება და ეს ძალიან მაწუხებს, არ მომწონს ასეთი ჩემი თავი, ტირილიც კი აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ ზოგჯერ როგორ ძალიან მინდა რომ ვიტირო, რადგან ტირილი ხშირად მშველოდა გულში დაგროვილი ნადებისგან გათავისუფლებაში. არ მინდა რომ ასეთი დავრჩე, მინდა ისევ ისეთი გულჩვილი და ზოგჯერ ბრაზიანი გოგო ვიყო. არ ვიცი ამ პრობლემას რა უშველის არც ის ვიცი ვინმეს თუ გამოუცდია მსგავსი რამ და შეგიძლიათ თუ არა რომ რამე მირჩიოთ, მაგრამ ძალიან მჭირდება ვინმეს დახმარება ჩემთვის კოშმარს გავს ასე უემოციო და არაფრის მომცემი ცხოვრება.

№1 სტუმარი სტუმარი ანი

მეც ზუსტად ასეთ
დგომარეობაშივარ
და როცა ნეგატივივზე არვფიქრობ როცა დადებითად ვამახვილებ ყურადღებას ამწამით ვცხოვრობ მერე მახსენდება ის ბედნიერი გრძნობები დაფიქრდი როგორი მოგწონს შენითავი პიროვნულად და ისეთიიყავი რაც გინდა ისგააკეთე ოღონდ კარგი და რაცგაბედნიერებს , იქნებ ვინმემ დაწეროს კარგირჩევა ♡♡

არასდროს გააკეთო რაც არგინდა არციფიქრო იმაზერაც არგინდა შენიფიქრებია რაც გრძნობებს იწვევს ეცადე ამწამით იცხოვრო ნაკლებად იფიქრო მაგრამ თუ მაინც გეფიქრება მარტო პოზიტივზე

თქვენ აკონტროლებთ თქვენს ემოციებსა და აზრებს - არა პირიქით. თქვენ ქმნით თქვენს ამჟამინდელ რეალობას და აყალიბებთ თქვენს ცხოვრებას. შენს გარდა სხვა არავინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, რაც ნიშნავს, რომ შენ ყოველთვის გექნება უპირატესობა. თუ თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, რითაც არ ხართ ბედნიერი, იმის გაცნობიერება, რომ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების შეცვლა ნებისმიერ დროს, საკმარისი უნდა იყოს დაკარგვის განცდის დასაძლევად.

№2  offline წევრი Ni♥♥

სტუმარი ანი

დიდი მადლობა ❤️

№3 სტუმარი მადლობა

დიახ, გამომიცდია მსგავსი რამ და ალბათ ბევრს სწვევია იგივე განცდა, რასაც იწვევს იმედგაცრუება და გულის ტკენა. არ მინდა მოგატყუო, ნამდვილად არ არის მარტივი ამ ყველაფერს გაუმკლავდე, მით უმეტეს პირველად, მაგრამ შემიძლია გითხრა, რომ დაძლევადია. ტოდესაც ადამიანი ფრუსტრაციას განიცდის, იგი ყველა ემოციისგან იცლება, თითქოს ცარიელდება, მაგრამ შემდეგ თანდათან ისეთი ენერგიით ისევსება, თითქოს თავიდან დაიბადა და ისეთი ძლიერია ეს ძალა, რომ მოინდომოს მთებს გადადგამ. მთავარია ეს გააცნობიერო, რომ ცხოვრება ამით არ მთავრდება, პირიქით წინ უამრავი გამოწვევა და მიზანია, რისი მიღწევაც გაგაბედნიერებს და სიცოცხლის ხალისით აგავსებს. უნდა ირწმუნო საკუთარი თავის, ნიჭების. გაიხსენო შენი ოცნებები, მიდრეკილებები, რა გიყვარს, რა გახარებს. კარგი იქნება თუ ჩამოწერ სამომავლო მიზნებს და გეგმებს. ჯერ უფრო ადვილით და ადვილად მიღწევადით დაიწყე, რადგან გამარჯვებამ მოტივაცია და თვითშეფასება აგიმაღლოს. შემდეგ კი ყოველი შემდეგი მარტივი მოგეჩვენება და კიბეზე ადვილად ახვალ. მიხვდები რომ ბედნიერება შენში უნდა ეძებო და არა სხვაში და შენ გარდა ვერავინ შეძლებს გაგაბედნიეროს, თუ ამას თავად არ მოინდომებ და თითოეული წამით და პატარა სიხარულებით ტკბობას არ დაიწყებ. აი შემდეგ კი მიხვდები, როგორ გაიზარდე, როგორ გაძლიერდი და შეიცვალე პიროვნულად. ეს შეგრძნება იმხელა კმაყოფილების და შინაგანი რწმენის მომტანია, რომ გინდება სულ წინ და წინ იარო და უკან აღარ მოიხედო. მჯერა, შენ ამას შეძლებ, როგორც მე შევძელი, მხოლოდ ცოტაოდენი მონდომება. წარმატებებს გისურვებ პიროვნულ ზრდაში<3

№4 სტუმარი სტუმარი ანი

იპოვე გამოსავალი დიდ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებ

№5  offline წევრი Ni♥♥

მადლობა

ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი რჩევისთვის ❤️ აუცილებლად გავითვალისწინებ

სტუმარი ანი
იპოვე გამოსავალი დიდ სიკეთეს და ბედნიერებას გისურვებ

ძალიან დიდი მადლობა ❤️ შენც ასევე ❤️❤️❤️

№6 სტუმარი სტუმარი ანი

❤️❤️ მადლობა

№7  offline წევრი francesca

მეც ესე ვარდა მკურნალობა დამინისჰნეს

№8 სტუმარი სტუმარი გიორგი

თვითონ ეს სოფელი ძალზედ რთულია ყველასათვის მეტნაკლებად მაგრამ ადრეულ ასაკში ამას ვერ ვხვდებით 18-24_წლის ასაკში თავი დიდები გვგონია არც ვართ პატარები თუმცაღა ვიდრე თვით ადაპტაციას და მტკიცედ სულით ფეხზე დგომას არ ვისწავლით და შევეგუებით მანამდე ცხოვრება გაიტანს ადამიანს ((რამე თუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი)) ყველა ადამიანი ღვთის ნებით იბადება ამავდროულად ყველას თავისი მისია აქვს და ზედმეტი არავინაა აბსოლიტურად ვიზიარებ თქვენს ვითარებას ყველა გავდივართ ამ განსაცდელს ინდივიდუალურად. რადგან ამ სამყაროში მოგვიყვანეს ჩვენი ნების გარეშე, უნდა ვეცადოთ იმედი არ დავკარგოთ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე მათ შორის რთულ პერიოდ(ებ)ს ვინაიდან ხალხის თვალისთვის დაფარულია გეგმები ღვთისა. ხანდახან ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა მძიმე პერიოდი მოდის ეს იმიტომ ხდება რომ ბევრად მეტი მოსალოდნელი აურაცხელი ჩიხიდან იხსნას განგებამ თავისი შვილი... თუ მარტო ხართ გაიცინეთ არც გეღიმებათ? მაშ, აიძულეთ თავი, იმღერეთ დახატეთ წაიკითხეთ დაუთმეთ დრო პოეზიას შემოქმედებას აკეთეთ ის რაც თქვენთვის ღირებულია შექმენით გიყვარდეთ იცხოვრეთ და იყავით ბედნიერი თქვენ თავისუფალი ხართ მჯერა რომ ყველაფერი გამოგივათ.....

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent