შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვიხსნათ სტრესი სუნთქვითი ვარჯიშების დახმარებით


13-04-2015, 20:51
ავტორი goga27
ნანახია 2 689

სტრესზე ფიზიკური, მენტალური და ემოციური რეაქცია გაღიზიანება გახლავთ. როცა რაღაც პრობლემები გვაქვს, გაღიზიანება ერთგვარ მოტივატორადაც შეიძლება იქცეს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მთლიანად მისი გავლენის ქვეშ გვაქცევს, გვირღვევს ძილს, გვფიტავს და გვაავადმყოფებს კიდეც. იოგას სუნთქვითი ვარჯიშები ( რანაიამა) დამშვიდებაში დაგეხმარებათ. ეს ვარჯიშები მედიტაციასაც უწყობს ხელს და გონებასაც გვიწმენდს.

ცნობიერი სუნთქვა

ცნობიერი სუნთქვა თქვენი სუნთქვის გაცნობიერებას გულისხმობს. როცა ადამიანები გაღიზიანებულები არიან და სტრესს განიცდიან, ზედაპირულად სუნთქავენ. წესიერი სუნთქვა ფილტვებისა და დიაფრაგმის გახსნას გულისხმობს და ამ პროცესში მხრები არ უნდა იყოს ჩართული. კომფორტულად დაჯექით და გემრიელად მოეწყვეთ. ერთი ხელი მუცელზე დაიდეთ, მეორე მკერდზე. თვალები დახუჭეთ და წესისამებრ ისუნთქეთ. კონცენტრირდით სუნთქვაზე. ყური დაუგდეთ საკუთარ სუნთქვას, იგრძენით, როგორ ივსება ფილტვები ჰაერით, როგორ ამოდის და ჩადის მკერდი. ყოველ ჩასუნთქვაზე წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს სასიცოცხლო ენერგიით ივსებთ საკუთარ სხეულს და როცა ამოისუნთქავთ, სხეულიდან ყოველგვარ სტრესს და ნეგატიურ ენერგიას განდევნით. საკუთარ სუნთქვაზე ფოკუსირება მინიმუმ ხუთ წუთს მაინც უნდა გრძელდებოდეს.

ბზიკის სუნთქვა

ბზიკის სუნთქვა დამწყებებისთვის შესანიშნავი სავარჯიშოა, რადგან ძალიან ადვილი მისახვედრია, სწორად აკეთებთ თუ არა, თანაც ბზუილის ხმა მანტრასავით გამშვიდებთ. დაჯექით სწორად და კომფორტულად. მხრები მოადუნეთ და მკერდი გახსენით. ჩაისუნთქეთ ნელა, მუცლიდან და ფილტვები ბოლომდე გაავსეთ. სამი წამის განმავლობაში შეიჩერეთ ფილტვებში ჰაერი და მერე ისევ ნელა დაიწყეთ ამოსუნთქვა. თანაც ეცადეთ ბზუილის ხმა გამოსცეთ. ეს ხუთჯერ გაიმეორეთ, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის სამი წამით დაყოვნება არ დაგავიწყდეთ.





სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent