შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვახერხოთ პატიება- თქვენ არ ისჯებით ბრაზის გამო, თქვენ ისჯებით ბრაზით


11-04-2015, 12:00
ავტორი goga27
ნანახია 2 429

სუსტები ვერასოდეს პატიობენ, პატიება ძლიერებს შეუძლიათ მხოლოდ – მაჰათმა განდი

ჩვენ ადამიანები ვართ, დიდი ეგოთი და ბევრი ემოციით. ჩვენ ვბრაზობთ, გვწყინს და გვიჭირს პატიება, იმიტომ რომ გვტკივა. გარდა იმისა, რომ ამაზე უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, ვხარჯავთ ბედნიერების დროსაც და საკუთარ თავში თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. ,,თქვენ არ ისჯებით სიბრაზის გამო, თქვენ ისჯებით საკუთარი სიბრაზით“ – წერდა ერთ დიდი ფსიქოანალიტიკოსი. პატიება ვინმესთან შერიგებას არ ნიშნავს ყოველთვის, პატიება წყენისგან გათავისუფლებაა ხშირად და ვინმეს თქვენი ცხოვრებიდან გაშვება კეთილი სურვილებით და რადგან ჩვენ, ადამიანებს, ეგოსთან გამკლავება არ შეგვიძლია, პირველ რიგში უკეთესი იქნება გავაცნობიეროთ, რომ ვინმესთვის პატიება, ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მას, ვისაც ვპატიობთ, ან საერთოდ ვინმეს მიწაზე თუ ცაში.

იმისთვის რომ აპატიოთ, დამნაშავის ძებნას უნდა მოეშვათ. დამნაშავეები არ არსებობენ, ჩვენ ყველანი ერთნაირად დამნაშავეები და ამავე დროს უდანაშაულოები ვართ. თქვენ ერთნაირად უნდა აპატიოთ სხვასაც და საკუთარ თავსაც. სხვანაირად სულიერი სიმშვიდის მიღწევა შეუძლებელია.

ცუდები და კარგები, მხოლოდ ბავშვობაში ნანახ ანიმაციურ მულტფილმებში არსებობენ, იმიტომ რომ მერე ცუდი და კარგი საქციელის განსხვავება შევძლოთ ერთმანეთისგან. ადამიანები ცუდები და კარგები არ არსებობენ. ყველაშია რაღაც კარგი და რაღაც ცუდი. ისინი ბოროტებად არ იბადებიან, ყველა ვიღებთ ტრავმებს და ყველას ჩვენი ბარგი მოგვაქვს ურთიერთობაში, რომელიც მერე სწორად მოქცევაში გვიშლის ხელს. ამიტომ ეზოთერიკაში ადამიანისთვის მიტევების ერთი ასეთი სავარჯიშოც კია, როცა ვინმეზე ნაწყენი ხარ, ის ადამიანი შენს წარმოსახვაში უნდა დააპატარავო, აქციო პატარა ბავშვად, რომელმაც არაფერი იცის, არ ამოძრავებს არავითარი ქვენა მოტივები, უბრალოდ ვერ ხვდება როგორ უნდა მოიქცეს და ეშლება, იმიტომ რომ ვერ ხვდება, ამით თუ რამეს აშავებს. ასე თუ იფიქრებთ, მისთვის პატიება გაგიადვილდებათ.

თუმცა კიდევ ვიმეორებ, სულაც არ არის სავალდებულო, რომ ამ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს თავზე, ცხოვრება თქვენზე უკეთესი მასწავლებელია და გაუგზავნეთ ის სამყაროს, ჩვენ არ გვაქვს არც იმდენი ძალა, არც იმდენი ენერგია და არც იმდენი გამოცდილება, რომ მისი დახმარება შევძლოთ. ჩათვალეთ, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა თქვენს ცხოვრებაში, რაღაც გასწავლათ და ახლა უნდა წავიდეს. ფროიდი წერდა – თუკი ადამიანს ყველაფერი აპატიეთ, მასთან ყველაფერი დამთავრებულიაო.

დოქტორ ფრედერიკ ლუკსინი, რომელიც ამ საკითხში მსოფლიოს დონის ექსპერტი გახლავთ 4 ნაბიჯს გვთავაზობს, რომელიც წყენისგან და ბრაზისგან გათავისუფლებაში, ადამიანისთვის მიტევებაში დაგეხმარებათ:

1 დახუჭეთ თვალები და 20 წამის განმავლობაში იფიქრეთ ადამიანზე, რომელმაც გაწყენინათ, ან გამოიწვია თქვენში ბრაზი. განიცადეთ ყველა ის ემოცია, რომელსაც იგრძნობთ, ყოველგვარი უარყოფითი ზედაპირზე ამოიტანეთ და დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს. უსმინეთ საკუთარ გულისცემას, სუნთქვას, სხეულის დაძაბულობას დააკვირდით..


2 შემდეგ ეს სურათი გააქრეთ თქვენი გონებიდან და ღრმად და ნელა ისუნთქეთ მუცლით. ფოკუსირება მუცელზე მოახდინეთ, წარმოიდგინეთ რომ ჰაერი მთლიანად მუცელში ჩადის, როცა სუნთქავთ. გაბერეთ მუცელი, როცა ჩაისუნთქავთ და ამოსუნთქვაზე ეცადეთ, რაც შეიძლება შესწიოთ. 5-ჯერ ამოისუნთქეთ და ჩაისუნთქეთ ასე. თუკი ისევ იმ ადამიანისკენ გაგექცევათ ფიქრები, ან რამე სხვაზე, ისევ თქვენი სუნთქვის რიტმზე და თქვენი მუცლის კუნთების მოძრაობებზე ფოკუსირებას შეეცადეთ.


3 შემდეგ უკვე იმ ადამიანებზე იფიქრეთ ვინც გიყვართ, ან ის ადგილები წარმოიდგინეთ რომლებიც ბედნიერებას განიჭებთ, სადაც სიმშვიდე და სილამაზეა. საკუთარ თავს უფლება მიეცით ამ ყველაფრით სიხარული იგრძნოს. და მერე ეს პოზიტიური ემოციები გულამდე მიიყვანეთ. გული პოზიტივით აივსეთ, სასიამოვნო შეგრძნებები დაუბრუნეთ სხეულს, დამშვიდდით.


4 და ბოლოს, ისუნთქეთ და ეცადეთ ეს პოზიტიური შეგრძნება შეინარჩუნოთ. მერე ისევ ის ადამიანი გაიხსენეთ, ვისზეც გაბრაზებული ხართ და პოზიტიური შეგრძნებებით დაიცავით თავი. ეს დაგეხმარებათ სტერული რეაქციების არიდებაში იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც ნაწყენი ან გაბრაზებული ხართ. როცა პოზიტივით აივსებით, იმ ადამიანის უარყოფითი ენერგიის ადგილი თქვენს გულში აღარ დარჩება. თქვენ მისი მონობისგან გათავისუფლდებით. სანამ ვიღაცას შეუძლია ჩვენი ემოციები მართოს, ის გვმართავს ჩვენ და ჩვენ ვართ მისი მონები. თქვენ ამ მონობისგან უნდა გათავისუფლდეთ. არავის უნდა მისცეთ უფლება, დაგირღვიოთ სულიერი სიმშვიდე.


პატიება ერთჯერადი აქტი კი არა, მუდმივი დამოკიდებულებაა, ჩვევაა. ჩვევას კი გამომუშავება სჭირდება. ფსიქოლოგები ქმედების ჩვევაში გადასვლის ვადად 25 დღეს მიიჩნევენ. ასე რომ, თუკი ძალიან გულნატკენი ხართ და ამ სავარჯიშოს 25 დღის განმავლობაში გააკეთებთ, მთლიანად შეცვლით თქვენს მენტალურ და ფიზიკურ რეაქციებს. ისინი ვეღარ მოახერხებენ თქვენზე გავლენის მოხდენას, რადგან თქვენ შეგეძლებათ თქვენი საკუთარი რეაქციების გადაპროგრამება. თქვენ უკვე მისი მონობისგან თავისუფალი იქნებით.

როცა დაკარგული ადამიანების პატიებას ვცდილობთ, იმ ადამიანების ვისთანაც კავშირს ვწვეტთ, ან გვინდა რომ გარდაცვლილ ახლობლებს, წინაპრებს ვაპატიოთ, ჯერ იმის გადაწყვეტა გვიწევს, საერთოდ გვსურს თუ არ აპატიება. ჰოლოკასტიდან გადარჩენილი ელი ვესტიმ მიტევების ყველაზე საფუძვლიან და ღრმა გზას მიაგნო. გზას, საიდანაც უნდა დაიწყოს ყველა პატიება. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვაპატიოთ ღმერთს, სამყაროს და საკუთარ თავს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გულში არსებული წყენისა და ბრაზის სიმძიმისგან გათავისუფლებას.

ელის მთელი ცხოვრება სტანჯავდა შეკითხვა: რატომ ვერ ხედავდა ღმერთი აუშვიცს. ის ვერ იგებდა, როგორ შეეძლო ღმერთს ჰოლოკასტის არსებობა დაეშვა. 50 წლის განმავლობაში ცდილობდა ამ კითხვაზე ეპოვა პასუხი და 50 წლის განმავლობაში იტანჯებოდა, როცა ბოლოს და ბოლოს გონება გაუნათდა: როცა შენ ხედავდი როგორ ტანჯავდნენ შენი ბავშვები ერთმანეთს, შენც ძალიან იტანჯებოდი, არა?

როცა მან ეს გააცნობიერა, მაშინ გაუჩნდა პატიების სურვილიც. საჭიროა გავიაზროთ, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვიტანჯებით, მხოლოდ ჩვენ არ გვტკივა, მხოლოდ სხვები არ არიან დამნაშავენი, ჩვენც ბევრი შეგვეშალა. მანაც აპატია სხვებს, აპატია ღმერთს და აპატია საკუთარ თავს. იგი ღმერთს შეურიგდა.
ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ სული სიღრმეში, დასახიჩრებული და სახეშეცვლილი სუფთა გულის პატარა ბავშვები. ჩვენ ამ ბავშვებს უნდა ვაპატიოთ, რადგან ,,არ იციან რას იქმან“.

ფსიქოლოგები გვიჩევენ, რომ პატიებაში წერაც გვეხმარება. შეგიძლიათ დაწეროთ კიდეც მსგავსი ტიპის წერილი, ან გონებაში წარმოთქვათ: მე — ვპატიობ — ს. მე ვპატიობ — (ის ყველაფერი რაც ჩაიდინა). მე მინდა მას ეს ყველაფერი ვუთხრა: —— მე მას ვუშვებ ჩემი ცხოვრებიდან კეთილი სურვილებით და ვაბარებ სამყაროს მის თავს.

კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს თქვენს პატარას ბავშვობიდან ასწავლით. ჰკითხეთ მას ხომ არ არის ვინმეზე ნაწყენი, ან გაბრაზებული და დაეხმარეთ ამ ტვირთისგან გათავისუფლებაში. შეგიძლიათ ეს ბარათიც შეავსებინოთ.

ჩვენი ცხოვრება ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. სულიერი სიმშვიდის მიღწევა და ბედნიერების განცდა თუ გსურთ, ეს ყველაფერი საკუთარ სულში უნდა ეძიოთ. ყველა პრობლემა შიგნიდან იწყება და ყველა პრობლემა შიგნიდანვე გვარდება. ნელსონ მანდელა წერდა: განაწყენდე ვინმეზე, ეს ნიშნავს დალიო შხამი და თქვენი მტრების მოწამვლის იმედი გქონდეს. ნუ იწამლავთ თავს და ნურც გარშემომყოფებს წამლავთ! აპატიეთ და გაუშვით, იმიტომ კი არა რომ ის ამას იმსახურებს, იმიტომ, რომ თქვენ იმსახურებთ ამას!



№1  offline წევრი marisa

მე მეხმარება გრუშა ძალიან.. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის კარგად ვარ, მეც მაქვს მიდრეკილება დეპრესიისკენ, მაგრამ ამ დროს ვიცი, რაც მშველის.. ზოგჯერ, ძალიან უაზროდ ვბუზღუნებ.. პატიებაც შემიძლია :)) მომეწონა სიახლე ♡♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent