მენატურე ქალი შეურთავს და თურმე სახლში ორგიებს აწყობენ...
ხუთწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ გავეყარე ქმარს, რომელიც დღემდე მიყვარს. ალბათ, იკითხავთ, თუ გიყვარს, რაღას ეყრებოდიო. მარტო ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ნამდვილად არ გავშორდებოდი და ყველაფერს მოვითმენდი, მაგრამ, თვითონ აღარ უნდოდა ჩემთან ცხოვრება. ერთ დღეს დამსვა და მითხრა: კარგი გოგო ხარ, მაგარი ქალი ხარ, გამოგიტყდები, რომ ისევ მიყვარხარ, მაგრამ მე ოჯახის კაცად არ გამოვდგები, რადგან ბოჰემური ცხოვრება მომწონს, შენ კი ამას ვერ გაუძლებო. მე ვთხოვე, ოღონდ შენ გვერდით მამყოფე და ყველაფერს გავუძლებ-მეთქი. კარგიო, მითხრა და მეორე დღიდან ვიღაც საეჭვო ქალებისა და კაცების მოყვანა დაიწყო სახლში (დამავიწყდა, მეთქვა, რომ ჩემი ქმარი მხატვარია) და ამბობდა, ჩემი „ნატურშჩიკები“ არიანო. მერე იწყებდნენ სმას, ხორხოცს, თითქმის მთლიანად შიშვლდებოდნენ და მთელ ბინაში უცერემონიოდ დაბოდიალობდნენ. ერთხელ კი მისი ერთ-ერთი ლოთი სტუმარი ჩემს ოთახში შემოვიდა ტრუსების ამარა, შამპანურის ფუჟერით ხელში და „თავის წრეში“ დამპატიჟა – სწორედ ასე მითხრა: მშვენიერო ქალბატონო, ჩვენს წრეში გეპატიჟებით, წამობრძანდითო. ამას კი ვეღარ გავუძელი, მაშინვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და ჩემს დაქალთან წავედი. ჩემს ქმარს არც კი გაუგია ჩემი წასვლა, არც შემდეგ დღეებში მომიკითხა. ამან საშინლად გამაბრაზა და გაყრაზე შევიტანე განცხადება. დანიშნულ დღეს მობრძანდა და მითხრა, ეს ადრევე უნდა გაგეკეთებინაო. განვქორწინდით და წავიდა. გარეთ თავისი საეჭვო მეგობრებით სავსე მანქანა ელოდებოდა. რამდენიმე თვეში გავიგე, რომ ცოლად თავისი მენატურე ქალი შეურთავს და სახლში, თურმე, ორგიებს აწყობენ. შეიძლება, ეს ჭორი ძალიან გაბუქებული და გაზვიადებულია, მაგრამ, მისი ხასიათიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ასეც რომ იყოს, ნამდვილად არ გამიკვირდება. და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დღემდე მიყვარს, რადგან უამრავი ლამაზი დღე და წუთი მახსოვს მასთან ერთად გატარებული. რომც მთხოვოს, ცოლად, ალბათ, არ გავყვები, მაგრამ, მის საყვარლობაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. ვინ მთავაზობს, თორემ, კი... თაკო, 28 წლის. წყარო: "თბილისელები" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.