გზა,მამაკაცის გულისაკენ...
ქალებს ძალიან აინტერესებთ, თუ როგორ დაიპყრონ მამაკაცთა გულები, მათ კარგად ესმით, რომ უმჯობესია ნაკლები იმსჯელონ და მეტად იმოქმედონ, რათა გაიზარდოს ბედნიერების პოვნის შანსი. მამაკაცები განსხვავებულები არიან, ყველას ვერ ასიამოვნებ. მაგრამ მოსაზრება, რომ სასურველი მამაკაცის მოპოვება მხოლოდ ბედის საქმეა, სიმართლეს არ შეესაბამება. მამაკაცის დაპყრობა ნებისმიერი გზით შეიძლება, მაგრამ ამის ჭკვიანურად გასაკეთებლად ცოდნაა საჭირო, რომლის შეძენაც რთული არ არის, საჭიროა მხოლოდ მოთმინება. პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ, რა გსურთ, რა მიზანი გამოძრავებთ. უბრალოდ ფლირტი გჭირდებათ, სპონსორი, სექსი თუ კონკრეტულ მამაკაცზე გათხოვების სურვილი... ფლირტი თუ პირად ცხოვრებაში პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ რაღაც ან ვიღაც გაკლიათ, ამ არასასიამოვნო გრძნობის მოსაშორებლად საუკეთესო გზაა მოძებნო ახალი შეგრძნებები და თაყვანისმცემელი ფლირტისთვის . თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც ყოველი შეხვედრა პირველ პაემანს დაემსგავსება. როგორ გადავდგათ პირველი ნაბიჯი? გაუღიმეთ მოწონებულ მამაკაცს, შემთხვევით შეეხეთ ხელით, მიაპყარით მომხიბვლელი ხედვა. თუ მამაკაცი ნორმალური და ადეკვატურია, ისიც მსგავსად გიპასუხეთ. მგრძნობიარე შეხედვები, დაუმთავრებელი ფრაზები, ინტრიგა-გჭირდებათ მუდმივად ტონუსში ყოფნისთვის. ასეთ ურთიერთობებში მოსახერხებელია ის, რომ შეგიძლიათ უკან დახევა, თუ მამაკაცი უფრო ახლო კავშირს მოგთხოვთ. ამასთან ფლირტი სხვა მამაკაცებთანაც შეგიძლიათ გქონდეთ. თქვენ უნდა იყოთ კეკლუცი და შექმნათ მიუწვდომელის იერი. დასაწყისში გაივარჯიშეთ ისეთ გარემოში, სადაც თქვენი კეკლუცობა შეუფერებელი ან მოუხერხებელი არ გამოჩნდება. სპონსორი თუ ოლიგარქთან შეხვედრაზე ოცნებობთ, რომელიც უზრუნველად გაცხოვრებთ, გაითვალისწინეთ, რომ ის ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიაში ან სადღაც სოფელში არ შეგხვდებათ. უნდა იცოდეთ, სავსეჯიბიანი ხალხი სად დადის. პირველ რიგში ეს მისი საკუთარი ფირმა, სპორტკლუბი, ავტოსერვისი, დახურული კლუბი, კაზინო, ახლობელთა წვეულებებია. ყველაზე ხელსაყრელი ადგილი მათ დასაპყრობად არის ფლირტის წვეულება. იქ მისვლა უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კაზინოს ან კლუბში, გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ, მამაკაცები მაშინვე ამბობენ, რას გააკეთებენ თქვენთვის. თუ ასეთ წვეულებაზე მოხვდებით, აარჩიეთ სამიზნე, დაიწყეთ ფლირტი, მაგრამ უფრო ღრმად არ შეხვიდეთ. ასეთი წვეულებები კარგია იმით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნაცნობ მამაკაცებს, ისე რომ მათ საწოლში არ აღმოჩნდეთ. თუ სპონსორი დაპყრობას გადაწყვეტთ, გაუკეთეთ მას იგნორირება, იყავით სხვა მამაკაცების გარემოცვაში. მამაკაცებს თავად სურთ დაიპყრონ ქალი, მიეცით მას ამის საშუალება. რადგან მონაპოვარი მას საკმაოდ ძვირი უჯდება, ამიტომ დაგიცავთ როგორც საკუთრებას. მაგრამ არ დაივიწყოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ არავის არავისი არაფერი მართებს. სექსი იმისათვის, რომ იპოვოთ პარტნიორი საწოლისთვის, საკმარისია აგრძნობინოთ პოტენციურ რჩეულს, რომ ის გსურთ. თუ ესიმპატიურებით, ის წინააღმდეგობას არ გაგიწევთ. დაიწყეთ თვალების ჟუჟუნით, შემდეგ იმოქმედეთ გულახდილად და უჩვენეთ, რა გსურთ. ჩაიცვით გამომწვევი ტანსაცმელი, რათა თქვენთან ყოფნის სურვილი გაუძლიეროთ. გათხოვება თუკი თქვენი რჩეული დაქორწინების გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მას ეშინია პასუხისმგებლობის და ახალი ცხოვრების დაწყების, თავისუფლების დაკარგვის, რაშიც დამნაშავეა მისი კომპლექსები. როგორ შევაცვლევინოთ მას აზრი? იმეგობრეთ მის ნათესავებთან და მეგობრებთან, რომლებიც რეკომენდაციას გაგიწევენ. ხოლო როცა ცოლად გაყვებით, შეგიძლიათ უჩვენოთ ყველას, ვინ არის სახლში უფროსი. მარტოხელა ქალების უმრავლესობისთვის ნაცნობია უბრალოდ გათხოვების და მარტოობისგან თავის დაღწევის სურვილი. მთავარია გაერკვეთ, რაშია საქმე. თუ თქვენ მარტოხელა ხართ, მაგრამ სხვებს არ ჩამოუვარდებით, საინტერესოა რა გსურთ? მამაკაცები დანახვისთანავე ფეხებში ჩაგივარდნენ და ხელს გთხოვონ? დროა დაეშვათ მიწაზე. როცა სადმე მიდიხართ, გული გწყდებათ, რომ არავინ ყურადღებას არ გაქცევთ, არ გეცნობათ და გესაუბრებათ, საინტერესოა სად და ვისთან ერთად დადიხართ? თქვენნაირ მარტოხელა დაქალებთან ერთად კინოში? გასაკვირი არც არის, რომ არავინ გეკარებათ. სამსახურში ქალთა კოლექტივია და ერთი ხანდაზმული დარაჯი? საქმის გამოსწორება შესაძლებელია: შეიცვალეთ სამსახური და ვინმეს მოძებნით ოფისში, ან ჩაეწერეთ ავტოსკოლაში, გაემგზავრეთ შვებულებაში, თუ აღარ მოგწონთ შეიცვალეთ საცხოვრებელი, ეცადეთ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ერთი სიტყვით შეეცადეთ აღმოჩნდეთ მამაკაცთა გარემოცვაში. თუ საკუთარი გარეგნობა არ მოგწონთ, შეიარეთ ტრენაჟორების დარბაზში, სილამაზის სალონში, შეიცვალეთ იმიჯი, გახდით უფრო თავისუფალი, თავი სასურველად იგრძენით და უფრო პრაქტიკულად იფიქრეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.