შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანის ხასიათი მისი საყვარელი საკვების მიხედვით


20-09-2015, 20:59
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 321

ადამიანები რატომღაც თვლიან, რომ სულის სარკე მხოლოდ თვალებია. არადა, მეცნიერები და ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ გარკვეული ურთიერთდამოკიდებულება არსებობს პიროვნების ხასიათსა და საყვარელ საკვებს შორის.
"სუნი და გემო ტვინის იმ სისტემის მიერ გადამუშავდება, რომელიც ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი" – ამბობს
Forbs-თან ინტერვიუში ფსიქიატრი და ნევროლოგი, ექიმი ალან ჰირში.

გსურთ იცოდეთ, რა დასკვნები გააკეთეს სამეცნიერო კვლევების ავტორებმა თქვენზე და თქვენი ხასიათის თავისებურებებზე? აი, რამდენიმე, ბევრისთვის საყვარელი საკვები და ახსნა, როგორია ადამიანი, თუკი უყვარს...

1.ყველიანი ღვეზელები

თუკი გიყვართ თბილი ბუტერბროდები ყველით, მაგალითად, ხაჭაპური, ეს იმას ნიშნავს, რომ გულუხვობითა და თავგადასავლებისა და მოგზაურობის მიმართ სიყვარულით გამოირჩევით.
შედეგად, ვისურვებდით, რომ მდნარი ყველის ბევრი მოყვარული იყოს ჩვენ ირგვლივ.

2.ძეხვეული. შებოლილი ხორცი
თუკი შებოლილი და გამოყვანილი ხორცის თხლად დაჭრილი ნაჭრები გიყვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვართ ხმაურიანი საღამოები. აი, რას ამბობს თქვენზე ჰირში:
"ასეთი ადამიანები საოცრად ერთგულები და ლოიალურები არიან და ერიდებიან კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ ადამიანების ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ძალიან მიმნდობები არიან და ხშირად ემოციურად გაუწონასწორებლები.

3.ჩიფსები
თუკი ჩიფსები თქვენი საყვარელი სასუსნავია, ესე იგი, თქვენ ზედმეტად პასუხისმგებლობიანი პერფექციონისტი ხართ. ასეთი ადამიანები ზედმეტად დიდ დროს უთმობენ თვითდისციპლინასა და თვითორგანიზაციას. ისინი იმსახურებენ ნდობას და მიდრეკილები არიან უფრო ჰუმანიტარულ, ვიდრე საბუნებისმეტყველო თუ ზუსტი მეცნიერებების მიმართ.
ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას – არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების მიმართ.

4.ხორცი კარტოფილთან ერთად

ტრადიცილი საჭმელი გიყვართ? ესე იგი, ცხოვრებაში ყველაზე მეტად უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აფასებთ. არ გიყვართ რისკი, იშვიათად თუ მოგინდებათ რაიმე ახლის მოსინჯვა. თქვენი მთავარი პოლიტიკური ფასეულობა – სტაბილურობაა.
სხვათა შორის, ეს დასკვნა ერთი ესტონური კვლევის შემდეგ გაკეთდა. აქვე ნათქვამია, რომ ხორცისა და კარტოფილის მოყვარული ადამიანები ნაკლებად ინტერესიანები არიან, ვიდრე სხვა ადამიანები.

5.ქორფა ხილი
იმავე ესტონურმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას მცენარეულ პროდუქტებს (ხილი, ბოსტნეული) ანიჭებენ, უფრო ხშირად არიან ახალი გამოცდილებებისა და შთაბეჭდილებებისთვის მზად, ვიდრე სხვა ადამიანები და იმის ალბათობა, რომ ამ ადამიანებისგან რომელიმეს დეპრესია ან ნევროზი ემუქება, მინიმალურია.

6. თევზი

თევზეულის მოყვარული ადამიანები ყურადღებიანები, მობილიზებულები არიან, ამჩნევენ ყველა დეტალს და აინტერესებთ ყველაფერი. არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ თევზის მოყვარული ადამიანები ხშირად რისკავენ და ცხოვრების აქტიურ წესს მისდევენ.
ასევე, ისინი, როგორც წესი, კეთილსინდისიერები არიან და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც ზრუნავენ.

7.ფასტ-ფუდი

თქვენც გიყვართ ეს ორსართულიანი ჰამბურგერები? გვაპატიეთ, მაგრამ მეცნიერება ამბობს, რომ სავარაუდოდ, თქვენ ნევროტიკი ხართ.
არსებობს ასევე მონაცემები, რომ სწრაფი კვების მოყვარულები უფრო მიდრეკილები არიან ნოსტალგიისკენ, ხშირად არიან გაფანტულები და საერთოდაც, უპირატესობას ანიჭებენ დინების მიმართულებით ცურვას.
ექიმი ჰირში დასძენს: ისინი, ვისაც მარილიანი, სწრაფად მომზადებული საკვები უყვართ, ხშირად ენდობიან ბედისწერას და იმას, რომ მათ ბედს გარეგანი ძალები განსაზღვრავენ.

8.სალათები
ჯანმრთელი საკვების მოყვარული ხართ? ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ თქვენნაირი ადამიანები მეტად "გახსნილები" არიან და სულ ახალ-ახალ მეგობრებს იძენენ. საოცრად კომუნიკაბელურები არიან.

9.ცხარე საკვები

თუკი ცხარე საკვებს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენ

თავგადასავლებზე მონადირე ხართ. არა, მართლა: არსებობს მონაცემები, რომ ცხარე საწებლების მოყვარულები ხშირად რისკავენ, ხოლო მოწყენილობას ლამის ერთ-ერთ სასიკვდილო ცოდვად თვლიან.
სხვათა შორის, სავარაუდოდ, რისკის მოყვარული ადამიანი სწორედაც რომ თქვენი გასტრონომიური მიდრეკილებების გამო ხართ. ცნობილია, რომ ცხელ ამინდში ცხარე საკვები არსებითად მატებს გულისცემას, რაც დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.
და კიდევ ერთი. პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ცხარე საკვებისგან სიამოვნებას იღებენ, უფრო მარტივად ადაპტირდებიან უცხო სიტუაციებში, იღებენ მეტ სიამოვნებას ემოციური სიტუაციებისგან და მეტად უყვართ ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა, ვიდრე სხვა დანარჩენებს.

10.პიცა

როგორც წესი, პიცის მოყვარულები ძალიან წესიერი და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანები არიან. მათ ზუსტად იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და როგორ მიიღონ ეს.
როგორც წესი, ეს ადამიანები – ლიდერები არიან. ისინი უპირატესობას ანიჭებენ, თავი რაღაც დიდის, მთლიანის ნაწილად იგრძნონ, ვიდრე მარტოებმა იმოქმედონ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის. დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს ორი სიტყვა მათთვის არ არის.
ასევე, ისინი მეტად სენტიმენტალურები არიან და სხვებზე მეტად განიცდიან თუნდაც უცხო ადამიანის გასაჭირს.
თუმცა ერთი სერიოზული ნაკლი აქვთ: პიცის მოყვარულებს ზედმეტად უყვართ კომფორტი და ეს ხშირად მათი მთავარი დაბრკოლება ხდება წარმატებისკენ სავალ გზაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent