შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

12 მეთოდი შეცვალოთ ცხოვრება მაშინაც კი, როცა ამის ძალა არ გაქვთ


15-11-2015, 12:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 160

"თუკი აკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდით, მიიღებთ იმას, რასაც ყოველთვის იღებდით."
ჰენრი ფორდი
ბევრისთვის ნაცნობია ეს შეგრძნება: ჯერ მხოლოდ დილის 10 საათია და უკვე 3 ფინჯანი ყავა დალეულია, მაგრამ თავში მაინც აურზაურია.
ფიზიკურადაც და ემოციურადაც უძლური ხარ და გეჩვენება, რომ ცხოვრება საერთოდ აღარ განიჭებს სიამოვნებას? ემოციური წვა – ხშირად იმის სიმპტომია, რომ დროა დაამუხრუჭოთ.

შესაძლოა, კიდევ ერთმა ფინჯანმა ჩაიმ და თვალის უპეებზე კონსილიერის დამატებითმა ფენამ ცოტა გამოგაცოცხლოთ, მაგრამ იქნება კი ამისგან საბოლოოდ შვება?

იმისათვის, რომ მართლაც შეცვალოთ ცხოვების სტილი და ხარისხი, ბევრად მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა ეს ცვლილებები თქვენი ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესაბაში ჩადებული ინვესტიცია იქნება.

აი 12 ეფექტური მეთოდი, რომელიც კვლავ შეგაგრძნობინებთ ცხოვრების გემოს.


1. გარდიგარდმო ძილი.

ჩვენი სხეული – ლამაზი, უსაზღვროდ რთული მანქანაა, რომელსაც მოვლა და დასვენება სჭირდება. კვლევებმა დაადასტურა, რომ სრულფასოვანი ძილი ფაქტობრივად სრულიად ასუფთავებს ტვინს ტოქსინებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გროვდება. ამიტომაც 7-8 საათიანი ძილი უბრალოდ აუცილებელია ორგანიზმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის.
შეეცადეთ, ჩვეულზე თუნდაც 30 წუთით ადრე დაწვეთ – ეს ხომ არც ისეთი რთულია, არადა ძალიან მნიშვნელოვანი.

2. დაფიქრდეთ კვებაზე.
გაცნობიერებულ კვებას პრაქტიკა სჭირდება – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მიჩვეული ხართ გზადაგზა ჭამას და სადილების გამოტოვებას. ეს ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც გეხმარებათ დაფიქრდეთ იმაზე, რას ჭამთ და რა სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ თქვენ მიერ მიღებულ საკვებს თქვენი ორგანიზმისთვის. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ საკვების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნაში. სხვათა შორის, ისვე კვლევებს დავესესხებით და გეტყვით, რომ დამტკიცებულია, გონივრულად, შეგნებულად მიღებული საკვები ამაღლებს განწყობას, ამცირებს სტრესს, ხელს უწყობს წონის კლებას და აუმჯობესებს საკვების მონელებას.

3. ნაკლები ყავა
კოფეინი – ცენტრალური ნერვული სისტემის გამღიზიანებელი და სტიმულატორია, ამასთან აჩქარებს გულისცემას. თუკი ისედაც აღგზნებული და აფორიაქებული ხართ, ესპრესოს ორმაგი დოზა სავარაუდოდ, ენერგიასა და ძალებს კი არ შეგმატებთ, არამედ კიდევ უფრო აგაფორიაქებთ. უმჯობესი იქნება ფიზიკური დატვირთვა, ან უბრალოდ ფეხით გასეირნება.

4. აქტიური ცხოვრების წესის დაწყება
მოძრაობა – არა მხოლოდ სტრესის მოსახსნელი უძლიერესი იმსტუმენტია, არამედ დამტკიცებული მეთოდი აზროვნების გასააქტიურებლადაც. არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევთ: ველოსიპედით სეირნობას, რამდენიმეწუთიან იოგას, მსუბუქ სირბილს, - ეს შესაშნავი მეთოდია აღუდგეთ სტრესსა და შინაგან დაძაბულობას. სცადეთ, დღეში თუნდაც 10-წუთიანი სპორტი, ნელ-ნელა გაზარდეთ რეკომენდებულ ნახევარ საათამდე.

5. ცოტა ხანი სრულ სიჩუმეში.
დიახ, მედიტაცია ცხოვრების შეცვლაში ძალიან დაგეხმარებათ. დაჰყავით სიჩუმეში მხოლოდ 5 წუთი და სტრესის დონე საგრძნობლად დაიწევს, იმუნიტეტი ამაღლდება და ძილი გაუმჯობესდება. ამასთან ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მიმართავენ მედიტაციას, რაციონალურად აზროვნებენ და უფრო მარტივად უმკლავდებიან პრობლემებს.

6. კანის მოვლა
გქონდეთ ცოცხალი და ბედნიერი კანი, ნიშნავს თავად იყოთ ბედნიერი. კანის ყოველდღიური მოვლა ჩვევად უნდა აქციოთ. ტონალური კრემის დამატებითი ფენა მხოლოდ დროებით დაგიფარავთ ნაკლს, სისტემატიური მოვლა კი ბევრად შესამჩნევ ცვლილებებს მოგცემთ. შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტები და არ დაიზაროთ დილა-საღამოს საჭირო პროცედურების ჩატარება – სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით, რომ თქვენს მონდომებას ფუჭად არ ჩაუვლია.

7. მხოლოდ საკუთარი თავისთვის
ყველაფერი ძალიან მარტივია: აკეთეთ ის, რაც თქვენ გსიამოვნებთ. გაიხალისეთ საკუთარი თავი: იყიდეთ ბოლოს და ბოლოს ის ფეხსაცმელი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, ან გაატარეთ მთელი დღე საყვარელი ფილმების ყურებაში. რაც უნდა აირჩიოთ, არსებობს ერთი მთავარი მიზეზი: ის თქვენ სიხარულს განიჭებთ. გადადეთ გვერდზე საქმეების სია და დაუთმეთ დრო მხოლოდ საკუთარ თავს!

8. ყური დაუგდეთ ინტუიციას

ჩვენი სხეული ხშირად გვკარნახობს, რა გვჭირდება ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამას გავაცნობიერებდეთ. ისწავლეთ საკუთარი თავის მოსმენა: აიღეთ შესვენება, თუკი გრძნობთ, რომ დაიღალეთ, გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, თუკი ასე ძალიან გინდათ.

9. სცადეთ რაიმე ახალი
ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება მალე უსიცოცხლო, ზარმაც არსებად გადაგაქცევთ. დაისახეთ ამოცანა და სცადეთ რაიმე ახალი: მაგალითად აირჩიეთ სამსახურამდე მისასავლელად სხვა მარშუტი, შედით კაფეში, რომელშიც არასოდეს ყოფილხართ. თუნდაც უბრალო, მაგრამ მაინც ახალი შტაბეჭდილებები გამოაცოცხლებთ თქვენს აღქმას და სულ ცოტათი ბედნიერად მაინც გაგრძნობინებთ თავს.

10. გადახედეთ თქვენს გარემოცვას
ჯანმრთელი ურთიერთობების ჩამოყალიბები იმით იწყება, თუ როგორი ადამიანებით ხართ გარშემორტყმული. ცხოვრების მომწამლავი ურთიერთობების კომფორტად გქცევა მარტივი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ოჯახს, სამსახურსა და მეგობრებს ეხება. გააანალიზეთ ყველა თქვენი კავშირი და დაფიქრდით: რა ემოციები შემოაქვთ ადამიანებს თქვენს ცხოვრებაში და რა გააქვთ. გარემოცვა უდიდეს გავლენას ახდენს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე – შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მათთან, ვისთანაც მართლაც კომფორტულად გრძნობთ თავს.

11. შეისწავლეთ რაიმე ახალი
რაიმე ახლით დაინტერესება და მისი შესწავლა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ის ცხოვრებას ბევრად დატვირთულსა და საინტერესოს ხდის. ინტერნეტში უამრავი შემსწავლელი რგოლის ნახვაა შესაძლებელი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა რამის კეთებას ისე დაეუფლებით, რომ სავარძლიდან წამოდგომაც არ დაგჭირდებათ. თუკი მეტი გინდათ – ეს კიდევ უკეთესი, წადით სპეციალურ კურსებზე ან აიღეთ კერძო გაკვეთილები.

12. აწარმოეთ დღიური
სტრესის მოხსნა, ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება, შემოქმედებითი უნარების გაფართოება – აი, რა შეუძლია პირადი დღიურის წარმოებას. განსაკუთრებული არაფერია საჭირო, შეგიძლიათ, უბრალოდ "შეხსენებები" გააკეთოთ საკუთარი თავისთვის, ან კონკრეტულ თემებზე მოსაზრებები ჩაინიშნოთ. მთავარი აქ პროცესია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent