შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვის ელის მგზნებარე რომანი, ვის ტკივილიანი განშორება და ვის ეჭვიანობის სცენები? - 2015 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი


17-11-2015, 00:14
ავტორი Nude
ნანახია 3 294

განსაკუთრებით რომანტიკულად იქნებიან განწყობილები კუროები, კირჩხიბები, მორიელები და თევზები.
რაც შეხებათ დაოჯახებულ წყვილებს, ვნება და საქმეების გარჩევა ერთმანეთს შეცვლის, ზოგჯერ უმნიშვნელო ფლირტის, ზოგჯერ კი ღალატის გამო.

ცოტა მოვლენებს გავუსწრებთ და მათ, ვისაც დაქორწინება აქვს გადაწყვეტილი, ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდებს გავაცნობთ. ქორწინებისთვის კარგი პერიოდებია გაზაფხულის თვეები, აგრეთვე, სექტემბერი და ნოემბერი. მოერიდეთ ქორწინებას იანვარსა და ივნისში. ჯვრისწერა დაგეგმეთ ან ზაფხულის ბოლოს, ან შემოდგომაზე. ყველა დანარჩენს კი იანვრის თვის სასიყვარულო პროგნოზს ვთავაზობთ:

ვერძი
სამსახურის საქმეების გამო ნუ გადადებთ სასიყვარულო ურთიერთობებს მომავლისთვის. პოტენციურ პარტნიორს შეიძლება საერთო ინტერესებისა და ჰობის გამო დაუახლოვდეთ. ვერძმა დედებმა მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭონ შვილებს, რათა ეს უკანასკნელები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ცხოვრებას, მომავალს.

კურო
ნუ ეცდებით შორს იმის ძიებას, რაც თქვენ გვერდითაა. თავად შეცვალეთ "დეკორაციები" თქვენს ცხოვრებაში. საკუთარ გრძნობებში გარკვევა გაგიჭირდებათ. დაქორწინებულმა კუროებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახში ჰარმონიის შექმნას, შვილებს. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით, თუ თავად გამოიჩენენ ინიციატივას.

ტყუპი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთგაგების არქონის გამო ზოგიერთ ტყუპს დაშორება ან განქორწინება ელის. სასურველია, მარტოხელა ტყუპმა კარდინალურად შეიცვალოს იმიჯი. შეყვარებულებმა კი დაუჯერეთ პარტნიორებს, მაგრამ მათ გამო საკუთარ თავს მსხვერპლად ნუ აქცევთ.

კირჩხიბი
განსაკუთრებულ ლტოლვას განიცდით საპირისპირო სქესის მიმართ. დაქორწინებულებმა შეიძლება რომანი გააბან კოლეგებთან, მეგობრებთანც კი. შეყვარებულებს, აზრთა სხვადასხვაობის გამო კამათი ელით საყვარელ ადამიანთან. დედა კირჩხიბებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ შვილებს, მოარიდონ ისინი აზარტულ თამაშებს.

ლომი
გირჩევნიათ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებმა იაქტიურონ თქვენთან დასაახლოებლად, ვიდრე თავად გამოიჩინოთ ინიციატივა. დაქორწინებულებს მშვიდი, წვეულებებითა და საჩუქრებით აღსავსე თვე ელით. თუმცა, თუ გაჯიუტდებიან, ხშირად მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა საყვარელ ადამიანთან. თუ შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესება გსურთ, მათი მეგობარი უნდა გახდეთ.

ქალწული
თქვენი კავშირის დანგრევის მიზეზი შეიძლება მესამე პიროვნების გამოჩენა გახდეს. ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საუბარს პარტნიორთან. უმჯობესია, არაფრისმომცემ ურთიერთობას დროზე დაესვას წერტილი. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული პაემნები ელით. დედა ქალწულებმა მეტი მზრუნველობა გამოიჩინეთ შვილების მიმართ.

სასწორი
დაოჯახებულები განსაკუთრებით იქნებით გართულნი საყვარელ ადამიანებსა და ნათესავებზე ზრუნვით. მარტოხელები კი, განსაკუთრებით ისინი, ვინც დღესასწაულების გატარებას კურორტზე აპირებენ, სასიამოვნო ნაცნობობასა და რომანის დაწყებას უნდა ელოდნენ. შეყვარებულ სასწორებს მგზავრობისას ყურადღება მართებთ ბილეთების, საბუთებისა და ბარგის მიმართ.

მორიელი
დაგროვილი პრობლემები მეუღლესთან ერთად მოაგვარეთ და ნურაფერს გადადებთ მომავლისთვის. მარტოხელა მორიელებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ სიტუაცია უცვლელია, თუმცა თვე აღსავსეა რომანტიკული და სასიყვარულო თავგადასავლებით.

მშვილდოსანი
თუ პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მეტად უნდა დაინტერესდეთ საყვარელი ადამიანის პრობლემებითა და დაეხმაროთ მას. მარტოხელებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, გარეგნობას.

თხის რქა
თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ყველანაირად შეგიწყობთ ხელს ოჯახის შენარჩუნებაში. თავად კი ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ მეუღლის შეცდომებსა და უსიამოვნო მომენტებს. მარტოხელებმა უნდა გააუმჯობესონ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის მიმართ და აგრეთვე, დაარეგულირონ ურთიერთობა ნათესავებთან.

მერწყული
არც მარტოხელა და არც დაქორწინებული მერწყულები იტყვიან უარს ფლირტსა თუ რომანზე, რომელსაც გაასაჯაროებენ. მარტოხელებს არაფერი ელით, აი, დაქორწინებულს კი მეუღლესთან პრობლემები შეექმნება. თუმცა, ზოგიერთები ასე უფრო მიიქცევენ მეუღლის ყურადღებას და სამომავლოდ უფრო გაამყარებენ კავშირს. დედა მერწყულებმა შვილებს ორიგინალური დღესასწაულები მოუწყვეთ.

თევზები
სრულ ნეტარებას განიცდიან რომანტიკული და სექსუალური თავგადასავლებებით. თუმცა, თქვენი მდგომარეობა საზოგადოების ნაწილს შეუმჩნეველი არ დარჩება. მოსალოდნელია უსიამოვნებები, თუ თავად არ ეცდებით სიტუაციის გამოსწორებას. დაქორწინებულები ურთიერთობის გასაუმჯობესებლად სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ თინეიჯერი შვილების მიმართ.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მე ვარ ახლა მსხვერპლი :(((((
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline მოდერი Nude

ErckeMydass25
მე ვარ ახლა მსხვერპლი :(((((

მაიმუნი ხარ შენ, მსხვერპლი კი არა wink
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent