რომელ ნიშანთან ქორწინებაში გაქვთ შანსი, რომ გამდიდრდეთ
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენი ფინანსური წარმატება ბევრით დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის დავუკავშირებთ ბედს. ცხოვრების მეგზურის არჩევისას არა მხოლოდ სასიყვარულო თავსებადობას უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ თანავარსკვლავედების კავშირსაც ფულთან მიმართებაში. გინდათ გამდიდრდეთ? მაშინ აირჩიეთ პარტნიორი მერკანტილური ჰოროსკოპის მიხედვით! ვერძებმა ჰაერის სტიქიის ნიშნებს უნდა მიანიჭონ უპირატესობა, განსაკუთრებით კი მერწყულებს. ეს იდეალური მეწყვილე იქნება ვერძისთვის. სასწორსაც შეუძლია მისთვის ფინანსური წარმატების მოტანა. ფინანსური კრახის თავიდან ასაცილებლად ვერძები უნდა მოერიდონ მორიელებს. კუროსთვის სასარგებლო იქნება მერწყულთან ან მორიელთან ურთიერთობა. ამ კავშირმა კუროებს წარმოუდგენელი ფინანსური წარმატება შეიძლება მოუტანოს. ცუდად არ წაუვა საქმე კუროს თუკი პარტნიორად ცეცხლის ნიშნებს (ლომებს, მშვილდოსნებს და ვერძებს) აირჩევს, თუმცა ამ შემთხვევებში კუროს მშვიდი ცხოვრება არ ელის. ტყუპი დიდ ფულს ლომთან ერთად იშოვის. ლომი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის – ნამდვილი ფულის მაგნიტია. თხის რქა, კურო და ქალწული ამ საკიხთში ტყუპს ვერაფრით დაეხმარებიან. მორიელებმა კი შესაძლოა საერთოდაც გააკოტრონ. კირჩხიბს გამდიდრების დიდი შანსი აქვს, თუკი პარტნიორად ლომს, ვერძს ან მშვილდოსანს აირჩევს. მათ შეუძლიათ როგორც თავად იშოვონ ბევრი ფული, ასევე კირჩხიბებსაც მოახვეჭინონ. ლომს გამდიდრების დიდი შანსი აქვს ტყუპთან კავშირის შემთხვევაში. ეს წყვილი წარმოუდგენლად იღბლიანია ფულთან მიმართებაში. ერთად ისინი შეძლებენ ძალიან სწრაფად გამდიდრდნენ. ბედნიერი და უდარდელი ქორწინებისთვის ლომებს ასევე შეეფერებათ სასწორები, მერწყულები, თხის რქები, ქალწულები და კუროები. ასტროლოგები ლომს ურჩევენ, თავი შორს დაიჭირონ მორიელებისგან, რადგან მასთან თანაცხოვრების შემთხვევაში გაკოტრება არ აცდება. ქალწულებს მორიელების გვერდში ყოფნა მოუხდებოდათ. თუკი ჰოროსკოპის ნიშანთა უმეტესობისთვის მორიელისთვის ბედის დაკავშირება ფინანსური წარუმატებლობის მომტანია, ამ შემთხვევაში პირიქით, მორიელი ქალწულს მატერიალურ უზრუნველყოფას მოუტანს. სასწორს თითქმის ყველა ნიშნისთვის მოაქვს ფინასნური წარმატება. თავისი მეორე ნახევრისთვის კი იზიდავს ფულს, მაგრამ თავად უკაპიკოდ რჩება. ერთადერთი, ვისაც შეუძლია რომ მას ფინანსური წარმატება მოუტანოს, ვერძია. თუკი მათ სიყვარულიც აკავშირებთ, ძალიან დიდი კეთილდღეობა ელით. მორიელთან ყველაფერი რთულად არის: ისინი თითქმის ყველა ჰოროსკოპის ნიშანს აკოტრებენ! ერთადერთი, ვისაც ფინანსური თვალსაზრისით ვერაფერს დააკლებენ, თხის რქები, კუროები და ქალწულები არიან. მაგრამ თუკი მორიელს სურს, თავად იშოვოს ბევრი ფული, მან ბედი ლომს, ვერძს ან მშვილდოსანს უნდა დაუკავშიროს. მაგრამ ამ შემთხვევაში მორიელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ის იქნება ოჯახის მარჩენალი, რადგან მასთან ერთად ეს ნიშნები ფულის შოვნას ვერ შეძლებენ. მშვილდოსანს ფინანსური თვალსაზრისით გაუმართლებს მერწულთან ან სასწორთან. თუკი ისინი ერთ-ერთ ამ ნიშანთანაგანს დაუკავშირებენ ბედს, ფინანსურად უზრუნველი მომავალი გარანტირებული ექნება. მაგრამ თუკი თავად სურთ, რომ მიიზიდონ ფული, ცხოვრების მეგზურად თხის რქა, ქალწული ან კურო უნდა აირჩიონ. თხის რქა – ეს არის ნიშანი, რომლის ფინანსურ კეთილდღეობაზე ვერავინ მოქმედებს. ერთადერთი, ვისაც შეიძლება ამ კუთხით მიაქციონ ყურადღება, ეს მშვილდოსნები, ვერძები ან ლომები არიან. ამ ნიშნებთან ქორწინება თხის რქას გარანტირებულად სტაბილურ ფინანსურ მოგებას მოუტანს. მერწყულისთვის საუკეთესო პარტნიორები ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად აირან: მშვილდოსნები, ვერძები და ლომები. სასწორი და კუროც არ იქნება მათთვის ცუდი არჩევანი, მაგრამ მორიელებს უნდა უფრთხილდნენ – მათთან კავშირის შემთხვევაში მატერიალურად საქმე ცუდად წაუვათ! თევზები ყოველთვის და ყველაფერში სხვის თანადგომას საჭიროებენ. მათ შორის, ფინანსებშიც. ამ მხრივ მათთვის საუკეთესო მეწყვილეები იქნებიან თხის რქები, ქალწულები ან კუროები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.