შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

TOP სამი ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც წინ „ტკბილი დეკემბერი“ ელის


25-11-2015, 14:13
ავტორი maridb
ნანახია 3 063

პლანეტები, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანები სტატიკურად არასოდეს დგანან. ისინი იცვლებიან, თანაარსებობენ, ზოგჯერ კონფლიქტშიც შედიან, ან პირიქით ერთიანდებიან და გაერთიანებული ძალით გვჩუქნიან ჩვენ - ადამიანებს პოზიტიურ მოვლენებს. ამიტომაც არის, რომ მიმდინარე ტრანზიტები და პლანეტების ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლება, სხვადასხვა ტიპის მოვლენებს ააქტიურებს ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში. დღეს წინასაახალწლო პერიოდზე გვინდა გესაუბროთ და იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება მიმდინარე დეკემბერი რომანტიკულად დატვირთული და სასიყვარულო მოულოდნელობებით აღსავსე.

მშვილდოსანი - გამომდინარე იქედან, რომ მზემ ნოემბრის შუა პერიოდიდან მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, დეკემბრის შუამდე სამყარო აუცილებლად აჩუქებს შანს საიმისოდ, რომ უკვე არსებულ ურთიერთობებში მეტი კონკრეტიკა შეიტანონ. ეს ნაკლებად არის ახალი სასიყვარულო კავშირების წამოწყების პერიოდი, იმიტომ, რომ მშვილდოსნის ზოდიაქოს ამ ეტაპზე მკაცრი სატურნი უდგას კვალში, ის კი თავის მხრივ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მეტ სტაბილურობას და წინდახედულებას ავალდებულებს ყველაფერში, მათ შორის პირად და სასიყვარულო კავშირებში. შესაბამისად, მშვილდოსნებმა ხელები უნდა დაიკაპიწონ და დეკემბერში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეუდგნენ პარტნიორულ ურთიერთობაში.

მორიელი - დეკემბრის თვე მორიელებს მათთვის საყვარელი დრამატული ისტორიების სიუხვესა და სასიყვარულო კავშირებში ტემპერატურის მაქსიმალურად მაღალ ლეველს ჰპირდება. ეს ის პერიოდია, როცა შესაძლებელია შემთხვევით სექსუალური კავშირები სერიოზულ თავის ტკივილად და სასიყვარულო სამკუთხედის მიზეზად იქცეს ბევრი მორიელის ცხოვრებაში. შესაბამისად, იმ მორიელებს, რომელთაც უკვე ჰყავთ შერჩეული ცხოვრების თანამგზავრი ასტროლოგები სახიფათო ექსპერიმენტებისაგან თავის მაქსიმალურად შეკავებისკენ მოუწოდებენ.

სასწორი - დეკემბრის თვეში ჰარმონიული და რომანტიკოსი სასწორების დიდი ნაწილი, გასაოცარი და თავბრუდამხვევი სასიყვარულო თავგადასავლების ეპიცენტრში აღმოჩნდება. ეს ყველაფერი კი მათი ხასიათის ნეგატიურ თვისებას - მერყეობასა და გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანის ჩვევას, კიდევ უფრო აქტიურს გახდის. აქვე არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპზე სასწორის ნიშანს ავადსახსენებელი "შავი მთვარე" გადის და მისი გავლენა სასწორებზე შესაძლოა ზუსტადაც რომ პარტნიორული ურთიერთობების კუთხით გამოვლინდეს ყველაზე აშკარად. შესაბამისად, ასტროლოგები სასწორს ურჩევენ დეკემბერში ძველი და საეჭვო კავშირების აღდგენისგან თავის შეკავებას. ხოლო ახალი ურთიერთობები სასურველია, ამ ადამიანებმა მაქსიმალური სიფრთხილითა და წინდახედულებით წამოიწყონ.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

რა თქმა უნდა!
რომ არ დამხვედროდა ჩემი ზოდიაქოს ნიშანი, გავგიჟდებოდი!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი maridb

წითური გოგონა
რა თქმა უნდა!
რომ არ დამხვედროდა ჩემი ზოდიაქოს ნიშანი, გავგიჟდებოდი!

<3 მეც :დ
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent