შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გელით თუ არა წინ "ტკბილი სექტემბერი" - სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის


3-09-2015, 14:44
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 053

თუმცა, არსებობს სხვა ვარიანტიც, შესაძლოა ზუსტად სექტემბერში დაიწყოს რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სექტემბრის თვე იმის გათვალისწინებით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა ქალწულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებს გაივლის ამ დროს საკმაოდ პერსპექტიულია გრძელვადიანი და ლამაზი ურთიერთობების დასაწყებად. ასე რომ, განეწყეთ რომანისთვის და ქვემოთ კონკრეტული პროგნოზიც მოისმინეთ იმის შესახებ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის ამ თვეში თავბრუდამხვევი სასიყვარულო ურთიერთობა.

გამომდინარე იქედან, რომ ვენერა ჯერ კიდევ რეტრო-ფაზაშია, დაახლოებით ათ სექტემბრამდე მაინც, სასურველია, უკვე არსებულ კავშირებში სიმყარე და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს ის პერიოდია, როცა წვრილმანების გამო დავამ შესაძლოა მეუღლეებს შორის განქორწინების საფრთხის ალბათობაც კი გააღრმავოს, რაც მომავალში მერწმუნეთ ერთობ დაუფიქრებელ ნაბიჯად მოგეჩვენებათ.

სექტემბრის მეორე ნახევარში კი, როცა ვენერა სვლას სრული კურსით გააგრძელებს, ახალი რომანის დაწყების შანსი გაუჩნდებათ ქალწულებს (მათ განსაკუთრებით უმართლებთ, იმიტომ რომ, პლანეტა იუპიტერიც ქალწულის ზოდიაქოშია ამ ეტაპზე). ასევე მორიელებს, ლომებს, კუროებს, თხის რქებს და კირჩხიბებს. მათთვის შესაძლოა ზუსტად ამ პერიოდში გამოიმეტოს კოსმოსმა იდეალურ პარტნიორთან ნაცნობიბის შანსი, რომელიც აუცილებლად ოჯახის შექმნით დაგვირგვინდება.

შედარებით რთული პერიოდია პირადი ურთიერთობების მხრივ სასწორის, თევზების, მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულთათვის. ამ ადამიანების ცხოვრებაში შესაძლოა დიდი ხნის დაგროვილმა წყენამ გადაფაროს გულწრფელი ემოციები. გარდა ამისა, სექტემბერი მათ ცხოვრებაში ძველი რომანების უშედეგოდ რეანიმირების მოთხოვნილებასაც მოიტანს, რაც დამერწმუნეთ არ გახლავთ კარგი იდეა. იმიტომ რომ რეალურად ამ პერიოდში სასურველი გვეჩვენება სასარგებლოდ. შესაბამისად, საუკეთესო ვარიანტი ზემოხსენებული ნიშნებისთვის დროებითი "ტაიმ-აუტის" აღება და განმარტოება იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად გაიაზროთ თქვენი ემოციები და წარსულის შეცდომებზეც მოახერხოთ დაფიქრება.

რაც შეეხებათ ვერძებს, ტყუპს, მერწყულებს მათთვის იშვიათი გამონაკლისის გარდა, სექტემბრის თვე მშვიდად ჩაივლის სასიყვარულო კავშირების კუთხით, უფრო მეტიც ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების დიდ ნაწილს სექტემბერში პირად ცხოვრებაზე მეტად, პროფესიული საკითხები ექნება მნიშვნელოვნად წინ წამოწეული დღის წესრიგში.



№1  offline წევრი maridb

კარფი სიახლე იყოო winked
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

maridb
კარფი სიახლე იყოო winked

love

 


№3 სტუმარი hm

ვინმემ ხო არრ იციით ქალ ლომს და თევზ ბიჭს რამე შანსიი ააქვთ wink wink winked [i][/i][center][/center]

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

hm
ვინმემ ხო არრ იციით ქალ ლომს და თევზ ბიჭს რამე შანსიი ააქვთ wink wink winked [i][/i][center][/center]

მხოლოდ ზოდიაქოშიც ნუ ჩაიციკლები :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent