შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქვთ თუ არა კავშირი გარდაცვლილ ნათესავთან, ფაქტის დამადასტურებელი 10 ნიშანი


25-11-2015, 15:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 359

ცხოვრებაში ყველაზე მძიმე განსაცდელი ახლობლის დაკარგვაა. თუმცა, თუ ადამიანი დედამიწაზე ფიზიკურად აღარაა, ეს არ ნიშნავს, რომ მისმა სულმაც სამუდამოდ მიგატოვათ. სინამდვილეში, ერთგვარი კონტაქტი გარდაცვლილ ადამიანთან შეიძლება თქვენც გაქვთ. მთავარია, მეტად დაკვირვებული იყოთ. აი, რამდენიმე ფაქტი იმისა, რომ გარდაცვლილი ნათესავი ჯერაც გსტუმრობთ.
1. გრძნობთ მის სუნს
არომატი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. თუ გარდაცვლილის თამბაქოს ან სუნამოს სუნს გრძნობთ, ე.ი. კავშირი ამ ადამიანთან ისევ ძლიერია.

2. ჩნდებიან თქვენს სიზმრებში

სიზმარში ნანახი გარდაცვლილი ახლობლები რეალისტურად და არა ზღაპრულად გამოიყურებიან. ისინი თითქოს რაღაცას მიგანიშნებენ, გაფრთხილებენ. დააკვირდით სიზმრებს, განსაკუთრებით, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში.

3. თქვენი "საერთო" ნივთები ქრება
შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ დიდხანს ეძებთ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც გარდაცვლილს უყვარდა. ან ერთ ადგილზე დადეთ და სხვა ადგილზე დაგხვდათ. შეიძლება გარდაცვლილი ასე გეხუმრებათ.

4. უჩვეულო მოვლენები პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე
ამერიკელი ექსტრასენსის, ჯეიმს ვან პრეგეს თქმით, გარდაცვლილების სულები ხშირად ესწრებიან საკუთარ პანაშვიდებსა და დაკრძალვებს. ისინი ცდილობენ დაამშვიდონ თავიანთი ახლობლები. ტკივილისა და ტრაგედიის გამო ადამიანი ვეღარაფერს ამჩნევს, თუმცა სწორედ ასეთ დღეებშია გარდაცვლილ ადამიანთან კავშირი მეტად შესამჩნევი.

5. გრძნობთ მათ
ზოგიერთს ჰგონია, რომ საყვარელი ადამიანის სული მის გვერდითაა. ზოგი მას ხედავს კიდეც, ზოგი გრძნობს მათ სიახლოვეს. ზოგსაც გვიან, წიგნის კითხვის დროს ჰგონია, რომ მის გვერდით ვიღაც ზის. ეს ხშირად ხდება, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს შორის, ვისაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.

6. გრძნობთ მათ შეხებას
ამოუხსნელია ფაქტია, მაგრამ მილიონობით ადამიანის ნაამბობიდან ირკვევა, რომ გარდაცვალების შემდეგ ისინი გრძნობდნენ ამ ადამიანების სიახლოვეს, გრძნობდნენ, როგორ ეფერებოდნენ ისინი თმაზე, როგორ ეხებოდნენ, ხელს ჰკიდებდნენ.

7. ელექტრონივთების უჩვეულო მოვლენები
ელექტრონივთები მოულოდნელად რომ "გიჟდებიან", ეს სულების ცელქობის ამბავია, მათ შეუძლიათ ელექტრონივთებით მანიპულირება. არ შეგიმჩნევიათ, რომ მანქანაში ჩაჯდომისას თქვენი საყვარელი მუსიკა ჩაირთო, თქვენ კი საერთოდ სხვა ტალღაზე გქონდათ რადიო მომართული?..

8. ამოუცნობი სატელეფონო ზარები
იყო შემთხვევა, როცა მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონას მობილურზე რამდენჯერმე დაირეკა უცნობი და უჩვეულო ნომრიდან, ხმას არავინ იღებდა. როცა გოგონამ ეს ამბავი მეგობრებს გაუმხილა, მათაც გაიხსენეს მსგავსი ფაქტები საყვარელი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ. არავინ იცის, რატომ ხდება ასე. თუმცა, მეცნიერები სერიოზულად დაინტერესდნენ ამ ფენომენით.

9. სიმბოლოებით დატვირთული უცნაური მოვლენები
ისინი უამრავ მინიშნებას გვიგზავნიან: ბუმბულების, მონეტების ან ქვების სახით. გარდაცვლილები ხშირად იყენებენ ცხოველებს, რათა საკუთარი თავი გამოავლინონ. გარდაცვლილების ნათესავები ამჩნევენ შინაურ ცხოველებს, ჩიტებს, პეპლებს, ჭიამაიებსა და სხვა სულიერ არსებებს, რომლებიც უცნაურად იქცევიან.

10. ჩვენ მათ სინამდვილეში ვხედავთ!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ჩვენ მათ ვხედავთ. არა სიმთვრალის დროს და სხვაზე მიმსგავსებულს. ისინი "გვენახვებიან", როცა სურთ ჩვენთან კონტაქტის დამყარება, როცა რაღაცას გვანიშნებენ, გვაფრთხილებენ.

თქვენ თუ გქონდათ მსგავსი შეგრძნებები? გაგვიზიარეთ ისინი...



№1  offline წევრი EmyLee

Me mqonda zustad 40 dghis ganmavlobashi : sizmrebi yoveldghiurad,ghamit loginze wamomjdars bevrjer daminaxavs is adamiani,pirvelad shevshindi,xolo roca sistemuri saxe miigho shevechvie,zustad 40 dghis ganmavlobashi vxedavdi mas ghamit,shemdeg vidzinebdi da qreboda.saocrebaa,sheizleba realobas ar sheesabameba,magram es namdvilad iyo,amis mere 1 wlis ganmavlobashi sizmarshi vnaxulobdi,1 wlis shemdeg yvelaferi shewyda.. Didi tkivili ganvicade misi dakargvit,is chemtvis dzvirfasi iyo,swored amitom vcdilobdi gamego ra awuxebda mis suls,is ki ubralod modioda da qreboda ..
--------------------
Rain Of Native Girl

 


№2  offline წევრი ნინუცა

ზუსტად არ მახსოვს 40 დღის პერიოდში მოხდა თუ არა 4 წლის წინ მოხდა.გზაში მოულოდნელად მისი სუნი ვიგრძენი 10 წუთი გინზე ვერ მოვდიოდი ცუდად გავხდი.40 დღის განმავლობაში მესიზმრებოდა ვეუბნებოდი შენთან დავჩებითქო და ბოლოში ხელს მკრავდა და ქრებოდა მიდიოდა .ზუსტად მის გარდაცვალების დღეს კი სკოლაში დავინახე მეგონა იქ იყო ყურადღება არ მივაქვიე მაგარრამ რომ მივტრიალდი მისი ადგილი თავისუფალი იყო .მასწავლებელმაც თქვა დავინახე და არა არ დავუწერეო :(( ძალიან საშინელი პერიოდი იყი ჩემთვის მაშინ 13 ის ვიყავი

 


№3 სტუმარი black

ნინუცა
ზუსტად არ მახსოვს 40 დღის პერიოდში მოხდა თუ არა 4 წლის წინ მოხდა.გზაში მოულოდნელად მისი სუნი ვიგრძენი 10 წუთი გინზე ვერ მოვდიოდი ცუდად გავხდი.40 დღის განმავლობაში მესიზმრებოდა ვეუბნებოდი შენთან დავჩებითქო და ბოლოში ხელს მკრავდა და ქრებოდა მიდიოდა .ზუსტად მის გარდაცვალების დღეს კი სკოლაში დავინახე მეგონა იქ იყო ყურადღება არ მივაქვიე მაგარრამ რომ მივტრიალდი მისი ადგილი თავისუფალი იყო .მასწავლებელმაც თქვა დავინახე და არა არ დავუწერეო :(( ძალიან საშინელი პერიოდი იყი ჩემთვის მაშინ 13 ის ვიყავი

vaaa magaria me ki magasac ver vxedav mxolod ertxel vnaxe 3tvis win Da saxes malavda Shen ro tkvi skolashi maswavlebelmac dainaxao damajriala neta mec vxedavde rigor momenatra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent